^_^

ბულვარში, იქ სადაც მაღალი წიწვოვანი ხეებია, თავისით, ბუნებრივად ამოსულ ბალახს შორის წვრილ ბილიკზე მივაბიჯებ. წინ მხოლოდ ხეები და ბალახი მოჩანს, მარჯვნივ კი დაბალი პალმები ზღვისფერი ცის და ცისფერი ზღვის ფონზე.

ჯერ დილაა და მზის სხივები გათბობს. არა, არ ცივა, მაგრამ მაინც გსიამოვნებს თბილი მზის შეხება, რომელიც წიწვებს შორის ძვრება და ბალახზე ხეების ჩრდილებისგან ათასგვარ ნახატს ქმნის.

მოპირდაპირე მხარეს მწვანე სკამებია. ერთ-ერთი მათგანი ამ სკამისფერის ხის ქვეშ დაუდგამთ. ხე დაბალია და ტოტები ლამის ძირს წვდება. მუქი მწვანე, ხშირი ფოთლები აქვს. ეს ხე რომელირაც თვეში თეთრ, პატარა და სურნელოვან ყვავილებს ისხამს.

სკამი ჩრდილითაა დაფარული და რაღაცნაირად გამოირჩევა სხვებისგან.

ცდუნებას ვერ ვუძლებ და სკამზე ვჯდები. მსუბუქ ფეხსაცმელს მსუბუქად ვიხდი და მსუბუქადვე ვაწყობ ფეხებს სკამის კიდეზე.

სასიამოვნო დილაა, საზაფხულო. ბალახში ჩიტები (და არა მტრედები) სეირნობენ. რამდენიმე მათგანი დახეთქილ ასფალტზე მიმობნეულ მზესუმზირის ნარჩენებში იქექება.

ორი თეთრი პეპელა სულ ქვევით, ბალახებთან ფარფატებს და მწვანეს ძალიან უხდება თეთრი ფერი.

სკამზე პატარა ჩიტი ამოსკუპდა, გაიბღინძა და უშიშრად მიყურებს. თავს ხან მარცხნივ გადასწევს, ხან მარჯვნივ, თან თვალს არ მაშორებს. რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება, სასიამოვნო.

ვცდილობ უფრო კომფორტულად მოვკალათდე სკამზე, მუხლებზე რვეულს ვიდებ და მუსიკას ვრთავ…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/08/26, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. ისე გაქვს აღწერილი განწყობა ,რომ დილის გამაჯანსაღებელი ჰაერი მთელი ძალით ჩავისუნთქე ახლა :)) ^_^ ♥

    • დილაობით ვსეირნობ ხოლმე სამსახურში მომავალ გზაზე და კაი განწყობა მომწვება სულ🙂 მით უმეტეს, თუ წინა დღით იწვიმა, უმაგრესია!

      მადლობა, მიხარია შენი შეფასება.

  2. დასასვენებელ ბაღებსა და პარკებში სკამებზე ფეხის შემოდება და ქალიშვილი გოგოს აპლაკული ჯდომა გამიგია კაცო???
    დაგაჯარიმებენ ყვავილო და მერე ილაპარაკე : )))))

  3. არ დაგაჯარიმებენ, გვირილა😉 ეს ჯერ არ აუკრძალავთ🙂 მარტოს – შეგიძლია🙂🙂🙂

    • უი, არა? ტყუილად შევაშინე ))
      არადა სიუჟეტი მაქვს ნანახი, საკმაოდ ვრცელი ამ თემაზე. ექსპერიმენტიც კი ჩაატარეს, დასვეს გოგო ბუდას პოზაში სკამზე და მაშინვე მიადგა დაცვა.
      თუ მაგაზე მარტო აფრთხილებენ? : )))
      რავიცი რავიცი…
      ბეწვზე ხარ გადარჩენილი რა : ))

      • ჩვენი სიუჟეტი იყო, ქართული?

        კი მაგრამ, დაცვა რატომ აჯარიმებდა? დაცვამ, მაქსიმუმ, საპატრულო პოლიცია გამოიძახოს…

        თუმცა, ქართულ რეალობაში, ქუჩაში ლოტოსის პოზაში ჯდომა მაინც არ არის რეკომენდირებული🙂

        • ჰეჰ, ესენი ნახე რა🙂
          ჭიამაია, დაცვა კი იყო იმ დღეს მობრძანებული, მარა ამხელა ჟურნალისტი ქალი ტყუილად ვარ? ვიცი რისი უფლება მაქვს და რისი არა🙂 მომიტანე წესდება მეთქი და უფროსმა ასე თქვაო🙂 ხოდა, უფროსი რომ მოვა მაშინ ჩამოვიღებ ფეხს მეთქი. თან რაც მთავარია, ფეხსაცმელი არ მეცვა და სკამი არ ისვრებოდა.

          მოლი – მარტოს რომ სემიძლია კარგად აღნიშნე, მარა ვინმესთან ერთადაც შემიძლია თურმე, პოღონდ მაქ ზღვარს არ უნდა გადააჭარბო. ეს ზღვარი როგორ იზომება ცალკე ამბავია😀

          • ორნი რომ ხართ, ზღვარზე არ ფიქრობ🙂 და არც გადაჭარბებაზე🙂 და საერთოდ, მანდ ზღვარი არ არსებობს🙂 უფრო სწორად, რაც მეტს გადააჭარბებ, უკეთესი🙂

            • საქმეც მაგაშია რომ ზღვარი არ არსებობს, არადა, გაიჟღერა რამდენჯერმე როგორ უნდა აკონტროლოს დაცვამ ეს ამბავი პარკში🙂

  4. ვაი მეც როგორ მიყვარს წინა დღით თუ იწვიმა❤
    ძალიან მაგრად გაქვს დაწერილი ^^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: