ურთიერთობები

დაკვირვებიხარ, რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანები სულ პატარა ნივთებს თუ მოვლენებს? ხშირად სიმბოლურსაც და რაღაცეებთან ასოცირებას ვახდენთ.

საერთოდ, ვთვლი, რომ ადამიანებზე და ნივთებზე შეჩვევა არც ისე კაი ამბავია, მაგრამ რობოტები არ ვართ და ყველაფერი თავისთავად ხდება.

მერე ადამიანებიც შეიძლება ისე გაქრენ ჩვენი ცხოვრებიდან, როგორც პატარა ნივთები, რომელთა დაკარგვაც არ გვინდა, რაღაცით მნიშვნელოვანნი არიან და ვერ ვთმობთ. თუმცა, ჩვენ არავინ გვეკითხება. ისინი მიდიან და მოდიან. ვიცი რომ ცუდად ჟღერს, ვიცი.

ერთხელ მითხრეს – მთელი ცხოვრება შენს გვერდით მხოლოდ ოჯახის წევრი თუ დარჩება, სხვა არავინო. მაქსიმუმ ერთი ადამიანი კიდევ, ვისაც უყვარხარ და ვინც გიყვარს, ერთგვარი “მეორე ნახევარი”-ო. მაშინ არ დავეთანხმე. მერე მივხვდი, რომ არის აქ სიმართლის მარცვალი. ახლა გვგონია, რომ კონკრეტული ადამიანების გარეშე ვერ გავძლებთ და ვერც ისინი უჩვენოდ, თუმცა, როგორც კი იქნება შესაფერისი მომენტი, უკანასკნელი ეგოისტები და იდიოტები ვხდებით, ვივიწყებთ მათ, ვინც მანამდე არ გვავიწყდებოდა.

თუმცა, თუ ადამიანი ნამდვილად ძვირფასია, ეს ერთგვარი ეგოიზმის პერიოდიც მალე გადადის და უბრუნდები საკუთარ თავს, ჩვეულებრივს. ამ დროს უბრალოდ უნდა დაფიქრდე, რას ნიშნავს თუნდაც ერთი, უბრალო მოკითხვა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის. შესაბამისად, არც სხვისთვის უნდა იყოს უმიშვნელო.

როცა ხვდები, რომ ადამიანი შენთვის ძვირფასია და შენც მისთვის, შეიძლება უბრალო მიზეზით დაკარგო? ხომ არ ჯობია გადააბიჯო პრინციპს ერთხელაც? არ ვიცი…

მაგრამ ვიცი, რამდენად მტკივნეულია საყვარელი ადამიანების უმიზეზოდ დაკარგვა.

ხო, ადამიანები ძალიან მარტივად ვეჩვევით სხვა ადამიანებს და პატარა ნივთებსაც კი.

და მე მინდა ისინი უფრო ძვირფასნი იყვნენ ჩვენთვის, ვიდრე პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნივთები.
მინდა უფრო გავუფრთხილდეთ მათ, ვიდრე იმ პატარა, მნიშვნელოვან ნივთებს.

მინდა მათი პოვნა უფრო გაგვიხარდეს, ვიდრე იმ პატარა და მნიშვნელოვანი ნივთის, დაკარგვის შემდეგ.

რა სასიხარულოა, რომ იცი ვიღაცას სადღაც უყვარხარ, ენატრები და სჭიდები. დიახ, ერთი ადამიანი მაინც არსებობს ასეთი და ეს დიდი ბედნიერებაა!..

საერთოდაც, მინდა გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს და შეგვეძლოს სიყვარული. დავფიქრდეთ, რა უაზრობა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება კონკეტული ადამიანების გარეშე.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/06/04, in ჩვეულებრივ ასეა..., Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink. 20 Comments.

  1. ,,დაკარგავა” ყველა ფორმაში ყველაფრის ტეხავს!😦

    • კი, ნამდვილად🙂 უბრალო ნივთიც კი მნიშვნელოვანია, აღარაფერს ვამბობ ადამიანებზე.

  2. შიომ ძალიან კარგად თქვა,ვეთანხმები.
    ”ხო, ადამიანები ძალიან მარტივად ვეჩვევით სხვა ადამიანებს და პატარა ნივთებსაც კი”–აბა რა,ამის გარეშე უინტერესო იქნებოდა ცხოვრება.
    ”რა სასიხარულოა, რომ იცი ვიღაცას სადღაც უყვარხარ, ენატრები და სჭიდები. დიახ, ერთი ადამიანი მაინც არსებობს ასეთი და ეს დიდი ბედნიერებაა!..” —დარწმუნებული ვარ შენ ძაააააალიან ბევრ ადამიანს უყვარხარ :*

    • ხო, მართალი ხარ, ამ შეჩვევის გარეშე მართლაც უინტერესო იქნბოდა ცხოვრება, თუმცა დიდი შანსია, რომ გეტკინოს, თან მწარედ.
      რაც შემეხება მე, ხო, ალბათ ვუყვარვარ რამდენიმე ადამიანს, ყოველ შემთხვევაში მათგან ამას ვგრძნობ და ძალიან მახარებს.
      მადლობა ^_^

  3. გულზე მომხვდა.
    არ ვიცი… იმდენად მტკივნეული თემაა ჩემთვის, ამ ბოლო დროს მარტივი გზაც ვიპოვე–არ ვიფიქრო.
    და რას იწვევს ეს არ ფიქრი სხვა თემაა, ვაპირებდი დაწერას ბოლო 1კვირაა, ვნახოთ: )
    ძნელია, ძალიან ძნელია.
    არც ვიცი რა დავწერო.

    • პოსტი დაწერე ნინიკო და წავიკითხავთ😉

      მესმის შენი, კარგად თან და სულ არ მიკვირს რომ კომენტარის დატოვება გაგიჭირდა.

  4. აი ლავ ევერივან :))

  5. ვერ ვიტან ასეთ შაქქრიან და მურაბიან პოსტებს! სექსებზე რომ დაწერო რამე არაა??? :DDDDDDDDD

    • აუf, ერთი დღე დავტოვე ბლოგი და ნახე რა😀
      არა აქსიომ, სექსებზე შენ წერ და კონკურენციას ვერ გავუძლებ😛😀

  6. პოსტები სექსებზე მაგარიაააა! ეროწიკები და პორნოები😀😀😀😀😀

  7. girlwithumbrella

    რთულია იმ ადამიანის დაკარგვა, რომელიც ძალიან გიყვარს😦

    • კი, ნამდვილად😦
      ამიტომ, უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ისინი და გული არ ვატკინოთ. თუმცა, ხშირად ესეც კარგავს მნიშვნელობას და უბრალოდ მიდიან…

  8. მე ჩემი ნივთების გაჩუქებაც არ მიყვარს, ესე მგონია იმ ნივთსაც გულს ვტკენ, ჩემზე ხომ არაფერს ვამბობ.. ჩემი ცხოვრებიდან ისეთი ადამიანები დაკარგულან და დამიკარგავს,რომ მეგონა ამათ გარეშე დღე არ გათენდებოდა. თუმცა გათენდა კიდევაც… და უბრალოდ მოგონებებად იქცნენ უკვე..

  9. “რა სასიხარულოა, რომ იცი ვიღაცას სადღაც უყვარხარ, ენატრები და სჭიდები. დიახ, ერთი ადამიანი მაინც არსებობს ასეთი და ეს დიდი ბედნიერებაა!”-ეს არის ყველაზე დიდი ჭეშმარიტება,რაც გვაძლევს ცხოვრების სტიმულს.სა
    ნამ ვინმეს ვჭირდები და ვუყვარვარ მანამ ვიცოცხლებ!

  10. უჯრის დალაგებისას რაღაც ძველ ნივთს რომ აღმოაჩენ..
    უცბად მოგონებებში გადაეშვები და სახეზე ღიმილი გადაგეფინება (დებილი ბავშივით :დ)..
    ვაჰჰ, როგორ მიყვარს ეგეთი ნივთები.. მით უმეტეს, როცა კარგ მოგონებებთან და ძველ ნაცნობებთან დაგაბრუნებს ხოლმე, ცოტა ხნით ^_^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: