ცხელა!!!

ცხელა! სახლშიც ცხელა, გზაშიც ცხელა, “მარშუტკაში” ხომ ცხელა და ცხელა.

სუნთქვა ჭირს, ჰაერი ცოტაა, ასფალტიც გახურებულია და თითქოს სხვა სამყაროში ხარ, გონება გებინდება.

“მარშუტკაში”, როგორც ყოველთვის, ბევრი ხალხია. ფანჯარასთან სკამები რა თქმა უნდა დაკავებულია და ცდილობ მძღოლის ფანჯრიდან დაიჭირო “სუფთა” ჰაერის ნაკადი. გვერდით კი დალუქული ფანჯარაა, რომლის მიღმა მომდინარე მოვლენები რომელიღაც ფილმს ჰგავს. გრძნობ, რომ გარეთაც საშინლად ცხელა, ქუჩაში მოძრავი ყველა ტრანსპორტი გახურებულია და რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ხალხი შეწუხებული სახით დადის ქუჩაში, ერთ პატარა, წითელ მანქანაში კი ვიღაც გოგო მანქანის მართვას სწავლობს. გვერდით მჯდომი უხსნის რაღაცეებს, გოგოს სახე უპრიალებს ოფლისგან, ცდილობს მზის სხივებს თვალი მაინც გაუსწოროს და საჭეს მაგრად ეჭიდება.

“მარშუტკაში” ხალხის რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება და ეჭვობ, ტრანსპორტი სითბოში ხომ არ ფართოვდება, ამდენ ხალხს რომ იტევს ერთდროულად.

ახალგაზრდა ქალს შეწუხებული სახე ოფლით აქვს დაცვარული და ცდილობს ცალი ხელით მოიწმინდოს. ღიპიან კაცს სკამი შეხვდა და “კლეჩატი” ცხვირსახოცი აუფარებია ცხვირ-პირზე. თან ცალი ხელი ღია ფანჯარაში გაუყვია.

უცებ ყველაფერი ჩერდება, უბრალოდ შეშდება და…

… ფეხით სინჯავ მდინარის წყლის სავარაუდო ტემპერატურას, სასიამოვნო ჟრუანტელი გივლის ტანში და ორ მეტრში მდებარე დიდ ქვაზე ადიხარ. უცებ გიტევს სიმაღლის შიში და მის დასაფარად თვალებს ხუჭავ. მაქსიმალურად იმართები წელში, ფეხებს ერთმანეთზე მიატყუპებ და ეშვები ქვევით. წამის მეათედებში გრძნობ ყინულივით ცივი წყლის შეხებას ჯერ ფეხის წვერებზე და მერე, თანდათან მთელ სხეულზე. მთლიანად წყალში ხარ, ახელ თვალებს და ქვებს ხედავ, კამკამა წყალში მათი თითოეული ნაკაწრი რომ ჩანს. იმ რამდენიმე წამს ბედნიერი ხარ, უბედნიერესი. გრძნობ თითოეულ წვეთს, რომელიც გეხება და სიმხურვალეც თანდათან ქრება.

ამოდიხარ ფსკერიდან და სახეზე თბილ ნიავს გრძნობ. რამდენჯერმე გაცურავ და მერე ნაპირს უახლოვდები. ფეხი გისრიალებს სველ ქვაზე, მაგრამ მაინც ინარჩუნებ წონასწორობას და სველი სამოსიდან ჩამოვარდნილი წვეთების წკაპაწკუპი გესმის, თან თითოეულ მათგანს გრძნობ… გრძნობ, როგორ დაცურავენ სხეულზე.

სველი თმა მხარზე გეხება და წამში სიცივესაც გრძნობ, ოღონდ საშინლად გსიამოვნებს. მერე თბილ და მშრალ ქვაზე წვები, მდინარეს კამკამა უყურებ და გრძნობ, როგორ ორთქლდება თითოეული წვეთი სხეულიდან.

… გაშეშებული კადრი კვლავ იწყებს მოძრაობას და ღიპიანი კაცი “მარშუტკას” აჩრებს. ფანჯარასთან გადადიხარ, ბოლომდე გასწევ მინას და არც ისე სუფთა, მაგრამ ცივ ჰაერს გრძნობ სახეზე. მანქანის მოძრაობის სიჩქარე მატულობს და ჰაერში საკუთარ თმას ხედავ მზის სხივების ფონზე.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/07/07, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 29 Comments.

  1. დამცხა და გავგრილდი და დამცხა🙂 მაგარია.

  2. დღეს სერიოზულად შევშფოთდი, ვაი და ცოცხალმა ვერ გავატანო ეს ზაფხული მეთქი. წუხელ ჩემ ბინას 3 კალია სტუმრობდა ღამის სხვადასხვა მონაკვეთში, მე კი დახურულ ფანჯარაში ვიწექი და დრო და დრო ვკითხულობდი (უფრო კონკრეტულად კი გავძახებდი ხოლმე ჩემი ოთახიდან) ”მოკალით?”

    მძულს ზაფხული და რა სასიამოვნო იყო მდინარეში ჩასვლის სცენა, თითოეული წვეთიც კი ვიგრძენი. და მერე ბრახ ისევ რეალობაში.

    ვფიქრობ ფრეონი ხომ არ დავლიო თხევად ფორმაში, იქნებ გავგრილდე😀

    • მე დღეს მივხვდი, რომ სიცხისგან შეიძლება ჟკუიდან გადავიდე, ოღონდ მართლა.

      კალიების გამო ნამდვილად გითანაგრძნობ. დღეს მეც ვნახე ერთი დიდი კალია, მეგობართან ვიყავი სტუმრად და იქ შემოიპარა. იმასაც ფობიის მაგვარი რაღაც ჰქონია. მეც კი მეზიზღება, მარა სხვა გზა არ იყო და ვიყოჩაღე, კინწისკვრით გავაგდე კალია სახლიდან😀

  3. თბილა… თბილა… თბილაა… თბილააა… თბილააააააააა… თბილააააააააააააააააააააააააა…

  4. აუ ძაან მაგარი იყო ის მდინარეზე იყო… აუ არ უნდა გაგეგრძელებინა ბოლოს :დ

    • ცივი ჰაერი ხომ მაინც შემოვიყვანე კაცო😀 ისე მეტისმეტად არარეალური გამოვიდოდა🙂

      მადლობა პიიიირველი კომენტარისთვის (ხომ არ მეშლება?), კიდევ შემოგვიარეთ😉🙂

  5. მდინარის “გამაგრილებელი გაჭრა” იყო უმაგრესი!🙂

    წყლის წვეთები მომეშხეფა, რომ ვკითხულობდი🙂

  6. გაგიკვირდებათ და რაც ზაფხული მოვიდა, ჯერ არ მიგრძვნია რომ მცხელა. სახლიც ძალიან გრილა რატომღაც და ვარ ასე, განცხრომაში😀

    • ვახ, ბედნიერი ხარ და იცოდე🙂 უჰაერობაა ქალაქში, ქუჩაში გასვლა მეზიზღება უკვე😦 ჩემი ბათუმი, წავალ მალე ^_^

  7. ♥ Miss.Catalan.. ♥

    აი,უზომოდ მომეწონა = ))) წამით დამავიწყდა სიცხე რომაა და ის სიგრილე ვიგრძენი რაც აღწერილი გაქვს. მაგარია =))

  8. ოჰ გვირილა!
    სასიამოვნოდ დამაჟრიალა : ))

  9. მეც მინდა! (მარშუტკაში არა, მდინარეზე :))

    • 😀 მე ცოტა ხანში უნდა ვიჭყუმპალაო ჩემი სოფლის მდინარეში, მარა მანამდე ზღვააა!.. ^_^

  10. სიცხე არ ახსენოთ… ხსენებაზეც მცხელა..
    ავტობუსით დამჭირდა კოლმეურნებ\ობიდან საბურთალოზე გასვლა და თუ არ მოვიხარშებოდი არ მეგონა…
    :შ

    • რა დამთხვევაა ჭიამაია, ზუსტად გზის მაგ მონაკვეთს ეხება ეს პოსტიც😀

      • ნეტავ იქ ხომ არ იჯექი?🙂

        • არა, მე ავტობუსის ბედნიერება არ მქონია🙂 ”მარშუტკით” ვიმგზავრე მაგ დღეს და თან საწინააღმდეგო მიმართულებით🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: