დროებით…

“…და აი, მეგობრებო, დადგა ეს ნანატრი დღეც!” – თუ როგორ იწყებენ ხოლმე გამოსამშვიდობებელ საღამოებს😀

მოკლედ, დღეს ღამით გვირილა მოკალათდება თბილისი-ბათუმის მატარებელში და დილით, როცა გაიღვიძებს და თვალებს მოიფშვნეტს, ზღვას დაინახავს. მერე ჩანთებს სადმე დაყრის და პირველი, რასაც გააკეთებს, ზღვაში ჩახტება.

მერე გააღვიძებს მეგობრებს და მაგრად ჩაეხუტება, მათთან ერთად იბოდიალებს მთელი დღე ბათუმში და საღამოსკენ სოფელში წავა სავარაუდოდ.

სოფელში იქნება მთელი ოჯახი და კიდე კავკასიური ნაგაზის მაგვარი ბარსა, რომელიც შეხვედრისას მხრებზე თათებს შემოაწყობს და მერე კუდის ქიცინს დაიწყებს.

მერე… მერე იქნება ყველაზე გემრიელი ძილი მთელ მსოფლიოში, ასე მხოლოდ ამ სოფელში რომ შეიძლება დაიძინო და დილით უგემრიელესი საუზმე, სავარაუდოდ ხაჭაპური.

მთელი დღეები ბევრი წიგნი, მონატრებული ადამიანები და ნებივრობა, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით.

… და გვირილა დაისვენებს ძალიან მაგრად. ივლის სოფელში, ზღვაზეც რა თქმა უნდა და იქნებ ბეშუმშიც.

* * *
ხო, საათები დარჩა მატარებლის გასვლამდე🙂 რომ ვთქვა თბილისი არ მომენატრება-მეთქი, ალბათ არ ვიქნები მართალი. ვნახოთ, ჯერ ორი თვე წინაა. წასვლამდე კი ღამის თბილისში ვისეირნე, მეტროში ჩასვლაც მოვასწარი და ესკალატორზე ქვევით დაშვებისას ზემოთკენ მივტრიალდი😀 მაგარი სასაცილოა, გგონია სადღაც უფსკრულში ეშვები. რა თქმა უნდა ლიანდაგის გასწვრივ, მაქსიმალურად ახლოს (ჩემი სიმაღლის შიში რამდენადაც მაძლევს საშუალებას, იმდენად) გავიარ-გამოვიარე და ამ დროს მომავალი მატარებლისგან წარმოქმნილი სასიამოვნო ქარიც ვიგრძენი.

რაც შეეხება გეგმებს ამ ზაფხულისთვის, საკმაოდ მაქვს. პირველი კვირა მხოლოდ ნებივრობას დაეთმობა. მერე მინდა რამე სეზონური სამსახურიც ვიშოვო, თითქმის ოთხი თვეა არ მიმუშავია და არ მინდა მოვდუნდე და უსაქმურობას მივეჩვიო.

პარალელურად წავიკითხავ ბევრს, რა თქმა უნდა ვნახავ მეგობრებს და თუ დრო დამრჩა, იქნებ ბეშუმშიც ავიდე ერთი კვირით.

ისე მიხარია წასვლის ამბავი, ვერ ვაზროვნებ და ვერ ვხვდები კიდევ რა შეიძლება დავწერო.

ხო, ინტერნეტთან ინტენსიურდ ალბათ ვერ ვიქნები, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ხანდახან შემოვივლი.

და სანამ მე იქ ვიქნები, ბლოგს ძალიან ნუ მომიწყენთ, ცოდოა😦

რამდენიმე ბლოგის ავტორს ვეპატიჟები სტუმრად. სტუმართა სია დიდია, მაგრამ არაა აუცილებელი დაწეროთ რამე, თუ არ გინდათ. ისე კი, ნებისმიერი თქვენგანის მასპინძლობა გამიხარდება.

მოკლედ, ამ ორი თვის განმავლობაში გვირილა სტუმრად იწვევს:

მოლი ბლუმი

ჭიამაია

ნინიკო

ჯესი

შიო

ფინიკი

აქსიომა

TamaRa – რომლის ბლოგი მერამდენე თვეა ინახება და ვერა და ვერ წავიკითხე საფუძვლიანად, არადა უბრალოდ თვალის გადასავლები ბლოგი არაა აშკარად.

მაცო

სანდრო

თეა

ქეთუსი

ვანი

heart1ess

სია აშკარად დიდია, მარა არა აუცილებელი. თუ რომელიმეს მოგინდებათ დაწეროთ რამე გვირილას ბლოგზე, მე მზად ვარ მასპინძლობისთვის. გარდა ამისა, თუ სხვა ვინმესაც გაუჩნდება სურვილი, აქვე დააკომენტაროს და მალევე გახდება გესტ-ავტორი გვირილასთან.
ხო, წავედი ახლა მე და ისა… მომენატრებით ^_^ ოღონდ მართლა…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/07/10, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 30 Comments.

  1. dekemberiusi

    ბათუმში მოდიხარ? მაგარია =)
    მეც მინდა ბეშუმშიი :შ:შ:შ:შ
    You are happy girl =)

    • ხო, მეც მებედნიერება საკუთარი თავი😀
      უკვე მერამდენე თვეა მინდა წასვლა ჩემს ბათუმში და ძლივს მოვრჩი გამოცდებს. ხვალ დილით უკვე ბათუმში ვიქნები.
      ბეშუმში ხარ ნამყოფი? მე შარშან ვიყავი პირველად და უმაგრესია!..

      ხო, კეთილი იყოს შენი ფეხი თუ მაუსი ჩემს ბლოგზე, პირველი კომენტარი მიხარია განსაკუთრებით ^_^

      • dekemberiusi

        კი ორჯერ თუ სამჯერ ვიყავი. მართლა ძალიან მაგარია, მეც მინდა წელს წასვლა და ვნახოთ.
        მაუსი დიდი ხანია რაც შემოდის აქ. გკითხულობ ხშირად უბრალოდ კომენტარის დატოვებას ვერ ვახერხებ ხოლმე.

        • უი ^_^ მადლობა რომ მკითხულობ ^_^
          ბეშუმი კაია ნამდვილად, მოახერხე წასვლა😉 მე სამსახური უნდა ვიშოვო იდეაში და მაგიტო ვფიქრობ, თორემ ერთი წამითაც არ ვიყოყმანებდი.

  2. me-author?😀😀 mec vapireb maqet 20 sken da… da iqneb sadme gadageyaro😛

    • უი, გადაწყვიტე უკვე? ძალიან კაი, თუ შემეხმიანები გნახავ😉

      ხო, ავტორი ხარ და აბა შენ იცი😛

  3. უჰ🙂 ხვალ დილით უკვე მანდ იქნები🙂

    აი, თვალს რომ გაახელ და უკვე დილაა და კუპეს ფანჯარაში გაიხედავ და ლურჯ ზოლს დაინახავ… ეჰ… ეს წამია ყველაზე გემრიელი. ჯერ რომ ბათუმში არ ხარ, მაგრამ ზღვას ხედავ და მაინც შინ ხარ და ძალიან ძალიან ძალიან გიხარია…

    მედია-სამართლის 100 ქულა ვიცი და დანარჩენი გამოცდები როგორ ჩააბარე?

    მოწვევისთვის დიდი მადლობა🙂

    • გამოცდები წარმატებით მივგუდე😀 ერთია მარტო 90 ქულას ქვემოთ, არჩევითი იყო რაღაც აღმოსავლეთზე და მთლად მაგდენს ვერ გავწვდი ეტყობა😀

      ხო, ხვალ დილით უკვე ბათუმში ვიქნები ^_^ შენც უნდა ჩამოხვიდე წელს, ხომ არ დაგავიწყდა?😉

      მოწვევისთვის დიდი არაფრის, სიამოვნებით გიმასპინძლებ😉

  4. მაგარია გვირილა, კეთილი მგზავრობა, მშურს შენი🙂 კარგად დასვენებას გისურვებ (თუ იმუშავებ მაინც ერთგვარი გადართვა და დასვენება იქნება)🙂
    შევეცდები მეც შევიტანო ჩემი წვლილი შენი ბლოგის პატრონობაში🙂

    • მადლობა ფინიკი ^_^
      გელოდები მე შენ იქ, თუნდაც შაბათ-კვირას😉

      ხო, მადლობა ბლოგის პატრონობისთვის წინასწარ😉

  5. ბედნიერი მგზავრობა და კარგად დასივენეე :**

    • მადლობა ლანკა :-*
      რომ ჩამოვალ გრავატარი დამახვედრე და ამ დაჯღანულ კაცს ნუ დამანახებ😀😀 ბლოგსპოტზეც შეიძლება გაკეთება ავატარის, მე მქონდა ადრე😉

  6. ♥ Miss.Catalan.. ♥

    პირადად მე ძალიან მომენატრები = )))

    • უი ^_^
      მადლობა :-*
      შენი ბლოგი მაქვს წასაკითხი და მთლად ნუ გაიგიჟებ ახლა თავს, იმდენი არ დაწერო, რომ ვერ დაგეწიო😛😀

  7. აუ!!!!!
    მე ეხლა ვნახე. ჩემი წორდპრეწსი ჩავრთე და იქ დავინახე.. გავოცდი , გავგიჟდი!
    ძალიან გამიხარდა.. ვერ აღვწერ როგორ გვირილა!! ❤
    მმ,,, უკვე მაქვს ერთი იდეა და აუცილბელად დავწერ შენთან :*

    • გელოდები ჭიამაია ^_^ მიხარია რომ გაგიხარდა მოწვევა. კიდე როდის შემოვიხედავ აქ არ ვიცი, მარა შენს პოსტს დაველოდები😉 მადლობა :-*

  8. კარგ დასვენებას გისურვეეებ❤
    ძალიან კარგი ბლოგი გაქ, ხშირად ვკითხულობ :*

    • უი, დიდი მადლობა. მიხარია შენი შეფასება და ისიც, თუ კითხულობ. ხოდა, კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი აქ თუ როგორცაა🙂 ხშირად შემოიარე, მე თუ არა, ჩემი მეგობრები გიმასპინძლებენ😉
      გამიხარდა შენი კომენტარი ^_^

  9. არ მომენატრები!😀

  10. ჩემო გვირილიკო, დროის მშვენიერ გატარებას გისურვებ. მხიარულობები, სიცილობები, სულელობები… გართობები და მოკლედ, დროის ძააააააალიან მაგრად გაყვანობები. ეს ყველაფერი შენ ჩემგან, კიარადა შენ საკუთარი თავისგან. მომენატრები ძალიან, უფრო სწორედ უკვე მენატრები.
    სამწუხაროა, რომ ჩემი შეცდომის გამო, რაღაც-რაღაცები არ მოხერხდა. გული ძალიან მწყდება, თუმცა დრო წინაა – სექტემბერიც, ოქტომბერიც და ნოემბერიც.. დეკემებერში გამოცდებია და.. რა კარგი ვარ..:D ფფ, რაზე ვფიქრობ.
    დიდი მადლობა იმისთვის, რომ შემიძლია შენს ბლოგზე პოსტი დავდო. მიხარია. კარგია სიხარული და იმის განცდა, რომ გვირილას შენი სჯერა. აბა ისე უბრალოდ ხომ არ მოგანდობდა მის ბლოგზე პოსტი რომ დაწერო, მაგრამ… ვფიქრობ, პოსტის დაწერას ვერ მოვახერხებ, ან უბრალოდ არ დავწერ. ასე სჯობს.. მოკლედ, დრო ჯერ კიდევ წინ არის. ვნახოთ რა იქნება. :*

    • მაცუნია, ყველაფერი წინაა რა თქმა უნდა😉 სექტემბერიც მალე მოვა😉

      ხო, პოსტს რაც შეეხება, როგორც გინდა :-*

  11. გვირილამ კარგად დაისვენოს და თამარას ბლოგი არსად გარბის🙂 ბედნიერად და კარგ და ნაყოფიერ დასვენებას გისურვებ! :*

  12. მთვარეული

    ვინ გაგიშვა, ვინ?🙂 მე არ გამიშვიხარ :s🙂 გემრიელად დაისვენეე :*

  13. გაჩერდი გოგო, ნუ ბჟუტურებ🙂 ჩამოხვალ შენც მალე😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: