მერე… :-)

საღამოს სეირნობას სხვა ხიბლი აქვს, სულ სხვა…

ვგიჟდები ლამპიონებზე და ღამით განათებული თბილისი ყველაზე მეტად მომწონს.

მერე რა, რომ მანძილი დიდია და ბოლომდე ვერ მისეირნდები. ამ დროს მანქანიდან დაკვირვებაც კი სასიამოვნოა.

ფანჯარა ბოლომდეა ჩაწეული, ნელა მოძრავი მანქანა და მუსიკა… ქარი თმებს უცნაურ ფორმებს აძლევს, მაგრამ ამ დროს სასიამოვნოც კია სახეზე თმის შეხება…

თითქოს (ან იქნებ ასეცაა) ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ მიდიხარ, ან მანქანა ჭრის ჰაერს და ქარს წარმოქმნის (სადღა მახსოვს ფიზიკა :-))… რაღაცნაირად სასიამოვნოა…

მერე… მერე მატარებელი და ერთი დღით ნანახი ერთი საყვარელი ადამიანის გაცილება.

დაკვირვებიხარ? უფრო მარტივია შენ წახვიდე, ვიდრე შენგან წავიდნენ. წამოსვლაც გიჭირს, მაგრამ მაინც მხნედ ხარ. აი, შენ რომ აცილებ და მიდიან…

ალბათ ისიც რთულია, დატოვო უკვე შეჩვეული ქალაქი თითქმის მთელი ზაფხულით.

ამაზე ზუსტად ერთ თვეში ვისაუბრებ🙂

მანამდე ვისეირნებ ღამის თბილისში და დავაკვირდები განათებულ ქალაქს.

ერთი თვე… მერე მატარებელი თბილისი-ბათუმი. გამთენიისას დანახული ზღვა, ზაფხულის დილის მზე და სითბო, სიცხე არა.

მერე უფრო ბევრი ზღვა, პატარა ქუჩები, საყვარელი ხალხი და სეირნობა უსასრულობამდე.

სოფელიც… მურადა არც მე დამხვდება, მაგრამ კავკასიური ნაგაზი, სახელად “ბარსა” (“ბარსელონას” ფან-კლუბი არ მაქვს სახლში და რატომ “ბარსა” დღემდე ვერ გამირკვევია) აუცილებლად. მანამ არ მოისვენებს, სანამ მხრებზე არ დამადებს დიდ თათებს და მერე კუდის ქიცინით არ გაიქცევა.

მაგრამ ამაზე მერე… ფაქტებით, და არა ვარაუდით🙂

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/06/07, in ჩვეულებრივ ასეა..., Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 42 Comments.

  1. ჩემნაირ ადამიანსაც კი შეაყვარებ სახლებს, ხეებს, ეზოებს ასფალტს რაღაცეებს ანუ რასაც ყურადრებას იშვიათად ვაქცევ ხოლმე! ჩემი ნიჭიერა ხარ შენ! რომ დაბერდები მწერალთა კავშირის წინ უნდა გაგიხსნა ციფრული ვარსკვლავი!😀

    • 😀😀 ვაიმე, მაგრად კი მაცინე😀 რეფერატს სულ სიმღერ-სიმღერით დავწერ ახლა🙂
      ვსიო, ველოდები ციფრულ ვარკვლავს🙂 ^_^

  2. ლაილაილაი… ^^
    ჰომდა, გვირილიკო, ბათუმს ესტუმრე? ^^
    მეც მინდა მანდ, ან ნებისმიერ ადგილად, ოღონდ თბილისიდან შორს ვიყო, უფრო სწორედ – გამოცდებიდან.
    დავიღალე, დავიტანჯე, მოვკვდი… ^^
    ქალად აღარ ვვარგივარ.. ესაა ცხოვრება? ჭირი მაგათ..
    გვირილიკო, უუცებ წარმოვიდგინე, ეს სტატია ჟურნალში რომ წამეკითხა რავარი იქნებოდა.. ^^

    • არა მაცუნია, სადაა ბათუმი ჯერ😦
      შენ ძაან გადაღლილი ხარ აშკარად, დაისვენე და მერე წაიკითხე ჩემი პოსტის მსგავსი სისულელეები, არეულად ვწერ და აგირიე ტვინი🙂

      გამოცდებს წარმატებით გადალახავ, ყოჩაღი გოგო ხარ, მთავარია არ ინერვიულო :-*

      ჟურნალს რაც შეეხება, ეს სტატია არ არი, ეს ნაჯღაბნია და ნაჯღაბნებს ჟურნალში არც მე მივიტან და არც დაბეჭდავენ😀

      • რაიო?
        გოგო, ეს ძველია, თუ ?
        ვეეერ მივხვდი. ;(
        ააამ, სტატია.. ნაჯღაპნები მხოლოდ მე მაქვს, ნუმეცილები, გოგო..😛 :*😀

        • კაი, ჩემი ნაბჟუტურები იყოს😛

          რა ვერ გაიგე? სადაა აქ ბათუმი? :O
          მერე წავალ-თქო მიწერია🙂 ღამის თბილისში ვსეირნობ-თქო და ა.შ.🙂
          :-*

          • არა, მე ძაან აგადვიღალე.. დღეს მარტო ვიქნები სხლში
            მეშინია. ;(

            • ნეტთან იყავი და არ დაგტოვებ მარტო😉
              ნუ გეშინია, რამე კაი ფილმი მოვძებნოთ და უყურე, მერე რამე დაწერე, იმეცადინე და ა.შ.
              მოვიფიქრებთ რამეს😉

  3. ბათუმი ივნისის ბოლომდე არაო, გვირილამ.

    რა დღეშია, მაცო🙂 როგორ დაღალა გამოცდებმა🙂

    • ხო, გადაიღალა ბავშვი. ცოტა ხანში დაბრუნდება ისევ ძველებური, თავისი “ლალალა”თი🙂

    • ეგა თქვი, ეგ..
      უთხარით, რომ დამანებონ თავი და აღარ ჩამიტარონ გამოცდები.. ;(

      • არა მაც, მაგას ვერ ვიზამ🙂 მერე გამოგადგება ეგ, მარა ნერვიულობა არ გინდა, დაითრგუნები. ვიცი, რომ შენ თავისუფლად შეძლებ მაგ გამოცდების ჩაბარებას და აბა შენ იცი!..😉

  4. ნიამუ ნიამუ პოსტიააა🙂 მეტი კომენტარი არ მაქვს :))

    • ესაა შენი კომენტარი?😀😀
      მადლობა ჯეს ^_^

      • აი ძალიან ლამაზი ენით წერ გვირილ🙂 ლაიქ ლაიქ ლაიქ (ობიექტურად გეუბნები) :* მიყ :))

        • ჯეს, ასეთი ფრაზები ყველაზე მეტად მახარებს, მით უმეტეს, როცა ვიცი, რომ არ მატყუებენ. მადლობა ^_^

  5. მე “აუაუ” მომწონს🙂

    “აუაუა, ნახე, გვირილიკო, მკითხველი გავუგზავნეში პირველი ვინ არის?” და იქვე, გაუჩერებლად🙂 “და ისე, ეს რას ნიშნავს?”

    რაც მე ამაზე ვიცინე🙂

    • საყვარელი მაცო❤

    • ეგ კომენტარი მახსოვს, მაგრამ რომელ პოსტსზე დავწეერე არ ვიცი.
      გვირილას ყველაზე მეტად მაცო უყვარს და ამიტომ იყო მაცოს ბლოგი პირველ ადგიზე.
      დიახაც.. ^^

      • პოსტი არც მე მახსოვს მაცუნია🙂
        მოლის ემახსოვრება😀

        • აჰა, მოლის საოცარი მეხსიერება აქვს… ^^
          ისეთი რაღაცები ახსოვს.. ^^

        • პოსტი არა😦 კომენტარი მახსოვს🙂 “აუაუ” მაცოს პოსტებიდან დამამახსოვრდა “აუაუ, თქვენ “შუა ქალაქში არ თამაშობდით” – აი, ასეთი პოსტი იყო, ოღონდ სამი აუ-თი და ორი აუ ჯობია, მაცო🙂 სამი ნამეტანია🙂

          • me kide gvirilikos პოსტები გადავღეჭე… მეთქი-სადაა.. ^^
            მმ, ლაილაილაი..
            წავშალო მესამე აუ? :*

            • სადღაც იქნება აუცილებლად🙂 არც თუ შორეულ პოსტებში.

              არა, მაცო, არ წაშალო🙂 მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ორი “აუ” მომწონს🙂

              • მმ, დიი განსხვავება არაა ჩემი ორი იქნება, თუ სამი.. ასთე რომ ჩავასწორებ ახლავე. :*

              • გოგო, ორი ‘აუ’ წერია.. :დ:დ:დ
                ახლა ვნახე და.. 😀😀😀😀

  6. ert tveshi mec vgegmav batums da…. gnaxav??😀😀

  7. ღამის თბილის მართლა მაგარია… თან თუ თბილა❤

  8. haerovani postia gviriliko

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: