ასეც უყვართ

გამარჯობა დამსწრე საზოგადოებავ, ეს ჭიამაია მოგესალმებათ გვირილას ბლოგიდან. თავიდან როცა აქაურობის ერთ-ერთ განმგებელად დამტოვეს ძალიან გამიხარდა, მაგრამ ამავე დროს ცოტათი ვინერვიულე. არ მინდოდა ამ დროს ისე გაევლო რომ აქ ჩემი კვალი არ დამეტოვებინა. რაღაც “ჩანახატის” მსგავსი იდეა მომივიდა და დავწერე კიდევაც, მისი შეფასება კი თქვენთვის მომინდვია. წინასწარ გეტყვით რომ  Publish ღილაკზე დაჭერის თანავე ალბათ ნერვიულობა პიკს მიაღწევს, ეს ხომ ჩემი ბლოგი არაა. ეს სხვისი ტერიტორიაა სადაც ვიჭრები და ჩემი აზრების ნაცოდვილარს მოურიდებლად ვაქვეყნებ. მითუმეტეს, რომ ჩანახტების წერა საოცრად არ გამომდის. დაე, იყავით კრიტიკულები.🙂 ჰო, მართლა, “ამბავი” რომელსაც ვყვები გვირილასა და ჭიამაიაზეა, თუმცა მისი პროტოტიპები არცერთი ვართ, თუ რატომ მიხვდებით ტექსტიდან.


    ჯერ სულ პატარა იყო, ისეთი პატარა რომ ფერებსაც ვერ არჩევდა კარგად, ის კი არადა ფრთებიც არ გაზრდოდა ბოლომდე. სადღაც ყური მოჰკრა, კოპლების რაოდენობა ასაკს განსაზღვრავსო, ნეტავ თვითონ რამდენი ლაქა აჩნდა, ნეტავ თუ გამოიყურებოდა დიდივით. როცა დედას ეკითხებოდა, პასუხად მხოლოდ თბილი ღიმილი და ასეთივე სიტყვები მოდიოდა “ჩემო პატარა”. დღე-დღეს მისდევდა და პატარა ჭიამაიაც გრძნობდა ცვლილებებს, მის პატარა სამყაროში ფერები გამკვეთრდა, სილამაზის აღქმა დაიწო, სმენა გაუმძაფრდა- ის სიცოცხლეს იწყებდა.

ერთ დღესაც ჭიამაია მიხვდა რომ უნდოდა მეტი ენახა, უნდოდა მიფრენილიყო მინდვრის ბოლომდე, იქ სადაც ქვეყნიერების კიდე ეგულებოდა. ჩუმად გაიპარა ნაცნობი ადგილებიდან და მალევე ჰაერში აფრინდა, აი გასცდა იას, ეხლა ბაბუაწვერამდეც მალე მივა… უფრო ძლიერად მოიქნია პატარა ფრთები და უკვე ზემოდან მოექცა მინდორს. -” აბა კიდევ მითხრან პატარა ხარო”- ჩაიცინა ჭიამაიამ. ო, როგორ უნდოდა ეხლა ყველას დაენახა, ყველას ერწმუნა რომ ის დიდია. სულ წინ და წინ მიიწევდა პატარა არსება, სამყაროს კიდისკენ.. ის იყო მიაღწია კიდევაც მიზნამდე, რომ ჰაერში შედგა. ფრთები მოეკვეთა- ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან, უახლოეს ფოთოლზე ჩამოჯდომაც კი არ შეეძლო.

ამ დღის შემდეგ ყოველდღე მოდიოდა ჭიამაია გვირილასთან, ჯერ ხეებს უკან იმალებოდა და იქიდან უმზერდა, მერე მის თავზე დაფარფატებდა, ბოლოს ფოთლებთან მიახლოებაც გაბედა. მაშინ, ცხოვრებაში პირველად იყო მადლიერი თავისი ზომის გამო. დიდი რომ ყოფილიყო მის ღეროებზე ჩამოჯდომის უფლება ხომ აღარ ექნებოდა- გვირილას კი ის ვერ ატკენდა. თეთრმა ყვავილმაც სითბოთი და კეკლუცი ღიმილით მიიღო ახალი სტუმარი და ამით გათამამებული ჭიამაიაც ყოველდღე თამაშობდა მასთან.

     გადიოდა დრო, მალე სუსხიანი ზამთარიც დადგა. ჭიამაიამ მყუდრო და თბილი თავშესაფარი მოძებნა ნაძვის ძირში, გვრილა კი სიცივეში მარტო დარჩა, სციოდა, სიცივისგან წელში იხრებოდა და ფოთლები სცვიოდა. ამჯერად, ჭიამაია აღარ იყო მადლიერი თავისი ზომის გამო. ახლა უნდოდა ყოფილიყო ძალიან დიდი, რომ შესძლებოდა მისი ფრთების ქვეშ საყვარელი არსება გაეთბო. ბევრს ცდილობდა ჭიამაია როგორმე ეშველა გვირილასთვის, მის ახლოს ტრიალებდა, ფოთლებზე ახოხდებოდა რომ როგორმე თავისი სითბო მიეწოდებინა.

გაზაფხულის მზემ  გამოაცოცხლა ბუნება, გვირილაც მალე გაიშალა წელში, ახალი ფოთლები გაუღვივდა, უფრო კაშკაშა თეთრი გახდა, მაგრამ ჭიამაია მასთან აღარ დაბრუნებულა. ზამთრის სიცივემ ის ნაძვის ძირში, გვირილაკენ მომზირალი დატოვა სამუდამოდ.

იცით? ჭიამაიას უყვარდა გვირილა, უყვარდა სიცოცხლეზე მეტად, უყვარდა ისე რომ ერთხელაც არ უკითხავს რა ერქვა, არც კი გამოლაპარაკებია. უყვარდა უსიტყვოდ, უანგაროდ და თავდავიწყებით. ის ბედნიერი იყო, ასეთი რამ ხომ მხოლოდ ასწლეულში ერთხელ ხდება.


About Jane

ვწერ ყველაზე და ყველაფერზე რაც ჩემია ან/და ინგლისური : )

Posted on 2011/07/16, in გესტ-პოსტი, ვითომ "ჩანახატები" :-). Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. რა ლამაზია და რა სევდიანი ფინალი აქვს…

    ჭიამაია, დარწმუნებული ვარ, ასეთი კარგი გესთ-პოსტი გვირილას ძალიან მოეწონება🙂

    • მოლის კომენტარი ასეთ პოსტებზე ყოველთვის მახარებს ხოლმე🙂
      დიდი მადლობა, იმედს ვიტოვებ რომ მოეწონა, სევდიანი დასასრულის მიუხედავად

  2. sayvareliiiii🙂 ^_^ ^_^

  3. მადლობა ჭიამაია, ძალიან მომეწონა ^_^

    მოდი ახლა და უპასუხე კომენტარებს ქალო, შენი პოსტია აგი🙂

  4. გვირილა, ფბ-ზე ვერ გპასუხობ, საღამომდე მანდ ვერ ვიქნები.

    მივალ შინ და დაგამატებ🙂

  5. აჰა, გავკადნიერდი და საკუთარი ლაიქიც დავუმატე დანარჩენებისას :))

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: