facebook-ი რომ არა…

ვაპირებდი პოსტი დამეწყო ფრაზით – “დიდი ამბავი!..”, მაგრამ დაახლოებით ერთი საათის წინ პირადი პროფაილი მეუბნებოდა უცნაურობებს და მივხვდი, რომ არც მთლად მასეა საქმე.

ჯერ ერთი, სოციალური ქსელი მეხმარება სამსახურში. ხო, რთული წარმოსადგენია იქნებ, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ სამსახურისთვის ვიყენებ. გარდა იმისა, რომ უამრავი რესპოდენტი მიპოვია აქ და სხვაგვარად თუ შეუძლებელია, ფეისბუქით დავკავშირებივარ, ხშირად ამიღია ფოტოებიც. ხდება ისე, რომ სასწრაფო თემაა და ვერაფრით გადადებ, არადა ის ადამიანი, ვინც უნდა გელაპარაკოს, ქალაქში არაა. რას აკეთებ ამ შემთხვევაში? ურეკავ და წერ ტელეფონით, ფოტოზე კიდე გეუბნება – “ფეისბუქიდან აიღე”.

გარდა ამისა, პირად ფოტოებს იშვიათად ვინახავ და ვერასდროს ვერ ვპოულობ, რატომღაც მავიწყდება ფოტოაპარატიდან კომპიუტერში დაბინავება. ამიტომ, თუ ერთხელაც გამახსენდა, ფეისბუქზე ვყრი და მერე ძებნა აღარ დამჭირდება, აქ მაქვს🙂 მოკლედ, არქივის ფუნქციაც აქვს ფეისბუქს🙂

რაც შეეხება მეგობრებს, პირად პროფაილში სულ 80 მეგობარი მყავს, თითოეულ მათგანს ვიცნობ და მათთან კონტაქტის სხვა საშუალებებიც გამაჩნია შესაბამისად. ხშირად ამბობენ, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს აქ ეკონტაქტებიან. ჩემს შემთხვევაში ესეც იშვიათადაა, რადგან ბოლო დროს ონლაინ იშვიათად ვარ და ვისაც ვწერ, იმათ ტელეფონითაც ვეკონტაქტები. ასე რომ, მეგობრების დაკარგვის საფრთხე არ მემუქრება. საერთოდაც, ალბათ უფრო პასიური მომხმარებელი ვარ.

თუმცა, არის მეორე პროფაილიც, გვირილა. აქ განსხვავებული სიტუაციაა. ჯერ ერთი, რომ აქაური მეგობრებიდან სულ ცოტას ვიცნობ და თუ გამიუქმდა ექაუნთი, მათი დაკარგვის საფრთხე რეალურია.  არადა, რამდენიმე ძალიან, ძალიან კაი ადამიანი მყავს აქ და საშინლად დამწყდება გული მათი დაკარგვის გამო.

ასე რომ, ბატონო მარკ, შეეშვით გვირილას!..

ისადა, მე, როგორც ამ თემით ნაკლებად დაინტერესებულმა ადამიანმა, არ გადავხედე რაღაცეებს და თუ საფრთხე არი ვთქვათ რეალური, მეორედ მაინც ხომ გავაკეთებ პროფაილს კაცო? თუ ქსელი უქმდება სულ?

P.S. ნაბჟუტურები წარმოადგენს თეგ თამაშს, რომელიც ადომ წამოიწყო და მე ცინიკოსმა და ცოტნემ ჩამითრიეს.  მე კიდე ვახოს გადავცემ ესტაფეტას😉

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/08/12, in (თეგ) თამაშები :-) and tagged , , , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. მეორედ გააკეთებ, როგორ არა🙂🙂🙂

    ქსელის გაუქმება არამგონია მოხდეს🙂. ამბობენ შეტევა უნდა განხორციელდეს ნოემბრისკენო… შეიძლება ზიანი მიაყენონ, მაგრამ მემგონი ასე მალე არ დადგება ფეისბუქის აღსასრული🙂

  2. მიუხედავად იმისა რომ ფეისის ქსელში გაშვებისთანავე რამდენიმე თვეში უკვე ზანგებს ვემეგობრებოდი, საერთოდ მივესალმები კიდეც რამდენიმე ადამიანის შემხედვარე მის გაუქმებას ( თუმცა ზოგიერთ თამაშზე დამწყდება გული). გულწრფელად ვამბობ. და მიკვირს რატომ არიან ადამიანები სოციალურ ქსელებზე ასე დამოკიდებული. ვწუხვარ მათ გამო. არ ვმარიაჟობ მართლა მასე ვფიქრობ. :)))

    • მე მესმის შენი ვითომ შხამიანო!..🙂

      თამაშები არ მიყვარს მე სხვათაშორის, ვაფშე რად მინდა ეს ფეისბუქი ვერ ვხვდები ხანდახან😀 თითქმის არც ერთ სერვისს არ ვიყენებ, უბრალოდ მთელი დღის განმავლობაში ჩართულია, თუმცა მიმოწერაც არ მაქვს გაჩაღებული, არი რა თავისთვის🙂

  3. მომეწონა ჰედერი🙂

    რაც შეეხება ფეისბუქს (მაპატიე ლათინურზე გადასვლა სასტიკად დამეზარა. და დიახ ამ განმარტების წერა მერჩია ლათინურზე გადაყვან/გადმოყვანას😀 ) მისი როლი უმეტესად გადაჭარბებულია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ სავსებით უმნიშვნელოა.
    მოკლედ მის გარეშე ცხოვრება შეიძლება, მაგრამ თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, რატომ?!

    პ.ს. მგონი ძალიან გაუგებრად დავწერე. უკიდეგანოდ მეძინება😀

    • გასაგებია, გასაგები😀 გეთანხმები შესაბამისად, დამოკიდებული არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მისი გამოყენება სასარგებლოდ🙂

      ჰედერი თუ მოგეწონა მიხარია, მე თვითონ დავჯღაბნე და რავი, დიდად კი არ მომწონს, მარა არაუშავს და დროებით იყოს🙂

  4. მომეწონა❤
    ვერ ვიტყვი,რომ ფაცე-მანია მჭირს,მაგრამ საკმაოდ დიდ ხანს კი ვატარებ მანდ,
    მეც ვარ დათაგული და ვწერ ჩემს შეხედულებას.

    • ხო, მეც მთელი დღე იქ ვაგდივარ, თუმცა დროს იშვიათად ვკარგავ, უბრალოდ არი გახსნილი ძირითადად.
      ველოდები შენს პოსტს მაშინ😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: