ყუთი სახელად “ბედნიერება”

ძალიან უმადურები ვართ ადამიანები… იშვიათად ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. ახლა, ამ წამს რომ იკითხო – “ხარ თუ არა ბედნიერი?”, უმრავლესობა არც დაფიქრდება, ისე იტვის უარყოფით პასუხს.

არადა, რა არის ბედნიერება? არსებობს ის მარადიულად? ყველა მივისწრაფვით მისკენ, თითქოს ფინიშთან ახლოს იდგეს ფერადი ლენტებით გაფორმებული დიდი ყუთი, სახელად “ბედნიერება”. ამ დიდ, შეფუთულ ყუთში უამრავი რამე ყრია და რა თქმა უნდა, ყველა სრულყოფილი და იდეალურია. ჩვენც ვიღებთ სტარტს და მივისწრაფვით მისკენ, ამ დროს კი გზაში შემხვედრ პატარა ბედნიერებებს ვერ ვამჩნევთ, რომლების არაა ლამაზად შეფუთული. არადა, ეს პატარა ბედნიერებები გვლიმამაზებს სინამდვილეში ცხოვრებას, მათ გარეშე შეიძლება ვერც ვიარსებებდით და მაინც არაფრად მიგვაცნია, უფრო დიიიდი ბედნიერება გვინდა, ცისხელა.

ეს დიდი და ცისხელა ბედნიერება სტარტის დროს ვიცით რაა და მერე, მისკენ სწრაფვისას სულ აღარ ვფიქრობთ, რომ იქნებ ეს აღარ გვინდა, იქნება ამ ბედნიერებამ სახე იცვალა… არადა, ადამიანებს შეხედულებები და სურვილები საკმაოდ სწრაფად გვეცვლება, რაც დღეს ასე გვინდა, ხვალ შეიძლება აღარც გვახსოვდეს. ეს ცისხელა ბედნიერება კი ამის მიუხედავად, ხელშეუხებელი რჩება. მაინც მივისწრაფვით მისკენ, ის გაგვიხდია ცხოვრების აზრად და ერთი პატარა ელემენტიც რომ გამოაკლდეს, მიზანს მიღწეულად არ ვთვლით. ის დიდი ყუთი გვინდა სრულყოფილად და მორჩა!

თუ მართლაც მივაღწიეთ მას, ხშირად არც ისე ლამაზი და სრულყოფილია, როგორც შორიდან ჩანს. რაღაც გვაკლია და ვერ ვხვდებით, არადა თითქოს ყველაფერი მივიღეთ რაც გვინდოდა. გზაში დავკარგეთ სავარაუდოდ… ალბათ სწორედ მაშინ ვაცნობიერებთ, რომ ეს შეფუთული ყუთი უბრალო ახირებაა და მეტი არაფერი. მასში არსებული ათასი დეტალიდან ნახევარზე მეტი შეიძლება ახლა საერთოდ არ გვჭირდება, სამაგიეროდ ერთი ან ორი სულ პატარა “ნივთი” გვაკლია, ბედნიერების ასაწყობი ჭანჭიკები, მანამდე რომ ვერც ვიფიქრებდით მათ აუცილებლობაზე.

კარგია, როცა იცი რა გინდა, ზუსტად და გადახვევების გარეშე მიიწევ მისკენ. მაგრამ არ ღირს რობოტად იქცე, დაპროგრამებულ მანქანად, რომელსაც ერთი დანიშნულება აქვს მხოლოდ და სხვა არაფერი შეუძლია.

ღირებულებების გადაფასება ნორმალური პროცესია და ალბათ კარგი იქნება ხანდახან იმ ცისხელა ბედნიერებისკენაც თუ გავიხედავთ. იქნებ რაღაც ელემენტი არ გვინდა და ჯობია მეორეთი ჩავანაცვლოთ, რომელიც სულ ახლახანს ვნახეთ, მაგრამ უკვე ძვირფასია.

თუმცა, არც ის ვარგა, ეს ყუთი საერთოდ გავაუქმოთ და მხოლოდ გზადაგზა შემხვედრი პატარა ყუთები ვიკმაროთ, უბრალოდ, ხანდახან ჩავიხედოთ შიგნით, ობი არ მოედოს და მერე სრულიად უვარგისი არ გახდეს.

P.S. და შენ ხარ ბედნიერი? ის ბედნიერება, რომლისკენაც ისწრაფვი, ისევ ისეთია, როგორიც სტარტის დასაწყისში იყო? და საერთოდაც, რა არის შენთვის ბედნიერება?

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/06/29, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 28 Comments.

  1. ყველაფერი დიდი პატარა ნაწილებისგან შედგება რომლებიც უნდა შეკრიბო😉

    • ვცდილობ და ვნახოთ რა გამოვა😀
      მარა იმ დიდამდეც ხომაა ცხოვრება და მაგაზე ვამბობ ზუსტად, ისიც უდნა დავაფასოთ, რაც ახლა გვაქვს.

  2. “არადა, ეს პატარა ბედნიერებები გვლიმამაზებს სინამდვილეში ცხოვრებას, მათ გარეშე შეიძლება ვერც ვიარსებებდით” . ზუსტად ამ პატარა ბედნიერებების ბრალია ის რომ ეხლა ძაააააალიან მაგარ ხასიათზე ვარ და სიცოცხლე ყვეეეელაზე მშვენიერი მგონია. :))

    • მაგარია!.. გაიხარე, საშინლად მესიამოვნა.
      ხოდა, კიდე მიხარია, რომ ამ პატარა ბედნიერებების შემჩნევა შეგიძლია და მათით სიამოვნების მიღება.
      უფრო მეტ ბედნიერებას გისურვებ!..😉

  3. ბედნიერება იმის აღიარებაა, რომ გიყვარს! ხომ არსებობენ ადამიანები ვისაც უყვარხარ? ჰო და ე.ი. შენც გიყვარს! სიყვარულია ბედნიერება!😛

    • კი, მართალი ხარ😉
      მე მიყვარს, მაგრად მიყვარს ბევრი ადამიანი და შენც მიყვარხარ ვითომ შხამიანო!..

  4. მხატვრულადაა წარმოდგენილი ბედნიერების არსი!
    შეკითხვაზე ვარ თუ არა ბედნიერი, მე მაინც უარყოფითი პასუხი მაქვს. სამწუხაროდ. (დაუნახავი🙂 )

    • მე უნდა მეთქვა დაუნახავი ხარ-მეთქი, მარა თვითონ თქვი და…😛😀
      სულ ტყუილად გგონია, რომ არ ხარ ბედნიერი. აბა კარგად დაფიქრდი, შენს ირგვლივ ალბათ არიან ადამიანები, ვინც გიყვარს, ვისაც უყვარხარ. წარმოიდგინე ახლა შენი არსებობა მათ გარეშე. მართლა, დაფიქრდი კარგად, წარმოიდგინე… როგორ იქნებოდი? არიან ეს ადამიანები პატარა ბედნიერებები შენს ცხოვრებაში? დავიჯერო არა?

  5. არ ვარ ბედნიერი და ეს სიმართლეა, ყოველგვარი უმადურობისა და პატარა ბედნიერებების დანახვის უუნარობის გარეშე. ზუსტად ვიცი რა მინდა კარგად ყოფნისთვის და რატომ არ ვთვლი თავს ბედნიერად.
    პატარ-პატარა ბედნიერებებსა და სიხარულს შორის რა განსხვავებაა? აი ეს რჩება ჩემთვის დღემდე გაუგებრად, თუ სიხარულია ბედნიერება? არ შეიძლება ბედნიერი იყო და ვერ გრძნობდე ამას, ეს ხომ ისეთი რამაა რისი მიჩქმალვაც არ შეგიძლია და წესით არც უნდა გინდოდეს.
    მე კი მგონია, რომ არსებობს სრულყოფილი და უნაკლო ბედნიერება, ოღონდ ეს ხანგრძლივი მდგომარეობა არ არის, ხანგრძლივ პერიოდში ამას უფრო კარგად ყოფნა, კომფორტულად ყოფნა ქვია, სიმშვიდე ან ემოციებით დატვირთული ცხოვრება, თუმცა თვითონ ბედნიერება, აი ის რაც გაიძულებს სუნთქვა შეგეკრას და ღიმილი არ მოგშორდეს სახიდან იშვიათი და ხანმოკლე მდგომარეობაა.
    ალბათ არც არის საჭირო ზუსტად იცოდე რა არის ბედნიერება და დაიხარჯო ამის აღწერაზე ან კრიტერიუმები ჩამოწერო ბედნიერებისთვის, ის რაც ლოგიკური, პრაგმატული, კარგად დამუშავებული და გააზრებულია ჩემთვის ბედნიერებასთან არ ასოცირდება.
    რა თქმა უნდა, სავსებით გეთანხმები, რომ მთელი ცხოვრება რაღაც დიადი მიზნისკენ მივისწრაფვით და გზად ბევრ რამეს ვერ ვამჩნევთ, ამ მიზნის მიღწევა კი სასურველ შედეგს არასოდეს იძლევა. ზოგადად მიზნების მიღწევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა ცხოვრებაში, ყველაზე საშინელი კი იცი რა არის აი რაღაცას, რომ მიაღწევ და შიში, რომ შეგეპარება, დაახლოებით ასეთი შიში ”ამაზე მაღლა ვეღარ ავალ” ანუ ის, რომ ამ მიზნის მიღწევის გამო მიზნების გარეშე დარჩი, აი მწვერვალზე, რომ ახვალ და შენი თითოეული ქმედება დაბლა ჩამოსვლას, რომ მოასწავებს, საკუთარი თავის ჩრდილში ყოფნის რომ გეშინია. ამიტომ ჯობია, რომ ის ყუთი მიუღწეველი იყოს, ზოგჯერ მისკენ მიმავალი გზა ყველაზე დიდი სიამოვნების მომტანია, სანამ გაქვს რაღაც რისთვისაც ღირს სიცოცხლე.

    პ.ს. ამ ბოლო პერიოდში იმხელა კომენტარებს ვწერ, რომ საკუთარ თავსაც მოვაბეზრე თავი. მოკლედ თუ არ დაგეზარა წაიკითხე😀

    პ.პ.ს. მიყვარს შენი ოპტიმისტური პოსტები ძალიან🙂

    • მეც მაგას ვამბობ. ხანდახან გვგონია, რომ ზუსტად ვიცით რა გვინდა ბედნიერებისთვის, მერე დრო გადის და შეიძლება სურვილი ისე შეიცვალოს, ვერც მივხვდეთ და მაინც გავაგრძელოთ იმ ბედნიერებისკენ სწრაფვა. მე ახლახანს მომიხდა გადამეხედა ჩემი ბედნიერებისთვის და ცოტა ავირიე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კაი ხანია არაფერი შეცვლილა თითქოს და სურვილებიც ისევ ძველი დარჩა. ზუსტად მაგიტომ, მეშინია რომ ბედნიერება, რომლისკენაც ასე ვისწრაფვით, ის არ აღმოჩნდეს, რომელიც გვინდოდა. უფრო სწორად, უკვე აღარ გვინდოდეს ჩვენდაუნებურად და სულ სხვა რამ გვჭირდებოდეს.

      მეც მგონია, რომ არსებობს სრულყოფილი და უნაკლო ბედნიერება და იმაშიც გეთანხმები, რომ ის ხანგრძლივი არ იქნება. ამიტომაც ვამბობ, უნდა შევეცადოთ არასრულყოფილი ბედნიერებითაც გავიხაროთ. მთელი ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე ხნიანი ბედნიერებისთვი სწრაფვა და “არასრულყოფილი” ბედნიერებების გამოტოვება მგონი არ ღირს. იქნებ უკეთესია შევეცადოთ როგორმე შევათავსოთ ისინი, არ ვიქცეთ რობოტებად და დღევანდელი დღითაც გავიხაროთ.

      “ამაზე მაღლა ვერ ავალ” – ს რაც შეეხება, ზუსტად მიზანში მოხვდა ეს ფრაზა, კიდევ ერთხელ შემეშინდა🙂

      იმ ყუთს თავისთავად უნდა მივაღწიოთ და ასე უკეთესია, ამაზე არ ვკამათობ🙂 “ზოგჯერ მისკენ მიმავალი გზა ყველაზე დიდი სიამოვნების მომტანია, სანამ გაქვს რაღაც რისთვისაც ღირს სიცოცხლე.” – დიახ, სრულიად გეთანხმები😉

      P.S. მე მაკვირვებ შენ დიდი კომენარებით? აჰა😉 😀 არავისაც არ მოაბეზრე თავი და მიხარია შენი ყველა კომენტარი, დიდი მით უმეტეს😉
      ხო, ოპტიმისტურ პოსტებს რაც შეეხება, მესიამოვნა შენი სიტყვები ფრიად ^_^

  6. ჰო, მე ბედნიერი ვარ. ^^
    რა არის ჩემთვის ბედნიერება? – მმ, აბა მე რავიცი…
    უფრო ადვილია იმ კითხვაზე გავცე პაუხი, როდის ვარ ბედნიერი. როდის ვარ და როდესაც ჩემს გარშემო ყველაფერი კარგადაა… როდესაც არაფერი მაწუხებს… როდესაც ჩემს საყვარელ ადამიანებთან პრობლემები არ მაქვს.. როდესაც, როდესაც, როდესაც… აიაიაია, როდესაც რავიცი… კარგად ვარ, საშინლად კარგად… აი, ახლა როგორც ვარ… სულელობის, ხტუნაობის, თამაშის, ყვირილის და სიცილის ხასიათზე როდესაც ვარ, აი, მაშინ ვარ ბედნიერი… ახლა მე ბედნიერი ვარ. ჰო, აი, ახლა გავიღვიძე… ჯერ სულ არ გამიხედავს ქუჩაში… ფფ, ჯერ არ გავიხედავ… ხალხის ჩამჟავებული სიფათების ყურება არ მინდა, მადლობა დიდი.😀
    არ ვიცი, გვირილიკო. მე არ მიფიქრია იმ გზაზე, რასაც ბენიერების გზა ჰქვია. ასთე რომ კითხვაზე, არის თუ არა ბედნიერება, ისევ ისეთი, როგორიც სტარტის დასაწყისში იყო, ვერ გაგცემ პასუხს. :*

    • მაც, მთავარია, რომ პრაქტიკულად იცი როდის ხარ ბედნიერი და საერთოდაც, ეს ნიშნავს, რომ იცი რაა ბედნიერება. ხოდა, სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს😉

      სულ უფრო მეტ ბედნიერებებს გისურვებ :-*

  7. ვარ ბედნიერი!
    და ბევრჯერ მიფიქრია იმ გზაზე რომელსაც ბედნიერების გზა ქვია მაგრამ სულ განუწყვეტლივ ამ გზაზე სიარულს ვერავინ ვერ შეძლებს.. და რატომ იცი? – იმიტომ რომ ცხოვრებაში არის ისეთი უსიამოვნო მომენტები რომლებსაც ვერ აიცილებ მაგ. ახლობლის სიკვდილი ან კიდევ სხვა ბევრი რამ .. სულ ბედნიერების გზაზე ვერ ივლი!😀
    P.S. არაჩვეულებრივი პოსტია.. ძალიან მომეწონა!

    • ხო, ნამდვილად ვერ ივლი ყოველთვის ბედნიერების გზაზე. იცი, ეს პატარა შეფერხებები უფრო საინტერესოს ხდის ბედნიერებისკენ მიმავალ გზას და ბედნიერებას კიდე უფრო სასურველს😉

      მიხარია რომ ბედნიერი ხარ და წარმატებებს გისურვებ😉

      ხო, პოსტის შეფასებისთვის მადლობა ^_^

  8. აუცილებელია ჩემი აზრით ყუთის ქონა. მეც მიდგას ხოლმე თავლწინ ყუთი… ბედნიერებას რაც შეეხება, ჰო წელიწადნახევრის განმავლობაში ვიძახდი ბედნიერი ვარ თქო ^^ მერე ერთბაშად დავკარგე, მერე რა ^^ ეხლა არ ვარ, მალე ისევ ვიქნები, და ასე… : )

    • მომწონს შენი ოპტიმიზმი და მგონია, რომ სწორად ფიქრობ😉

      ხო, ყუთის არსებობა თავისთავად აუცილებელია, მაგაზე არც ვკამათობ🙂

  9. მე უფრო მეტი მიზეზი მაქვს იმისათვის რომ ვიყო ბედნიერი, ვიდრე უბედური.. ჰოდა, ბედნიერი ვარ, მორჩა!😀

  10. გვირილა! რა კარგი პოსტია,როგორ მომეწონა! რაღაცნაირად გამათბო და ამაფარფატა🙂

    ალბათ მეტისმეტად ოპტიმისტი ადამიანის შთაბეჭდილებას დავტოვებ , მაგრამ ბედნიერი ვარ!
    რა საინტერესოდ გაქვს დიდი და პატარა ყუთები… მართალია ყველას გვაქვს ჩვენი ოცნების დიიდი ყუთი, მაგრამ, ჩემი აზრით, ბედნიერება გზად შემხვედრი ის პატარ-პატარა ყუთებია, რომლებიც ცხოვრებას აგრერიგად ალამაზებენ და წამის მარადისობას გვანატრებენ…. სწორედ ეს ციცქნა ბედნიერებები მავსებს და მათბობს…
    როგორ არ უნდა იყო ბედნიერი როცა ირგვლივ უძვირფასესი ადამიანები გახვევია დ უდიდეს სიყვარულს გრძნობ მათგან, როცა ჩანაფიქრი ფრთას ისხამს და საწადელს აღწევ… როცა…უამრავი ,,როცა” როცა ბედნიერი ხარ…
    აი , ახლა ამ წუთას, შენი ლამაზი და უთბილესი პოსტის წაკითხვისას სულში სითბო ჩაიღვარა და ბედნიერი ვარ!
    მადლობა❤

    • რუსა, ვერ წარმოიდგენ, როგორ გამახარე შენი კომენტარით. ჯერ ერთი, რომ ზუსტად გაიგე რისი თქმაც მინდოდა და მეორე, რომ შენც ასე ფიქრობ და შეგიძლია პატარა ბედნიერებების დანახვა. ეს არმგონია მე მეტისმეტი ოპტიმიზმი, უბრალოდ ცხოვრების დადებითი რაღაცეების დანახვაა. ნუ, მე ასე ვფიქრობ…

      მადლობა პოსტის შეფასებისთვის, უაღრესად სასიამოვნო იყო ^_^

  11. მთვარეული

    “… ეს გავდა იმ დიდი ხნის ნანატრ სურილს, რომლის შესრულებაზეც უარს გვიცხადებენ, და თუ ოდესმე მაინც გვისრულებენ, მას უკვე აღარაფრის ფასი აღარ აქვს…” – აი ამას გავს ჩემთვის ბედინერება… ვიყავი ბედნიერი, ელა ხვდები, რომ ვიყავი ოდესღაც. დღეს კი უბრალოდ აღარ ვარ და აღარც სწრაფვის სურვილი მაქვს ბედნიერებისკენ…🙂

    • ხოდა, მაგის გამო არ ვიცი რას გიზამ!.. რას ნიშნავს სწრაფვის სურვილი არ გაქვს?😦
      დაიბრუნო უნდა ეს სურვილები, ისე არაფერი გამოვა. არც ერთი ადამიანი არაა ღირსი მის გამო მიზნები და სურვილები დათმო, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი გულს გტკენს და შენს ამ დათმობებსაც არ აფასებს. უბრალოდ არ ღირს…

      • მთვარეული

        არა, კონკრეტული პიროვნება არაფერ შუაშია. თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც მარტო მე ვაააარ🙂

  1. Pingback: ბედნიერება «

  2. Pingback: უბრალო საუბარი… « MK's blog

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: