პასუხი (ალბათ)

ალბათ ეს იქნება პირველი პოსტი ბლოგზე, რომელშიც მივმართავ მკითხველს და არ ვწერ მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

ბლოგი ერთ წელზე მეტია რაც გავაკეთე, თავიდან მინდოდა მეწერა საზოგადოებრივ პრობლემატურ თემატიკაზე, იმაზე, რაც მაწუხებს, იქნება ეს ადამიანის უფლებები, თავისუფლება, თუნდაც დემოკრატია და ა.შ. აქ იქნებოდა ჩემი აზრი კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით.

სანამ ბლოგის სახელს მოვიფიქრებდი, საცდელი ვარიანტის გაკეთება ვცადე, ვინაიდან და რადგანაც, ბლოგის ბევრი არაფერი გამეგებოდა. ერთადერთი, რაც იმ წამს მომაფიქრდა, იყო “გვირილა”, რადგან ეს ყვავილი ძალიან მიყვარს. თან არ ვაპირებდი ბლოგი ვინმესთვის მეჩვენებინა და სახელის ამბავიც დიდად არ მადარდებდა.

შევარჩიე შესაბამისი თემა ბლოგსპოტზე, ვცადე რაღაც ვიჯეტების გამოყენება და  შედეგად საკმაოდ სიმპათიური ბლოგი გამოვიდა. დასაწყისისთვის მშვენიერი იყო.

და როცა ერთ დღეს პოსტის ფანჯარა გავხსენი, მომინდა რამე დამეწერა. ავდექი და დავწერე პირველი სისულელე. პირველს მეორე მოჰყვა, მესამე და ა.შ. თუმცა, ბლოგის თავდაპირველი იდეა ისევ ძალაში რჩებოდა.

მერე… მერე მოხდა ისე, რომ არც ისე მარტივი პერიოდი იყო (თუმცა არც ისე რთული) და უფრო ხშირად მიჩნდებოდა წერის სურვილი. ხოდა, მეც ვწერდი. მერე მივხვდი, რომ მომწონდა ასე და მივყევი “დინებას”. საზოგადოებრივ პრობლემატიკაზე წერა ამ ბლოგზე არ გამოდიოდა, თუნდაც სახელის გამო და ახალი ბლოგის გაკეთება შემეზარა რატომღაც. თან რას მივხვდი იცი? დროის უმეტეს ნაწილს სწორედ სამსახურს და ამ საზოგადოებრივ რაღაცეებზე ფიქრს და მსჯელობას ვუთმობდი, პირადი კი… მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ასე უკეთესად ვარ და ამიტომაც გავაგრძელე მორიგი სისულელეებუს წერა.

ბლოგს არასდროს არ ვუყურებდი მარკეტინგულად. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიცი, როგორ შეიძლება გავხადო პლოგი პოპულარული. უბრალოდ, არ მჭირდება პოპულარობა, სხვა საქმეც ბევრი მაქვს. ვწერ იმიტომ, რომ ასე კარგად ვარ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. რვეულში რატომ არ წერო… ყველაზე სულელური კითხვაა რაც კი დაუსვამთ ბლოგთან დაკავშირებით. იმიტომ არ ვწერ, რომ ბლოგი და დღიური განსხვავდება. თუ მაქვს რაღაც პროტესტი, აქ ერთი მკითხველიც რომ არ შემოვიდეს, მაინც მექნება შეგრძნება, რომ ხმამაღლა ვთქვი სათქმელი. არავინ ამბობს, რომ ბევრი მკითხველი ცუდია, სხვა საქმეა, როგორ მოდის ის მკითხველი. ჩემთან რომ ერთი ადამიანი შემოვა და დააკომენტარებს გულწრფელად, ეს მირჩევნია მე სკანდალურ, პოპულარულ ბლოგს და მილიონ კომენტარს. შესაბამისად, არც არასდროს დავწერ პოსტს იმისთვის, რომ მკითხველი მოვიზიდო, სათაურში არ გამოვიყენებ გაყიდვად სიტყვებს და ა.შ.

რაც შეეხება ანონიმურობას, უკვე დავიღალე ამის ახსნით. პრინციპში, არც არავის საქმეა ეს ჩემს გარდა და  არავის უნდა ვუხსნიდე, მაგრამ რახან გადავწყვიტე, რომ ეს პოსტი იქნება მკითხველისთვის, ვითვალისწინებ იმასაც, რომ რამდენიმე მათგანს (არსებობის შემეთხვევაში) ალბათ აინტერესებს რატომ ვარ ანონიმური. ხოდა, სწორედ მათთვის დავასახელებ ორ მიზეზს:

1. ჟურნალისტი ვარ და პროფესიული ეთიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, საჯაროდ საკუთარი აზრების ფრქვევისგან თავს ვიკავებ, რადგან ეს ახდენს გავლენას და დღეს მკითხველს თუ ეცოდინება მე რომელი პარტიის მომხრე ვარ ან ის, რომ ვთქვათ, არ მევასება ჰომოსექსუალები, მე ხვალ არც ერთი ჰომოსექსუალი არ ჩამეწერება. ვერც სხვა პარტიის წარმომადგენელი დაინახავს ჩემში ჟურნალისტს, რადგან ქვეცნობიერად თუ ისე, მე მისთვის ვიქნები მხარე. ანონიმურობა კი მაძლევს საშუალებას ვწერო თავისუფლად.

2. პირადი მოტივი – უბრალოდ არ მინდა ჩემი პირადი სხვისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მით უმეტეს პოსტის ადრესატისთვის. გასაგებია, რომ აქ ბევრი ადამიანი კითხულობს ყველაფერს, მაგრამ ისინი ხომ ვერ მიხვდებიან კონკრეტულად რაზე ან ვისზე ვწერ.

კიდევ ბევრი მიზეზის მოყვანა შეიძლება და ამაზე ვრცლად საუბარი. მაგრამ არ ღირს… ერთია, ანონიმურობა ჩემთვის მნიშვნელოვანია და მხოლოდ ჩემი საქმეა გავამხელ თუ არა ვინაობას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოსტებში ვიტყუები. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში ბევრი ნიღაბის მორგება გვიხდება, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ადამიანებმა კარგად იგრძნონ თავი. მიუხედვად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ არ ვითამაშო რეალურ ცხოვრებაში, ხშირად ხდება ისე, რომ ყველაფერს ვერ იტყვი. ხოდა, ბლოგზე ვარ ზუსტად ის, რაც ვარ რეალურად, უნიღბოდ.

არ მიყვარს სტერეოტიპები. არადა, ანონიმი ბლოგერი თუ ხარ, ე.ი – იტყუები, უშნო ხარ, გარეგნობა გაკომპლექსებს, რაღაცის ან ვიღაცის გეშინია… ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. მე კიდე არც ერთი მათგანი არ მეხება. ანონიმი ვარ იმიტომ, რომ ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

და ბოლოს, ალბათ ამ პოსტს ვინც წაიკითხავს, უმრავლესობამ იცის, რომ ფეისბუქზე მაქვს ბლოგის პროფაილი,  სადაც საკმაოდ ვაქტიურობ და ვმეგობრობ ანონიმ თუ არაანონიმ ბლოგერებთან. თუმცა, მათი უმრავლესობა მე არ დამიმატებია და თუ ვინმეს აწუხებს ის ფაქტი, რომ ჩემს გვერდზე რეალურ ფოტოს ვერ ხედავს, მარტივად შეუძლია ამომშალოს მეგობრებიდან. ეს ფრაზა არ ეკუთვნის ერთ ადრესატს, ვამბობ ყველას გასაგონად.

არ მჭირდება პოპულარული ბლოგი და ბევრი მკითხველი, რომელიც მიმზიდველი სათაურის გამო შემოვა ჩემთან, ერთიც მეყოფა, ერთგვარი სტიმულისთვის. არ ვიბრძვი კომენტარების და პოპულარობისთვის, არ მაინტერესებს და რა ვქნა. თუ ამ ბლოგს ჰყავს მკითხველი, იმან იცის, რომ მისთვის არ ვწერ. ვწერ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და თუ ვინმეს მოსწონს, ცხადია მიხარია.

თუ შენც იმ მკითხველის კატეგორიას მიეკუთვნები, რომლისთვისაც აუცილებელია სახელის და გვარის ცოდნა, რომელიც ელოდება, რომ პოსტს დავწერ იმიტომ, რომ მას ვასიამოვნო, რომელსაც ჰგონია, რომ თუ თბილად ველაპარაკები ფეისბუქზე ვიტყუები და ასე მკითხველს ვიზიდავ… – შენ ცდები!

შენ კი, ვინც აქ ერთხელ მაინც შემოხვედი იმიტომ, რომ უბრალოდ დაგაინტერესა, დატოვე კომენტარი იმიტომ, რომ გინდოდა და მართლაც მოგეწონა ის, რაც დადებითად შეფასე, თუ არ გიქმნის პრობლემას ჩემთან მეგობრობა ისე, რომ ვიზუალურად როგორი ვარ არ იცოდე, თუ ერთხელ მაინც მოგიყვანა ჩემმა პოსტმა განწყობაზე ან დაგაფიქრა რამეზე… – მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ! ხო, ასეა, არ ვთამაშობ, შენ ხომ არ მიცნობ და  არც მე ვიცი კონკრეტულად ვინ ხარ, რომ გეთამაშო… და კიდევ ერთი, მინდა იცოდე, რომ არასდროს მომიტყუებიხარ…

მიყვარს ყველა, ვინც ლინკის დაშეარების გარეშეც შემოდის ჩემთან, კითხულობს ჩემს სისულელეებს ჩუმად  ან კვალის დატოვებით. დიახ, ეს სასიამოვნოა. სწორედ ამიტომ, არ მჭირდება ტყუილი და მკითხველის მოზიდვა, ჩემთვის ის რამდენიმე ადამიანიც საკმარისია.

შენი საქმეა დამეთანხმები თუ არა, მაგრამ მე ხომ მაქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, როგორც შენ და სხვებს.

იქნებ ამ პოსტით რამდენიმე ადამიანი გავანაწყენო კიდეც, მაგრამ ხომ ვთქვი, მკითხველი არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი და თუ ამის მერე რამდენიმეს დავკარგავ, უვი, ასე ყოფილა საჭირო.

ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამ დამრჩა სათქმელი, მაგრამ… მოკლედ, თუ რამე, აქვეა კომენტარის ფუნქციაც😉

და ბოლოს, ერთი კითხვარი, რომელიც მომცემს საშუალებას გავიგო რაღაც-რაღაცეები…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/08/30, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 79 Comments.

  1. ძალიან სწორი მიდგომაა, მინდა გითხრა. და ისედაც, სიძულვილის ენას უნდა ვებრძოლოთო და კომენტარები რომ სხვაზე მეტყველებს? მომეწონა მე პოსტი. გეთანხმები. როგორც გეწერება, ისე უნდა წერო.

    • ხო, მეც მასე ვფიქრობ.
      შეფასებისთვის მადლობა და კეთილი იყოს შენი მაუსი (თუ როგორცაა) ცემს ბლოგზე.

      ხოდა, რომელ კომენტარებს გულისხმობდი ვერ გავიგე…

  2. ვინ გაგაბრაზა ასე, გვირილა?🙂

    არ მაინტერესებს ვინაობა, პოსტებია მთავარი – რა თქმა უნდა.

  3. საერთოდ, ცოტაა მასეთები თუ რა? მიხვდები შენ, ნიჭიერი ხარ🙂 :*

  4. marTla getanxmebi sruliad, mtavaria ras wer da rogor, meorexarisxovania anonimuria tu ara blogeri…. Sheni blogi ukve erti wlisa da me vfiqrob gyavs shen mudmivi mkitxvelebi, mat shoris mec….. ase, rom sulac ara aucilebeli, rogorc shen tqvi marketingulad shexedo blogs…..

    • არა, იქნებ აუცილებელია, მე მაგაზე არ ვკამათობ. მაგრამ ჩემთვის არაა ეს აუცილებელი და არ მომწონს, როცა ისე ამბობენ, თითქოს ყველა პოპულარობისთვის აკეთებდეს ბლოგს. მე არ მაინტერესებს არც მარკეტინგი ამ შემთხვევაში და არც პიარი, თუმცა იმის საწინააღმდეგო არაფერი, მაქვს რომ ვიღაცამ ბლოგინგით ფული იშოვოს. უბრალოდ, ჩემთვის სხვა რამეა ბლოგი…

  5. აუ რა კაი იყო, მომეწონა და გეთანხმები, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ წერს, მთავარია რას წერს. მე პირიქით მომწონს ანონიმურად რომ წერ, უფრო საინტერესოა.🙂 წარმატებები.

  6. რა მნიშვნელობა აქვს როგორი ფერის თვალები გაქვს, მაღალი ხარ თუ დაბალი, ლამაზი ხარ თუ არა.. და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურად როგორი ხარ. მთავარია ადამიანი ხარ.. მთავარი სხეულში რომ სულია ის არის.. მე ასე, ანონიმურად მიყვარხარ გვირილუკ❤ :*:*:*

    • მადლობა დიდზე დიდი. მეც ადამიანობას ვაფასებ პირველ რიგში და რამდენიმე ანონიმი ბლოგერიც რეალური მეგობარივით მიყვარს უკვე.

      მადლობა შენ :-*

  7. მნიშვნელოვანია ანონიმურობა რადგან ხიბლი აქვს, ხიბლი რა მე საზოგადოებას ვერ ვანდობ ჩემ თავს : )))

  8. ნუ პირველი კითხვა რაც ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა იყო: მოხდა რამე? ან კიდევ რამე მოხდა?🙂 ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, სრულიად გეთანხმები, რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს თავის აზრი და გითხრას, რომ არ მოსწონს შენი ანონიმურობა, შენც მოისმენ ამ აზრს, გადაიხდი მადლობას ყურადღებისთვის და დაემშვიდობები. არ მესმის რატომ უნდა გახდეს ეს დავის საგანი. ვისაც არ მოსწონს უბრალოდ შეუძლია არ წაიკითხოს, ან გამოთქვას თავის აზრი და დემონსტრაციულად დატოვოს ”გვირილას ბლოგი” :დ მოკლედ შენი პოზიცია სავსებით გასაგებია, სიამოვნებით შემოვდივარ ხოლმე და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით ვკითხულობ პოსტებს (და არასოდეს ქონია მნიშვნელობა იმას მეცოდინებოდა თუ არა ვინ იდგა გვირილას სახელის უკან).🙂

    • მნიშვნელოვანი არაფერი, უბრალოდ ბოლო დღეებია ხშირად მიწევს ამაზე ლაპარაკი და დრეს ერთი მეგობარი ბლოგერის პოსტმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა დამეწერა. ის რატომღაც თვლის, რომ რადგან ანონიმი ხარ, ესეიგი იტყუები. არადა, სრულიად სდაპირისპირო ამბავია.

      ხო, ძალიან მარტივად შეუძლიათ დატოვონ ბლოგი, ხომ არ ვაკავებ აქ არავის? რავი…

      შენი შემოსლები ვიცი ^_^ და მიხარია ძალიან :-* შენ სხვათაშორის პირველი ხარ, ვისთან “გამოჩენაც” გადავწყვიტე🙂

      • შენ კიდევ ერთადერთი ვისთანაც მე გამოვჩნდი😀 ბლოგზე არავის წინაშე არ გაგაჩნია ვალდებულება საკუთარი თავის გარდა🙂

        • ხოო ^_^
          “ბლოგზე არავის წინაშე არ გაგაჩნია ვალდებულება საკუთარი თავის გარდა” – რა იურიდიულად თქვი🙂 არადა მასეა😉

  9. ჰოჰ, რამხელა აჟიოტაჟი გამოგიწვევია ^^
    პ.ს. ანონიმურობას რაც შეეხება, ვინც მოინდომებს, მაინც გაიგებს – პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ😀😀

    • შენ ვაფშე ჩუ რა😀😀

      და რა იცვლება ვინაობის გაგებით? რამე პლიუსი აქვს იმას, ვინც გაიგო ვინ ვარ?

      • კი, შენი გარეგნობით დატკბა ალბათ :დ

        • რა იყო ახლა ეს?

          • უბრალოდ გამოვთქვი ჩემი ვარაუდი იმის შესახებ, რა პლიუსს მიიღებდა ის, ვინც შენს ვინაობას გაიგებდა :დ

            • ახლა რომ ვთქვა ვერაა მაგი დიდი პლიუსი მეთქი, ერთ-ერთ სტერეოტიპზე დათანხმება გამომივა, არადა თავმდაბლობაც საჭიროა😀

  10. გვირილა მგონი ჩემი პოსტით გაწყენინე😐 მაგრამ არ მინდოდა ამით ვინმე გამენაწყენებინა. უბრალოდ გამოვთქვი ჩემი აზრი რომ ინკოგნიტოობა მიტოვებს შთაბეჭდილებას რომ რაღაცას მალავენ და იტყუებიან😐 არ ვიცი ეს ჩემი აზრია და მე კონკრეტულად შენზე არ დამიწერია ღმერთმანი❤

    • გასაგებია კახი, ჩემზე ვერც და არც დაწერდი🙂 მე ერთი ვარ და ანონიმი ბლოგერები მრავალი.
      უბრალოდ, შენმა პოსტმა მიბიძგა საბოლოოდ, რომ დამეწერა ეს.
      შენ შენი აზრი გაქვს და თუ ფიქრობ რომ ანონიმები ვიტყუებით, რა გაეწყობა…

      უბრალოდ, როგორც ყველა ადამიანს, არც მე მსიამოვნებს, როცა ჩემზე იმას ფიქრობენ, რაც რეალობას სრულიად მოკლებულია. არ მეგონა თუ ჩემი ნაჯღაბნი ტყუილის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შენ არაფერი შუაში ხარ, ეს შენი აზრია და უნდა დააფიქსირო.

      • მეც ანონიმი ვარ და გემრიელად გამეცინა🙂

        • მე კიდე გული დამწყდა. ტყუილს ვერ ვიტან ზოგადად და ვცდილობ არასდროს მოვიტყუო, მცირედიც კი. აქ კი უცებ – ბრახ!
          რა მაგარია ისე ერთი წელი წერო გამოგონილი რაღაცეები და პირადად გაასაღო.

          • ერთხელ ერთმა ნამეტანი თავგამოდებულმა მომწერა, ინტერვიუ უნდა ჩავწერო შენთანო და ხუთი კითხვიდან სამი – სახელს რატომ მალავო – იყო (სხვადასხვა ვარიაციით) და ერთი – შენს პირად ცხოვრებაში რა ხდებაო… თან კითხვებს ფბ-ს ჩეთით მწერდა.

            ბლოგინგი, რამდენადაც მესმის, თავისუფალი საქმიანობაა. ყველა იმას წერს და ისე, როგორც მოუხერხდება და უცებ, ბრახ, რაღაც წესები და გაიდლაინები…

            ტყუილში დაეჭვება ცალკე თემაა. შენი გულის დაწყვეტის მესმის. მეც დამწყდებოდა, იგივე, ვთქვათ, შენ რომ გეეჭვა ჩემზე. ან თამარას. ან ჯესის.

            • მოლი, მგონი მაგან მეც მომწერა, მარა ბავშვი იყო, ჟურნალისტიკის მით უმეტეს არ გაეგებოდა და მე მაინც ვუპასუხე🙂

              ბლოგინგის ამბავში გეთანხმები სრულიად.

              ტყუილი ხო, ყველაზე მეტად ალბათ ეს მომხვდა.

              • აჰა🙂 სტანდარტული სტრატეგია ჰქონია.

                არა, რაის ჟურნალისტი, ბლოგერი იყო. რა ქნას, რასაც “თბილისელებში” და “სარკეში” ხედავს (და რაც ტირაჟის მხრივ ამართლებს) იმას იმეორებს.

                • ხო, მეც მაგას ვამბობ. თან ეს “ექსკლუზივი” კარგად ჟღერს ბოლო დროს, არადა რომელი ექსკლუზივი გვირილას სახელის გაგებაა?🙂

        • მიხარია თუ გაგამხიარულე🙂

  11. გვირილა გეთანხმები აბსოლიტურად, ეს შენი ბლოგია და ისეთი უნდა იყოს როგორც შენ გინდა. ჩემთვის შენი პოსტებია მთავარი და არა შენი ვინაობა🙂😉

  12. მე ერთი რამ არ მესმის🙂 მესამედ ვწერ მგონი, სხვადასხვა ადგილას… ტყუილის თქმა თუ მინდა, საკუთარი სახელით ვერ მოვიტყუები??? 🙂

    და მეორეც – ვისაც არ მოსწონს, მიბრძანდეს, გზა ოთხივ კუთხივ ხსნილია… ხოლო თუ პოსტები არ მომწონს, ბლოგერის ჩაცმულობა და თმის ფერიც სულ ერთია ჩემთვის. კახის პოსტი იქით იყოს და გვირილას საკმაოდ მწვავე კამათი ჰქონია ერთ ბლოგერთან, ჰოდა, მესმის, რატომაცაა გაბრაზებული… მე მხოლოდ ერთი ღრმად “ბლოგერული” რჩევა შემიძლია მოგცე: დაიკიდე!!! :):):)

    • და არამარტო ერთთან თამარა🙂 კახის არ ეხება ესეც და ზოგადად ვამბობ – ვერ გავიგე რა იწვევს ამ ხალხის აასე გაღიზიანებას. შეტევაზე გადმოდიან პირდაპირ იმის გამო, რომ ანონიმია ვიღაც. არადა, მათი უმრავლესობა საერთოდ არ კითხულობს ჩემს ბლოგს. მაშ რა აწუხებთ?

      აი, სწორედ მაგაშია საქმე. თუ მოგწონს კითხულობ, რა მნიშვნელობა აქვს როგორია? არ მესმის…

      რჩევა გათვალისწინებულ არს!😉 უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა დამეწერა, უკვე იმდენჯერ გახდა ეს ანონიმობა კამათის საგანი🙂

      • რა თქმა უნდა მოიტყუები საკუთარი სახელით. “დაჟე”, ანონიმი როცა ხარ მაშინ უფრო წერ სიმართლეს, რაღაცეები და ვიღაცეები გკიდია და იმიტომ.

    • შენი ბლოგერული რჩევით ღრმად აღფრთოვანებული ვარ, თამარა. კოროტკო, იასნო ი სო ვკუსომ!

      კიდევ იმაზე ვხალისობ, მავანი (თითქმის რომ არ მიცნობს კი არადა, საერთოდ რომ არ მიცნობს) ჩემი ღია ქმედებების მიხედვით ღრმა და ფუნდამენტურ დასკვნებს რომ აკეთებს და მთელს თეორიას აგებს. იყო ასეთი შემთხვევა და ცოტა არ იყოს, მემცხეთა. მაშინვე მივწერე და პასუხებით თუ ვიმსჯელებთ, გაუგებრობა აღმოიფხვრა.

      გივის არ იყოს, მებაღეს რას ეძებ, მოგწონს – წაიკითხე, არ მოგწონს – ნეტავ, კალთა ვინ დაგახია. მე უკეთ არ ვიცი, რა და როგორ მირჩევნია?

      • იმასაც გააჩნია, ვინ აკეთებს დასკვნებს… ბევრის შენიშვნას მე ჩემს თავზე არც მივიღებ, არც ეგრე დამქვეითებია თვითშეფასება და იმიტომ😛

  13. გამონაკლისი არ ვიქნები თუ დაგეთანხმები და მითუმეტეს მე! : ))
    ეს პოსტი კახისთან რომ ვნახე, პირველი თავში რაც მომივიდა ის მივაწერე, მაგრამ რაღაც თავის მართლებასავით გამომივიდა, თითქოს ვარწმუნებდი რომ მე არ ვტყუი : )) მესმის რომ ანონიმობამ შეიძლება ასეთი ეჭვი გამოიწვიოს კიდეც, მაგრამ ბოლო კომენტარზე ყველაზე მეტად დაგეთანხმები. როცა ანონიმურად წერ, უფრო თავისუფალი და გულახდილი ხარ, თავისთავად..
    ბლოგის დარეგისტრირება ჩემი ნება იყო და ასევე ჩემი ნებაა იქ გამოვჩნდები თუ არა..

  14. მოგცლიათ რა…🙂

    უბრალოდ ზოგმა წერა არ იცის და ამიტომ ფსევდონიმს ეფარება.🙂

    • ანონიმური ალკოჰოლიკები ახსენა ადრე ვიღაცამ😉
      ჰოდა, მე ასე ვიტყოდი, რაღა ბლოგოსფეროს ჰაერი და რაღა ალკოჰოლი😛

      • დავიბენი…😐 მომკალი და ვერ გავიგე თამარა😐

        • ლორდს მივმართე🙂 მაგრამ შენი არ იყოს, არ ვიცი, გაიგო თუ არა, საკმაოდ ადრინდელი შევახსენე🙂

    • ოჰ, ლორდი გვირილას ბლოგზე🙂
      ჯერ ერთი welcome🙂 და მეორეც, არ გინახია შენ ბლოგები ფსევდონიმის გარეშე, მარა ცუდად რომ წერდნენ?

      • ეგენი ჯერ ვერ ხვდებიან, რომ ცუდად წერენ.

        tamara
        მახსოვს. ფბ-ზე დალანძღეს ანონიმური პტოფილები.

        • ანონიმები კაი ხალხი გამოდის მაინც, ხვდებიან თურმე რომ ცუდად წერენ🙂

          ისე, ფბ-ზე ანონიმური პროფილების ლანძღვა ახლაც ხშირია🙂

        • ვისი რა საქმეა, ფბ-ზე პროფილი ანონიმური მექნება თუ სამი ტელეფონის, სისხლის ჯგუფის და დღის დეტალური განრიგის მითითებით?

          გამლანძღავს და ისეთს მიიღებს, ერთი კვირა ჩამორეცხვას მოუნდება.

          ეგღა მაკლია, ვიღაც იმბეცილის მოწონება-არმოწონებაზე ვიარო.

          • გეთანხმები სრულიად. მე მაინც ვცდილობ მშვიდობიანად მოვაგვარო, მაგრამ რომ არ ჩუმდებიან მერე ვაჩენ კლანჭებს😀 ყველას ფერადი და ნამეტანი მშვიდი ვგონივარ, მარა გაბრაზებული გვირილა უჟას!!!

  15. არ გინდა – ნუ დაიმგობრებ.🙂
    ან თუ დაიმეგობრე – მიშალე და მორჩა. მარტივია.

    ისე, მე ვაიგნორებ ეგეთ რექვესთებს თუ არ საერთოდ არ ვიცი ვინაა და საიდანაა.
    ოღონდ არ მითხრათ ახლა შენი პროფილიც ანონიმურიაო🙂 იმიტომ რომ არაა ასე😉

  16. მე საერთოდ არ ვგზავნი რექვესტებს🙂 როცა მომდის დამატების თხოვნა, ვამატებ ყველას. პირადი პროფაილი მაინც არაა😀

    მაგიტომაც მიკვირს, რომ პრეტენზია უჩნდებათ. მე ვთხოვე დამატება? თუ მოელოდნენ რომ ფოტო დახვდებოდათ და გაწბილებულები არიან? ვერ გავიგე…

  17. 100 % გეთანხმები…და კიდევ თუ ჩემი სახელი და გვარი ცნობილია რა მე არ შეიძლება ვთქვათ ტყუილი დავწერო?და გამოვიგონო?ძაან გაიგებენ მართლა გადამხდა ესა თუ ის ფაქტი თავს…ასე,რომ ანონიმურობა ნამდვილად არ ნიშნავს,რომ მატყუარა ხარ ან მახინჯი ან რაღაც მასეთი სისულელე… მიყვარხააარ გვირილიკო დეიდაა : )

  18. ყველას პირადი არჩევანია იყოს ანონიმური თუ არა, მე გადავწყვიტე რომ არ ვიყო ანონიმური თუმცა მასეთი აზრები მაწუხებდა.. და შენი ნებაა და არავისი საქმე არაა როგორ და ვისი სახელით დაწერ, იქნებ შენ მოხუცი ბაბუა ხარ საერთოდ ^_^, ეს არავისი საქმე არა, მე მიყვარს ჩემი ყვავილი❤

    • იქნებ შენ მოხუცი ბაბუა ხარ საერთოდ

      ამას მარტო შენ თუ დაწერდი, ჯესი.

      გენიალურია შენი სხვა ,მარგალიტების ფონზეც კი!🙂🙂🙂

    • “არავის საქმე არაა” – ეს სიტყვები ხშირად უნდა გავიმეორო აშკარად, არ მშვიდდება ხალხი რა… მე კიდე საშინლად არ მიყვარს, როცა ჩემი მოთმინების ზღვარი ივსება და ბოლოსდაბოლოს ვხდები აგრესიული. ვერ ვიტან აგრესიას.

  19. აი, სიტყვები არ მყოფნის, ისეთი თბილი პოსტი იყო ^^

    “იქნებ ამ პოსტით რამდენიმე ადამიანი გავანაწყენო კიდეც, მაგრამ ხომ ვთქვი, მკითხველი არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი და თუ ამის მერე რამდენიმეს დავკარგავ, უვი, ასე ყოფილა საჭირო.” – თუ რა თქმა უნდა მკითხველი ჩემი სახით შენთვის საინტერესოა, დაიმახსოვრე, რომ გვირილას ბლოგი თუნდაც “1” მკითველს (ანუ მე) არასდროს დაკარგავს!❤🙂

    • რა თქმა უნდა საინტერესოა, თითოეული მკითხველი ძვირფასია ჩემთვის, უბრალოდ, მკითხველისთვის არ გამიკეთებია ბლოგი-თქო🙂
      დიდზე დიდი მადლობა :-*

  20. me ki mgonia rom ase anonimurad ufro mimzidveli xar.. ) gendobi agacnairad.. sulac ar vfiqrob rom ityuebi da visac hgonia rom ityuebi , modi aset ragacas vetyvi mat : gvirila tu matyuaraa pirvel rigshi tavis atyuebs da mer tqven.. ase rom damshviddit da mxolod ikitxet postebi :d an ar ikitxot :d

  21. cota asoebi mimklebia :d araushavs azrs gamoitanen:d

    • 😀 ძალიან საყვარელი ხარ, მადლობა თბილი სიტყვებისთვის და მხარდაჭერისთვის :-*

  22. რა მაქვს სათქმელი, მოკლედ გეთანხმები.
    მეც არასდროს დამიწერია პოპულარობისთვის და არც ვაპირებ. ჩემი ბლოგი რამდენიმე თვისაა მგონი2 თვის. მე ვთვლი, რომ რა მკითხველიც მყავს ისიც მაყმაყოფილებს. ჩემთვის საკმარისია. სულ არ მჭირდება სკანდალური თემები და რღაც ეგეთები. 13 წლის ვარ და მივხვდი რომ ბლოგინგით ფულის შოვნა შეიძლება, მაგრამ ბლოგინგი ამ შემთხვევაში შენს სამსახურად უნდა აქციო.
    მოკლედ ეს სულელობებია. შეგიძლია არც წაიკითხო ბოლომდე ეს კომენტარი.
    მოკლედ კარგი ხარ, ბოლომდე…

    • მიხარია რომ აქ ხარ და მიხარია რომ გესმის.

      ჯერ ერთი, შენი პირველი კომენტარია ჩემთან და მოგესალმები🙂 გელოდები კვლავაც😉

      რაც შეეხება პოსტს, მიხარია, რომ შენც ასე ფიქრობ. მეც ზუსტად იმას ვამბობ, რომ ბლოგინგით ფულის შოვნაც შეიძლება, უბრალო პიარიც, მაგრამ მე არ მაქვს ამისთვის ბლოგი. ვწერ იმაზე, რასაც ვგრძნობ და ერთი მკითხველიც საკმარისია ერთგვარი სტიმულისთვის. ისიც თუ არ იქნება, ბლოგს მაინც არ გავაუქმებ. მკითხველისთვის არ გამიკეთებია და იმიტომ.
      თუმცა, ყველა ახალი მკითხველი მახარებს რაღაცნაირად და შენც ძალიან გამიხარდი ^_^

  23. ძალიან სწორად მსჯელობ .უკვე 2ბლოგი გამოვცვალე ალბათ იმიტომ რო პირველის თემატიკა არ მოწმონდა აი რაც შეეხება მეორე ბლოგს ვთვლი რომ იქ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები.და ეს ბლოგი კი იმაზე წერის საშუალებას მაძლევს რაც ყველაზე მეტად მაწუხებს და მინდა გამოვასწორო და ჩემი აზღიტ ბლოგი სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: