აწმყო

იშვიათად მაქვს სურვილი ვინმეს საკუთარ თავზეც ველაპარაკო, გავიხსნა, შედეგად კი ცოტა მომეშვას. მარტივად ვერ ვლაპარაკობ პირად რაღაცეებზე და ალბათ ბლოგიც ამიტომ მაქვს.

იშვითად, მაგრამ ხდება ისეც, რომ მინდა ადამიანს ველაპარაკო და არა ბლოგს, ის რაღაც წინაღობაც თავისთავად ქრება და ვიხსნები. მაგრამ ამ დროს კედელს ვეჯახები ძირითადად, რომელიც არ მიშვებს იქით და იძულებული ვარ უკან დავიხიო. იმის გაცნობიერება, რომ როცა შენ გჭირდება მაშინ არავინაა გვერდით, ვინც უბრალოდ მოგისმენს, დაინტერესდება რა გიჭირს და ა.შ., არც ისე მარტივია.

ადამიანები აწმყოთი იშვიათად ვცხოვრობთ, ან წარსულია ჩვენი ცხოვრება, ან მომავალი, აწმყო ყველაზე ნაკლებად. ხომ შეიძლება უბრალოდ მივყვეთ საკუთარ თავს, სურვილებს და არ ვიფიქროთ წარსულზე და მომავალზე, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ახლა ვართ, ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა.

წარსულით იშვიათად, მაგრამ თითქმის მთელი ცხოვრება მომავლით ვცხოვრობ, მომავალზე ვფიქრობ და არა აწმყოზე. და როცა შევძელი ფეხებზე დამეკიდა რა მოხდებოდა მომავლში კონკრეტული შემთხვევების გამო, სხვებმა არ დაიკიდეს.

და რა არის ურთიერთობები? ნებისმიერი სახის ურთიერთობა იმიტომაა, რომ აწმყოში მიიღო მისგან სიამოვნება, მომავალში რა მოხდება არავინ იცის. დრო ძალიან სწრაფად გადის და ერთი ხელის მოსმით ანგრევს ყველაფერს, სამაგიეროდ ქმნის ახალს, ხშირად ძველზე უკეთესს, ხშირად კი პირიქით.

ხომ ვთქვი, იშვიათად მაქვს სურვილი ავდგე და რამე მოვყვე, ყველაფერთან მარტო გამკლავებას მივეჩვიე და იმიტომ ალბათ. მაგრამ როცა მეც მინდა ვიყო სუსტი, ერთხელ მაინც და ვილაპარაკო იმაზე, რაზეც ზოგადად არ ვსაუბრობ, ყველა სადღაც მიდის. ხოდა, ბედნიერი მგზავრობა!..

წასვლა მეც შემიძლია, მეტკინება, მაგრამ მაინც. ერთადერთი, რამაც შეიძლება შემაჩეროს, ისევ ის ხალხია, ვისთვისაც მეც შეიძლება ვიყო ძვირფასი და ჩემი წასვლით ვატკინო. მთავარია იმათ არ ვატკინო, ვინც მიყვარს, საკუთარ ტკივილს გადავიტან. და თუ მათ არ ეტკინებათ, რა პრობლემაა, ახლავე წავალ!.. ხო, აარიდო თავი საყვარელი ადამიანების ტკივილისგან გამოწვეულ საკუთარ ტკივილს – ეს ეგოიზმის ყველაზე მაღალი საფეხურია ალბათ, მაგრამ დაე!..

ხოდა, მე ვიქნები ძლიერი! ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა იმას ვუზამ. მერე რა, რომ მეტკინება, ფეხებზე მკიდია!.. შემიძლია გავუმკლავდე, ეს არაფერია. მალე გადამივლის და ყველაფერი დალაგდება, თავის ადგილს დაუბრუნდება.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/07/27, in бывает и так... and tagged , , , . Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. დავალაიქე იმიტომ რომ ჩემი აზრით კარგია ამისგან დაცლა… ერთი აბზაცი განსაკუთრებით მომხვდა… ურთიერთობებზე… მართლაც არ ღირს მგონი მათი წარსულზე ნერვიულობითა და ფიქრით გადატვირთვა, მაშინ როცა შეგიძლია დღევანდელი იდილიით დატკბე. ის ეგოიზმი კი, რომელიც შენ ახსენე ხშირად გარდაუვალია ასე რომ don’t worry😉

    • დღევანდელი იდილიით ტკბობა არც ისე მარტივია და არც უნდა ყველას. თან იდილია მაშინ იქნება, როცა ყველა მხარე ერთნაირად ფიქრობს. მარტო მე, სხვების გარეშე არ გამომივა ისეთი ურთიერთობისგან სიამოვნების მიღება, რომელსაც არც წარსული აქვს და არც მომავალი სავარაუდოდ.

      ეგოიზმს რაც შეეხება, მგონი სულ ტყუილად ვნაღვლობ, არც ისე ბევრია ადამიანი, რომელსზეც ჩემი კონკრეტული მოქმედება რამენაირად აისახება😀😀

  2. მთვარეული

    ყოველთვის მოგისმენ ხო იცი :* და წასვლა არ გამგონო… ეგ რომ გამოსავალი იყოს ეხლა აქ არ ვიქნებოდი🙂

  3. მთვარეული

    მე უფრო უფრო :*:*

  4. გვირილიკო! ვიცი, რომ, ალბათ გადაგივლიდა უკვე ეს განწყობა… უბრალოდ, მინდა გითხრა, რომ ასეთები ყველას მოსვლია და მოუვა ალბათ კიდევ, ვინც ფიქრობს (ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ასეა)…
    სხვა რა გითხრა, აბა?
    შეიძლება კარგიცაა, ხანდახან ამ ამ კედელს რომ აწყდება ადამიანი… ეგ სისუსტე რომ გაივლის, შეიძლება, მერე ჩათვალო, რომ არც იყო საჭირო ვინმესთვის მოყოლა და ასე ჯობდეს… ისევ შენით რომ გაუმკლ;ავდე ყველაფერს…

    • მართალი ხარ…და მეცმ ასე რომ ვფიქრობ, იმიტომ ვცდილობ თვითონ გავუმკლავდე ყველაფერს და სხვა არ დვტვირთო. მარა ადამიანები ვართ ყველა და ხანდახან გვინდა სხვა ადამიანებს ველაპარაკოთ. ამ დროს განსაკუთრებით მტკივნეულია კედელი და თან კარგა ხნით კლავს საერთოდ საუბრის სურვილს.

      • ისადა, ადამიანებზე გამახსენდა… მართალია ფბ-ზე შენ ყვავილი გქვია და მე კიდევ ოპტიკური ილუზია ვარ, ვიღაცა ვარ, მაგრამ როცა დაგჭირდეს (რა სიტყვაა, ანუ მოგინდეს, რა) და თან თუ ჩათვლი, რომ ჩემთან ლაპარაკი ამ თემაზე შეიძლება, ჩემი კედელი (ანუ ვოლი, რა :)) ნუ შეგაშინებს და იცოდე, რომ ჩემი ინბოქსი შენთვის ყოველთვის ღიაა😉

  5. სოლომონ ბრძენს ქონდა ბეჭედი, რომელზედაც ეწერა ,,ყველაფერი წარმავალია’’, როცა ძალიან ცუდად იყო ბეჭედი მოისროლა, მაგრამ უცებ აღმოაჩინა,ბეჭედს მეორე წარწერაც ქონდა..,, ესეც გაივლის..’’ მართლაც..ესეც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება…❤ უფალმა გაგაძლიეროს… ძალიან, ძალიან კარგი ხარ..❤ <3:* :*

    • დიდი მადლობა რუსა :-*
      რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად იქნება, სად წავა აბა😉

      შენი გამოცდები რა იქნა? ხომ კაი შედეგები გაქვს?

  6. გვირილა… საკუთარი თავი გამახსენდა რომ ვკითხულობდი.
    დასაწყისიც ჩემებური იყო და დამთავრებაც.
    ‘ჩვენს დროში ანგარიშს უწევენ მხოლოდ ძლიერებს.’ – ხომ იცი..
    ცხოვრება ძალიან ძნელია, იმაზე ძნელი, ვიდრე ახლა გვგონია და არც არაფერია მარადიული. მაგრამ დედა მეუბნება ხოლმე ყველთვის… იმდენი კარგი რამ ხდება, რომ ღირს, ღირს ნებ. პრობლემად.
    ცუდია სურამში რომ ვიყავი და იმ მომენტში ვერაფრით შევძელი დახმარება.
    ბლოგი ბლოგია, დღიური დღიურია, მარტო ემოციების ფრქვევაც ხომ არ არის. ამ დროს სხვა ადამიანის ერთი თბილი ღიმილი შეიძლება ღირდეს ყველაფრად.
    ძალიან მიყვარხარ:*

    • ნინიკო, რაც არ უნდა გაუგებრად დავწერო, შენ ყოველთვის ვხვდები რას ვწერ და რატომ, რას ვგრძნობ იმ მომენტში… გეთანხმები და ვიქნები კიდეც ძლიერი, კიარადა, ვარ🙂 ხო, იმაშიც მართალი ხარ, რომ ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ და ღირს პრობლემად.

      მადლობა :-*

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: