“უ” …

ადამიანებს დასაბამიდანვე უამრავი განუკურნებელი დაავადება აქვთ. არა, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არ მაქვს საუბარი, რადგან თუ მასთან დაკავშირებულ პრობლემებს დრო და ტექნოლოგიური პროგრესი მოაგვარებს, უპასუხისმგებლობას, უყურადღებობას და სხვა “უ”-ებს არაფერი ეშველება მგონი.

ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან და არ გააკეთებენ, ფეხებზე დაიკიდებენ ყველას და ყველაფერს. შესაბამისად, ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც იმედი გაუცრუვდებათ, რომლებსაც ფეხებზე დაიკიდებენ.

ალბათ ესეც “ბუნების კანონია” და ერთ უბრალო მოკვდავს არაფერი შეგიძლია, გარდა იმისა, რომ შენც არ დაავადდე იგივე სენით.

შენთვის უთქვამთ 10 საათზე ვიწყებთ მუშაობას, მაგრამ 11-ზე მოდიო და მერე თორმეტ საათამდე კარებთან ატუზულხარ? ან ნახევარ საათიანი შესვენება ორ საათს გაგრძელებულა? უთქვამთ “გზაში ვარ” და გიგრძვნია, რომ სარკესთან ტრიალებს? ერთი ქუჩიდან მეორემდე მანძილი, წამებში რომ გაქვს გათვლილი მის დასაფარად დრო და შვიდ წუთს ვერანაირად ვერ გაცდება, ნახევარ საათს უვლიათ? – თუ კი, “ბედნიერი” ხარ და თუ არა, ე.ი. შენ ხარ ის “პუნქტუალური” ადამიანი, სამ საათზე თუა შეხვედრა, ოთხის ნახევარზე რომ გადის სახლიდან. ხო, ალბათ შუალედიც არსებობს ამ შემთხვევაში, ანუ ამ ორი კატეგორიიდან არც ერთი არ ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა იამაყო შენს ირგვლივ მყოფი ადამიანებით და საკუთარი თავითაც.

პუნქტუალობას ერთი უჩვეულო თვისება აქვს – ხშირად უფრო გარშემომყოფებზეა დამოკიდებული, ვიდრე შენზე და გარკვეულ დროში შეიძლება შენგან მოულოდნელად გაქრეს, გარშემომყოფების ზეგავლენით რა თქმა უნდა. თუმცა, შესაძლებელია “ბრძოლაც” და ამ თვისების “გაჩუქებაც”.

საერთოდ, პუნქტუალობაც პასუხისმგებლობის ნაწილია ალბათ. პასუხისმგებლობა კი ძალიან, ძალიან ფართო ცნებაა და ხშირად ახასიათებს რადიკალიზმი – ადამიანი ან მეტისმტად უპასუხისმგებლოა, ან გადამეტებული პასუხისმგებლობა აქვს (ეს უკანასკნელი ალბათ მხოლოდ იდეალისტებს ახასიათებთ). თუმცა, პასუხისმგებლობას აქვს ერთგვარი “ოქროს შუალედიც”, რომელიც ყველაზე მისაღები და სასურველია. ეს ის შემთხვევაა, როცა იცი ვის წინაშე გაქვს პოზიტიური “ვალდებულება” და ვის წინაშე არა, თან ამ “ვალდებულებას” ასრულებ კიდეც.

პასუხისმგებლობაა, როცა დროულად აკეთებ საქმეს, თუმცა იცი, რომ დაგვიანებით არც არაფერი დაშავდება. შეხვედრის ადგილზე დროზე მისვლაც პასუხისმგებლობაა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გელოდება. ისიც პასუხისმგებლობაა, როცა იცი ვიღაც შენზე ნერვიულობს და სანამ გასართობად წახვალ, მიწერ რომ კარგად ხარ.

რა არის უპასუხისმგებლობა და რატომ აქვთ ადამიანებს ეს თვისება? ალბათ ხშირად ეს იმ ადამიანების თუ პროცესების უმნიშვნელობაზე მიუთითებს მათ ცხოვრებაში, ვის მიმართაც არიან უპასუხისმგებლონი. არ ვფიქრობ, რომ ამ თვისებით იბადებიან. თუ ადამიანი, ან/და სხვა მოვლენა შენთვის მნიშვნელოვანია, ფეხებზე უბრალოდ ვერ დაიკიდებ. არის ეპიზოდები, როცა ჩვენდაუნებურად, დროებით კარგავს რაღაცეები მნიშვნელობას. მაგრამ თუ ძვირფასია, ყველაფერი უბრუნდება თავის ადგილს.

როცა გიყვარს გავიწყდება? ალბათ არა. და სიყვარული ხომ უბრალო გრძნობა, ემოცია არ არის. თუ გიყვარს, ე.ი. ძვირფასია, მნიშვნელოვანია. ლოგიკურად რომ მივყვეთ, თუ მნიშვნელოვანია, ე.ი. არ გავიწყდება. არ გავიწყდება, ე.ი. ხარ ყურადღებიანი მის მიმართ (იქნება ეს ადამიანი თუ მოვლენა) და გრძნობ პასუხისმგებლობას.

ალბათ შემედავებიან და იტყვიან, რომ შეიძლება იყო უყურადღებო და უპასუხისმგებლო, მაგრამ ძვირფასი იყოს. მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ ეს “” გამოხატავს იმ ადამიანის თუ მოვლენის -მნიშვნელობას შენს ცხოვრებაში.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/07/04, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 20 Comments.

  1. პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება ამას დაუკავშირდეს : )
    იმისათვის რომ ცხოვრებაში ყოველთვის ხგახსოვდეს მეუღლის დაბადების დღე, საჭიროა ერთხელ მაინც გამორჩესო : )

    • მშვენიერი ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი😀 მართლა კარგად დაგამახსოვრდება მერე, მთელი ცხოვრების განმავლობაში😀

  2. მართალი ხარ ჩემო გვირილა,ჩემს თავს მეც საკმაოდ პუნკტუალურ ადამიანად ვთვლი,მაგრამ ჩვენი პუნკტუალობა რატომღაც ყოველთვის სხვაზეა დამოკიდებული.

    • ზუსტად რამდენიმე თვის წინ წამს არ ვაგვიანებდი, თამამად შეიძლება ითქვას ასე. მარა ახლა უკვე ვისწავლე ვინ აგვიანებს და ვინ არა, ხოდა მეც “მოვერგე”, რაც არც ისე კაია. აქით მინდა “გადმოვიბირო”, მარა ჯერ უშედეგოდ.

      მადლობა კომენტარისთვის და სტუმრობისთვის, შენი პირველი კომენტარია ჩემთან თუ მეშლება?

  3. მე ზუსტად იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა გადაჭარბებულად აქვს, ცხოვრებში ვერასოდეს ვპოულობ ”ოქროს შუალედს”, შუალედური თითქმის არაფერში ვარ, საშინელი რადიკალიზმი მახასიათებს და ვერ ვიტან უპასუხისმგებლო ადამიანებს (რაშიც არ უნდა გამოვლინდეს ეს).
    თუმცა ძვირფასი ადამიანების მიმართ მიდგომას რაც შეეხება ეს ალბათ უფრო ყურადღებაა და არა პასუხისმგებლობა, ზოგადად უყურადღებობა კი საკმაოდ ბევრ რამეზე მეტყველებს, სავსებით გეთანხმები, რომ ადამიანები რომლებიც მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის მარტივად ფეხებზე დაკიდებას არ ექვემდებარებიან, ანუ ერთმანეთს გამორიცხავს ეს ორი რამ, თუმცა ამ შემთხვევაშიც ყველაფერს გააჩნია, პრიორიტეტებს გააჩნია, სიტუაციას გააჩნია🙂
    ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გაუგებრად ვიბოდიალე, თუმცა იმედი მაქვს მაინც იქნება გასაგები რაღაც დონეზე რის თქმას ვცდილობდი🙂

    • არა, გაუგებრად არ იბოდიალე😀

      ეს “ოქროს შუალედის” ამბავი ჩემთვის პირიქით, მარტივად მისაღწევია. სულ სადღაც ვარ ხოლმე გაჩხერილი და რადიკალურად არ ვუყურებ არაფერს. ძალიან იშვიათად ხდება და ეს იშვიათობაც ძირითადად ჩემს ხასიათს ეხება. პასუხისმგებლობაში ნამდვილად მახასიათებს რადიკალიზმი, ისეთი რამეების გამო მაქვს ხშირად პასუხისმგებლობა, დამცინიან ხოლმე და რომ ვუფიქრდები მართალიცაა. მარა ასე იყო და ასეა დღემდე, ანუ ძალინ ცოტა შანსია იმის, რომ შევიცვლები.

      ძვირფასი ადამიანების შემთხვევაში მართალი ხარ, პრიორიტეტებს გააჩნია. მეც მაგას ვამბობ, ანუ თუ ნაკლებ პრიორიტეტულია, შესაბამისად რაღაცნაირად ნაკლებმნიშვნელოვანიცაა ხო? სიტუაციზეც არი თავისთავად დამოკიდებული და კიდევ კონკრეტულ ეპიზოდებზე ცხოვრებაში, როცა რაღაცეები უცებ კარგავს მნიშვნელობას, თუმცა თუ მართლა ძვირფასი იყო, ისევ იბრუნებს😉

  4. შენს ბოლო აბზაცს მე ერთი სიტყვით განვაზოგადებდი – “უპატივცემულობა”…
    ჰოდა, ჩემთვის არც მეგობრობა არსებობს, არც სიყვარული და არც არანაირი ურთიერთობა პატივისცემის გარეშე…
    კარგი პოსტია!

    • ვახ, რამდენი ხანია არ ყოფილხარ ჩემთან, გამიხარდა შენი კომენტარი ^_^

      გეთანხმები სრულიად, მართლაც მასეა.

      მადლობა პოსტის შეფასებისთვის კიდე :-*

  5. ♥ Miss.Catalan.. ♥

    აჰჰჰ..როგორ გეთანხმები =))) მომეწონა პოსტი,დამაფიქრებელი და სააზროვნოა =))

    • მიხარია რომ მეთანხმები, ერთად ვებრძოლოდ “უ”-ს😀 რავა პიონერულ მოწოდებასავით ჟღერს?!😀

  6. ♥ Miss.Catalan.. ♥

    არაუშავს😀 ვებრძოლოდ ერთად,არაა პრობლემა🙂

  7. უპასუხისმგებლობა – ყველაზე გამაღიზიანებელი “უ”. მადლობა ღმერთს, არავის მიმართ არ ვარ უპასუხისმგებლო, საკუთარი თავის გარდა.

    • ხო, გეთანხმები. უპასუხისმგებლობა საშინლად მაღიზიანებს.
      საკუთარი თავის მიმართ უპასუხისმგებლობას ხანდახან არაუშავს, მარა ნამეტანიც არ გინდა🙂

  8. კარგი პოსტია, გვირილა. აქტუალური🙂

    “უ” რომ უმნიშვნელობის პირველი და უტყუარი ნიშანია, ამაში ორივე ხელით გეთანხმები. თუ გაინტერესებს, არ გამოგრჩება.

    მეც “მორგებას” ვცდილობ, სხვაგვარად არ გამოდის. მარტო შენ იყო პუნქტუალური და სხვას დიდად არ ანაღვლებდე, მთლად საუკეთესო ვარიანტი არ არის. ჰოდა, მეც ნელნელა მავიწყდება რაღაცები.

    • ხო, გინდა თუ არა გავიწყდება, სხვა გზას როცა არ გიტოვებენ. მოსაბეზრებელი ყოველ დღე ნახევარი საათი ელოდო ადამიანს და ბოლოს ერგები რა.

      არადა, რა კაი იქნებოდა თვითონ მოგერგოს ^_^

  9. არ მიყვარს, როდესაც სადმე ვიგვიანებ. მახსოვს, დაახლოებით 4 წლის წინ, ჩემმა კალათბურთის მასწავლებელმა გერმანელი შემარქვა. ვარჯიში 3-ის ნახევარზე გვეწყებოდა. ჰოდა, დარბაზში ზუსტად 14:30-ზე შევდიოდი ხოლმე. :დ ვერცერთი ჩემი მეგობარი პუნქტუალურობით ვერ დაიკვეხნის. გინდ ირინკა ავიღოთ, გინდ ქეთი, გინდ დათო და გინდ დოდლზი… ყველა ერთმანეთზე უარესი უპასუხისმგებლოა ამ საკითხთან მიმართებაში. მე და ირინკა სკოლაში ერთად მივდიოდით წლების განმავლობაში. ზუსტად 10 რომ დააკლდებოდა ცხრას მაშჲნ უნდა გამოევლო. შანსი არ იყო 10-ის 15 წუთამდე მოსულიყო. ახლა ქეთი, თუ საქმე გვაქვს და შეხვედრა დავთქვით 4სთ-ზე, აუცილებლად მოვა 6-ის წუთებზე. დოდლზე და დათოზე ხომ საერთოდ ხმას არ ვიღებ.. მაგათ პუნქტუალური ადამიანი ვინ არის ჯერ არ გაუგიათ.

    • ვაი, ვერ ყოფილხარ კაი მდგომარეობაში🙂 მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რამდენჯერმე შენც დაუგვიანე და იქნებ მიხვდნენ ლოდინის სიმწარეს🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: