ზღვარი

თავიდან ვიფიქრე, რომ აუცილებელი იყო პოსტის წერა განმარტებით დამეწყო, მეთქვა ვინ ვარ, რა მინდა ან/და აქ რა მინდა და ა.შ. თუმცა შემდეგ გადავიფიქრე, მივხვდი, რომ ეს არც თავად პოსტს მოუხდება და არც ახსნა-განმარტებითი ბარათის აუცილებლობა არსებობს. მიუხედავად ამისა თავს მაინც უხერხულად ვგრძნობ, აი პირველად რომ ხარ სტუმრად, სავარძლის კიდეზე რომ ჩამოჯდები და საზურგეზე მიყრდნობას ვერ ბედავ, ფეხები მორცხვად ერთმანეთზე რომ გაქვს მიბჯენილი და ხელები სამაგალითო მოსწავლესავით, რომ გიწყვია, კითხვებს ორი სიტყვით, რომ პასუხობ და უაზროდ იღიმები კეთილგანწყობის ხაზგასასმელად.
ოთახში შესულს მისთვის ჩვეული კეთილი ღიმილით მხვდება, ხელით მანიშნებს, რომ დავჯდე, მეც ვუღიმი საპასუხოდ, ვეკითხები თავს როგორ გრძნობს, თავს ოდნავ დაბლა ხრის და თვალებს ხუჭავს იმის ნიშნად, რომ კარგად. მის წინ ვჯდები, ნერვიულად ვიფშვნეტ ხელებს და არ ვიცი საიდან დავიწყო საუბარი. მოთმინებით აღსავსე თვალებით მიყურებს. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მეკითხება – ”მოხდა რამე?” უეცარ შვებას ვგრძნობ, თითქოს მისგან ველოდი ნებართვას რათა საუბარი დამეწყო – ”წუხელ თვალი არ მომიხუჭავს. საწოლის გვერდით სანთელი დავიდგი, საკუთარ თავს მილიონჯერ მაინც გავუმეორე, რომ შეუძლებელი არაფერია, არაფერი, არაფერი, არაფერი… მთავარია დავიჯერო. ჰოდა გამთენიისას დავიჯერე, შემიძლია დავიფიცო, რომ დავიჯერე, მაგრამ სანთელი ვერ ავანთე, არ აინთო, არ აინთო მანამ სანამ არ ავდექი და ასანთით არ ავანთე.” ვჩუმდები და ველოდები როდის მიპასუხებს, მაკანკალებს და ვერაფრით გამიგია ეს უძილობის ბრალია თუ ნერვების. პასუხს არ ჩქარობს, მდუმარე შემომცქერის, მე თვალს ვერ ვუსწორებ და ისევ ნერვიულად ვიფშვნეტ ხელებს, ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენება და ვგრძნობ, რომ ცოტაც და ვეღარ შევძლებ თავის მოთოკვას, მოთმინება მეწურება, ზუსტად ამ დროს იწყებს: ”დიახ, შეუძლებელი არაფერია. მთავარია გჯეროდეს, გწამდეს, უეჭველად იყო დარწმუნებული, რომ შენ შეძლებ ყველაფერს და მაშინ ყველაფერი გამოვა. ერთ ღამეში არ შეიძლება უარყო ყველაფერი რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გასწავლიდნენ. თანაც ის რის დაჯერებასაც ცდილობ, უნდა გინდოდეს, იწვოდე ამის სურვილით, ყველაფერს გერჩიოს. სანთლის ანთება კი ფოკუსი უფროა, ამიტომაც ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.” არ ვიცი რა ვუპასუხო, ვემშვიდობები და მივდივარ.
სახლში მისული ახალი რომანის კითხვას ვიწყებ, მთელ წიგნს ლაიტმოტივად ”მთავარია დაიჯერო” გასდევს. ვგრძნობ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და დასაძინებლად ვწვები, ჩემი საწოლის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულ წიგნების თაროს ვუყურებ, თვალში ბიბლია მხვდება, მაშინვე მდოგვის მარცვალი, მთის გადადგმა და ისევ რწმენა მიტივტივდება თავში. სწრაფად ვდგები, ვიცვამ და მივდივარ.
უკვირს ჩემი დანახვა, ბოდიშს ვიხდი, რომ დღეს უკვე მეორედ ვაწუხებ, მეუბნება, რომ შემიძლია დავჯდე, სიგარეტს ვუკიდებ, თვალს იატაკს ვუშტერებ და ვეკითხები: ”ვისი უნდა მჯეროდეს? რისი უნდა მწამდეს?”. ოთახში ისევ სიჩუმე ისადგურებს, ვხვდები, რომ პასუხის გაცემას არ ჩქარობს და ვუხსნი: ”ჰო, ვისი? ღმერთის? თუ ღმერთის რომელის? ან იქნებ ღმერთი ერთია და სხვადასხვა სახელით მოვიხსენიებთ? არა, რა თქმა უნდა ერთია მაგრამ, რომელი რელიგიით უნდა მწამდეს? თუ ამას არ აქვს მნიშვნელობა? თქვენ გწამთ ღმერთის? თუ დედამიწის, სამყაროს ძალის გწამთ? ან იქნებ მეუბნებით, რომ საკუთარი თავის უნდა მწამდეს? საკუთარი ძალების მჯეროდეს?” ვჩუმდები, დაღლილობას ვგრძნობ, ველოდები როდის მიპასუხებს, ის კი რა თქმა უნდა არ ჩქარობს. ”რა მნიშვნელობა აქვს რისი ან ვისი მწამს მე?! ყველას საკუთარი რწმენა გააჩნია, მთავარია თავად გადაწყვიტო რისი დაჯერება გინდა და რისი არა. ვისი გინდა, რომ გწამდეს და ვისი არა. რა მიგაჩნია უდავო ჭეშმარიტებად და რა არა. საამისოდ უტყუარი რეცეპტი არ არსებობს.” ვხვდები, რომ ზუსტ პასუხს მისგან ვერაფერზე მივიღებ, სიგარეტს ვაქრობ, კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს და სახლში მივდივარ.
***
სანიტარი სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის აბებს მაწვდის, მადლობის ნიშნად ვუღიმი, წყალს ვაყოლებ და პალატაში ვბრუნდები, ვწვები და არ მასვენებს ფიქრი იმაზე, რომ ხელოვნურად ვკლავ იმას, რის მიღწევაზეც ამდენ ხანს ვიშრომე.
სამი საათი ხდება, ვდგები, ვიცვამ და მივუყვები გრძელ დერეფანს, კაბინეტში შესული ვხვდები, რომ არ ვარ საუბრის განწყობაზე, თუმცა კარგად ვიცი, რომ მომიწევს:
”მხოლოდ იმიტომ ვარ აქ რომ მჯერა ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მჯერა და ამას ვერც თქვენი პრეპარატები უშველის რამეს, ვერც ყოველდღიური ფსიქოთერაპიის სეანსები, ვერც ფიზიკის კანონების ხაზგასმა.” – ხმა სიბრაზისგან მიკანკალებს.
”ადამიანების შესაძლებლობები შეზღუდულია. თავად ნახეთ თუ ახლა ამ კალამს ავიღებ და ხელს გავუშვებ ის იატაკზე დაეცემა, როგორ ძალიანაც არ უნდა მინდოდეს მისი ჰაერში გამოკიდება. თუმცა ეს ტრაგედია არ არის.”
არა, კალამი მხოლოდ იმიტომ დაეცემა მიწაზე, რომ თქვენ დარწმუნებული ხართ ამაში.”
”თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ?”
”დიახ, მე მჯერა, რომ მისი ჰაერში ტივტივი შესაძლებელია”.
პასუხს არ მცემს, იღებს კალამს და ხელს უშვებს, წამის მეათასედში ის უკვე იატაკზეა.
”ის რის დაჯერებასაც ცდილობ, უნდა გინდოდეს, იწვოდე ამის სურვილით, ყველაფერს გერჩიოს. ეს კი ფოკუსი უფროა, ამიტომაც ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.” – ვპასუხობ სხაპასხუპით.
თქვენ რისი სურვილით იწვით?”
”ადრე მინდოდა ორიგინალური ვყოფილიყავი, სხვების სურვილები უკუმეგდო და საკუთარი შემექმნა, რაღაც განსხვავებული მდომებოდა. ახლა ვხვდები, რომ ადამიანები ძირითადად ფრენისკენ ილტვიან. მე მინდა ავიდე ძალიან მაღლა, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიო და გავფრინდე”.
***
დერეფანში ხალხმრავლობაა, დედაჩემის ტირილისგან მოგუდული ხმა ისმის ოთახებში. ჩემი ფსიქიატრი და მასწავლებელი ხვდებიან ერთმანეთს.
”ე.ი. მთავარია დაიჯერო, გწამდეს, ხომ?!
”მას არ სწამდა, ის ავად იყო”.

About finiki

I don't have to be careful, I've got a gun!

Posted on 2011/09/05, in გესტ-პოსტი. Bookmark the permalink. 18 Comments.

  1. დავიწყებ იმით, რომ ძალიან გამახარა ცემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბლოგის ავტორის პოსტმა ჩემს ბლოგზე. მადლობა ფინიკი :-*

    რაც შეეხება პოსტს, “მომეწონა” მსუბუქი ნათქვამი იქნებოდა. რა გამოვიდა იცი? ჩემი და შენი პოსტების იდეების ერთგვარი ნაზავი🙂 და ეს მომწონს.

    “ის რის დაჯერებასაც ცდილობ, უნდა გინდოდეს, იწვოდე ამის სურვილით, ყველაფერს გერჩიოს.” –😉

    • ძალიან მომწონს, აი ძალიან🙂

      • @ spamwriters ბევრი ვინერვიულე ამ პოსტის გამოქვეყნებაზე და ძალიან მიხარია, გმადლობ🙂

    • ძალიან მიხარია მართლა, გადასარევია თუ იდეებშიც არ ავცდით ერთმანეთს🙂

  2. გვირილას ეს ერთი თვე არ სცალია და სტუმრები ჰყავს ბლოგზე.

    თან, ძალიან კარგი სტუმრები.

  3. როგორ მომწონს❤
    კარგია ძალიან..
    არა ძალიან კარგია

  4. მემგონი ძალიან ძალიან კარგი უნდა იყოს : ))))))))

  5. ……………………….
    მდა………………..
    ასე ხუთ წუთიანი ფიქრის მერე თქვენთვის უინტერესო თემებზე, ტყუილად ხომ გავხსენი ეს გვერდი? კომენტარიც უნდა დავწერო….
    მხოლოდ იმას გეტყვი რომ მიხარია, როცა ადამიანს გრძნობის დანახვა შეუძლია და უკეთესია როცა მისი გამტარიც არის.

  6. საოცრად მომეწონა❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: