თბილისი (♥)

თბილისი ჩემთვის მოკირწყლული აღმართების ქალაქია. არც სინათლის, არც ფუნიკულიორის და არც არაფრის, მხოლოდ პატარა, ძალიან ლამაზი აღმართების. ზოგჯერ ეს აღმართები იმდენად ვიწროა, გული მეკუმშება სიამოვნებისგან.

თითქოს თბილისთან დაკავშირებული პირველი ასოციაცია რუსთაველი და თავისუფლება უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის თბილისი. თბილისი აღმართები და დაღმართებია (გააჩნია საიდან მოდიხარ, როგორც დოჩანაშვილი იტყოდა :-)), ძველი, მოვარაყებული და ჯერ კიდევ არარესტავრირებული შენობებია, მშრალი ხიდი და მთაწმინდაა…

თბილისი ღამით ყველაზე ლამაზია, მაშინ, როცა განათებული თბილისის ანძა და მთვარე გვერდიგვერდ დგანან. ცენტრალური და დიდი, არათბილისური ქუჩები განათებულია და მათ დამაკავშირებელ ჩიხებს მხოლოდ ეს სინათლე წვდება. ამ ნახევრად განათებულ ჩიხებში სეირნობა ერთი სიამოვნებაა. საღამოს სიგრილეც ყველაზე მეტად აქ იგრძნობა და ყოველი წამი რაღაცნაირ, გამოუთქმელ სიამოვნებას განიჭებს.

საერთოდ, თბილისი ორ ნაწილად იყოფა ჩემთვის (ფრიად სუბიექტური შეხედულებით). არა, მტკვრის სანაპიროები არა. უბრალოდ, უბნები, საიდანაც თბილისის ანძა ჩანს და საიდანაც არ ჩანს.

ძალიან ლამაზია ღამით თბილისი და დიდი, ძალიან დიდი. თუმცა, იმაზე გაცილებით უფრო მეტად თბილი, ვიდრე დღისით.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ რომანტიკული ქალაქიცაა თბილისი. ოღონდ ჩემი თბილისი, აღმართებიანი. ამ ოკრობოკრო ქუჩებში სიარულისას როგორ შეიძლება არ იყო რომანტიულ განწყობაზე, არ მოგინდეს ლამაზი კადრის გადაღება და წამით მაინც არ წარმოიდგინო ვინმე, სრულიად უცნობი, ვისთან ერთადაც, ხელიხელჩაკიდებული სიამოვნებით შემოივლიდი ყველა ამ ქუჩას.

თბილისში ღამით სეირნობა რაღაცნაირია, სხვანაირი… ვერც ხალხს აკვირდები და ვერც გარემოს. ხედავ მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და თითოეული წამით შენდაუნებურად ტკბები, რომ ვერ აცნობიერებ ისე. ყველაზე ნელი ნაბიჯებით დადიხარ, რაც კი შეგიძლია და ღრმად ისუნთქავ თითქოს უკვე დაწმენდილ ჰაერს. ამ დროს სუსტი სიო გეალერსება, ყურში რომელიღაც მუსიკოსი ღიღინებს და რატომღაც გინდა იყვირო.

ცა ისევ მოჭედილია ვარსკვლავებით და მის ფონზე შესანიშნავად ერწყმიან ერთმანეთს გვერდიგვერდ მდგომი თბილისის ანძა და მთვარე.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/07/09, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 23 Comments.

  1. თბილისს ემშვიდობები, გვირილა?

  2. სამაგიეროდ, ბათუმში იქნები და თბილისი რა გასახსენებელია…

    • ხო, აი მაგას ორ თვეში მივხვდები ზუსტად🙂
      კაია თუ მომენატრა, რომ ჩამოვალ მთლად ისე გადარეული არ ვიქნები ბათუმზე😀 ნუ, ვნახოთ, ყველაფერი წინაა.

  3. მე ზეგ დილით მივდივარ და მაინც არ მინდა თითქოს :დ
    კი, ცხელა აქ და ამბები მარა მაინც❤
    წარმატებები❤

    • მე ისე მომენატრა ჩემი ბათუმი, დღეებს კიარა, საათებს ვითვლი ლამის. მარა უნდა ვაღიარო, თბილისიც მომენატრება მგონი🙂

      მადლობა, შენც ასევე😉 მაგრად დაისვენე, სექტემბრიდან ახალი ძალებით რომ დაიწყო ყველაფერი😉

  4. მე ვერ აღვიქვამ ეგრე თბილისს. ჩემთვის ის უბრალოდ თბილისია და მორჩა.
    ღამით სეირნობა მიყვარს, ოღონდ მხლოდ რუსთაველზე, რადგან ეგ ერთადერთუ ქუჩაა, სადაც ღამე არ მეშინია😀

    • უი😀 მე კიდე სიბნელის არ მეშინია და ბათუმში სულ გვიანობამდე გარეთ ვარ, აქ უბრალოდ ვერ მივეჩვიე ჯერ, უცხო ქალაქად ვთვლი მაინც.
      ხო, შენ მასე ალბათ იმიტომ ვერ აღიქვამ, რომ აქაური ხარ და მიჩვეულია თვალი😉

  5. ♥ Miss.Catalan.. ♥

    დამბურძგლა = )))

  6. ჩემი თბილისი აღწერე❤
    ძველი თბილისი

  7. როგორ ხარ, გვირილა? როგორ იმგზავრა? ბათუმი როგორ დაგხვდა?🙂

    • ვიმგზავრე თვალგახელილმა და ათ საათს😦 არ ჩამეძინა და მატარებელიც ”მარშუტკასავით” ჩერდებოდა😀

      ბათუმი მშვენივრად დამხვდა, დილითვე ჩავეგდე ზღვაში და მერე წამოვედი სოფელში🙂 ახლა რაღაც ”მაქინაციებით” ვიშოვე ინტერნეტი და შემოვიძურწე😀

      მადლობა :-*

  8. ანუ, ფამუქს კითხულობდი და ახალ პოლონურ ჯგუფსაც უსმენდი შენ აიპოდით🙂 ნაის🙂

    ჰო, ახლა, წესით, სოფელში უნდა იყო, ჰამაკში ნებივრობდე, შინ გამომცხვარ ხაჭაპურს მიირთმევდე და ბარსას ეთამაშებოდე… მეც არ გამიკვირდა, აქ საიდან მეთქი…

    მერე ვიფიქრე, საქმეზეა ბათუმში ჩასული და შემოიხედაო…

    • ხაჭაპური დილით მივირთვი, ბარსას მთელი დღეები ვეთამაშები და კიდე კალათბურთიც ვცადე გუშინ😀 ჰამაკი არ მაქვს აქ რატომღაც, ზედმეტი მომივა ნებივრობა🙂
      ბათუმში ხვალ ვიქნები და მერე ისევ სოფელს დავუბრუნდები. ამ კვირის იქით ”გაწერილი” გეგმები აღარ მაქვს და ვნახოთ🙂

  9. ჩიკაგო ბულსი🙂 ან ლოს-ანჟელეს ლეიკერსი🙂

    ქალების ლიგაც აქვთ ამერიკაში, მაგრამ გუნდები არ ვიცი.

    სამქულიანებს მიეძალე და დრიბლინგი დახვეწე. უტყუარი ხერხია – ან შორიდან ჩააგდებ, ან ფარამდე გახვალ🙂

    ჰო, ჰამაკი ბეშუმში ჰქონდა შენ. გამახსენდა.

    • ვაიმე, რამდენი უცხო სიტყვა/ტერმინი🙂 დრიბლინგი რაა სანამ გავიგებ მე, არდადეგები დაილევა🙂 ჩემი ძმა და მე ვთამაშობთ და რავი, იქნებ რამე ვისწავლო🙂 ”დაჟე” ფარში ჩავაგდე რამდენჯერმე🙂

  10. დრიბლინგი დაახლოებით ის არის, ბურთს რომ ატარებ და შენს ძმას და კიდევ ორ მეზობელს მოხერხებულად ჩამოიცილებ გზიდან, ფარქვეშ გახვალ და სტყორცნი და დიქტორი გამოაცხადებს – გვირილა, 2 ქულა! და ატყდება ტაში და ერთი ამბავი🙂

  11. ვერ ვიტყვი, რომ თბილისი ან მიყვარს, ან მძულს. ძალიან ნეიტრალურად ვარ განწყობილი. ან შესაყვარებელი რა სჭირს, ან შესაძულებელი. ათასჯერ მირჩევნია აქაურობას ბორჯომი, ან ჩემი სოფელი – ქვაბისხევი.. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ, მაგრამ…

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: