ერთი წელი

ზუსტად ერთი წლის წინ, დაახლოებით დღის ამავე მონაკვეთში, სამსახურში ვიჯექი და რამდენიმე დღის წინანდელი ბანკეტის ამბები მიტრიალებდა თავში. გასახსენებელი კი არც ისე ბევრი იყო და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჯგუფელებს მეორე დღის აღსანიშნავად “ჩანჩქერზე” წასვლა გადაეწყვიტათ. დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ დღე საკმაოდ დატვირთული გამოდგა და ამის მიზეზი მხოლოდ “ჩანჩქერი” არ ყოფილა. ხოდა, სწორედ ამაზე ვწერდი 2010 წლის 26 ივლისს, ბლოგის პირველ პოსტში.

ამ პირველი, მართლაც რომ სულელური პოსტით დავიწყე ე.წ. “ბლოგინგი” და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო “სამყარო” აღმოვაჩინე.  გარდა იმისა, რომ რამდენიმე მეგობარი შევიძინე, ძველი პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წერაც სკმაოდ დავხვეწე.

ფაქტია, რომ ამ დროში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ყველაფერს ბლოგს ვერ “დავაბრალებ”. “გვირილა” ჩემთვის არასდროს  ყოფილა სერიოზული საქმე და როგორც ერთი წლის წინ, დღესაც ვფიქრობ, რომ ბლოგი უპირველესად არის ჩემი და შემდეგ მკითხველის. შესაბამისად, ვწერ ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდეგ მკითხველისთვის. ვაღიარებ, რომ ხშირად ისეთ დროს დამხმარებია “გვირილა”, ვერაფრით რომ წარმოვიდგენდი. უბრალოდ ვწერდი და ვთავისუფლდებოდი რაღაცისგან. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ვწერ საკუთარი თავისთვის. თუმცა, მხატვრულ წერაზე აქცენტი არასადროს გამიკეთებია, ვწერ ისე, როგორც ვგრძნობ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მიხარია თითოეული ახალი მკითხველი და მათი შეფასება, თუნდაც კრიტიკული. მაგრამ ვცდილობ ეს არასდროს გახდეს მკითხველის აზრზე ფიქრის საფუძველი, რადგან, როგორც კი ამაზე ვფიქრობ, საშინლად ვიკეტები და ვიზღუდები. ამიტომაც, ვცდილობ არ ვიფიქრო მკითხველზე და ვწერო ისე, როგორც მე მინდა.

გარდა იმისა, რომ ბლოგს “ვეუბნებოდი” იმას, რაზეც ზოგადად არ ვსაუბრობ, რამდენიმე თვის წინ სწორედ ის დამეხმარა გადამელახა არც ისე მარტივი პერიოდი, როცა სრულიად უცხო გარემოში, სრულიად მარტო აღმოვჩნდი. აქ ვამბობდი იმას და ისე, როგორც ვფიქრობდი. აქვე ვნახე რამდენიმე ბლოგი, რომელთა ავტორებთან ურთიერთობას ჰქვია ვირტუალური, მაგრამ უფრო მეტია. აქსიომა, შიო, თეა, ფინიკი, heart1ess, სანდრო, ნინიკო, მაცო, ჯესი, ნიკა და სხვები დღეს ჩემთვის სწორედ ასეთი მეგობრები არიან  და მათთვის მე დავთმე (ზოგ შემთხვევაში ჩემდაუნებურად :-)) ყველაზე ძვირფასი, რაც ბლოგზე მქონდა – საკუთარი ანონიმურობა. თუმცა, რამდენიმე მათგანიც ანონიმი იყო და საკუთარი თავის “გამჟღავნებით” ქვეცნობიერად მიბიძგეს ამისკენ. სხვა რამდენიმე ბლოგის ავტორთან ურთიერთობაშიც გავცდებოდი ალბათ ვირტუალურ სამყაროს, თუმცა თანაბარ პირობებში და ეს სწორედ მათი მხრიდან ანონიმურობის დათმობას გულისხმობს.

ხო, რაც შეეხება ანონიმურობას – ამაზე იმდენად ხშირად მეკითხებიან, მგონია გასაგებად ვერ ვხსნი. ანონიმურობის მიზეზი ორია: 1. ვარ ჟურნალისტი და პროფესიული ეთიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც,. საჯაროდ საკუთარი აზრების ფრქვევისგან თავს ვიკავებ. ანონიმურობა კი ამის საშუალებას მაძლევს. 2. პირადი მოტივი – უბრალოდ არ მინდა ჩემი პირადი სხვისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მით უმეტეს პოსტის ადრესატისთვის.

ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა… ის, რომ ბლოგმა ბოლო პერიოდში საკმაო მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის, თუმცა მე, როგორც ერთი წლის წინ, არც ახლა ვარ “ბლოგერი” და არ მივეკუთვნები “ქართველი ბლოგერების” ლამისაა კასტას🙂 ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათთან არ ვმეგობრობ. რამდენიმე ბლოგის ავტორმა დამარწმუნა, რომ სრულიად უცნობი ადამიანი შეიძლება იყოს შენს მიმართ არანაკლებ ყურადღებიანი, ვიდრე რეალური მეგობრები. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ვანის ნახატები, აქსიომას პოსტი (და კიდევ უამრავი საყვარელი საჩუქარი, რომლებსაც არ ჩამოვთვლი), გიგოლის ფოტო-კოლაჟი, ნიკსოლოგის ყავა და შოკოლადი კომენტარებში, გრიოს ღია წერილი… გამაოცა მაცოს სურვილებმა და ნინიკოს წერილმა…

მოკლედ, მიხარია, რომ ერთი წლის წინ ნერვი მომიშალეს, მივვარდი ბლოგსპოტს (მერე გადმოვვორდპრესდი) და “გვირილა” დავარეგისტრირე.

ხოდა, ერთი წლისაა უკვე ჩემი ბლოგი და რავიცი, მომილოცეთ ახლა თუ გინდათ😀

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/07/26, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 24 Comments.

  1. ვაიმე, გვირილიკო, დღითიდღე მაოცებ, ისეთი საყვარელი ხარ!
    გილოცავ ბლოგის დაბადების დღეს!❤

  2. გილოცავ…
    ლოც, ლოც, ლოც..
    მე ყველაზე მეტად იყვარს შენ ბლოგი.. სამეულსი შედიხარ, ხომ იცი, არა?:*

  3. გილოცავ ბლოგის დაბადების დღეს🙂

  4. რატომ არ მითხარი გუშინ დღეს party თუ გქონდა?! რამე ნამცხვარს გამოგიცხობდი :)) გილოცავ! მხოლოდ წინსვლას გისურვებ!

    • ხო, არ ვამხელ ხოლმე წინასწარ ჩემს დაბადების დღეებს (უკვე მრავლობითია :-D)🙂

      ნამცხვარი მოგვიანებითაც შეიძლება კაცო, შენ მაგაზე არ ინაღვლო😀

  5. გილოცავ გვირილა :*
    წარმატებულ ბლოგინგს და პოსტინგს გისურვებ :))

    • მადლობა ჭიამაია :-*
      წარმატებული ბლოგინგი სხვა ბლოგებთან ერთად წარმომიდგენია მე და შენც და კიდე სხვა ჩემს საყვარელ ბლოგებსაც წარმატებებს ვუსურვებ :-*

  6. გილოცავ ბლოგუნას დაბადების დღეს🙂 დიდი ბლოღი გაზრდილიყოს🙂

  7. გილოცავვვ !!! ძალიან ძალიან ბევრ მკითხველს გისურვებ რაც ალბათ შენი ბლოგისთვის ყველაზე მთავარია.🙂

  8. xo gadmogawordpreset da shegicvalte rjuli me da axsiomam😀😀 kaia aq rom xar :* :* uamrav mkitxvels gisurveb da didi blogi gagezardos😛😀

    • კაია რომ შენ ხარ აქ და შემომიარე, დაბადების დღე მომილოცე😀😀 ენატრება გვირილას შენი კომენტარები😛

      მადლობა :-*

  9. გილოცავ, გვირილა გილოცავ!!!🙂 მიყვარს შენი ბლოგი და კიდევ მრავალწლიან არსებობას ვუსურვებ😀

    • მადლობა ფინიკი :-* ჩემს ბლოგსაც უყვარხარ ნამდვილად და შენნაირი მკითხველი ძალიან უხარია ^_^

  10. მოგვიანებით მაგრამ გილოცავ🙂 ლუჩშე პოზდნა ჩემს ნიკოგდა🙂
    ძალიან მიყვარხარ ჩემო მშვენიერო ყვავილო და ძლაინ მიახრია რომ თუნდაც ვირტუალურად (ჯერ!!!!) გაგიცანი და ბლოგებით ვმეგობრობთ🙂

    ყველასფერს საუკეთესოს ვუსურვებ შენს ბლოგს.🙂 ბევრ ბევრ საინტერესო კომენტარს და ერთგულ მკითხველს….

    ახლა ვუფიქრდები ჩემი ბლოგუნა რა პაწუკა ყოფილა😉

    • ჰეჰ, მადლობა ჯეს :-* ხო, პატარა ვარ ჯერ😀 მიხარია, რომ გიხარია, რომ მიცნობ🙂

  11. ეჰ რაც ტრანსპორტი გაძვირდა ყველა “დენრაჟდენიაზე” დამაგვიანდა😦

    დაგვიანებულ მოლოცვას მიიღებ?

  12. გილოცავ გვირილას დაბადების დღეს! გისურვებ ისე წარიმართოს მისი არსებობა , რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაზე დიიიიიიდი ბედნიერება გაჩუქოს! მე მიყვარს გვირილას ბლოგი!🙂 :*

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: