★ იხუსაპ-ავხთიკ ★

თეგ-თამაშების დედოფალმა კიდევ ერთ თამაშში ჩამრთო და სანამ ცოტა ხანში პლაჟზე, ქვიშაში თამაშს დავიწყებ, მანამ თეგ-თამაშებით “გავერთობი”.

კითხვარი საყვარლად სასაცილოა, თუმცა გართობა “მოჟნა” და რას ვკარგავ, წავედი😉

* ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე? – მოკლე შორტით და “მაიკით”. ტანსაცმელია ეს თუ “მის გარეშე”?😀

* შავი თუ ლურჯი კალამი? – კლავიატურა😀 თუ მაინცდამაინც კალამი გახდა საჭირო, ფერი ამ დროს კარგავს მნიშნელობას.

* მოგწონთ მოგზაურობა? – არც ისე სხვათაშორის. უფრო სწორად, მოგზაურობის თანმხლები დისკომფორტები არ მიყვარს, თორემ ახალ-ახალი ადგილები, მით უმეტეს ჩემს ხალხთან ერთად ვარ, ნამეტანი მხიბლავს. “დაჟე” დიიიდი ჩანთის ჩალაგებაც მიყვარს, ვერაფერს რომ ვერ ვატევ შიგნით ერთი დღით თუ გავდივარ მაშინაც კი.

* მოგწონს ვინმე? – ამ ეტაპზე მხოლოდ ჯუდ ლოუ მესიმპათიურება ცოტა😀 “ადნალიუბი” ვარ😛😀

* იცის? – ჯუდ ლოუმ? ნუ, ახლა, მე მაგის გიჟი ფანატი არ ვარ და “სიყვარულს” გულში ვიმარხავ, ცოცხალი თავით არ ვამჟღავნებ, პირველ ნაბიჯს ველოდები მისგან😀

* ფიქრობ, რომ მიმზიდველი ხარ? – უf, არ იკითხო, ყველა გიჟს და გადარეულს ვიზიდავ😀

* გინდა დაქორწილდე? – “დავქორწილდე” თუ “დავქორწინდე”?

* ვისზე? – რა ვისზე? ჯერ მითხარი უნდა “დავქორწილდე” თუ “დავქორწინდე”?

* კარგი სტუდენტი ხარ? – ნუ, არ მიყვარს ახლა თავის ქება, მარა…😀

* ახლა ბედნიერი ხარ? – ახლა საცხა ზღვარზე ვარ მგონი😀 “უბედური” და რაცხა ამდაგვარი არ ვარ ყოველ შემთხვევაში.

* მოგიტყუებია როდესმე? ან მოუტყუებიხარ ვინმეს? – გაბედონ!.. ჩემი და ყოფილი კარატისტია!

* დაბადების ადგილი – ბათუმი.

* შობა თუ ჰელოვინი? – ორივე არა? არ დამცხო ახლა, არ ვარ ათეისტი!..

* ფერადი თუ შავ–თეთრი ფოტო? – საიდან მოათრიე ეს დებილი კითხვები? “თუ”, “ან” და ჯანდაბა!.. ორივე არ იქნება?

* შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს? – დიახთ ბატონო, ძლებს.

* ასტროლოგიის გჯერა? – კი, იმდენად, რომ ცაგარელის “პადიეზდთან” ვარ ყოველ დილით😀

* გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის? – კი, წეღან ჩამირბინა ვიღაცამ და ბედითი ბნედა მჭირს😀

* სვამ? – კი, მთვრალი ვარ ახლაც და ამ კითხვების ავტორი გავხიო უნდა ცემაში!..

* ხალხს ამხიარულებ? – ე, ახლა გავიხადე კლოუნის სამოსი.

* ფიქრობ რომ ოცნებები ხდება? – სად წავა აბა😉

* საყვარელი გამოგონილი პერსონაჟი – ეს როგორ? პერსონაჟი ყველა გამოგონილია იდეაში, ნუ მაინცდამაინც დოკუმენტურ მასალებზე თუ არაა საუბარი. რაცხა ვერ ხარ შენ😀

* მოგიპარავს ოდესმე რამე? – კი, წეღან გამოვათრიე ბანკიდან ოქროს ზოდები და მერე ლეპტოპში გადავცვალე უკლებლივ ყველა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კითხვებისთვის მეპასუხა.

* როგორი ამინდია ახლა? – რავიცი მე! სად მცალია მაგისთვის, კითხვებს ვპასუხობ ფრიად საინტერესოს😀

* ბოლოს როდის შეიჭერით თმები? – ეეე ^_^ გაპატიე ყველა სულელური კითხვა, რახან ჩემს თმაზეც მკითხე. ორი წლის წინ შევიჭერი ბოლოს მგონი და ახლა ხელს არ ვაკარებ ^_^

* ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე? – მამაჩემს. რაზე ველაპარაკე ისიც უნდა გითხრა?

* როდის იბანავე ბოლოს? – საახალწლოდ ვბანაობ მხოლოდ😀 გამოთვალე ახლა რამდენი თვე გავიდა მას მერე და მიპასუხე – როდის ვიბანავე ბოლოს?

* წყნარი თუ მშვიდი მუსიკა? – მდააა… დავიჯერო პახმელია მაქვს კიდე?!

* Mcdonalds თუ Burger King? – დედაჩემის გამზადებული ღომი, ხაჭაპური და ა.შ. ეს ქუჩის ნაგავი შენი იყოს თუ კაია😀

* ღამე თუ დღე? – დღე-ღამე.

* ბალიშების რაოდენობა? – ორი ცალი დიიიდი ფუმფულა ბალიში.

* პიანინო თუ გიტარა? – ვერც ერთი… შენ “მოგზავნილი” ხარ? ორივე მიყვარს ძალიან და სწავლაც მინდოდა, მარა არც ერთი არ ვიცი. მომწყდი ახლა თავიდან!..

* მომავალი სამსახური – მოიცა, ლელა კაკულიას ვკითხავ და გეტყვი😉

* ახლანდელი სამსახური – ჯანდაბა😀

* ახლანდელი სიყვარული – არა რა, მაინცდამაინც უნდა გამოვტყდე, სხვა გზა არაა. “ის” შენ ხარ!.. მგონი ისე შევყევით საუბარს მე და შენ, ისე გავუგეთ და შევეჩვიეთ ერთმანეთს, გულში ჩამივარდი😀

* ახლანდელი იმედგაცრუება – კითხვებს გადავხედე ჯერ კიდევ პასუხგაუცმელს და…😀

* ახლანდელი გაბრაზება – მგონი მალე იქნება…

* ბოლო რაღაც რაც ჭამე – ოოო ^_^ საზამთრო, მართალია, არც ისე წითელი, მარა მაინც საზამთრო😀 კიდე ნაყინი მომითრიეს წეღან, შოკოლადის თან ^_^ მანამდე კიდე ახალი ტყემალი ვჭამე ამ წელში პირველად. იცი როგორ მიყვარს? თან სოფელში აკეთებდა დედაჩემი და რაღაცნაირად ბავშვობასთანაც ასოცირდება თითქოს…

* ბოლო რაღაც რაც შეიძინე – გუშინ ვიყიდე ულამაზესი “მაიკა”. მწვანე ფერის ერთ-ერთი ტონალობაა და საყვარელი პატარა გოგო ახატია ^_^

* რა გესმით ახლა?ვინის ერთ-ერთი მელოდია, დღეს მილიონჯერ ვუსმინე მგონი, მარა საშინლად მომწონს და ვერ მოვშორდი.

* გაქვს გეგმები weekend-ისთვის? – კი, მშვენიერი გეგმები მაქვს. ამ შაბათ-კვირას ავიხდენ დიდი ხნის სურვილს და ვიყიდი ბილეთს თბილისი-ბათუმის მიმართულებით. ხოდა, ორშაბათ დილით ბათუმში უნდა ვიყო ლოგიკურად.

* რა ქენი დღეს? – ვიყავი ინგლისურზე, ცოტა წავიბოდიალე გზაში. მერე შევუარე ჯგუფელს, ბალი ვჭამე ბევრი😀 საღამოსკენ ვნახე “ძველი” მეგობარი ერთ-ერთ შეკრებაზე. მერე მოვბოდიალდი სახლში, ცოტა დავისვენე, უფრო მეტი ვიმეცადინე, მერე წავიკითხე და ახლა თეგ-თამაშის გაგრძელება გადავწყვიტე, რომელსაც ბოლო არ უჩანს😀

* გაიხედე უკან, რა არის? – ჩემი საწოლი მასზე მოთავსებული დიდი ჩანთით (“სტოპ! რა გაიგონეთ ამ წუთში” რატომ არ მკითხე? “მეგობრობის დღიურებში” კი იყო და… :-D).

* მინდა? – ლონდონში ვისეირნო წვიმიან დღეს.

* ვისურვებდი – დავიწყო ჩამოთვლა?😛

* მაინტერესებს – რა მიზნით დაიწერა ეს კითხვები საერთოდ, ოღონდ მართლა. ვერც ერთ “მიზანში” ვერ გავაერთიანე.

* ახლა მაცვია – “ჩუსტები”, “მაიკა”, ჯინსი.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/07/05, in (თეგ) თამაშები :-), Uncategorized and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink. 27 Comments.

  1. მაკდონალდსის შეკითხვის პასუხი მესიამოვნა, ფრიად😀 ვერ ვიტან ჯანქფუდს!😛

    • ხო, მეც არ მიყვარს🙂 მაკდონალდსს მხოლოდ ზამთარში ვსტუმრობ, როცა სხვაგან ნაყინს ვერ ვშოულობ😛

  2. (მმ) ნადმვილად ვემთხვევით რაღცეებში ერთმანეთშ

    პ.ს. კვირას ქობულეთში ვიქნები უკვე🙂

    • უი, შენ ჩამასწრებ🙂 მე კვირას საღამოს გამოვდივარ თბილისიდან. ბათუმისკენ აპირებ?

  3. საწყალი კითხვების ავტორი… ჯესიმ ხომ ტელეფონი მოითხოვა, საქმე მაქვს მაგასთანო, შენ მთლად გააუთოვე.

    მართლა მეგობრობის დღიურია🙂 ბავშვობა გამახსენა🙂

    მეგრელი დიასახლისის გაკეთებულ ღომზე, ხაჭაპურზე და ტყემალზე ამ შუაღამესაც არ ვიტყოდი უარს🙂 უარს კი არა, ნამცეცს არ დავტოვებდი თეფშზე…

    • ეჰ, სამ დღეში დამხვდება ეს გემრიელობები მე ^_^ დედაჩემი ყველაზე მაგარი მზარეულია მთელ მსოფლიოსი და მეგრული სამზარეულოც ყველაზე მაგარია!..🙂

  4. ორივე ხელით გეთანხმები. ღომს, შებოლილ სულგუნს, მეგრულ საწებელს, სპეციალური რეცეპტით შემწვარ გოჭს, გებჟალიას და ელარჯს, ამქვეყნად არაფერი ჯობია…

    მშია მე😦

  5. გვალო გემუან რე დო…

    • ახლა ჩამჭერი😀
      მარტო ის მივხვდი, რომ მეგრულად მითხარი რაღაც😀 დედაჩემი კია მეგრელი, მარა მაინც არ ვიცი მე მეგრული🙂

  6. ჩემი მეგრული კულინარიის ცოდნა ისე გაიკვირვე…

    ვიცი🙂 დედა – მეგრელი, მამა – აჭარელი🙂 ჩემი ორი უსაყვარლესი კუთხე.

    ძალიან გემრიელია და… აი, დაახლოებით ეს გითხარი.

    • და რა იყო ბოლოს, აჭარულად თარგმნე?😛😀😀

      აი, შნს დაკვირვებას და ყურადღებას ყოჩაღ რა!.. :-*

  7. პირიქით… რაც მეტს წავიკითხავ, უკეთესია :მაზოხისტიმოლი:

  8. ♥ Miss.Catalan.. ♥

    აუ,ძაალიან მომეწონა = ))

  9. ვიხალისე :დ
    რამდენიმეზე არა მარტო გამეღიმა, გამეცინა კიდეც: )))
    გუდ!

  10. იეაჰ..
    დეოფალიო..
    ობოჟე…
    ასეთი ტიტული ჯერ არავინ მოუნიჭებია ჩემთვის.. ^^
    გვირილიკო, მე ძალიანაც მოეწონა ეს პოსტი. უფრო კარგ ხასიათზე დავდექი.
    მენატრები!!!❤

  11. გვირილამ შემოანათა🙂

  12. ჩემი და ყოფილი კარატისტიაო, მომეწონა ^^ ჩემი დაც ასე ”იშინება” ჩემზე.. ოღონდ მე ყოფილი კიკბოქსიორი :))

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: