მე და შენ

         ის იმ დიდმა სითბომ და ნეტარებამ გააჩინა, რომელსაც– სიყვარული ქვია.  რამდენიმე დღე თვალების გახელაზე არც უფიქრია. ასე თვალდახუჭული იწვა დედის მკერდს ჩახუტებული და მთელი სამყარო იმ სათამაშო ოთახად გადაიქცა რომელში მოხვედრის გამო, ანგელოზებსაც კი სიხარულის ჟრუანტელი უვლით ხოლმე.

აი ასეთია ახლად დაბადებული სიცოცხლის შეგრძნება.

როდესაც მზისგან გავარვარებულ მიწაზე ორფუთიანი ხმლით ხელში მტრის ლაშქარისკენ გამძვინვარებული გარბოდა მთელი მისი აზრები მეგობრების, სამშობლოს და საერთოდ მისი ძვირფასი სათამაშოების ოთახის დაცვას დასტრიალებდა გარშემო.  მას და კიდევ უამრავ მის მოძმეს: ისე აათალეს მარჯვენა და ისე გაუპეს თავი, რომ სიკვდილი–ნეტარების ეიფორიამ შეცვალა მყისიერად.

ალბათ ასეთია მოტივირებული სიკვდილი.

თვალი გაახილა თუ არა გარშემო ყველაფერმა ფერების დაკარგვა დაიწყო… ბოლოს დაახლოებით 365 ზე გაჩერდა და მოწყალების ნიშნად დაუტოვა, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ არ დავიწყებოდა დაკარგული ბენიერების სუნი და ტკივილს ყოველ წუთას შეეხსენებინა ხოლმე თავი. ეხლა მარტო ზის საკუთარ ოთახში და ნახევრად ღია კარის მიღმა ესმის როგორ დარბიან მისი შვილიშვილები გარეთ, როგორ ესიყვარულება მათ– მისი შვილი…. თვითონ კი:  ის რამდენიმე დღე ენატრება, როცა დედა იხუტებდა მკერდზე. აღარ ეშინია. იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება მარტო დარჩენის შიში უწამლიდა სულს. საკუთარ სახლშია, მაგრამ მარტო. შიშის განსხეულებით დაამარცხა შიში.

ასეთია მარტოობა მოხუცებულობისას ( ალბათ სხვა დროსაც):)

არ ახსოვს მაშინ რამდენი წლის იყო. პირველად მას გაუღო თავისი პაწაწუნა სათამაშოებით სავსე ოთახის ფერადი კარი. ერთად ისხდნენ და ერთმანეთის მეტს ვერაფერს ხედავდნენ. უფრო სწორედ თვითონ ვერ ხედავდა მის მეტს ვერაფერს .  ეს იყო 365 დან– უთვალავამდე ფერების უკან დაბრუნების ერთადერთი შემთხვევა.

აი ასეთია პირველი სიყვარული.

ძალიან წუხდა და დაიბნა საკუთარი უსუსურობის გამო. პირველად მასავით პატარამ და მახინჯმა წამოაყენა ფეხზე, ხელი გადახვია და დაარწმუნა, რომ არსებობს ის ვინც მასავით ფიქრობს.  ის მასავით ფიქრობდა მას შემდეგ და უხაროდა, რომ საკუთარი არასტანდარტული პოზიციების მყარ არგუმენტებს პოულობდა სხვა ადამიანის სახით.

ეს არის მეგობრობა.

იცის:  ვიღაცამ მოიგონა დრო… მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გაეზომა და აეწონა ის სიხარული, რომელსაც ხარბი ბატონივით ძუნწად უნაწილებს ადამიანებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ , რომ ვიაღაცის ეშინია. იმ ვიღაცის ვინც ყველაზე დიდია, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს თავისი შექმნილი სიცოცხლე და ვინც აუცილებლად დაუბრუნებს ყველას უთვალავ ფერიან ოთახს –სახელად ბედნიერება.

იცის, რომ ის ნამდვილად არსებობს და ამას ქვია : ღმერთის რწმენა, იმედი!

უბრალოდ აიხედე.           აXიომა;)

About აქსიომა

AXSIOM.ORG

Posted on 2011/07/25, in გესტ-პოსტი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. აქსიომ, მეც უბრალოდ რომ ვთქვა შენზე ვგიჟდები,–თქო, შეიძლება? : )

  2. აქსიომ, საშინლად მომეწონა პოსტი და ორი უდიდესი მადლობა შენ – იმისთვის, რომ ჩემს ბლოგზეც შემოიხედე და იმისთვის, რომ ასე კარგად და პროდუქტიულად შემოიხედე :-*

  3. ხასიათზე მომიყვანე თან გამოუსწორებელი მდგომარეობიდან! მაგარი ხარ!

  4. ვაიმე აქსიომ.. ძალიან დავიშოკე.. სასიამოვნოდ..ძააალიან სასიამოვნოდ გაოცებულივარ და… ომგ🙂

    აი ლავ იუ🙂

    • შეხედე შენ, თუ მოვიდეს და ეპატრონოს თავის პოსტს. დაწერა პოსტი და გაქრა. მასპინძლობა არ უნდა მერე ამ კომენტარებს?😀

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: