მირაჟი (?)


რა მინდა იცი?

სისხამ დილით გავიღვიძო, მზე ჯერ კიდევ არ იყოს მწველი და სასიამოვნოდ ათბობდეს. დავყვე პატარა ქუჩას, ორი ჩიხი გავიარო და გემები და კატარღები დავინახო. ნელა, სეირნობით ჩავყვე მათ მწკრივს და ზურგზე უკვე მზის სხივებს ვგრძნობდე.

მერე ქვიშის ხმაური მინდა გავიგო, ჩემი სირულით გამოწვეული. ნაპირს ჩავყვე და თხელი ფეხსაცმელი ვერ მიცავდეს ქვებისგან, რომელებიც სასიამოვნო მასაჟის ფუნქციას ასრულებენ იმ მომენტში.

არც ისე ხალხმრავალი პლიაჟი მინდა დავინახო, ჩანთა და ნივთები იქეთ-აქით მიმოვფანტო და სასწრაფოდ დავიწყო გახდა. მერე მოუთმენლობის გამო სირბილით მინდა დავძლიო პლიაჟიდან ზღვამდე მანძილი და თბილი წყლის შეხება ვიგრძნო, სასიამოვნო ჟრუანტელი რომ დაგივლის ტანში ისეთი.

მერე სიამოვნების გასახანგრძლივებლად ნელ-ნელა მინდა შევიდე წყალში. წყალი კი თანდათან ზევითკენ იწევდეს და მხრებამდე რომ მოაღწევს, მერე დავიწყო ცურვა.

ნელი მოძრაობები მინდა გავაკეთო ცურვისას, თითოეული წამი უკეთ რომ შევიგრძნო. სხეულის სიმსუბუქე მინდა ვიგრძნო წყალში და რაღაცნაირი თავისუფლება.

მერე გავცურო შორს, სასიამოვნოდ დაღლილმა კი წყალზე ტივტივი დავიწყო. ამ დროს მზის სხივი უნდა მწვავდეს და წყალში ყოფნა ორმაგად სასიამოვნო იყოს, იმდენად, რომ ღიღინი მომინდეს.

მინდა ღრმად გასულმა უკან მოვიხედო და უკიდეგანო სივრცე დავინახო. უცებ შემდეშინდეს და მერე მივხვდე, რომ ჩემი ორიენტაციის უნარის წყალობით სანაპირო უკან კიარა, მარცხნივ (ან მარჯვნივ :-D) მოვიტოვე.

მინდა ზღვაში ვიყო და ამავდროულად მზეს ვეფიცხებოდე, შედეგად კი რომ ვერ გამოხატავ ისეთ სიამოვნებას ვგრძნობდე და ჩემდაუნებურად მეღიმებოდეს.

მინდა გავძღე ზღვით და მერე რაღაცნაირად თავისუფალი ავიდე ნაპირზე, თითქოს იქ, წყალში რაღაც დავტოვე, მოვიშორე. მინდა ნაპირთან ქვიშის სრიალის ხმა გავიგო და მერე უბრალოდ დავეგდო პლიაჟზე.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/06/18, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 16 Comments.

  1. ეს გრძნობა იცი რამდენი ხანია მაქვს?
    თავიდან ბოლომდე განვიცადე… ზღვაზე ვგიჟდები, ნამდვილი სასწაულია
    დამაჟრიალა: )

  2. ცოტაც….😉

  3. ზღვა მოგნატრებია, გვირილა🙂

    ისე, ეს ზღვა გაბრაზებული ჩანს… მე ასეთიც მიყვარს, მაგრამ მშვიდი მირჩევნია🙂

    • კი მოლი, ძალიან მომენატრა თან🙂
      ხო, ეს ზღვა ცოტა გაბრაზებულია, მარა მაინც ბათუმის ზღვას ჰგავს, მშვიდი ზღვა და წყნარი ოკეანე არ მინდოდა, ბათუმისთვის ბუნებრივი ვარჩიე😀

  4. 2 წელია არ ვყოფილვარ ზღვაზე.. და ამ დროის მანძილზე პირველად ვიგრძენი ესე ცხადად ტუჩებზე მარილიანი წყლის გემო.. კენჭების ჩხრიალი ნაპირთან და ზღვის სუნი, რომელიც დილით, ძალიან ადრე არის ხოლმე სანაპიროზე❤ აუ😦

    • კი, ზღვის სუნი დილით არის. კიდე ნისლი თუა მაშინ მთელ ქალაქში ზღვის სუნია (მაგაზე პოსტიც მაქვს დაწერილი :-P). მიხარია, რომ მარილიანი წყლის გემო იგრძენი ^_^ მე მომენატრა საშინლად და ცოტა ხანში რეალურად მოხდება ალბათ ეს ყველაფერი🙂

  5. ვაიმეე,როგორ მომინდა ზღვაზეეეეეეეეეეეეეეეე…..
    ცოტაც და…..
    როგორ მომენატრააა ბათუმიი…
    გამოცდების მერე მეც შემოგიერთდებიი … :))

    • უი, ახლა ვათვალიერებდი შენს ბლოგს🙂
      მეც გამოცდების დამთავრებას ველოდები, ისე მომენატრა ბათუმი და ზღვა, დღეებს ვითვლი უკვე😀

  6. გვირილას ბათუმი უნდა… ^^
    მალე წახვალ, გოგონა, და იიიმდეეეეენ იცურავებ.. ^^ უფუფუფ… :*

    • ხო ^_^
      წყლიდან არ ამოვალ😀

      • მერე შავიც იქნები… ^^ უფუფუფ..❤
        მე ვერ ვშავდები ვერასდროს.. სუულ წითელი ვარ.. განა ერთი-ორი დღე.. აი, სანამ ორი-სამი თვე არ გავა, მანამდე სიწითლე არ მივლის.. ისე მინდა ხოლმე, ჩემი მეგობრებივით – ზღმურტლივით შავი ვიყო… ^^

  7. ზაფხული, მზე და წყალი ჩემი მამოძრავებელი ძალებია. აი, ეს ნახე, ძალიან შეეფერება ამ განწყობას http://www.youtube.com/watch?v=xOoaGFJDAfg

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: