წადი სახლში


გამოსავალს არ მიტოვებ,   
მუზა უნდა ვიხმარო.
შენი სახლში წასვლის ფასად,
ბლოგმაც ამით იხაროს.
მერე არ თქვა გესტ პოსტები, 
ცხოვრებაში გაკლია.
ნერვებისთვის ნუ მოცდები,
თვალებისთვის კარგია.
გვირილების ქვეყანაში,
გაიხარა ფუთკარმა
შენც ღიმილით ეთამაშე,
არ ანახო მუქარა.
მეც ერთ-ერთი მათთაგანი,
აქ ბზუილით მოვედი,
გადმოვსერე მთა და განი,
მტვერის, ქარის მორევი.
დაგიტოვებ ცოტა თაფლსა
ბზუილითვე გავქრები,
მიაშურებ შენც შენს სახლსა,
ძილად მშვიდად დაწვები.
მგონი დროა აქ გავჩერდე
რედაქტორმა არ გნახოს ,
პოსტს რომ ძალიან მიაჩერდე
და ხელფასით გაგლახოს …

Posted on 2011/09/07, in გესტ-პოსტი. Bookmark the permalink. 22 Comments.

  1. ამას ქვია სახლში გაგაგდესო😀

    მადლობა შიო, მომეწონა, მართლა :-*

  2. :))))))))) სახალისოა :))

  3. რა ლექსები სცოდნია❤
    ძალიან საყვარლი ლექსია🙂

    • ეს რაა კაცო, ძალიან კარგად წერს ზოგადად. ნახე მერე ბლოგი😉

      • გადი გოგო შენ რა გინდა უნდა გადამრიო?! ამდენი მუშაობა არ შეიძლება ვახ! ხალხო ნუ უსმენთ გადაღლილია :)))

  4. ორივე ძალიან კარგები ხართ!
    (გულები)

  5. ზრდილობიანად სახლში მიბრძანების ხელოვნებას დაეკითხეთ შიოს : ))))

  6. არა ამ პოსტში მხოლოდ მაგის დანახვა არ შეიძლება. გადასარევი ლექსია: ))

    • შიო, აბა, რა უნდა თქვა ახლა?
      პ.ს. მოკლედ, პატარა ბავშვივით უნდა ასწავლო ამას მადლობები რა😀 დაწერს რამე კაის და მერე ქრება. მოდი აქ ადამიანო😀

  7. თქვენ ხომ არ მოასვენებთ ადამიანს რაა! მადლობა არ მითქვამს ჯერ?! მერე გეტყვით… :პ

  8. მმმ შიო ბიძია რა კარგიი ლექსიაა : )))

  9. ამას ჰქვია ექსპრომტი…

    • აჰა🙂
      (უპასუხო კომენ)ტარები არ მიყვარს და შიო სანამ გადაწყვეტს აქ შემოსვლას და მით უმეტეს კომენტარებზე პასუხის გაცემას, გავა ერთი საუკუნე :-D)

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: