* * *

ზაფხულის გრილი საღამოა, სუსტი სიო უბერავს.

ბულვარის გავლით მოვდივარ შენსკენ. ფანტანებიდან მარჯვნივ ვუხვევ და მოვდივარ ზემოთ, სანაპიროსკენ. ვუახლოვდები მაღალი ხეების ჩრდილს და შენს სილუეტსაც ვხედავ. ქვის სკამზე ზიხარ, ჩემგან ზურგით და ზღვისკენ პირისპირ.

სანაპიროზე არავინაა, მხოლოდ შენ და წინ დიდი, წითელი მზე, უკვე ზღვაში დამალვას რომ აპირებს.

ჩუმად მოვდივარ და შენს გვერდით ვჯდები.

– დიდხანს გალოდინე?

შენ არაფერს მპასუხობ და მე ლოყაზე გკოცნი. შენ ხელს მაგრად ჩამჭიდებ და ისევ ზღვისკენ იყურები. მე თავს მხარზე გადებ და მერე ერთად ვუყურებთ ჩამავალ მზეს, თან ზღვის მელოდიას ვისმენთ.

… და ეს გრძელდება უსასრულოდ…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/06/30, in ვითომ "ჩანახატები" :-) and tagged , , , . Bookmark the permalink. 18 Comments.

  1. როგორი თბილია…❤
    მომეწონა…

  2. მთვარეული

    თბილიცაა, საყვრელიცააა, კიდევ ბევრია, იმაზე მტიც ვიდრე… მოკლედ არ ვიცი რატომ, მაგრამ ტირილი მომინდა…

    • ვაიმე, შენ ოღონდ არ იტირო, მშვენიერ განწყობაზე იყავი დღეს😀
      არა მთვარეულო, შენი ტირილი არ ვარგა. არ წამაშლევინო პოსტი იცოდე!..🙂

  3. ვაიმეეე მომინდა ზღვაზე..რა კარგი გრძნობა დამეუფლა…❤

  4. “და ეს გრძელდება უსასრულოდ”–მიდიხარ , ჯდები,არაფერს გპასუხობს….მიდიხარ , ჯდები,არაფერს გპასუხობს….მიდიხარ , ჯდები,არაფერს გპასუხობს….მიდიხარ , ჯდები,არაფერს გპასუხობს….მიდიხარ , ჯდები,არაფერს გპასუხობს….მიდიხარ , ჯდები,არაფერს გპასუხობს………. მდაააა….. რა რომანტი(კ) ულიააა….. :DDDDDDDD

    P.S. იცი რა მომაგონა უცებ? აი თავზე გვირილაშემოწნული გოგოები გაზაფხულზე საქმროებზე რომ ოცნებობდნენ ხოლმე სოფელში და შარას გასცქეროდნენ “წამიყვანე რა იქნებაა, თუ არა და ვიტიიიირეეებ”– სიმღერის ფონზე. :DDDDDDD

    • სულ ტყუილად დახარჯე ამდენი შხამი, ვაფშე არ მოქმედებს😀
      ისე, ბოლო დროს შენმა შხამმა ძალა დაკარგა და რაშია საქმე ხომ არ იცი?😛😀

  5. მუცელშიც კი დამიარა რაღაცამ…😀😛😀
    რა მაგარია.. ^^
    ლოც,ლოც,ლოც.. ასეთი კარქობა პოსტები ბევრს არ გამოდის..❤

    პ.ს. შენსკენ <<< წტფ? ო.0

  6. რამდენჯერმე გადავიკითხე, იმდენჯერმე გამეღიმა: ))
    უბრალოდ..
    გვირილასავით ლამაზი, ერთი შეხედვით მარტივი და მრავლისმთქმელი იყო: )

    • უიმე ^_^ შენც ერთი შეხედვით უბრალო კომენტარი დამიტოვე, მაგრამ ჩემთვის ღრმა და გასაგებია. მადლობა დიდი ^_^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: