ბილწსიტყვაობა

ძველი ბათუმი. საღამო. სიგრილე. მუსიკა ყურში და სეირნობა სიამოვნებით, სამსახურის შემდეგ განსაკუთრებული ხიბლი რომ აქვს. მუსიკის ხმის წყალობით ყურში მხოლოდ სუსტად ჩაგესმის გულიანი გინება, აი ისეთი, გაბრაზების გამო კიარა, ისე რომ იგინებიან და ფრაზაც აზრიანია, უცებ გავარდნილი არა.

მიდიხარ ქუჩაში, ორი ბიჭი მოდის საპირისპირო მიმართულებით, ნორმალურები. ერთი ამრეზით იყურება გარშემო, იფურთხება და კბილებში ცრის გინებას საკუთარ დედაზე.

ბულვარი. სეირნობა. ერთი წყვილი კამათობს. გოგოს სახე ალეწილი აქვს, ბიჭს ბრაზი ახრჩობს, ზედმეტად გაწითლებულია და კივის: ხომ გითხარი არ წახვიდე მეთქი, შენი დედა …………………!

ტროტუარი. რამდენიმე გოგო “მარშუტკას” ელოდება. ამ დროს გზას ორი სხვა გოგო კვეთს, ერთ-ერთმა მხარი გაკრა ტროტუარზე მყოფს და გზა გააგრძელა.

– ფრთხილად! – შეუღრინა “დაზარალებულმა”.

– რა გაყვირებს, შენი დედა ……………………..! – მოტრიალდა და გაიჭიმა ადრესატი.

შუქნიშანი. მწვანე. გოგო გადადის გზაზე, უცებ მანქანა უხვევს ყოველგვარი “პავაროტნიკის” გარეშე. გოგო უკან იხევს და იგინება.

იგინება კაცი, იგინება ქალი, ბავშვი, მოხუცი. იგინება სტუდენტი, მასწავლებელი, ინტელიგენტი, მძღოლი. იგინებიან ერთმანეთის თანდასწრებით და აგინებენ ერთმანეთს.

ერთია, როცა იგინები ისე, სხვათაშორის (თუმცა, არც ესაა სასმიამოვნო მოსასმენი) და მეორე, როცა კარგად, გამოთქმით ამბობ სათქმელს, შინაარსის გათვალისწინებით.

ბილწსიტყვაობა ჩემთვის გაუნათლებლობის სინონიმია. ხო, უხეშად ჟღერს და რადიკალურად, მაგრამ ასეა. არა, მე ბილწსიტყვაობას უბრალოდ, ჰაერში ნათქვამ სიტყვებს არ ვეძახი. ბილწსიტყვაობა ისაა, როცა აზრს გადმოსცემ გინებით, სხვაგვარად რომ არ შეგიძლია დააფიქსირო.

და დიახ, ვარ რადიკალური – ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ამ სიტყვების გარეშე მეტყველება, ჩემს თვალში უფასურდება. ეს ნიშნავს, რომ მას არ ყოფნის განათლება იმისთვის, რომ ადამიანური ენით გადმოსცეს სათქმელი და არა გინებით. და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი – მე ქალი ვარ და დიახ, არ მსიამოვნებს, როცა ჩემი თანდასწრებით იგინებიან. გარდა ამისა, ეს მიუთითებს იმაზეც, რომ ამ ადამიანს არ გააჩნია ჩემს მიმართ არანაირი პატივისცემა და გონიერებაზე და დაფიქრებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. არაა ეს დრომოჭმული სტერეოტიპი, აქ ვგულისხმობ წმინდაწყლის ბილწსიტყვაობას და არა უბრალოდ, თუნდაც ემოციისგან ნათქვამ მეტ-ნაკლებად ცივილურ ფრაზას.

რაც არ უნდა ძლიერი და “ძაან როჟა” იყოს ქალი, მას არ სიამოვნებს ამ საზიზღრობის მოსმენა. ალბათ მამაკაცები ვერც წარმოიდგენენ რაოდენ ცუდად ჟღერს ეს ფარზები და რამხელა მნიშვნელობა ენიჭება მათ რეალურად. ელემენტარული მაგალითი რომ ავიღოთ – როცა საუბრისას შეგიძლია თქვა სექსი, რატომ უნდა გამოიყენო უამრავი ბინძური სიტყვა?!

რაც შეეხება ბილწსიტყვაობას მანდილოსნების მხრიდან,  არ ვიქნები მართალი, რომ ვთქვა მე არასდროს დამცდენია მსგავსი რამ-მეთქი. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ქალს დედაზე გინება ნამდვილად არ შვენის.

და თუნდაც ვიყო არა თანამედროვედ მოაზროვნე და ყოველ ნაბიჯზე არ ვიგინებოდე, არ მანაღვლებს. ეს ჩემი აზრია და მორჩა.

 

 

P.S. ხო, ამ თემაზე ჩემი აზრით დაინტერესდა ნიკა.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/08/22, in (თეგ) თამაშები :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. ბათუმშიც?😦 მე ეს დიდი ქალაქების სენი მეგონა😦

    არა, ბილწსიტყვაობა სკოლაშიც კარგად მახსოვს და ქუჩაშიც, მაგრამ მაინც არ უხდება ბათუმს. თბილისსაც არ უხდება და საერთოდ არავის და არაფერს უხდება, მაგრამ ბათუმში განსაკუთრებით დასანანია.

    არავითარი ძველმოდურობა და ჩამორჩენილობა. ადამიანს თუ იმის ტვინი არ ჰყოფნის, სათქმელი გინების გარეშე გადმოსცეს და თუ ტიპობას სამსართულიანის გარეშე სხვა ვერაფრით ამტკიცებს, გონებაშეზღუდულია, აბა რა…

    • ხო, მეც მასე ვფიქრობ🙂

      ბათუმს რაც შეეხება, როგორც ყველგან, აქაც არიან ვითომ კაი ბიჭები, რომლებსაც გამოთქმით გინება ვაჟკაცობად მიჩნიათ. მაგრამ ეს კიდევ არაფერი, იმასთან შედარებით, რაც გუშინ ვნახე – მივდივარ სამსახურიდან “პა ბულვარუ” სახლისკენ და ინტურისტების უკან ორი გოგო ზის, საკმაოდ კაი გარეგნობის, უცებ ერთი კივის – “სად დაეთრევი შე ბ…, შენს გამო მე რატომ უნდა მირეკავდნენ. ახლავე გაეთრიე სახლში, შენი დედა …………………….!!!”. და კივის ბოლო ხმაზე, რუსული აქცენტით. ხალხი ერთმანეთს უყურებდა და ჩუმად იცინოდა. შემრცხვა.

  2. კარგადაა ჩამოყალიბებული სათქმელი, მომწონს და ფაქტები ძლან ამშვენებს… მშვენიერი პოსტია :: ))))

  3. გეთანხმები..
    ძალიან კარგი პოსტია…
    მე ყველაზე მეტად საკუთარ დედაზე რომ იგინებიან ეგ მაღიზიანებს…

  4. ყველაფერში გეთანხმები! განსაკუთრებით ქალი რომ დედას იგინება……

    • ხო, არც ისე სახარბიელო ამბავია…

      შენი პირველი კომენტარი ჩემთან ხო? თუ მეშლება რამე? ნებისმიერ შემთხვევაში, მიხარია რომ აქ ხარ და გელოდები კვლავაც😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: