წვიმს, წვიმს!..

სიგიჟე? სულაც არა!..

უბრალოდ წვიმა…

ჯერ დილა, ლექცია და ძილის სურვილი. ცხელა, ცხელა…

მერე წიგნი და პარკი.

მერე შეხვედრა თითქოს ძველ მეგობართან, სასიამოვნო საუბარი.

საღამო და მეტრო წიგნთან და მუსიკასთან სინთეზში.

… და წვიმა! დიდი, გრანდიოზული.

შხაპუნა და თავისი ჭექა-ქუხილით.

რამდენიმე წამიანი ფიქრი და გადაწყვეტილება.

მერე წვიმის წვეთების შეგრძნება სხეულზე. სირბილი. სველი თმის “სილა” სახეში და სასიამოვნო ჟრუანტელი.

მერე სეირნობა, უბრალოდ.

ერთადერთი დარდი იმ წამს და ისიც “ნაუშნიკის” შესაძლო დასველებასთან დაკავშირებით.

წვიმის წვეთების შეგრძნება სახეზე და რაღაცნაირი სიხარული. წვიმის გემო და ერთგვარი ნოსტალგია…

წვიმს, წვიმს!

წვეთები გეცემა, სველდები და თბილა. ხო, წვიმს და თბილა!

მთლიანად სველი ტანსაცმელი გეკვრის, არ გცივა. მისეირნობ და უსმენ მუსიკას.

მერე რა, რომ ტუშს უკვე თვალის ირგვლივ გრძნობ და არა იქ, სადაც უნდა იყოს🙂

არც ისაა ტრაგედია, წვიმამ ვარცხნილობა რომ გააფუჭა. “ჩორტ ს ნიმ!..”

წვიმს, წვიმს!..

ზოგჯერ მცირედ დეტალებსაც რამხელა სიხარული მოაქვს…

ბათუმური წვიმა და ჯერ სირბილი, მერე სეირნობა რატომღაც ღიმილიანი სახით და მოგზაურობა მოგონებებში…

აბა რას ვამბობდი? დროა სხვა რაღაცეებიც ვინატრო😀

წვიმს, წვიმს!

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/06/04, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 18 Comments.

  1. მეც მიყვარს წვიმა :*

  2. აქ რატო არ წვის… მეც მინდა მაგარმ არ წვიმს, ისე მინდა ლამის გავგიჯდე, მაგრამ მაინც არ წვიიმს😦

    • გაწვიმდება, სად წავა😉
      ახლა უკვე ღამეა და ვერ ირბენ წვიმაში, დილას ელოდება😉

  3. მუთმენლობის სინდრომი მჩირს დილამდე თუ გავქაჩე ყოჩაგ მე :)))

  4. რად გავჩნდი ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა…🙂😀 უცებ გამახსენდა🙂

  5. დღეს ყველას 2012ის ასოციაცია ჰქონდა. აი შენ ხარ ერთადერთი ვისაც დღევანდელი თბილი წვიმა ესიამოვნა❤
    რა კარგია ზოგჯერ ეს წვიმა

    • 2012 არა ისა!..😀 არ ვაღიარებ მაგას კატეგორიულად😀
      ხოდა, რაის 2012 კაცო, მშვენიერი ამინდი იყო. ეს თბილისისთვისაა უჩვეულო, თორემ ბათუმში ამისთანები ყოფილა?!🙂

  6. zafxulis wvima miyvars.
    cxel asfalts rom ecema da suni asdis miyvaaars

    • ოოო, კი, ნამდვილად კაი რამე გიყვარს ^_^
      დღეს დაახლოებით მასე იყო. ჯერ მაგარი სიცხე იყო და უცებ… გაწვიმდა!. მეტროდან ამოვედი და დამხვდა, ჩასვლისას კაი ამინდი იყო აშკარად😀

  7. გუშინ მეგობართან ერთად მთაწმინდის პარკში გასეირნებას ვაპირებდი და… ერთი სიტყვით, გადავრჩით. წვიმას ყავის სახლში ვეფარებოდით და საკუთარი წინდახედულობით ვამაყობდით.

    თბილისში წვიმა კარგია,შინ თუ ხარ და არსად გეჩქარება. თავსხმაში ხეტიალი მარტო ბათუმს უხდება🙂

    • კი, გეთანხმები და სწორედ მაგიტომ ვამბობ, რომ ბათუმურად გაწვიმდა🙂 ხეტიალიც მოუხდა შესაბამისად და მშვენიერი განწყობაც მოიტანა🙂

  8. ვგიჟდები წვიმაშ სეირნობაზე❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: