მომენატრა…

რა მომენატრა იცი? შებინდებისას ნაწვიმარ და შეშრობა დაწყებულ ასფალტზე სეირნობა. როცა უბრალოდ მიდიხარ ხელიხელჩაკიდებული და გრძნობებს საუბარი არ სჭირდება.

ჩახუტება მომენატრა და სითბო. ხო, სითბო. მომბეზრდა ცივი და კედელი ადამიანები.

როგორი დღე მომენატრა იცი? სრულიად თავისუფალი, ექსპრომტად დაგეგმილი და ურთიერთობის სიამოვნებისგან გული რომ გებერება ისეთი.

კაი ფილმი და მისგან მიღებული  შთაბეჭდილება – დამუნჯება მომენატრა.

ზღვაც მომენატრა, არა ტურისტული და მხოლოდ ჩემი. მოღრუბლულ ამინდში რომ უნდა გაისეირნო და სახე ქარს შეაგებო, ისეთი.

საღამო მომენატრა და ღამის ბათუმში სეირნობა უსიტყვოდ.

წვიმა მომენატრა, გიჟი და გადარეული, მხირული და განწყობის გადამდები.

სალოს სახლი მომენატრა, მეორე სართულის ბუნებრივი სიგრილე. გათიშული გონებით პირაღმა გდება საწოლზე და მერე ნადირობა ტყემალზე ან მანდარინზე, სეზონის მიხედვით.

მომენატრა შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის სულ ერთი არაა ჩემი არსებობა. თეორიული ცოდნა ფეხებზე მკიდია ამ ეტაპზე, მინდა ვიგრძნო ეს.

მომენატრა ღამით პლიაჟზე პირაღმა წოლა, უსიტყვოდ ცქერა ცაში და ზღვის ხმაზე მიყურადება.

მომენატრა დილა, როცა მზის სხივი მაღვიძებს.

უსიტყვოდ საუბარი მომენატრა.

სარკეში საკუთარ გამოსახულებას რომ უღიმი ის შეგრძნება მომენატრა.

მომენატრა ვიყო სუსტი და ვიღაცის იმედი მქონდეს.

ყურადღება მომენატრა, მომაბეზრებელი კიარა, უბრალო, ადამიანური ყურადღება, შიგნიდან რომ გათბობს ისეთი.

გრძნობების გამოხატვა რომ შეუძლიათ ისეთი ადამიანები მომენატრა. მე არ შემიძლია იგივე, ამიტომ სხვებს მაინც უნდა შეეძლოთ. ადრე ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, ახლა აქვს.

კიდევ რა მომენატრა იცი? როცა გგონია, რომ ყველა წინაღობის დაძლევას შეძლებ. როცა შეგიძლია იარო წინ და წვრილმანები ფეხებზე დაიკიდო – ეს შეგრძნებები მომენატრა, თანაც იმდენად, რომ უკვე ახლოს ვარ მათთან.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/09/06, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 18 Comments.

  1. “თანაც იმდენად, რომ უკვე ახლოს ვარ მათთან!”
    უკვე მერამდენედ გულები მემართება შენზე❤

  2. არც პოსტმოდერნული გულგრილობა ვარგა, არც ზედმეტი “რომანტიზმი”.

    ზომიერებაა ყველაფრის ძირი🙂 ლაო ძი

    მომწონს პოსტი🙂

    • აქ ზედმეტი რომანტიზმი შენიშნე თუ რაშია საქმე?😀

      მადლობა შეფასებისთვის ^_^

  3. ,,მომენატრა ვიყო სუსტი და ვიღაცის იმედი მქონდეს”…გვირიიიილ მარიამის თქმის არ იყოოოს მეც მერამდენედ მემართება შენზეეე გულებიიი<3<3<3

  4. monatreba ki ara- “შეყვარებულობანას” მიმართ სევდა ქვია მაგას. :DDDDD

    • აქსიომ, შენ ყველგან რავა სიყვარული და შეყვარებულობანა გეჩვენება😀 კაკრას შეყვარებულობანა ყველაზე ნაკლებადაა აქ🙂

  5. მეც ისე მომენატრა ბევრი რამ რაც მანდ გიწერია. რათქმა უნდა ისინი შენი მოგონებებია , მე კი ცემი მომენატრა მაგრამ მაინც.. განსაკუთრებით კი აი ეს “როგორი დღე მომენატრა იცი? სრულიად თავისუფალი, ექსპრომტად დაგეგმილი და ურთიერთობის სიამოვნებისგან გული რომ გებერება ისეთი.”.. ბოლო დროს დრო არაფრისთვის მრჩება. საშინელი დეფიციტი მაქვს ადამიანური სითბოსი და კიდევ თავისუფალი დროის.

  6. მმმ… რომ გნახავ, მერე ყველაფერს ერთად მოგცემ.. შენ წარმოიდგინე მზის სხივებსაც კი, გვირილიკო..❤
    მიყვარხაარ..❤

  7. არარეალური რეალურ სამყაროში ♥

    უსაყვარლესო ^^ შიგნიდან ავივსე ამ პოსტის კითხვას რომ მოვრჩი ^^ ….

    • ძალიან დიდი მადლობა ამიშთვის. მიხარია, თუ ასეთი ემოციის გამოწვევა შემიძლია.

  8. შენც ზუსტად ჩემი ბათუმი და ჩემი ზღვა გიყვარს – მოღრუბლული და ნაცრისფერი.

    სარკეში საკუთარი ანარეკლისთვის გაღიმება და წვრილმანებისთვის ყურადღების არმიქცევა – ერთი მეორეზე უმაგრესია.

    • ხო, ამიტომაც მინდა ისევ ეს შეგრძნება, სადღაც ახლოს იყო აშკარად და გამეპარა…

  1. Pingback: ბლოგერების დახასიათება მათი ავატარების მიხედვით « Nomad's Blog

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: