დილით…

წვიმის შემდეგ ქალაქი თითქოს იწმინდება ყველაფერ ცუდისგან და დილით, ნაწვიმარზე სეირნობა ერთი სიამოვნებაა.

სუფთა ქალაქში ჰაერიც სხვაგვარია და მზეც სხვანაირად ანათებს.

ჯერ დილაა. ის პერიოდია, როცა ადამიანებს ძირითადად დილის გემრიელი ძილით სძინავთ და ქალაქიც რამდენიმე საათით ისვენებს მათგან. ამიტომაც მშვიდია და უფრო ლამაზი.

შენობებს და ხეებს წვიმის წვეთები არ შეშრობიათ ჯერ. მზეც ღრუბლებიდან გამოღწევას ცდილობს და პატარა ნაკუწებად გლეჯს მათ. ცა ისევ ისეთია, როგორიც უნდა იყოს – ცის ფერი, ცისფერი. აქა-იქ მიმობნეული ღრუბლების პატარა ნაგლეჯები კი უფრო აცოცხლებს მას. მზემ უკვე დააღწია თავი და მაღალი შენობის უკან გამოჩნდა, ჯერ ნახევრად, შემდეგ კი გაიზარდა და გაცოცხლდა.

ბულვარი ისეთი ცარიელია, როგორიც თითქმის არასდროს. ერთნაირი შეფერილობის სკამები და ხეები ჯერ კიდევ სველი. სანაპიროსთან მოხუცები ვარჯიშობენ, ხანდახან ველოსიპედითაც ჩამოირბენს ვინმე.

ხის ხშირი ფოთლებიდან მზის სხივი აღწევს და ასფალტზე ხეების და ბუჩქების ჩრდილები იხატება.

მოხუცი ჩია კაცი მოდის ჩქარი, სერიოზული ნაბიჯებით და რადიოს უსმენს ხმამაღლა.

ზღვის სუნია.

…ზღვა ჩუმია და მშვიდი.

ქვიშა სველი, მაგრამ სასიამოვნო. ნელ-ნელა მასზეც იხატება და მერე მკვეთრდება ჩრდილები, რომლებიც მოძრაობენ და ხმაურობენ.

უკანასკნელი ნასროლი ქვაც მიიღო ზღვამ, ტალღა გამოუშვა და ხმაურით ჩაიყოლა ქვიშა.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/08/17, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. დიდი სიამოვნებით გავისერინებდი ბათუმში დილით…
    მე ხმაური არ მიყვარს, ამიტომ მშვიდი დილა ყველაფერს მირჩევნია.. ზღვის ტალრების ხმაც თუ დაერთვის ამას , სრული ნეტარება❤

    • ხო, მშვიდი დილა იყო ეს ზუსტად და ისეთი სასიამოვნო ^_^
      იშვიათადაა ბათუმში სიმშვიდე ამ დროს, ამიტომ დილით სეირნობა ყველაზე მაგარია, მით უმეტეს, თუ მზიანი ამინდი არაა.

  2. მომენატრა ბულვარში წანწალი…

    • შენ წარმოიდგინე და აქ ვარ და მეც მენატრება ხოლმე. ამიტომ, სამსახურში ”პა ბულვარუ” ან პლიაჟით მივდივარ, დილის განწყობა მოაქვს და თან ამ დროს სულ სხვანაირია ბათუმიც, ბულვარიც და ზღვაც…

  3. ზღვაააა.ზღვა მინდა.. ბათუმი, ქობულეთი… დასვენებააააა

  4. ჯესი, შენ ქობულეთის ზღვის ექშენი უფრო გენატრება ალბათ🙂 მე ჩუმი და მშვიდი ბათუმი მომწონს,.ოღონდ ზაფხულობით მხოლოდ ადრე დილით არის ასეთი. მერე ირევა და ხმაურდება.

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: