დავიჯერო მიცნობ? ^_^

(“ქუჩაში რომ შემოგხვდეთ, ვერ მიცნობთ!” – მინდოდა დამეწყო მე, მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოდ მეტყველებენ. თუმცა, წერეთლის მეტროს და პეკინის შემთხვევაში ალბათ მასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ფოტოები ნანახი ჰქონდათ (არადა, რავა გამიცრუა იმედი სანდრომ :-D). ხოდა, სწორედ ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ მკითხველის უმრავლესობა მართლა ვერ მიცნობს და შესაბამისად, პოსტსაც ისე დავიწყებ, როგორც მინდოდა.)

ქუჩაში რომ შემოგხვდე, სავარაუდოდ (და იმედია :-P) ვერ მიცნობ.

ალბათ ქუჩაში მოსიარულე მასისგან ბევრი არაფრით განვსხვავდები, მაგრამ ყველა ადამიანი ხომ ერთადერთია და განუმეორებელი. კი ჟღერს ცოტა ქედმაღლურად, მარა ფაქტია. და მიუხედავად ამისა, მეც იმ ერთი შეხედვით ერთგვაროვანი მასის ნაწილი ვარ, ქუჩაში რომ დაიარება.

თუ ხედავ, რომ მოდის გოგო ალადინის შარვლით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, კოხტად გადაწეული თმით, მაკიაჟით, სამკაულებით და გვერდით რომ ჩაგივლის ტკბილი სუნამოს სურნელს გრძნობ – ეს მე არ ვარ.

შავი კედები, ჯინსი და “მაიკა” (მაისური არ ჟღერს კარგად) რამე საყვარელი ნახატით – დაახლოებით ასე მაცვია ყოველ დღე. ამასთან, “მაიკა” ხშირად მწვანე ფერის რომელიმე ტონალობაშია, ჯინსი კი შეიძლება ჩაანაცვლოს მუხლამდე შორტმა. შავი კედები თითქმის უცვლელია, როცა ძველდება, ზუსტად იდენტურს ვყიდულობ😀 ნუ, თუ მაინცდამაინც იმ დღეს დამინახავ, როცა საცოდავი ორი კაბიდან ერთ-ერთი მეცმევა, შესაბამისად, შავი კედებიც აღარ იქნება. თუმცა, ეს ამბავი ფრიად იშვიათად ხდება, კაბის ჩაცმის სურვილი მთლიანად დამოკიდებულია განწყობაზე და ამინდზე.

რაც შეეხება ჩანთას, უსაშველოდ გრძელია, ხანდახან მუხლამდე და ზოგჯერ უფრო ქვევით იწევს. ბრელოკად საყვარელი დათუნია მყავს და კიდევ ჩემი მეგობრის დამზადებული აქსესუარი ამშვენებს. ჩანთები სულ ამოჩემებული მაქვს და რთულია გადავწყვიტო იმ ათასი სისულელის სხვა ჩანთაში გადალაგება. ამიტომ, რამდენიმე თვე ერთი და იგივე ჩანთით დავდივარ, რომელიც ყოველთვის მარჯვენა მხარზეა თავისთვის და მაქსიმუმ “ნაუშნიკებში” გადაიხლართოს. ამ დროს სასაცილო რაღაცეები მემართება თუ მაინცდამაინც მაშინ დამინახავ, დამეხმარე, გთხოვ😀

თმა აუცილებლად გაშლილი მექნება და ე.წ. “ჩოლკა” თითქმის ფარავს თვალებს, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ მქუბუქადაა შეღებილი, ანუ ტუში და შავი ფანქარი (თვალის ფერს კვეთს :-P). მაინცდამაინც გვერდით თუ ჩამივლი, სუნამოს სურნელსაც იგრძნობ, მაგრამ იქნება გრილი და ჰაეროვანი, ტკბილ სუნამოს ვერ ვიტან!

“ნაუშნიკები” ჩემთვის ისეთივე განუყრელი აქსესუარია, როგორც რამდენიმე “სამაჯური”. ეს ვითომ სამაჯურები სქელი ძაფებისგანაა დამზადებული და პლასტმასის პატარა თევზი, გასაღები და რკინის ექვსქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებს. მარცხენა ხელზე მხოლოდ ვერცხლის რგოლის ბეჭედი მიკეთია და სხვა სამკაულებიდან ისევ მცირე ზომის ვერცხლის საყურეს თუ შენიშნავ, ზოგჯერ კი პატარა ობობას ან დაახლოებით გვირილას ფორმის თექის ულამაზეს ყვავილს, მთლიანად მუქი მწვანეა და მაჩუქეს, განსაკუთრებულად მიყვარს.

დიდი შანსია მე ვერ შეგნიშნო, რადგან მუსიკას როცა ვუსმენ (და ქუჩაში ყოველთვის მუსიკას ვუსმენ) ცას ვათვალიერებ😀 სხვა შემთხვევაში ვიყურები ვიტრინაში ან მესიჯს ვწერ. იმასაც გააჩნია რას მწერენ, შეიძლება შუა ქუჩაში უაზროდ ვიცინოდე. არ გვიკვირს და ვაგრძელებთ გზას😀 არც ისაა გამორიცხული, დაგინახო, გიცნო და ჩაგიარო. ეს არ ეხება იმ ხალხს, ვინც თვითონაც მიცნობს, ანუ ფოტო ნანახი აქვს. სხვებმა კი მაპატიონ🙂

P.S. თეგ თამაშია ეს და მაცუნიამ დამთაგა. მეც ტრადიციულად, ვაგრძელებ თამაშს და ვთაგავ: თეას, ჯესის. აქსიომას, შიოს. გამიხარდება ფინიკი და heart1ess-ი თუ დაწერენ.

ვსიო ^_^

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/06/12, in (თეგ) თამაშები :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink. 33 Comments.

  1. ”თუ ხედავ, რომ მოდის გოგო ალადინის შარვლით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, კოხტად გადაწეული თმით, მაკიაჟით, სამკაულებით და გვერდით რომ ჩაგივლის ტკბილი სუნამოს სურნელს გრძნობ – ეს მე არ ვარ.” – კიდევ კარგი ეგრე დაამთავრე ეგ წინანადედბა, თორემ ალადინის შარვლიანი და ქუსლიანი ნამდვილად არ წარმომედგინე და სახე მომექცა კინაღამ – o.O😀

    • უუუf, ამოვისუნთქე😀 სულ მაინტერესებს რანაირი წარმოვუდგენივარ ხალხს და გამიხარდა ^_^

  2. უ ბლინ! მეთქი გადავრჩი და მაინც დამთაგა რაა!🙂
    ,,მოტრიალდი” გახსოვს?😛

  3. aax, meorejer davitage! UNAMUSO VAR DA AR DAVWER?😀 uiiiiiiiiiii, chemi nachuqari suratiiiiiiiiiiiiiiiiii :* :* :* :*

    • არ დაწერ და ნურც😛 დარდი რა, მე ისედაც გიცნობ😛
      ხო, სურათისთვის მადლობა უნდა მეთქვა წესით მინაწერში, მარა გამომრჩა და ახლა გეტყვი: მადლობა :-*

  4. რაღაცები კი იყო ახალი, მაგრამ ნიშნების უმრავლესობა, ხელნაკეთი სამკაულის ჩათვლით, ძველი პოსტებიდან მეცნო.

    anyway, გაუმარჯოს კომფორტულ ანონიმურობას!🙂

    • მიყვარს ყურადღებიანი ხალხი!.. ♥

      ხო, კომფორტული ანონიმურობა კაი რამეა ნამდვილად ^_^

    • virtualomani

      ეს ყურადღებიანობის ნიშანია თუ ნიჭი, რომ დაიმახსოვრო ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა ‘უმრავლესობა, ხელნაკეთი სამკაულის ჩათვლით’..🙂 ყოჩაღ!🙂

  5. აუF,როგორ მინდა გიცნობდე ….❤

    • ალბათ მოვა მაგის დროც ^_^
      ისე, ყველაზე კარგად თქვენ მიცნობთ, ჩემი ნაბჟუტურების მკითხველები🙂 ^_^

  6. მე გიცნობ, თუ თავს არ გადაიპარსავ.😀

    • არა, რას ამბობ, ამ თმას როგორ შეველევი😀 შენ იმიტომ მიცნობ, რომ…😀 სხვებს კითხე აბა😛

  7. ჰმმ :))) საინტერესოა….🙂
    დამთაგე გვირილ ?! დავწერ აუცილებლად🙂

  8. მე შენზე ნაწყენი ვარ…

      • virtualomani

        მე შენ კი არა, სარკეში რომ ვიხედები ჩემ თავს ვერ ვცობ.. მაგრამ გარკვეული აზრი კი შემექმნა უკვე შენზეე..

  9. virtualomani

    🙂

    • ძალიან კაი🙂 გარკვეული აზრის შესაქმნელად იყოს ზუსტად ეს პოსტი.

      და თუ არ ვცდები, შენი პირველი კომენტარი უნდა იყოს ჩემთან ხო?

      • virtualomani

        უი ხოო🙂 ეს ერთი და მგონი სხვა მრავალიც იქნებააა🙂 შენც ყურედღებიანი ყოფილხარ..🙂🙂😉

  10. momewonaaa🙂 cnobit aramgonia gicno… magram saintereso adamiani iqnebiiii………🙂

    • ოჰ, მადლობა კატო ^_^
      შენი პორველი კომენტარი ჩემთან და როგორც ვნახე, საკმაოდ საინტრესო ბლოგი გაქვს. შემოგივლი ხოლმე😉

  11. ცადმაცქერალო ♥

  1. Pingback: ქუჩაში დანამდვილებით მიცნობთ :) « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: