უბრალოდ მეგობრობა…

ბათუმში ბათუმურად წვიმდა და ქუჩები დატბორილი იყო. ჩვენ სტატიისთვის ინფორმაციის მოსაძიებლად მივდიოდით ქალაქის თითქმის მიკარგულ უბანში. “მარშუტკიდან” გადმოსვლის შემდეგ დიდი ძალისხმევა იყო საჭირო გუბეებს რომ გავცდენოდით. ერთ-ერთი გრანდიოზული გუბე რომ შემოგვხვდა, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სხვა გზა არ იყო და კედებით უნდა “გადამეცურა”. ჩემს მეგობარს “ვალინკები” ეცვა და იცი რა ქნა? არა, ფეხსაცმელი არ გაგვიცვლია. ჩადგა ამ ტბა-გუბეში თავისი “ვალინკებით”, მე კი ჩემი კედებიანი ფეხები შემომაწყონია ზედ. მის ფეხზე ვიდექი და ისე გადავლახეთ გუბე. იმ მომენტში არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ფეხის დასველებას გადავრჩი. ამ შემთხვევაში შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მნიშვნელოვანი იყო ამ შედეგამდე მისვლის პროცესი.

გახსოვს მეგობრობის დღიურები ბავშვობიდან? ან შაბლონური კითხვა ყველა მათგანში – “თქვენი აზრით, რა არის მეგობრობა?“. პასუხებიც შაბლონური იყო, ზოგი ლექსით პასუხობდა და ზოგიც ლამაზი ფრაზებით. არადა, მეგობრობის ფასი ბავშვობაშიც ვიცით მეტ-ნაკლებად და გონების დაძაბვის შედეგად შეიძლება ჩვენც დაგვეწერა რამე ლამაზი. მაგრამ მეგობრობას ასე, სიტყვებით ვერ ახსნი, მეგობრობა არაა ლამაზი სიტყვები და იმიტომ. ის გრძნობაა, რომლის სიტყვით გადმოცემა ხშირად ჭირს, მაგრამ სულ პატარა საქმეშიც კარგად ჩანს.

მეგობრობაა, როცა მასთან ისე ლაპარაკობ, როგორც საკუთარ თავთან. მეგობრობაა, როცა მხოლოდ მისთვის ცნობილ რამეს სხვა გაიგებს და უფრო საკუთარ თავში შეგეპარება ეჭვი, ვიდრე მასში. მეგობრობაა, როცა ნებისმიერ დროს შეგიძლია დაურეკო, დაუძახო და მოგისმენს, დაგეხმარება. მეგობრობაა, როცა შენი სიხარულის გაზირება შეუძლია გულწრფელად. მეგობრობაა, როცა არ შურს. და მეგობრობაა, როცა იმდენად გიყვარს, რომ სიტყვები აზრს კარგავს, ეს ისედაც ცხადია…

მეგობარია, როცა ნაკლს პირდაპირ გეუბნება და გამოსწორებაში გეხმარება. მეგობარია, როცა შორიდან ხედავ მის სილუეტს და გრძნობ, რომ გაბადრული სახით მოდის, მერე გიახლოვდება და გიხარია, რომ არ ცდები, ვერც ერთი რომ ვერ მალავთ ღიმილს და რატომღაც ყურებამდე იკრიჭებით😀 მეგობარია, როცა სიცივეში, გაჩერებაზე, ჩახუტებით გათბობს. მეგობარია, როცა ცდილობს გათოშილი ხელები სულის შებერვით გაგითბოს. მეგობარია, როცა შენი წარმატება შენზე მეტად უხარია. მეგობარია, როცა დაეცემი, წამოგაყენებს და შენს ნაცვლად თვითონ ტირის😀 მეგობარია, როცა უჭირს, ვერ ეხმარები და არ გკიდია, უბრალოდ არ იცი რა ქნა და ცმუკავ, წრიალებ. მეგობარია, როცა მასთან ერთად რამდენიმე წუთიანი გასეირნება გრანდიოზულ ფართის გირჩევნია.

მეგობრობაა, როცა დღე და ღამე ერთად ხართ და მაინც ვერ “ძღებით” ერთმანეთით. მეგობრობაა, როცა მის გარეშე გართობები და მსგავსი რაღაცეები აზრს კარგავს. მეგობრობაა, როცა არ ავიწყდები. მეგობრობაა, როცა არც კი გაიფიქრებ, რომ არის რაღაც, რაც მან არ უნდა იცოდეს.

ალბათ ისიც მეგობრობის შედეგია, მათ გარეშე ყველაზე ყველაზე მაგარ ხალხთანაც კი მსოფლიოში ყველაზე მარტოდ იგრძნო თავი და გენატრებოდეს, საშინლად გენატრებოდეს…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/06/27, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 49 Comments.

  1. მეგობარი ის სიყვარულია, რომელსაც ვერც ერთი ქორწინება ვერ გაჩუქებს და ის ვნებაა, რომელსაც ვერც ერთი სექსი ვერ მოგცემს! ის უფრო მაღალი და სუფთაა! მე ასე მიმაჩნია!

    • ოჰ, შიო😀
      რა გიპასუხო ახლა მაგაზე, მშვენიერი რაცხა თქვი და პასუხი უფრო გააუფერულებს მგონი, თან მეჭვება უფრო ჭკვიანური ვთქვა რამე😛

  2. ჩემთან არავის არ უნდა მეგობრობა.😦 მოდი მე და შენ და შიომ ვიმეგობროთ რაა.😦

  3. უი, ჩემი ვითომ შხამიანი ^_^
    მე მეგონა აქამდეც ვმეგობრობდით მე, შენ და შიო😀 აჰა, მუხთალი ცხოვრება, მე მეგობარი მგონიხარ და შენ თურმე არა😀

    • რა მეგობარი?! მტერი ვარ შენი! მობლოგე (მოსისხლეს ვარიანტში) მტერი!😀

      • ღმერთო მიშველე, გადარია ეს ხალხი ბლოგმა😀😀 არა ვითომ შხამიანო, მე მაინც მიყვარხარ, თუნდაც უპასუხო იყოს ეს სიყვარული😛 (რაღაცა, შექსპირის რითმების განწყობაზე მოვედი და რაშია ნეტა სამე? :-D)

        შიო გეძახის, თუ არ გესმის, ვერც ხედავ?😀

  4. მოდი აქ მოდიიი!🙂 გადარეული რომ ხარ და მოსვენება არ იცი! :*

  5. რა კარკგად იცის ამ გოგომ თქმა : )

  6. ბათუმში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც ზამთარში, ისიც ერთი დღით და თან წვიმაში. ალბათ, ათასჯერაც რომ ჩამოვიდე, მაინც ის გამახსენდება, როგორ გადავცურე უზარმაზარი გუბე, ბოტასებით და ბოლოს ისე წავბორძიკდი, რომ კინაღამ ტლაპოში ჩავვარდი. სამაგიეროდ იმ დროს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ამქვეყნად😀 ეს ისე, მეგობრები კი ადამიანები არიან, რომელთა მიმართაც ქრონიკულ მონატრებას განვიცდი.

    • პირველი შთაბეჭილება სულ სხვაა😉

      თან მე ახლა საშინლად მენატრება ბათუმი და ზღვა, მაგრამ წვიმიანი ბათუმი ამ საშინელ მონატრებაზე უფრო მენატრება. ფოტოზეც რომ ვხედავ ბათუმის წვიმას, ლამისაა ფეხით ჩავიდე😀 არადა, წვიმა მაგრად მიყვარს მეთქი რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, მაგრამ ბათუმის წვიმა სულ სხვაა და ბათუმიც სულ სხვაა წვიმაში ^_^

      ვერ წარმოიდგენ როგორ მესმის მეგობრების ქრონიკული მონატრების, დღეებს ვითვლი უკვე🙂

  7. სტეფანოვკაში იყავით?

    მეგობრობა ის გრძნობაა, რომლის სიტყვით გადმოცემა ხშირად ჭირს, მაგრამ სულ პატარა საქმეშიც კარგად ჩანს.

    აი, ზუსტად!

    • მოლი, დაგვიწყებია შენ ბათუმური ტერმინოლოგია😛 სტეფანოვკაში კიარა, სტეფანოვკაზე😀

      ისე, ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში ვიყავით, არანაკლები მიკარგულია ეს, სტეფანოვკაზე გრანდიოზული ბაზრობა მაინცაა😀

  8. რა მაგარია.
    ანუ მე მყავს კარგი მეგობრები… ძალიან კარგი, ძალიან ჩემები….
    ჰეჰ…
    ი, რაღაცნაირად შემავსო ამ პოსტმა..
    გვირიილიკო, შენ ხარ ქალი, მაშა… ისეთი პოსტი დაწერე, კბილის ტკივილი გამიყუჩდა.. :დ:დ:დ:დ

    • უf, გამაყუჩებელიც ვარ😀 შეხედე შენ!..😀😛

      მაც, ბადნიერი ხარ რომ გყავს მასეთი მეგობრები და არ დაკარგო, მაგრად ჩაკიდე ხელი და არ გაუშვა, დააფასე რაც გაქვს😉

      ხო, პოსტის შეფასებისთვის მადლობა ^_^

      • არ გავუშვებ არცერთს..
        ყველა ჩემია…
        აიაიაიიაიაიაიაიაიაიაიაიააი, ზალიანმიყვარს ორივეე…
        საშინლად, საზაგლას, საზიღად…❤
        გვირილიკო..❤

        • “ველიკალეპნაია ტროიკა”😀 (შესანიშნავი სამეული – სპეციალურად მაცოსთვის :-P).

  9. ჩემს დროს “ში” იყო🙂

    ისე, რომ ჩამოვრჩი, აღარ მიკვირს… მე სხვა ქუჩები და სხვა მაღაზიები მახსოვს🙂

    ხოფას ბაზრობა ჩემი წამოსვლის შემდეგ გაჩნდა მანდ.

    ჯავახიშვილიც შორსაა კი, მაგრამ ბათუმი ისეთი ციცქნაა, ქალაქგარეთო, რომ ამბობენ, ბარცხანა ან მახინჯაური მგონია.

    • ხო, ბათუმს “ქალაქგარეთ” არ აქვს😀 მაგიტომ დავარქვათ “საცხა მიკარგული”😀

      ვახ, შენ კაი ხანია ყოფილხარ წამოსული, მე მეგონა ხოფა დასამაბითგანვე არსებობდა მაქ😀

      • მე რომ წამოვედი, დუმბაძეს ჯერ ისევ კომკავშირი ერქვა🙂

        • არადა, ერთ-ერთი ულამაზესი ჩიხია დუმბაძე და ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი მწერლის სახელი ჰქვია. კომკავშირი უნდო ყოფილიყო მაგი?😀

          • ჩიხი? ახლა დუმბაძე რას ჰქვია, არ ვიცი, მაგრამ თუ კომკავშირს დაარქვეს (და ასე მახსოვს მე:) ) კომკავშირი საკმაოდ გრძელი ქუჩა იყო. ბულვართან, ინტურისტების გვერდით იწყებოდა, რუსთაველს კვეთდა და კინო “თბილისის” კუთხეში რომ აფთიაქი იყო, მინიმუმ იქამდე გრძელდებოდა.

            ჩიხი მანდ კახიანის მახსოვს. კომპავშირის პირველ ნომრებს და კომისარიატს შორს.

            • მე ბულვარის მხარე აღარ მივათვალე😀 მარტო კინო “თბილისის” გვერდითა ნაწილი ვიგულისხმე რატომღაც და ეს ჩიხია ჩემთვის😀 თუმცა, არც ისე ვიწროა და ჩიხი რატომ მგონია ნეტა?😀 ალბათ იმიტომ, რომ მოკლეა და ლამაზი😀

              • ქუჩაა🙂 ვიწრო და საყვარელი🙂 მაგ გზით დავდიოდი მუსიკალურში🙂

                ბულვარის მხარის კომკავშირი მე არ გამომრჩებოდა, ბოლოს და ბოლოს, მანდ ვცხოვრობდი🙂 ორ ნომერში🙂

  10. მეგობრობას და ჩემს მეგობრებს მივუძღვენი ჩემი ბლოგის მე2 პოსტი ^_^

    • მეც მაქვს რამდენიმე პოსტი კონკრეტულად მეგობრებზე, თუმცა ბევრში ისედაც მოიაზრებიან, ბათუმზე სადაც ვწერ, იქ მეგობრებიც თავისთავად იგულისხმება, მათ გარეშე გაუფრულდებოდა ბათუმი, ოღონდ მართლა.

      • მე მახსოვს შენი ორი მეგობარი, წამოსვლის წინ პლაჟზე რაღაც ლაითად ალკოჰოლურს რომ წრუპავდით, მერე ვაშლები ჭამეთ და საკნატუნები აკნატუნეთ, მერე ბრედ პიტი და კიდევ ვიღაცები შეგხვდნენ და თქვენთვის არ გვცალიაო, უთხარით…

        და კიდევ ერთი მახსოვს, ოღონდ იმის გახსენება არ მიყვარს. აი, ქორწილში რომ იყავი, ის მეგობარი.

        • მოლი, როგორ მიხარია ეს ამბავი ვერ წარმოიდგენ. არ ვიცი რატომ მესიამოვნა ასე ეს ყველაფერი რომ გახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ საშინლად მესიამოვნა :-*

          ხო, იმ დღეს ბრეტ პიტი, ჯუდ ლოუ და ჯონი დეპი იყვნენ😀 ოღონდ ბრედ პიტი ახლანდელი კი არა, რამდენიმე წლის წინ რომ იყო ისეთი😀 არ გვეცალა კაცო მაგენისთვის და რა გვექნა😀

          ხო, ქორწილში რომ ვიყავი ის მეგობარი მეც მახსოვს ცხადია, თურმე მასაც ვახსოვარ… მარა მაგაზე მერე🙂

  11. მე შენი ფრენდუშკა მახსოვს, ჯესი🙂

    • ხო, ფრენდუშკა მეც მახსოვს და განსაკუთრებით დამამახსოვრდა სიმთვრალეში ნახვის ამბავი😀 მარა ეს პოსტი ახლახანს იყო, სხვაც ყოფილა აშკარად და არ ვიცით.

      • სიმთვრალეში ნახვა ჰიტი გახდა🙂 დღემდე ღიმილით ვიხსენებ🙂 ფრიად აქტუალური იყო და იმიტომ. ასე, მხოლოდ ჯესის შეეძლო, დაეწერა🙂

        • ხო, მართლაც🙂 არადა აშკარად მასეა, უბრალოდ ცოტა ვინმე თუ აქცევს მაგას ყურადღებას.

          • ახლააა სტოპ… ვინ მნახა ვინ ვინ ნახა… რა სიმთვრალე… რა შუაში ვარ ? რას მაბრალებთ ? :))) ^_^

            • მე და გვირილას შენი პოსტები შენზე უკეთ გვხსომებია, ჯესი🙂

              ფრენდუშკა გახსოვს? მანდ გეწერა, მეგობარი ის არის, სიმთვრალეში რომ ყავხარ ნანახი და მაინც უყვარხარო🙂

              ჰოდა, ეს გავიხსენეთ ჩვენ. ფრიად აქტუალური ფრაზა იყო🙂 ცხოვრებისეული გამოცდილებით სავსე🙂

              • ჯესი რამ დააბნია ნეტა?😀 შენი პოსტები ჩვენ როგორ უნდა გვახსოვდეს ქალო შენზე უკეთ?😛😀

  12. მთვარეული

    უბრალოდ, მიყვარხარ ამ შტერი გულით ძააააალიან ძააალიან :*:*

    • მეც მიყვარხარ არანაკლებ შტერი გულით😀
      დღეს თემას ვასრულებ და უნდა ვილაპარაკოთ😉

  13. ეეე, ეს მეგობარი ხო მე ვარ! მეეე! ^__^ დიახ, ჩვენ ნამდვილი ‘ტრუმ–პურუმ–პურუმ–პურუმ–პუ–რუმ–პუმ–პუ’ მეგობრები ვართ! პ.ს. რაცხა кажется дождь собирается❤

  14. რა ბედნიერი ხარ ასეთი მეგობარი რომ გყავს❤
    მეც მყავს❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: