სოფელში

ერთხელაც გადავიღებ ფოტოებს ჩემ სოფელში ^_^

ერთხელაც გადავიღებ ფოტოებს ჩემ სოფელში ^_^

სიცივის შეგრძნება და წვიმის ხმა მაღვიძებს. ვცდილობ არ გამოვფხიზლდე, საბანს ვქაჩავ და მხრებს ვიფარავ. ჩემი დის ცარიელი საწოლი მაფიქრებინეს, რომ მალე საუზმეზე დამიძახებენ და ვცდილობ მაქსიმალურად დავტკბე ძილის ბოლო წუთებით.

კითხვის დაწყებას აზრი არ აქვს. ისევ ტელეფონს გადავწვდი. ერთი უმნიშვნელო მესიჯი, ახალი არაფერი. ძველისგანაც ვათავისუფლებ ტელეფონს და გონებას. 11-ს გადაცდა უკვე.

– გაცივდა ხაჭაპური! – მესმის დედაჩემის ხმა.

სასიამოვნო სიგრილეა. თბილად ვიცმევ და სასაუზმოდ გავდივარ.

დილის ყავის და უგემრიელესი მეგრული ხაჭაპურის შემდეგ სიამოვნებით ვალაგებ სახლს  MTV-ს მუსიკალური გაფორმების ფონზე.

დედაჩემს ახალი ატამი მოუტანია, მაგრამ სოფელში ხილს “ადგილზე მიტანით” იშვიათად ვჭამ. მირჩევნია თვითონ ვიშოვო “ბაღჩაში” (ბაღი აჭარულად :-)).

იმ მოტივით, რომ თითქმის მთელი ბავშვობა აქ გავატარე და თვითონაც ვიცი რაღაცეები, ყურადღებას არ ვაქცევ ჩემი დის რჩევას იმის შესახებ, რომ ფეხსაცმელი, რომელსაც ვიცმევ ბაღჩაში ჩასასვლელად, სრიალებს. ხოდა, პირველივე მოსახვევში მოვადინე ზღართანი😀 ვერავინ მხედავს, მეც ჩუმად ვიფერთხავ მტვერს და გზას უფრო ფრთხილად ვაგრძელებ.

თითქოს ჩქარი ნაბიჯების ხმა და ქოშინი მესმის. უკვე ვიცი, რომ დაღმართზე ჩემი ძაღლი, ბარსა მორბის ენაგადმოგდებული და ბებერი მსხლის ხეს ვეყრდნობი. ეს თუ დამეჯახა, დამთავრებულია ჩემი საქმე🙂

გადავრჩი.ვაგრძელებ გზას. ჯერ რამდენიმე თხილის ხეა, სულ ახლახანს დარგო მამაჩემმა და წელს პირველი მოსავალი აქვს. ამიტომ, მკაცრად ვართ გაფრთხილებული, რომ მთლად არ შევჭამოთ, რადგან რამე მეგრული გემრიელობა უნდა გააკეთოს დედაჩემმა პირველი მოსავლით.  რა ჩემი ბრალია, რომ ახალი თხილი ყველაზე მეტად მიყვარს და ხეებიც იმდენად დაბალია, ცდუნებას ვერ ვუძლებ.

ატმის ხეებთან უკვე თხილით ჯიბეებ გამოტენილი ჩავდივარ. რამდენიმე ახალი ჯიშიც გამოუყვანია მამაჩემს. ხელით ვამოწმებ ატმის სირბილის ხარისხს (გადამწიფებული ხილი არ მიყვარს) და მხოლოდ შემდეგ ვკრეფ.

დედაჩემი მეძახის დაფნა წამომიღეო. გადავდივარ იქ, სადაც მწვანილები მეგულება. ოხრახუში, ქინძი, კამა… – დაფნა არსად არ ჩანს. მერეღა მახსენდება, რომ დაფნა ხეა. მიხარია, რომ ვერავინ მხედავს.

ვეძახი ბარსას და ერთად მივდივართ უკვე აღმართზე, თან ატამს შევექცევი

– ბარსა, გინდა ატამი?

ბარსას თავი მარჯვნივ გადაუწევია, ენა გადმოუგდია და უხმოდ მიყურებს.

– არც თხილი?

ერთიც გამომხედა სახით “მთლად გააფრინე შენ!” და ზოზინით აუყვა აღმართს.

დაფნის ფოთლებს სამზარეულოს მაგიდაზე ვყრი და ვიძურწები, არ მინდა დედაჩემმა თხილით გაძეძგილი ჯიბეები შენიშნოს. ვპოულობ წიგნს, ბლოკნოტს და მეორე სართულზე მიმავალ კიბეს მივყვები. ვჯდები აივანზე და თხილს ვაკნატუნებ, თან წიგნში იმ ადგილს ვეძებს, სადაც შევჩერდი.

ქვემოდან დედაჩემის ხმა მესმის:

– თხილს კბილით ნუ ტეხავ!..

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/08/15, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. აუ, როგორ მინდა მეც სოფელში…
    პირველად 2ო წლის მანძIლზე, ვერ ჩავდივარ წელს :შ
    მშურს შენი
    მეგრული ხაჭაპური სიგიჟემდე მიყვარს❤

    • მე შაბათ-კვირას ვარ ძირითადად, თუმცა დიდხანს ვერც გავძლებდი ალბათ იქ. ერთი კვირა მაქსიმუმ და მერე ფეხით გამოვიქცეოდი თუნდაც🙂

      მომავალ წელს ჩახვალ, მაგაზე არ ინაღვლო შენ😉

      მეგრული ხაჭაპური კიდე ოდესმე ერთად ვჭამოთ :-*

      • ბოლო ნაწილი ძალიან სასიამოვნა,❤
        მე კიდევ ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, მდინარე, მთა. მთელი თვეც არ მომბეზრდება

        • მე სიმშვიდეს დიდხანს ვერ ვუძლებ, ჩემი სოფელი კიდე მკვდარია, ცოტა ხალხია იქ. ხოდა, სრული განტვისთვისთვის საუკეთესო ადგილია, რისთვისაც ერთი კვირა მყოფნის🙂 მერე ზღვა, ქალაქი და ა.შ.🙂

  2. ჩემი დის ცარიელი საწოლი მაფიქრებინეს, რომ მალე საუზმეზე დამიძახებენ და ვცდილობ მაქსიმალურად დავტკბე ძილის ბოლო წუთებით.

    რა ნაცნობი სიტუაციაა :დ

    ისე, კბილით თხილი მხოლოდ ერთხელ გავტეხე და კინაღამ მივაყოლე კბილიც :დ მას მერე თუ სახლში არ ვარ ქვით ვტეხავ ხოლმე სოფელში :დ

  3. მე კიდე სულ კბილით ვამტვრევ და დედაჩემი ასე კივის სულ😀😀

  4. აუჰ.. რა კარგია.. ნეტავ მეც მქონდეს ერთი ნორმალური სოფელი, რომ არ მომიხდეს ყოველ ზაფხულს ტანჯვა😦

  5. chemi saxli gamaxsenda uceb :))) mec diiiidi ezo maqvs mosavlit da yvelafriT… gansakutrebit txilis kutxe miyvars😛 kaia saxli ^_^

    • ჩემთან თხილის კუთხე ახალია, არ გვქონდა ადრე და ახლახანს ჩარგეს. მაგიტომაც მეკრძალება განადგურება😀

  6. ერთი ჩორვენთან ვნახე სოფლისსურნელიანი პოსტი და მეორე – ეს🙂 ორივე ისეთია, ლამის ახლა ჩავალაგო ჩანთა და დასავლეთისკენ მოვუსვა.

    უგემრიელესობაა დილის ძილიც წვიმის თანხლებით, გვიანი საუზმეც, მეგრული ხაჭაპურიც, ბაღჩაში ლაშქრობა და იქაური ნადავლით დაბრუნებაც და მერე წიგნი ან ტელევიზორი… მყუდროდ. თან თუ ისევ წამოწვიმს, მთლად უკეთესი.

    ოღონდ, ერთი პირობა მაქვს – ტელევიზორი მხოლოდ ერთ არხს უნდა აჩვენებდეს. (ჩემს ბავშვობაში იყო ასე). დილიდან გვიან ღამემდე ერთი არხი მექნებოდა ჩართული და რატომღაც დარწმუნებული ვარ, კარგადაც ვიხალისებდი.

    თხილს კბილით ნუ ტეხ – ეს არც თბილისში მაკლია.

    • და ის ერთი არხი რა უნდა იყოს მოლი? მე ვიცი🙂 ეს უნდა იყოს რუსული OPT, სადაც იქნება ფილმები ნიკულინით, ერალაში, “ნუ პაგადი” და სხვა რუსული მულტფილმები, ხანდახან დისნეიც და საღამოს “ვრემია”🙂 ან
      “Спят усталые игрушки,
      Книжки спят,
      Одеяла и подушки
      Ждут ребят,
      Даже сказка спать ложится,
      Чтобы ночью нам присниться,
      Глазки закрывай,
      Баю – бай…”🙂

      რაც შეეხება გემრიელობებს, გეთანხმები სრულიად, ოღონდ კიდე კაი მხოლოდ შაბათ-კვირას ვარ იქ, მერე მკაცრი დიეტა დამჭირდებოდა😀

  7. შენ წარმოიდგინე და ქართულ პირველ არხზეც თანახმა ვარ – ოღონდ, “ცისკარა” უნდა იყოს აუცილებლად. დილის 11 საათს როგორ ველოდებოდი, არ დამავიწყდება არასოდეს.

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: