ქოხი ზღვის პირას

რა მინდა იცი? სახლი სანაპიროზე. არა, სახლიც არა, უფრო ქოხი, ხისგან დამზადებული და თივის სახურავით.

ქოხს დიდი ფანჯრები მინდა ჰქონდეს. კარგ ამინდში მოწმენდილ ცას და ლურჯ ზღვას ვხედავდე ოთახის ყველა კუთხიდან, გაწვიმებისას კი წვეთებიანი ფანჯრის მიღმა აზვირთებულ ტალღებს, მათ სინქრონულ მოძრაობას ვაკვირდებოდე.

მინდა დილით მზის სხივმა გამაღვიძოს, ფეხშიშველმა ჩავირბინო პლიაჟზე და ფეხქვეშ მოქცეული ქვიშის ხმა გავიგო. ჯერ ნელა შევცურო ზღვაში, მერე სწრაფად ვამოძრაო ხელები და ბოლოს თითქმის უმოძრაოდ, სხეულის მსუბუქი რხევით გავცურო. გავიდე შორს, ისე, რომ ქოხს ძლივს ვხედავდე. წყალში დიდხანს გავჩერდები, პირაღმა წამოვწვები და ჩუმად, ძლივს გასაგონად ვიღიღინებ:

“გაგონდება თუ არა,
კარალეთის დღეები
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები.
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები,
თუ დრომ გადაურა
და ჩაუქრო ალები…”

მერე ტალღას გამოვყვები ნაპირამდე, ზღვის წყალი წურწურით ჩამოვა სხეულზე და თბილი მზის შეხება საშინლად მესიამოვნება. ნელი ნაბიჯით გავყვები პლიაჟს და უკან სველ ნაფეხურებს დავტოვებ. ცერებით შევალ ქოხში და რატომღაც შევეცდები ნაკვალევი არ დავტოვო ხის იატაკზე. ფეხაკრებით შევალ სამზარეულოსთვის განკუთვნილ პატარა ოთახში, მაგიდიდან დიდ ვაშლს ავიღებ და მერე მწარე ყავას მოვამზადებ.

შემდეგ ფანჯრის რაფაზე დავჯდები, დავაკვირდები ზღვის მოძრაობას და თან უკვე მომზადებული ყავის არომატს შევიგრძნობ. ნელ-ნელა, ნება-ნება დავლევ არომატულ სასმელს და თან ზღვას არ მოვაშორებ თვალს.

შუადღით, როცა დაცხება, ხის ქვეშ გაბმულ ჰამაკზე წამოვწვები და რამეს წავიკითხავ. ნელ-ნელა თვლემა მომერევა და გემრიელად ჩამეძინება.

საღამოს მინი კინოთეტრს მოვიწყობ ღია ცის ქვეშ, ფეხმორთხმით დავჯდები ქვიშაზე, დიდი თეფშით ბატი-ბუტს (და არა პოპ-კორნს) ჩავიდებ კალთაში და რამე გემრიელ ფილმს ვუყურებ.

როცა კარგად დაღამდება და ცა ვარსკვლავებით მოიჭედება, ზღვაში ვიბანავებ და მერე, დაღლილი, ქვიშაზე დავეგდები, ხელებს თავქვეშ ამოვიდებ და ვარსკვლავებს დავაკვირდები, თან ზღვას მოვუსმენ. ვერ მივხვდები დროის გასვლას და სანამ რული არ მომერევა, მანამ არ წამოვდგები. მერე ზოზინით ავალ ქოხში და უკვე საკმაოდ შეციებულზე საშინლად მესიამოვნება თბილი საწოლი. დავიძინებ ყველაზე ტკბილი ძილით, რაც კი არსებობს და დილით ისევ დიდ ფანჯარაში შემოჭრილი მზის პირველი სხივები გამაღვიძებს.

არ მექნება ტელეფონი და ინტერნეტი, მხოლოდ წიგნები და ფილმები დიდი რაოდენობით. და მე იქ ვიქნები მარტო, შენს გარეშე. საერთოდაც, მე მარტო უნდა ვიყო. ასე იყო და ასეც იქნება, რადგან ურთიერთობები იმ სახით, როგორიც მე მინდა და მჭირდება, უბრალოდ არ არსებობს.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/09/08, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 48 Comments.

  1. ჩათლახი გრძნობები….

  2. ♥ Miss.Catalan.. ♥

    – S Momewona – S Gamajrjola – ((

  3. მმმ… ასე მგონია ჩემი სათქმელი თქვიი…მეც მინდააა🙂 პ.ს. როგორ ზუსტად შეესაბამებაა ფოტოო…მმმ მასეთი ქოხი მინდაა ზუსტად : )) ^_^

    • ფოტო ყოველთვის მაწვალებს ხოლმე, იშვიატად ვპოულობ იმას, რაც მინდა. ამიტომ, ვცდილობ ჩემი გადაღებული გამოვიყენო ზოგჯერ, მაგრამ ქოხი ხომ არ მაქვს და…🙂 ანუ აქ ისევ გუგლი დამეხმარა🙂

      შეფასებისთვის მადლობა ^_^

  4. არ ვიცი გამიხარდეს, თუ გისაყვედურო იმისთვის, რომ ჩემნაირი ოცნება გაქვს😀
    თუმცა მე ქოხს ალბათ სახლს ვამჯობინებდი დიდი აივნით, არა ვერანდით, დიდი ვერანდით, ”კაჩალკა” სკამით, ზამთარში ირგვლივ ფანჯრები, რომ მერტყას და ზაფხულში თეთრ ფარდებს ოდნავ, რომ აქანავებდეს ზღვიდან მონაბერი ჰაერი. მეც მინდა ზღვის პირას ცხოვრება, კომუნიკაციის გარეშე, სრული მოწყვეტით, მარტო.
    არც კი იცი გაცხარებული სამუშაო დღის ზენიტში, როგორ მესიამოვნა ამ პოსტის წაკითხვა🙂
    ურთიერთობები კი, რომლებიც ან რომელიც გინდა, შესაძლოა სულ აღარ მოგინდეს მაშინ, როდესაც ხელშესახები და რეალური ურთიერთობები გაცილებით უკეთესად მოგეჩვენება. როგორც წესი წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმები არასოდეს ემთხვევა რეალობას და ეს არ არის ალბათ ცუდი🙂

    • ხო, ალბათ მართალი ხარ… დროა დავეშვა მიწაზე და რაღაცეების წარმოდგენასაც შევეშვა, რეალობა აშკარად განსხვავებულია და ალბათ ასეც უნდა იყოს. გადავეშვი ფანტაზიებში უაზროდ🙂

      შენს ოცნებას რაც შეეხება, დიდ სახლსაც არაუშავს, მით უმეტეს აივნით ^_^
      ვესტუმროთ ხოლმე ერთმანეთს, მაინც ოცნებაა და რა შეგვიშლის ხელს? მანძილი? ნურას უკაცრავად!🙂

  5. მე ზოგადად სახლი მინდა ზღვაზე, მასალას არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა ალბათ უფრო გამძლე და კომფორტული აჯობებს, ზამთარშიც წავიდოდი🙂

    • ხო, აშკარად. მაგრამ ეს ხომ ოცნებაა და დავაი, იმაზეც ვიოცნებებ, რომ ეს ქოხი გაუძლებს ზამტარს🙂

  6. ლამაზი ოცნებაა…
    “ურთიერთობები იმ სახით, როგორიც მე მინდა და მჭირდება, უბრალოდ არ არსებობს” აი აქ არ ვიცი როგორი ურთიერთობა იგულისხმე,მაგრამ ჩემი სათქმელი თქვი .
    გულისამაჩუყებელი პოსტია ცოტათი.ძალიან კი მომეწონა ^^

    • ხო, რავი… არ ღირს მაგ ურთიერთობებზე საუბარი, მეტისმეტად არარეალურია🙂

      მადლობა შეფასებისთვის და შემომიარე ხოლმე, მგონი პირველად უნდა იყო აქ, ხომ?

      • მგონი ეგრეა…ისე კი აუცილებლად გადევნებ თვალს ამის შემდეგ ^^
        ჩემს შემთხვევაშიც არარეალურია :დ სამწუხაროდ…

        • რა იცი, ყველაფერი ხდება და იქნებ ერთ დღესაც რეალური გახდეს😉

          პ.ს. გელოდები მაშინ🙂

          • გახდეს,არაფერი მაქვს საწინააღმდეგო :დ
            ისე,კარგ ხასიათზე მაყენებს ეს შენი გვირილები და ჭიამაიები ^^

            • როგორ მიხარია ეს ამბავი არ იცი ^_^ დიზაინს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და მომწონს როცა ვიღაცაზე დადებიტად მოქმედებს.

  7. გვირილა…
    მანდ კარგია 1 კვრია, 2 კვირა, ჰა–ჰა 1 თვე.
    მეტ ხანს ვერ გაძლებ, ასე მგონია.
    ვერც მე გავძლებ დიდი ხანი.
    ‘თანამედროვე ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს’ (99ფრანკი)
    არა გვირილა.. არა.
    ჩემს ოცნებას გავს, მაგრამ ოცნება ოცნებად უნდა დარჩეს, რადგან შენ (ჩემი აზრით) ისეთი ტიპის ცხოვრებისთვის ხარ დაბადებული, რომელიც 21–ე საუკუნის სტანდარტებს შეეფერება.
    :*

    • ხო, გეთანხმები… დიდხანს ალბათ ვერ გავძლებ, აქტიურ ცხოვრებას ვარ მიჩვეული და მომწონს კიდეც. მაგრამ… ახლა მგონია, რომ ზუსტად ეს მინდა და კაი ხანს დავრჩებოდი. მეტი არაფერი…🙂

  8. ძალიან ლამაზი ოცნება…
    ზღვის სურნელი აქვს…
    მე ასეთი არ მქონია…
    რატომღაც ჩემს ოცნებებს (სახლთან დაკავშირებულს) სულ მთისკენ მივყავარ… მაგრამ ჩემი ოცნების სახლიც მარტო ჩემია-ხოლმე და თანაც უკაცრიელ ადგილას… სხვები სადაც არ ცხოვრობენ, იქ…
    ჰოდა, ისე საყვარლად გეწერა, რომ მეც მომინდა მასე : ))

    • რაღაც მარტოობის სენი შეგვყრია მე და შენ🙂 მეც უკაცრიელი პლიაჟი მოვიაზრე მაქ, კაციშვილს რომ ვერ შეხვდები ისეთი🙂

  9. ჰოდა, ვაშლმა და ყავამ ერთად ჩემი თავი გამახსენა…

    • ერთად კი არ შევჭამდი, უბრალოდ, დილით, უზმოზე, ვაშლი ყველაზე მაგარი რამეა (ვაფშეტა, ვაშლი ყველაზე მაგარი ხილია!), მერე ყავა. და ასე გავანაწილე რა🙂

      • ჰო, მე ერთად მიჭამია… ვაშლი და მწარე ყავა… ალბათ არ უხდება ერთმანეთს, მაგრამ იმ დრო(ებ)ს ასე შეეფერებოდა…

        • ვცდი ერთხელაც, ჭკუა დამიშლის თუ?😀

          • ვაიმე, როგორი სასაცილო რამეების თქმა გიყვარს : )) ისეთ დროს სცადე, როცა სწავლას/სამსახურს ექნება დაკავებული მთელი შენი დრო კარგა ხნის მანძილზე და გადარბენისას უბრალოდ დრო არ გექნება, რომ დიდი დრო დაუთმო ჭამას ან დილით ადრე იქნები გასაქცევი და მინიმალურ დროში გენდომება ენერგიის მიღება და გამოფხიზლება : ))
            უბრალოდ, ცალკ-ცალკე გასინჯვის დრო არ უნდა გქონდეს და ყავა უნდა იყოს მწარე თან : ))

            • მასე მაქვს ყოველი დრე მე🙂 მთავარია ვაშლი გზაში არ ვჭამო😀 როცა ვერ ვასწრებ, მივათრევ ვაშლს და გზაში ვჭამ. ყავასაც ხომ ვერ წავიღებ?😀

  10. მართალია მე მასეთ ადგილას, მაქსიმუმ 2 კვირა გავძლო მაგრამ მაინც წამიყვანე ის 14 დღეც როცა ასეთ ქოხს ააშენებ : )

    • არც მე ვიცი რამდენ ხანს გავძლებ, მაგრამ ახლა მგონია, რომ დიდხანს🙂

      კაი, წაგიყვან🙂

  11. როგორი თბილი პ[ოსტიაა..გავთბიი და ქვიშიანი სანაპიროს ,ჩალმისა და ნესტის არეული სურნელი ვიგრძენი ახლა ♥♥♥

  12. რა იყო,ჩემი მეორე ’მე’ ხარ თუ რა არის? ალბათ კი! ჩემი რომანტიული ’მე’ ხარ! ვოტ!
    ^__^

  13. და მაინც: მთა ყველაფერზე უკეთესია.

  14. რა მზიანი და თბილია ეს პოსტი…❤
    ბოლოში სევდა შემომეპარა. რეალობაა ის, რომ ხშირად არარსებულ ურთიერთობებს ვთხზავთ და იმაზე ვიქმნით ფანტაზიას, რაც შორსაა სინამდვილისგან. ჩვენთვისვე უმჯობესია, რომ ასეთ რეალობას ნამდვილი რეალობა ვარჩიოთ😉

    • ვიცი რომ უკეთესია, მაგრამ იდეალისტი ვარ როგორც ჩანს🙂

      პოსტის შეფასებისთვის მადლობა და მიხარია რომ მესტუმრე ^_^

  15. თუ იცნებობ ბარემ ერთი-ორი თვალიც მიუშენე და მანსარდაც დააშენე…
    ბიძია თომა ხომ არ ხარ🙂

    • რავა კულტურულად გამლანძღა. რა გინდა კაცო, ნუ იჭრები ჩემს ოცნებებში!😀

      არ მინდა მანსარდი, დიდი ფანჯარა მინდა და იქედან უნდა დავინახო ზღვა😀

  16. ბოლო აბზაცს არ ვეთანხმები :დ ^^
    ინერნეტიც მინდა ტელეც, ლეპტოპიც და ქოხი უღრან ტყეში.. მერე მე ვიცი :დ

  17. ზუსტადაც რომ ბოლო აბზაცი მომეწონა განსაკუთრებით, ქევან…

    შენს გარეშეო. “რადგან ურთიერთობები იმ სახით, როგორიც მე მინდა და მჭირდება, უბრალოდ არ არსებობს” – და აი ეს.

    ქოხში გატარებული დღე უმაგრესი რომ იყო, ამას სხვებიც გეტყოდნენ🙂

    • რა მოგეწონა მოლი მაგ აბზაცში, დებილი რომ ვარ?😀

      • რა ნახე მანდ ისა… (არ მინდა გავიმეორო)?

        ყველას (უიშვიათესი გამონაკლისის გარდა) ზუსტად ასე წარმოუდგენია ურთიერთობები – სათავისოდ კარგი და კომფორტული მაგრამ მხოლოდ ლაბორატორიაში თუ განხორციელდება და ბუნებაში, უბრალოდ, არ არსებობს.

        ჰოდა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი კომპრომისის ხელოვნების ფლობა.

        • რა საყვარელი ხარ, არ მინდა გავმეორდეო🙂

          … მაგრამ მე იდეალისტი ვარ მოლი🙂 სხვაგვარად არ შემიძლია.

    • საჩემოდ არ ვეთანხმები თორე ისე ინდივიდუალურია ეგ… :დ :დ :დ

      • დავჩაგრეთ კევანა აშკარად😀
        არადა, მართალი ხარ, ინდივიდუალურია. რავა შეგვაპარა?😀

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: