საღამოს…


საღამოს რუსთაველზე დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორც შუა ზაფხულში ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. სასეირნოდ გამოსული ხალხი ფაქტიურად გარბის ბულვარისკენ და იქ უკვე სეირნობენ გვარიანად დაღლილები.

რუსთაველზეც, როგორც ბულვარში, არც ერთი სკამი არაა თავისუფალი ამ დროს და სადაც კი შესაძლებელია, ყველგან ვიღაცა ზის.

მთვარი მსგავსება კი მაინც ისაა, რომ როგორც ბათუმში არაა ბულვარი ყველაზე კარგი ადგილი სასეირნოდ, ისევე თბილისში რუსთაველი, თუმცა, ორივე ადგილას ყოველთვის ყველაზე ბევრი და საინტერესო ხალხის ნახვა შეიძლება.

ყველაზე საინტერესო რუსთაველი შვიდი საათის შემდეგ ხდება. სწორედ ამ დროს შეიძლება აქ ნახო: უამრავი ხელიხელჩაკიდებული თუ მხარზე ხელგადახვეული წყვილი; დიდი რაოდენებოთ ნაყინი, იმდენი, რომ მაგდენი თუ არსებობდა ამ ქუჩაზე საერთოდ, არ გეგონა; გამოპრანჭული გოგონების ბრბო, თან ისე მოდიან, თითქოს ბრძოლის ველისკენ მიეშურებოდნენ; ასევე, ბიჭები აუცილებლად რეიბანით, ჯიბეში ხელით და რა თქმა უნდა, იფურთხებიან; აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეყვარებულებიანი გოგონები უფრო ნაკლებ გამოპრანჭულები არიან, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მათ მიზანს უკვე მიაღწიეს და დანარჩენები ბრძოლის პროცესში არიან. ამის დასტურად გამოდგება ერთ სკამზე მოკალათებული სამი გოგო, რომლებიც დროდადრო აპარებენ თვალს გვერდით სკამზე მსხდომი ორი ბიჭისკენ. თუმცა, ბიჭები ალბათ ვერც გრძნობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას და რაღაცას განიხილავენ. ორივე სკამის “წარმომადგენლების” შედარების შედეგად მარტივად შეიძლება დავასკვნათ, რომ გოგოები დროს ტყუილად კარგავენ.

მოკლედ, სეირნობის დროა რუსთაველზე და სასიამოვნო ჩრდილებია ქუჩაზე. ერთ სკამზე გოგო მოკალათებულა, მარა კომფორტულად ნამდვილად არა. გაწკეპილი ზის და პოზირებს მხატვრის წინ, რომელიც დიდი მონდომებით ხატავს. გოგოს თანმხლები ბიჭი დროდადრო ამაყად გადახედავს ხან გოგოს და ხან ჯერ კიდევ დაუსრულებელ სურათს.

რამდენიმე სკამს იქით ახალგაზრდა გოგო ზის, ელეგანტური კაბა აცვია და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ძალიან უხდება. პოპ-კორნს შეექცევა და გამვლელებს ათვალიერებს.

გვირილები… ქალი გლადიოლუსების შეკვრას ყიდულობს, რომელიც უბრალო პარკშია გახვეული და პატარა ბიჭს უჭირავს, სანამ დედა (სავარაუდოდ) ფულს გადაიხდის.

მშვიდად მოსეირნე ოთხი მამაკაციდან ერთ-ერთს მათხოვარი ბავშვი ჩამოეკიდა ფეხზე და ის ვერაფრით ვერ იშორებს, თანმხლები მამაკაცები ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებაში ჩავარდნილ მეგობარს, თუმცა ამაოდ. ფემძიმე ქალმა ჩამოიარა, იმდენად ლამაზია და ისე გემოვნებიანად აცვია, ოთხი მამაკაცი და მათხოვარი ბავშვისგან ყურადღება მომენტალურად მისკენ გადადის. თუმცა, მის უკან მომავალი შავსათვალიანი, გადაწეულ და პრიალა თმიანი, მაიკაზე უმკლავო ჯაკეტიანი და ნატახტარის ლუდის ქილიანი ბიჭის დანახვისას, ხვდები, რომ ძველ სურათზე დაკვირვება ჯობდა, რომლისგან მხოლოდ ატირებული მათხოვარი ბავშვი დარჩენილა.

მიყვები ქუჩას ქვევით და სკამებზე მოხუცები მოკალათებულან, მათ წინ კი ბავშვები დარბიან. ერთი ბიჭი ხესთან ატუზულა და თავი მორცხვად დაუხრია, მის წინ გოგო დარბის, ძალიან ლამაზი და ბავშვური კაბა აცვია, ბიჭს ეჯღანება, ენას გამოუყოფს, იცინის და დარბის. ბიჭი ხანდახან მორცხვად ამოიხედავს და ისევ ხრის თავს.

ხელიხელჩაკიდებულ წყვილს ერთი გოგო ახლია, რომელიც ვიტრინაში იყურება და ხანდახან აპარებს მზერას მოალერსე წყვილისკენ.

ის ფაქტი, რომ მანქანებს შორის დარჩენილ მცირე გასასვლელთან რამდენიმე ბიჭი ერთდროულად ჩერდება და გზას გითმობს, რაღაცნაირად გახარებს. გიხარია, რომ არ გადაგიარეს და გიხარია ისიც, რომ უბრალოდ არსებობს კიდევ ასეთი ხალხი.

გსიამოვნებს ლამაზი ოჯახის დანახვაც, წინ და-ძმა რომ მოსეირნობს და რაღაცაზე ტიკტიკებენ ხელებით. გოგოს ჯინსის შორტ-კომბინიზონი აცვია და ბიჭს Casual სტილზე შეუჩერებია თავისი არჩევანი😀 უკან მშობლები მოდიან, მშვიდად საუბრობენ და ქაღალდისგან დამზადებული ყუთიდან მზესუმზირას შეექცევიან.

წინ კი გოგონა მიდის, წითლად შეღებილი თმით და რატომღაც “რუსალკა” გგონია (ქალთევზა არა).

საპირისპირო მიმართულებით კი ბანცალ-ბანცალით მოდის გოგო, რომელიც წიგნს კითხულობს და ცდილობს არაფერს დაეჯახოს.

უკვე ჩამობნელდა და ლამპიონებიც ჩაირთო. ისევ სასეირნო ამინდია, მარა უფრო რომანტიკული.

ხოდა, მეტროში ჩასვლა ჯობია მგონი.

ვსიო😀

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/06/16, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 18 Comments.

  1. ვერ ვიტყვი ბათუმის ბულვარი ჯობიათქო და ვერც საწინააღმდეგოს დავამტკიცებ, ორივეს თავისებური ხიბლი აქვს, მაგრამ ყველაზე მაგარია ღამის სამ საათზე სეირნობა გინდა რუსთაველზე გინდა ბულვარში! სულ სხვა ხილია ორივე😉

    • რუსთაველზე არ მიცდია, მარა ბულვარში დაახლოებით მაგ დროს ვყოფილვარ. მართლა მაგარია, თითქმის არავინ ქუჩაში და რაღაცნაირი, იდუმალი (ან სხვანაირი, სვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე :-D) სიჩუმე🙂 მართლა კაია🙂

  2. გააჩნია განწყობას. თუ სეირნობ ე.ი. ან საქმე არ გაქვს ან სეყვარებული ხარ.😀

    • სხვა ვარიანტი გამორიცხულია ვითომ?😀
      ცდები ვითომ შხამიანო, მე ხშირად ვსეირნობ და შეყვარებული ნამდვილად არ ვარ, საქმეც მაქვს საკმაოდ ბევრი, მარა ამ საქმისკენ მიმავალი ვსეირნობ სწორედ🙂

  3. ვანდერფულ!🙂
    გვირილა, როგორ გამიხარდა ახლა ამის ნახვა. (მიზეზი იცი :დ)
    :**

  4. ბულვარის რა გითხრა და რუსთაველი მართლა არ არის საუკეთესო სასეირნო ადგილი…

    ბულვარში დღე-ღამის ყველა დროს ვყოფილვარ. დილის შვიდზეც, ღამის სამზეც, დღეც, საღამოსაც და ბულვარი ისეთია, ხალხმრავლობაც არ უშლის ხელს.

    • ნუ, რუსთაველს და ბულვარს თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა ბულვარი ჯობია. უბრალოდ, ბათუმში ძალიან ბევრი უფრო კაი სასეირნო ადგილია, ვიდრე ბულვარი🙂 მიუხედავად ამისა, მაინც მიყვარს ბულვარი და ამ ხალხმრავლობვაშიც ბევრჯერ მისეირნია, ოღონდ მანამდე სირბილით არ მივსულვარ😀

      • ჩემს სახლს და ბულვარს ერთი გადასასვლელი ყოფდა…

        ბევრი უკეთესი ადგილია, მართალი ხარ, გვირილა. ბულვარი,როგორც წესი, ხალხმრავალია და მთლად მყუდრო ვერ არის. მე ძველი ქუჩები, კერძო სახლები, გარეთ გამოდგმული სკამები და ღია ფანჯრები მირჩევნია…

        • აქ უკვე სრულიად გეთანხმები მოლი🙂

          ხო, კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს, დილით დამავიწყდა😦

  5. მე შაბათ კვირა მივდივარ ზღვაზე :)))))))))0 და ვნახოთ რა იქნება..მინდა ზღვა ზღვა მინდა …. აააააააა

    • ჯეს, ჩემზე ადრე უნდა ნახო ხო ჩემი ზღვა?🙂 მომიკითხე😀

      რა უნდა იყოს, კაი იქნება😉

  6. არ მიყვარს რუსთაველზე სეირნობა.. 🙂 იმაში გეთანხმები რომ ყველაზე საინტერესო ადამიანების ნახვა მანდ შეიძლება…

    • სეირნობა არც მე მიყვარს მაქ, მარა ხანდახან ჩემდაუნებურად ხდება, ლექციიდან რომ მოვდივარ ხომ ვერ გდავახტები მაგხელა ქუჩას😀

  7. გვირილიკო, ახლა შენს პოსტს რომ ვკითხულობდი, გულებიანი ანას ახალი პოსტიც მქონდა გახსნილი.. სხვათაშორის, ის სიმღერა ძალიან მოუხდებოდა შენს პოსტსაც..
    რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია.. უდაოდ.❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: