#1??

მის მოსვლას მოუთმენლად ელოდები. ამ მოლოდინისას ისე შფოთავ, თითქოს პირველი პაემანი იყოს და შენ კიარა, ის აგვიანებდეს.

ის თითქმის არასდროს გტოვებს მარტო, სახლიდან უნივერსიტეტამდე და უნივერსიტეტიდან სახლამდეც გაცილებს. ხანდახან შენ ღალატობ ჩუმად, როცა ამ სამსახურს არ უფასებ და უნივერსიტეტიდან სახლამდე მანძილს მის გარეშე, სეირნობით ამარცხებ.

დგება ნანატრი წამი და აი, ისიც გამოჩნდა. ის ყველასგან გამორჩეულია და შორიდანვე იცნობ. ამაში მისი “ტრაფარეტის” განსხვავებული ფერიც გიწყობს ხელს.

ნორმალური “მარშუტკებისგან” განსხვავებით და თბილისური “მაშუტკების” მსგავსად, “სამოთხეში” შესასვლელად მასაც ერთი კარი აქვს.

როგორც წესი, ამ “სამოთხეში” მეტისმეტად ბევრი ხალხია. თუმცა, გაგვიანდება და სხვა გზა არაა, ამ ნანატრ წამს ხელიდან ვერ გაუშვებ.

ამ ერთადერთი კარის საშუალებით უერთდები “სამოთხეს”, სადაც უამრავი განსხვავებული ადამიანი მოხვედრილა და სულაც არ ხარ დარწმუნებული, რომ მათ ეს დაიმსახურეს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სკამზე მხოლოდ ერთი ბიჭი ზის და იმასაც პროცესორი ჩაუხუტებია. “ჩორტ ს ნიმ!..” – ფიქრობ გულში და ეგუები მდგომარეობას. მყარად დგები სკამებს შორის ვიწრო გასასვლელში და ერთი მეგობრის რჩევის გათვალისწინებით, წარმოიდგენ, რომ სეინობ. სწორედ ამ რჩევის წაკითხვისას გეცინება და მწველი მზერითაც გაჯილდოებენ. ამას ემატება “ნაუშნიკები” და დიდი ჩანთა, საიდანაც ცალი ხელით ცდილობ ამოიღო საფულე იმ დაწყევლილი 50 თეთრის გამო. წარმოიდგენ როგორი სანახავი იქნები ამ დროს და უფრო გეცინება. “ვსიო”, ლამისაა გესმის “ნწუ, ნწუ, ნწუ, საცოდავი ბავშვი”. გიჟი თუ არა, არც მთლად ჭკვიანი ჰგონიხარ ყველას.

და აი, დადგა ნანატრი წამი!.. მგზავრი ჩავიდა, სკამი თავისუფალია!.. (“ასლანი წავიდა, აჭარა თავისუფალია”-ს სხვაგვარი ინტერპრეტაცია :-D). ეს სკამი საერთოდ სხვა ფენომენია. როგორც წესი, ორი განყოფილება აქვს და მგზავრები ერთმანეთისგან ზურგით სხედან. ძალიანაც რომ მოინდომო და ფეხები თავზე შემოიწყო, არც ერთი მგზავრი არ ჩაგივლის ისე, გემრიელად რომ არ ჩაგეხუტოს.

მძღოლი რა თქმა უნდა იგინება, რა თქმა უნდა ხელისუფლებას აგინებს და რა თქმა უნდა კონკრეტულად პრეზიდენტს. ღვედი მზარზე მსუბუქად გადაუგდია და დროდადრო ისწორებს, დამაგრება რა აუცილებელია, მთავარია პატრული დარწმუნდეს, რომ ყველაფერი რიგზეა. ღვედის მსგავდსად, ხანდახან ულვაშებსაც გადაუსვამს ხელს. საერთოდაც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მძღოლი, გარდა იმისა რომ მართავს “მარშუტკას”, სხვა სასარგებლო საქმეებსაც აკეთებს: იგინება, “ტრაფარეტს” ატრიალებს და შიგადაშიგ იმ ბოთლსაც ასწორებს, რომლითაც დამაგრებულია ეს “ტრაფარეტი”, უსმენს ნინო ჩხეიძეს და შიგადაშიგ “ბუტირკას” (ან პირიქით. ეს დამოკიდებულია მძღოლზე, მის განწყობაზე და შენს “იღბალზე”), ულვაშები და ღვედი ხომ თავისთავად. გარდა ამისა, რომელიმე მგზავრით უკმაყოფილოა აუცილებლად და ამ უკმაყოფილების ხარისხიდან გამომდინარე, სიჩქარეს უმატებს ან უკლებს. და რაც მთავარია, მძღოლი რის მძღოლია, ნეკა თითს მშვენიერი ფრჩხილი რომ არ უმშვენებდეს.

მძღოლზე დაკვირვების ბედნიერებას ის უეცრად ჩასული მგზავრი გისპობს, ფანჯარასთან გამოყოფილ ერთ სკამზე რომ იჯდა. საოცნებო ადგილი თავისუფალია და მზად ხარ მისთვის დათმო მძღოლის შესწავლა. პატარა ღია ფანჯრიდან შემოსული არც ისე სუსტი ნიავი გარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე და გზა სასიამოვნოდ გრძელდება უფრო სასიამოვნო მელოდიის ფონზე. ამ დროს ქუჩაში მიმავალი ხალხი სხვანაირია, შორეული, თითქოს ფილმს უყურებ. სწორედ აქედან გამომდინარე, სულ არ გიკვირს, ერთ-ერთი სალონის წინ ორმოციოდე წლის ქერა ქალს ახალ ვარცხნილობაზე ერთჯერადი ცელოფნის პარკი რომ დაუფარებია ნაზად, უცებ წამოსული წვიმისგან დასაცავად და თან ხელით ამაგრებს, ასევე უცებ მოსულმა ქარმა რომ არ წაიღოს.

მერე ქუჩებს ერთგვარი კლდეები ცვლის და სასიამოვნო მელოდიაც მათ ფონზე უფრო სასიამოვნოდ ისმინება. “მარშუტკაც” ცოტათი გამსუბუქდა და თვალის გასახარად ცარიელი სკამებიც კი შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეისთვის თბილი ჩახუტებები დამთავრებულია.

თუ “მარშუტკაში” ბიჭი ამოვა და თან ზურგჩანთიანი, ის აუცილებლად მძღოლის გვერდით რომ “სკამია”, იქ დაჯდება, მგზავრობის საფასურს მაშინვე გადაიხდის და შეიძლება მძღოლს საუბარიც გაუბას. (ეს ფენომენი ჯერ კიდევ ამოუხსნელია, ვცდილობ გავერკვე მიზეზებში, მაგრამ ამაოდ).

ფრაზა “სანამ გადახვალთ შუქნიშანთან გამიჩერეთ” არამარტო მძღოლს, შენც გაბნევს და კინაღამ გავიწყდება, რომ ეს სწორედ ის შუქნიშანია, რომელიც ამ “სამოთხიდან” გასასვლელის ფუნქციას ასრულებს.

არაყალბი ბედნიერი მზერით უწოდებ მძღოლს მგზავრობის საფასურს და გეღიმება კიდეც სუფთა ჰაერის და სიოს შეგრძნების სიამოვნებისგან.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/30, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 40 Comments.

  1. რა მაგარია რომ გამოაღწევ მაგ სუნების ლაბორატორიიდან და ღრმად დაკვლევ გამონაბოლქვიან მაგრამ მაინც სუფთა ჰაეერს!!!🙂 ისე მარშუტკაში სიცილი აკრძალულია მით უმეტეს მარტო🙂

    • ვინ თქვა რომ აკრძალულია?😀 ჩემი ბრალი არაა, მესიჯები მოდიოდა ფრიად სასაცილო😀😀

  2. ტელი უნდა გათიშო მაგ დროს :პ

  3. imdenad pozitiuri adamiani xar, rom iseti mdzime temac ki, rogoric marshutkaa, arc ise mdzimed asaxe😀 anda chemtvisaa es tema zedmetad mdzime :D:D:D:D:D:D:D:D

    • თემა ჩემთვისაც მძიმეა, მარა რაღაც ასე უკეთესად წავიდა, რავი😀
      მადლობა შეფასებისთვის ^_^ შენ რომ მსტუმრობ განსაკუთრებულად მიხარია :-*

  4. ერთი შენიშვნა – ჩემი აზრით ავტობუსის სურათი ბოლოში უნდა ჩაგესვა, უფრო მაგარი ეფექტი ექნებოდა, თორე თავიდანვე წვავს მკითხველი რაზე წერია, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტად გემრიელი ინტრიგა გამოდის ^_^
    ისე მეც წინა სკამზე ვჯდები, საფასურს ეგრევე ვიხდი, მაგრამ აი საუბარს არ ვუბამ ხოლმე, თუმცა სამომავლოდ გავითვალისწინებ – კაი აზრია ^^

    • ხოდა, რაღაცაშია საქმე, ყველა ერთნაირად რატომ იქცევა? ვირუსია? :-O😀😀
      ფოტოს ამბავზე მეც ვიფიქრე, მარა… გადავაადგილებ მოკლედ🙂

  5. აჰა, თავიდან მოცილების პონტია ^^

  6. “და აი, დადგა ნანატრი წამი!.. მგზავრი ჩავიდა, სკამი თავისუფალია!.. (“ასლანი წავიდა, აჭარა თავისუფალია”-ს სხვაგვარი ინტერპრეტაცია)”😀
    მომწონს შენი პოსტები, დავეთანხმები heart1ess-ს იმაში რომ ყველაზე მტკივნეულ თემას შენებურად, მხიარულად და ალალად აღწერ ხოლმე😀
    “სწორედ ამ რჩევის წაკითხვისას გეცინება და მწველი მზერითაც გაჯილდოებენ” – ამან გამგუდა სიცილით😀
    თბილისური რეალობა!

    • ხო, თბილისური რეალობა😀
      მადლობა კახი შეფასებისთვის, მიხარია როცა აქ ხარ😉

  7. რა საყვარელი პოსტია
    ძალიან საინტერესო გადმოცემის ნიჭი გაქვს,მიყვარს შენი პოსტები :*

    • ვერც წარმოიდგენ, როგორ მახარებს ასეთი სიტყვები :-*
      დიდი მადლობა, მართლა. მიხარია რომ კითხულობ და რომ მოგწონს მით უმეტეს😉

  8. დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიდი მომავალი გაქვს.:)

  9. არა რა, მხოლოდ შენ შეგეძლო მარშუტკით მგზავრობის აღწერა ასეთი სასიამოვნო წასაკითხი გაგეხადა, რამდენი ნაცნობი მომენტი აღმოვაჩინე ვერ გეტყვი, ვკითხულობდი და დებილივით არ მშორდებოდა ღიმილი სახიდან, განსაკუთრებით კი ეს: ”ამას ემატება “ნაუშნიკები” და დიდი ჩანთა, საიდანაც ცალი ხელით ცდილობ ამოიღო საფულე იმ დაწყევლილი 50 თეთრის გამო.” – მეგონა, რომ ჩემზე წერდი, ალბათ ეს უნივერსალურია😀

    • ხო, ალბათ უნივერსალურია ესეც და კიდევ ზურგჩანთიანი ბიჭი აუცილებლად მძღოლის გვერდით რომ უნდა იჯდეს და თანხა წინასწარ გადაიხადოს😀
      მიხარია თუ სასიამოვნოდ ჩაიკითხე და ძალიან მესიამოვნა შენი შენი სიტყვები ^_^

  10. ამ, ამ, ამ..
    ახლა თავი მტკივა..
    რაღაც წინადადების დაწერა მინდოდა და ვერაფრით ავაწყვე.. რა უბედურებაა..
    აზრებს რომ მოვიკრებ მერე დაგიშანშლალებ..
    მანამდე – ზუტი პოსტი იყო. ***
    ლავლავიუ..❤

  11. თუ სამარშრუტოთი (ავტობუსით) ვმგზავრობ და შორი გზა მაქვს,ვკითხულობ და როგორც ჩანს, უამრავი სახალისო მომენტიც დამიკარგავს🙂

    ჩხეიძესაც უსმენენ, არ დაიდარდოსაც და ბევრად უარეს რაღაცებსაც. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, სამარშრუტოს მძღოლი, ბედად, რომელიღაც რადიოსადგურის ჯაზ-პროგრამას უსმენდა და კიდევ ტაქსის ერთ მძღოლს კლასიკური როკის სიდი ჰქონდა ჩართული. სხვაგან სტანდარტული რეპერტუარია.

    • ნუ, ავტობუსში გამართულად მაინც დგახარ და აბა “მარშუტკაში” ადგილი თუ არ შეგხვდა, კითხვა სასიამოვნო პროცესი ნამდვილად აღარ იქნება🙂

      მე მახსოვს ბათუმში მივდიოდი, “ნაუშნიკებიც” საგანგებოდ მოვიმარჯვე და მძღოლი აბბას უსმენდა მთელი გზა. ისე გამიკვირდა და მესიამოვნა, ვერ აღვწერ🙂 თან მგზავრობას აბბა მაგრად მოუხდა🙂

      • ფეხზე მდგომი ვერც ავტობუსში წავიკითხავ და ვერც სამარშრუტოში… ფანჯარასთან ადგილი მინდა :ქურდიმოლი: და თუ შემხვდა, იცოცხლე, ჩავრგავ წიგნში ცხვირს და საერთოდ ვერ ვგრძნობ გზას და დაღლას.

        აბბა კარგია🙂 გზაში – განსაკუთრებით.

        • მე მეტროში შემიძლია ფეხზე დგომისას ვიკითხო, ავტობუსში ნამდვილად არ მიცდია და “მარშუტკაში” ვერ გავრისკავ😀
          უf, მომინდა ახლა კითხვა, არადა რეფერატი მაქვს დასაწერი. ჯანდაბა!..🙂

  12. gviriliko shen ar ici es situacia ramdenad nacnobia chemtvis :))

    dges mdzgoli “marshutkashi” wixlit tenida mgzavrebs. gadaviciot gadaviciot, am sityvebis fonze, lamis tviton chavida da fexit gamogvedevna

    • ვუი, მაგრად კი გამაცინე ამ შუაღამისას😀😀
      ეს წესი აქვთ მძღოლებს და მგონი უნდა შევეჩვიოთ, შეცვლის იმედი არ მაქვს მე🙂

  13. მე რაღაც არ მიმართლებს ხოლმე.. უმეტესად ფრესკა ვარ პროფილში და აწეპებული ამ ჯანდაბა მარშუტკებში.. თან რავარი გრძელი გზა მიწევს ეს ოხიერი სამსახურამდე ??😦 :დაჩაგრულითეა:😀😀
    შენებურად გემრიელი პოსტია, მნიამ🙂 :*

    • თეა მოვიდა, თეააა!..😀
      გამართლებით პრინციპში არც მე მიმართლებს, ამ პოსტში განსაკუთრებით😛
      მადლობა პოსტის შეფასებისთვის და კომენტარისთვისაც ^_^

  14. ააააა კაი იყო :))) მარშრუტკაში ვღადაობ ხოლმეეე

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: