დოგმები!!!

ხანდახან ალკოჰოლი კაი რამეა. რაღაცისგან გათავისუფლებს, გიშვებს და თავისუფლად ცურვის საშუალებას გაძლევს. ამ დროს შეგიძლია უბრალოდ გამოეთიშო რეალობას.

ცუდია, როცა იმდენად ზღუდავ თავს, იმდენად გეშინია შეცდომების, რომ ჩვეულებრივზე საკმაოდ მეტი ალკოჰოლის მიღების შემდეგაც სიმთვრალე არ უნდა გეტყობოდეს.

არადა, თავში რაღაცა ტრიალებს, ხსნის გრძნობებს და ემოციებს თავისუფლებისკენ უშვებს. გინდა ილაპარაკო გრძნობებზე, რომლებიც სიფხიზლეში არც ისე მარტივი გამოსახატია და მხოლოდ საქმით ჩანს, სიტყვით არანაირად. გინდა უბრალოდ მოეშვა. თქვა, რომ გენატრება; გინდა იყო სუსტი და იტირო როცა გეტირება; დაიკიდო ყველა და ყველაფერი; უთხრა ადამიანებს, რომ შენც შეიძლება მოგბეზრდეს რაღაცეები.

მარაზმია, როცა თავისუფლებაზე საუბრობ, ცდილობ სხვისი თავისუფლება არ გათელო სიტყვით თუ საქმით, ამ დროს კი საკუთარ თავისუფლებას მკაცრად ზღუდავ!

მარაზმია გაჩუმება იმის გამო, რომ რამე ზედმეტი არ თქვა და მარაზმია არ შეირგო იშვიათი სიმთვრალე. სვამ დადებითი ემოციის გამო და იღებ მხოლოდ მომქანცველ თავბრუსხვევას.

ამ დროს გეზიზღება საკუთარი თავი და დოგმები, რომლებშიც ცხოვრობ და არ გინდა აღიარო. იდეალური არავინაა და შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ამის პრაქტიკულად გააზრება ცოტას შეუძლია, ქვეცნობიერად ვისწრაფვით იდეალურობისკენ და ვიზღუდებით, ვიხვევთ საკუთარ თავში რაღაცეებს. ამის მიზეზი კი ერთია – მიუშვებ თავს და შედეგი იქნება ის, რაც ზოგადად მიჩნეულია ცუდად. ეს ცუდი კი შეიძლება იყოს თუნდაც ბევრი და უაზრო ლაპარაკი, რაც შენ არ გეპატიება!

რომელ თავისუფლებაზე გაქვს პრეტენზია?! ვის აკრიტიკებ?! იხრჩობი დოგმებში!!!

ახლაც, ზუსტად ახლა, როგორც არასდროს, გინდა ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, მოწიო ყავასთან ერთად და რამე გემრიელ მელოდრამას უყურო პარალელურად. მარა არა, ფეხების მაგიდაზე შემოწყობა ცუდია, ყავისთვისაც უკვე გვიანია და სიგარეტი ხომ საერთოდ – მოწევა კლავს!

დოგმები, ჩარჩოები!!!
ჯანდაბა!!!

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/06/19, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 58 Comments.

  1. жизнь это каиф, или каиф это жизнь??? ამ კითხვას ცხოვრებისეული პასუხები აქვს😉

  2. ყველას თავისი არჩევანი აქვს…😉

  3. როცა ნასვამი ვარ, შემიძლია ძალიან უაზრო სიმღერას უზომოდ დავუმუღამო, თან ისეთს, სხვა დროს რომ ვრთავ ხოლმე… ეს ისე… პოსტთან ირიბ კავშირში…

    დოგმებს რაც შეეხება, ეგენი რაც შემოვიღეთ ადამიანებმა, მანდედან აირია ჩვენი ცხოვრება…

    • ხო, ალბათ გეთანხმები… თუმცა, სრული თავისუფლების მომხრეც არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებს ვაპროტესტებ🙂

  4. если нельзя, но очень хочется, то можно🙂

  5. ჰაჰ, ეს რუსული..
    არა, კაცმა როგორ არ უნდა იცოდეს ეს ჯანდაბა და მარაზმი რუსული?
    ფფფ….

    • კი, რუსული უნდა იცოდე🙂

      მოკლედ, პოსტში რუსული არაფერი მაქვს მგონი და კომენტარებს რაც შეეხება, შიოს კომენტარში იყო “ცხოვრებაა კაიფი თუ კაიფია ცხოვრება?”. მოლი კი ამბობს, რომ “თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, მაშინ შეიძლება”.

      აჰა, როგორი თარჯიმანი ვარ?😛

    • მაცო, რუსული რატომ არის მარაზმი?🙂 პუტინი რომ ცუდი ტიპია, იმიტომ?

      • მე სპეციალურად ავარიდე მაგას თავი მოლი😀 რატომღაც მჯერა, რომ მაცო მაგიტომ არ ამბობს🙂

  6. ალკოჰოლთან ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს. ძალიან მეშინია სიმთვრალის. ამიტომ, არც მახსოვს ბოლოს როდის დავლიე, თუნდაც ერთი ყლუპი.

    • რატომ გეშინია სიმთვრალის? მგონი დაახლოებით ჩემი ვარიანტია და მაგაზე ვბრაზდებოდი ზუსტად გუშინ. მაგრამ ალბათ ასეც უნდა იყოს, რავიცი…

      • ისე, მთვრალს და გონებაარეულს ვერც სხვას ვიტან და ვერც საკუთარ თავს.

        მეშინია მთლად ის სიტყვა არ არის. უბრალოდ, არ მიყვარს. თორემ რისი უნდა მეშინოდეს – ვისი რა საქმეა, მე რას დავლევ და რამდენს.

        შინ ენოთეკა მაქვს. ოღონდ ღვინის კი არა, ვისკის მარაგი და როცა მინდა, არც გასინჯვაზე ვამბობ უარს.

        • ეს თავისთავად მოლი, სხვა რას იფიქრებს იმიტომ კიარა, უბრალოდ, საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, თუნდაც იმიტომ, რომ ისევ საკუთარ თავთან ვიყო “ღირსეული” (არც ისე ზუსტი სიტყვაა). მეც არ მიყვარს მთვრალი ხალხი, მარა ზუსტად იმას ვამბობ, რომ როცა ერთხელ გინდა მოეშვა, იქნებ ჯობია, რომ გამოუშვა ბოლომდე ემოციები და არ შეიზღუდო. არ ვიცი… იქნებ ასეც უნდა იყოს და უნდა ვღზუდავდეთ საკუთარ თავს ზედმეტადად, არ ვიცი…

      • სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე რამდენიმე მიზეზის გამო მეშინია.
        1. არ ვიცი როგორი ვარ მთვრალი
        2. მეშინია ისეთივე ამაზრზენი არ ვიყო, როგორადაც სხვა მთვრალი ხალხი მეჩნებება.
        3. საღ გონებაზე მყოფი ვარ ბოთე და მთვრალი რაღა ვიქნები.
        4. მეშინია არ მივეჩვიო დალევას.

        • მიზეზები მეც იგივე მაქვს და კიდევ რამდენიმე.
          ხოდა, გუშინ რამდენიმე ჭიქის შემდეგ, სწორედ ამ მიზეზების გამო დავიწყე ბუზღუნი😀 ანუ, ხანდახან მაინც მინდა ვიყო ამ მიზეზებისგან თავისუფალი, ხშირად არა ოღონდ😀

  7. daleva aucilebelia charchoebidan amosavardnad??
    me egre ar vfiqrob.
    daleva dzalas gmatebs da ufro tamams gxdis??
    arc egre ar vfiqrob
    albat es yvelaferi mainc individualuria

    • საქმეც მაგაშია, რომ მეც მაგ აზრზე ვარ. ზუსტად მაგაზე მაქვს საკუთარ თავთან პრეტენზია, რომ რაღაცეებისგან გასათავისუფლებად სხვას დალევა მაინც შველის, მე კი ესეც ვერა და ყოველთვის ბოლომდე ვაკონტროლებ თავს, სიფხიზლეზე ხომ აღარაფერს ვამბობ. იქნებ ასე უკეთესიცაა, არ ვიცი…

  8. მე არ მივყარს სპირტიანი სასმელი და ვერც ვსვამ,როგორც ჩანს ამ მხრივ ძალიან თავისუფალი ვარ დოგმებთან დაკავშირებით🙂

    • არც მე მიყვარს🙂 სულ რამდენჯერმე დამილევია და ისიც მეგობრებთან ერთად პლიაჟზე, არაყის და წვენის ნაზავი, რომელიც ძალიან არ ათრობს და თან გემრიელია ^_^
      მხოლოდ გუშინ იყო გამონაკლისი, ანუ არაყი დავლიე პირდაპირ, არც მეგონა თუ შემეძლო😀

  9. ოხ ეს გვირილური აზრები.

    “ემანუელა და გიგოლი ამერიკაში”

    • რას ერჩი გვირილურ აზრებს?🙂

      და ვაფშეტა, საიდან გაჩნდი აქ?😛 კაი ხანია არ დამინახიხარ😛😀 მეორედ welcome🙂

  10. რა უცნაუირი პოსტია…… დოგმები ცოდია, მაგრამ ადამიანისთვის საჭიროა რაღც ჩარჩოები… სხვანაირად იქნება ქაოსი

  11. გალახად დადიხარ შავბნელ ბლოგებზე და ფრჩხილად(არ შემშლია) იყავი!
    საიდან გავჩნდი და მე და ემანუელამ აქვე ჩავირიძგინეთ და შემოგიარეთ ცოტაოდენი წუთებით.

    ინკოგნიტო და თვალთმაქცო თა

    • შენი ბლოგი შავბნელია?😛
      გუშინ ვიყავი და გამომყევი ხო?😛

      “ინკოგნიტო და თვალთმაქცო თა” – ??? რამე ინტელექტუალური თქვი და ვერ გავიგე?😀😀

      • კისერზე წიხლს ნუ მაჭერავ!

        • კაი, არ დაგაჭერავ😀 ეს “ავ” მაინც საიდან მოიტანე?😀 არა რა, ინტელექტის ზეიმია😀

          • ინტელექტი ინტელექტი რა გამიჭირე საქმე ამ ინტელექტით? არ ვარ და არც ვცდილობ ინტელექტუალობას, მაგრამ ერთ ჯენტლმენურს კი გეტყვი: ბორჯომი და გუდაური, მოხდა რაღაც უცნაური! :))

            კარგი ბიჭი ხარ!

  12. მომენატრა შენ ბლოგზე კომენტარის დატოვება😀

    იცი, მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩარჩოები და დოგმებიც, იმიტომ რომ არ შეიძლება აკეთო ყველაფერი და თქვა ყველაფერი. ზოგჯერ მგონია, რომ სიმთვრალეში რასაც ვაკეთებთ, ვამბობთ ან რისი გაკეთებაც და თქმაც გვინდა ხშირად არ შეესაბამება ჩვენ სურვილებს, ვგულისხმობ იმას, რომ მცდარი მგონია შეხედულება იმის შესახებ, რომ მთვრალი ადამიანი გულახდილია და აკეთებს იმას ან ამბობს იმას რაც ნამდვილად უნდა. არა, უმეტესად ეს უაზრო გონების დაბნელება და არევაა, არევა იმის რაც გინდა და რაც არ გინდა. ის შეცდომები, რომლების დაშვებისგანაც სიფხიზლეში თავს ვიკავებთ არასოდეს იქნება კმაყოფილების მომტანი, პირიქით 99% შემთხვევებში გვაიძულებს თავში ხელები ვირტყათ და ამას კმაყოფილებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ძნელია ზღვარი გაავლო მინდასა და საჭიროას შორის, ვინაიდან თუ ის გინდა რაც საჭირო არ არის და გრძელვადიან პერსპექტივაში კარგს არაფერს მოგიტანს არ შეიძლება გინდოდეს. ხშირად მიფიქრია, რომ უნდა გადავუხვიო წესებს და თუ მთვრალი ვარ ვაკეთო ის რისი გაკეთებაც მინდა – სამწუხაროდ არც ერთი ასეთი შემთხვევა კარგად არ მახსენდება. მოკლედ ბევრი ვილაპარაკე🙂

    • ხო, ჩემს ბლოგსაც მოენატრა შენი კომენტარები😛

      ბევრი ილაპარაკე კიარა, არგუმენტირებულად დამარწმუნე, რომ სისულელეს ვწერ🙂 მოკლედ, სრულიად მართალი ხარ და გამიხარდა ასეთი კომენტარი, გავერკვიე რაღაცეებში, ოღონდ მართლა.

      • ჰოოო?🙂 მაგარია :დ

        ისე კი მაინც ყველაზე მაგარია, ცოტა ხანს მოეშვა, რაღაც ”სისულელეები” ჩაიდინო და შემდეგ თქვა ”ჩავფლავდი, მაგრამ ძალიან მაგრად გავერთეო”. მე მქონია ასეთი გამოცდილება, თუმცა სიმთვრალესთან კავშირში არ არის. სიმთვრალეში კარგად მოსაგონარი ”სისულელე” არასოდეს ჩამიდენია :დ

        • ხო, მე არ მქონია და იმ დღეს მაგრად მომინდა მქონოდა😀 მარა აღარ მინდა, გადამინდა😛😀

  13. რამდენი ხანია არ დამილევია. ისე როცა დამილევია ხშირად თავიც შემიკავებია გაფრენისგან🙂 მაგრამ, მარტო იმიტომ რომ ვითომ მაგრად ვიტან სასმელს :))))
    ისე კი მომენატრა, დავლევდი ეხლა სიამოვნებით

    • მეც ზუსტად მასე😀 გამოდის რომ ვითომ კიარა, მართლა მაგრად იტან სასმელს, რომ ვერ იტანდე მშვენივრად გააფრენდი😀

      ხო, ხანდახან მეც მასე მინდება დალევა, მარა ორი ადამიანი მჭირდება მაგისთვის, ისე არ მიდის😀 შესაბამისად, გემრიელად კაკ მინიმუმ ერთ თვე ვერ დავლევ😀

  14. ვგიჟდები ალკოჰოლზე, ყავაზე, სიგარეტზე და შენზე. :DDDDDD

  15. აქსიომასი არ იყოს მეც ვგიჟდები ალკოჰოლზე, ყავაზე და სიგარეტზე… შენ ჯერ არ გიცნობ😉 რაც შეეხება დოგმებს მეზიზღება, ვერ ვიტან ა.შ ჭაობს დამსგავსებული და ჭაობივით აუტანელი სუნი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა რა წმინდაც არ უნდა ყოფილიყო თავის დროს ყველა წესს და ტრადიციას გადახედვა სჭირდება დროთა განმავლობაში…. მაგრამ აბა ადამიანი რისი ადამიანია თუ სხვისი მინუსით თავისი პლიუსი არ გააპიარა🙂🙂

    • კი გეთანხმები, მარა სხვისი მინუსით საკუთარი პლიუსის გაპიარება რა შუაშია ვერ მივხვდი😦 დავიღალე ნეტა?😀

      მე რომ არ მიცნობ არაუშავს, აწი გავიცნობთ მგონი ერთმანეთს, შენს ბლოგს შევავლე თვალი და მერე უნდა ჩავუჯდე აშკარად😉
      ხო, შენი პირველი კომენტარი ჩემთან ^_^ კვლავაც დაგელოდები😉

  16. gigoli – რატომ კაცო, რას მერჩი?😀

    • ისეთს არაფერს, უბრალოდ ვინაობის გარკვევა მინდა.

      • 😀😀 რით გამოვიწვიე შენი ინტერესი?😀
        იდეა მაქვს – შევეშვათ დროებით ჩემს ვინაობას, აუცილებელია სახელი და გვარი იცოდე? თითქმის არავინ იცის ჩემი ვინაობა აქ და მგონი კარგად გრძნობენ თავს, იქნებ შენც შეეცადო😉

        • არა, შენი იდეა არ მომწონს. კაი გვარს თავი დავანებოთ სახელი და ასაკი საკმარისი იქნება. ისიც თუნდაც იმეილზე.

          • ფეისბუქით რომ შევხმიანდეთ? სახელის რა მოგახსენო, მარა ასაკს გაიგებ მაქ🙂

            მოკლედ, თუ გინდა მომძებნე: გვირილა გვირილა

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: