გაწვიმდა…

(ამის ფონზე უკეთესად იკითხება წესით ;-))


გაწვიმდა…

ამ შუა თბილისში ბათუმურად გაწვიმდა.

გადარეული წვიმა წამოვიდა და გადასარევი განწყობა მოიტანა.

დღეს წვიმას თითქოს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – შექმნას სასიამოვნო განწყობა.

ბაღში სხვადასხვა ფერის ვარდებიც დასველდნენ, მაგრამ მაინც ამაყად უჭირავთ თავი და მსუბუქი სიოს დახმარებით კეკლუცად იბერტყავენ წვიმის წვეთებს.

ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, წვიმის და ყვავილების ერთგვარი სინთეზის შედეგად წარმოქმნილი. წვიმას სუნი აქვს?

ამშვიდებს ეს წვიმა.

არ ცივა.

მაინც ვიცმევ თბილად, ფეხმორთხმით ვჯდები აივანზე და ვაკვირდები წვიმას.

წვიმა – გიჟი და გადარეული.

ბათუმი – თბილი და ახლობელი.

ორივე ერთად ძალიან საყვარელი.

… ზაფხულია, ცხელა. მიდიხარ პატარა ქუჩაზე, მშვიდად და უარაფროდ. უცებ მოდის ისიც, ხმაურიანი და გიჟი. ყველა სადღაც გარბის, არც შენ გინდა დანებდე და ბოლომდე იბრძვი. არადა იცი, კარგად იცი, რომ ის ძლიერია, მაინც წამოგეწევა და სირბილს აზრი არ აქვს. მაგრამ წვიმაში სირბილი სხვანაირია, ვერც აცნობიერებ, მაგრამ მოგწონს ეს პროცესი და ამიტომაც გარბიხარ… მერე ისე გადადის სირბილი სეირნობაში, ვერც ხვდები. სასიამოვნოა სეირნობა, თბილა. ფეხსაცმელიც მნიშვნელობას კარგავს და უკვე მის გარეშე აგრძელებ გზას.
გამსუბუქებს წვიმა რაღაცნაირად. გინდა ირბინო, იცეკვო, იცინო…

წვიმა… სიცხე და ზღვა… ბანაობა წვიმაში, როცა ზღვა ისეთი თბილი გეჩვენება, როგორც არასდროს…

წვიმა… ბათუმი… საღამო და სეირნობა… მერე სირბილი, ვითომ სადარბაზო, კიდევ სირბილი… წვიმა, ბევრი წვიმა… და სახლი, სასიამოვნოდ დაღლილი და სველი რომ დაეგდები საწოლზე…

წვიმა… ჩვენ, სამივე… სახლი… ფილმი, შოკოლადი და ბევრი “სემიჩკა”, ძალიან ბევრი. თბილი პლედი და სისულელეებზე ლაპარაკი…

წვიმა… პლიაჟი… დალევა მაშველის “კოშკის” ქვეშ და მერე ტრენინგი. სიცილი, ბევრი სიცილი…

წვიმა და ბეშუმი… ცისარტყელა და მის ფონზე კითხვა. საღამოს კოცონი, სველ მიწაზე ძლივს გაცოცხლებული.
ხო, წვიმა…

გაწვიმდა თბილისში, ოღონდ ბათუმურად.

ვარდები ისევ ამაყად დგანან და ფოთოლზე ნელა მოსრიალებს წვიმის წვეთი.

ყველა სახლში შეყუჟულა, არავინაა გარეთ. ვხვდები განსხვავებას ბათუმის წვიმასა და თბილისის თუნდაც ბათუმურ წვიმას შორის.

და მაინც, თბილისში ბათუმურად გაწვიმდა, საშინლად რომანტიკულ განწყობაზე ვარ და გარეთ მინდა, წვიმაში…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/06/02, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 31 Comments.

  1. ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა და განსაკუთრებით ზუსტად მუსიკის ფონზე…თქვენი ბრალია რომანტიულ განწყობაზე რომ დავდექი თეთრო ყვავილო❤ ისე დღევანდელზე ერთი საპოსტე ამბავი მაქვს.. ამ დღეებში განვააახლებ🙂

    • მერედა, მშვენიერია რომანტიკული განწყობა😉
      ხოდა, ველოდები შენს პოსტს😉
      კაი ხანია არ ვყოფილვარ შენთან ისე😦 მოვიდე ერთი, ვნახო რა დაწერე ამ დღეებში😀

  2. მეც გარეთ დავსეირნობდი მაგ დროს ოღონდ ჩემთვის ფეხსაცმელს მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ლესელიძეზე წვეთიც არ დაცემულა და შორიდან ვხედავდი შენს მხარეს წარღვნას🙂

    • ნუ, ლესელიძე აშკარად სხვა სამყაროშია და რა ჩემი ბრალია😀
      სულაც არ იყო წარღვნა, ისე საყვარლად წვიმდააა ^_^😀

  3. მაშველი კოშკი ისევ დგას? ბავშვობაში უზარმაზარი მეგონა, მანდ რა ავა მეთქი… უსაყვარლესობაა…

    ბათუმი და წვიმა სინონიმებია :)ძალიან მიყვარს ორივე…

    • გააჩნია შენ რომელ კოშკს გულისხმობ😀 მაღალი კია და ყვითელი, რკინის კონსტრუქციაა რა🙂 პატარაა და სამნი ძლივს მოვთავსდით მაგის ქვემოთ😀 არადა რა საყვარლად წვიმდა😀

  4. ბულვარში, ინტურისტების შესასვლელის მხრიდან, ზედ პლაჟზე, კაფე-სანაყინეს წინ. ჩემს დროს თეთრი იყო.

    • მივხვდი🙂
      არ მახსოვს😦 მგონი აღარაა. რამდენიმე წლის წინ რომ იყო ნაღდად ვიცი. მარა ყოველ დღე სადაც დავდივარ იმ ადგილებს არ ვაკვირდები ხოლმე და იქნებ იმდენად შეეჩვია თვალი, ვერ შევნიშნე. არ ვიცი😦

      • ეჰ…

        მაგ სანაყინეშიმ ზაფხულობით, ყოველ საღამოს 100 გრამ ნაყინს მაჭმევდნენ -მეტი არ შეიძლება, პატარა ხარო.

        და ერთხელაც 150 გრამი რომ მომიტანეს, მივხვდი, რომ გავიზარდე🙂

        • 😀😀 შარშან ზაფხულს იყო სხვადასხვა ხილის ნაყინი ასაწონი მასე, როგორც ძველად❤
          წელსაც იქნება სავარაუდოდ😉
          მე კიდე, ივლისის ბოლომდე ვერ მივდივარ მგონი😦
          თურმე ზღვაზე დადიან უკვე😦

          • ვერცხლისფერ ჯამებში🙂 ჩემი ბავშვობის ნაყინი…

            არც ვიცი, წელს ჩასვლას თუ მოვახერხებ. არადა, მინდა. თუ ხანგრძლივად ვერა, შაბათ-კვირას მაინც გავსხლტები.

            ივნისია და ზღვის გარეშე როგორ გაჩერდებიან…

            • ხო, მე მაისის ბოლოს პლიაჟზე ვეგდე ხოლმე😀
              ვაიმე, როგორ მომენატრა!..
              იქნებ შენც მოახერხო როგორმე, თუნდაც სულ ზაფხულის ბოლოს, უფრო კაი იქნება😉
              თან კინოფესტივალი იქნება მაგ დროს😉

              • ბათუმი ყველანაირი მიყვარს, მაგრამ ზაფხულში – ყველაზე ნაკლებად. ბევრი ხალხი და ექშენი არ უხდება.

                კინოფესტივალამდეც ვცდი ჩამოსვლას.

                • ხო, მაგაში გეთანხმები😉
                  არადა, ბათუმი მარტო პლიაჟი გონია ხალხს😀

                  ხო, სცადე😉 მანამდეც და კინოფესტივალზეც😉

  5. გუშინ რა სასიამოვნოდ ვისეირნე ამ წვიმაშ, აქეთკენ ძალიან არ უწვიმია.. საბურთალოზე წაიღო წყალმა ყველაფერი..აქ სასიამოვნოდ წინწკლავდა, დავსველდი და ძლაიანაც გამიხარდა

    მიყვარს ზაფხულის წვიმა…. :))))))))

    და თბილისც მიყვარს ამ დროს.. და ალბატ დაგეთანმები, რომ ბათუმურად გაწვიმდა :))))) მინდა იქ ბათუმში😦

    • კი, ნამდვილად ბათუმური წვიმა იყო გუშინ🙂
      მეც მინდა ბათუმში, მაგრამ ვერ მივდივარ ივლისის ბოლომდე😦

  6. ვა რა სასიამოვნი იყო ამის წაკითხვა ვერც კი წარმოიდგინეთ. სასწაულად კარგად წერ. ჩემი თავი გამახსენა წვიმაში სირბილმა და სახლთან მიახლოვების სიხარულმა.
    მადლობა სიამოვნებისთვის

    • არაფრის. მადლობა შენ ასეთი თბილი და სასიამოვნო კომენტარისთვის!..
      თუ არ ვცდები, შენი პირველი კომენტარია ჩემთან🙂 გელოდები კიდევ😉

      • კი ნამდვილად პირველია🙂.სამწუხაროდ ვერ ვნახულობ სხვის ბლოგებს და პოსტებს ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის გამო (🙂 )

        • არაუშავს კაცო🙂
          მთავარია რომ ხანდახან ახერხებ😉
          მე სულ დაგელოდები და როცა გეცლება შემომიხედე თუ გინდა😉

  7. ძალიან ვისიამოვნე კითხვისას,აი წვმია თანაც მიყვარს და თანაც არა.. მგონი უფრო ჩემს ხასიათს გააჩნია❤

    • მეც მასე ვარ მგონი🙂
      ოღონდ ზოგჯერ ხომ არი სევდიანი წვიმა და ზოზინა, მაგას ვერ ვიტან!.. რაღაცნაირად მაფორიაქებს. შხაპუნა და მხიარული წვიმა მიყვარს ^_^

  8. მიყვარს წვიმაა ოღონდ ჭექაქუხილის გარეშეეეე :* :* მომენატრა შენი პოსტების კითხვააა

    • ვახ, ვინ მოსულა!..
      მე მომენატრა შენი კომენტარები შენი სტუმრობა საერთოდაც. მაგრად გამახარე!

  9. წვიამა ჭექაქუხილით, ბათუმური წვიმა, ყველანაირი წვიმა სიგიჟემდე მიყვარს… მაგ დროს მე არასოდეს გავრბივარ პირიქით ნელა სირულს ვიწყებ რომ ბოლმდე დავსველდე, გავილუმპო😉

    • ვააახ!.. ვინ მოსულა!.. ^_^
      დღეს დავსველდი მაგრად😀 და პოსტიც დავწერე მაგაზე😛

  10. მარტო აუზში :))) არ წვიმს არა ამ ქალაქში :(( ყველაფერი რომ ავურიე ხო მიხვდი :))))

  11. ჩემიი მშვევლელი :*:*

  1. Pingback: წვიმს, წვიმს!.. « გვირილა

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: