კაია…

დილა…
ყავა და წიგნი საწოლში…
მონატრებული ნებივრობა…

მთელი დღე სახლში. სიამოვნებით მომზადებული საუნივერსიტეტო დავალებები და მერე უფრო სიამოვნებით წაკითხული დათო ტურაშვილი.

აივანი… წიგნი…
ვარდები უფრო დიდი რაოდენობით.
მზე… ცა… წიგნის ფურლები ირეკლავს სხივებს და ცალთვალმოჭუტული კითხულობ. მაინც სასიამოვნოა…

ბაღი აივანთან. თბილი მზე, ყვავილების სურნელი და პატარა შავი ფისო.

სიამოვნებით ჩაკითხული ბოლო გვერდიც და უკვე დახურულ წიგნზე რამდენიმე წამიანი ფიქრი, ერთგვარი გულის დაწყვტა იმაზე, რომ წიგნი მალე მიილია.

საღამო…
ინტერნეტი… მონატრებული მეგობრები, რეალურები და ვირტუალურები. მათთან კონტაქტი და უბრალო საუბრისგან მიღებული სიამოვნება.

წვიმა… შხაპუნა და მხიარული. სასიამოვნო ფილმი და არანაირი ახალი ამბები.
ვაკუუმი. შიში და გაურკვევლობა…

03:00 – პიკი. დრო, რომელსაც არ უნდა გადაცდე.

ვაკუუმი… არაუშავს.

საწოლი… გემრიელი და თბილი, წვიმაში განსაკუთრებით სასიამოვნო.

წვიმის მელოდია და ძილი ბაღიდან შემოტანილი იმ უცნაური ყვავილების სურნელში. მერე ისევ დილა… ისევ თავისუფალი დღე და ისევ წიგნი…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/26, in ჩვეულებრივ ასეა..., Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 27 Comments.

  1. აი იმ ფისოსავით ნებივრობა მომინდა,სურათზე რომაა. ♥ სულ არ მინდა ეხლა რეფერატის წერა😐 ))

    • უი😦 მე დილით ვნახე ეს კომენტარი, იმედია რეფერატი უკვე დაწერილია და მაღალი ქულაც მიღებული😉
      ხოდა, შედეგით კმაყოფილი ინებივრებ მაგ ფისოსვით😉

  2. კაია, მართლა კაია. ის გაურკვევლობა და შიში რაღა იყო?

    • ის გაურკვევლობა და შიში გუშინდელი აქცია იყო. ამ აქციების განსაკუთრებით მეშინია რატომღაც. შედეგების უფრო. ხოდა, მთელი ეს დღეებია ვცდილობ არ შევიმჩნიო🙂

  3. დადებითობაა.. პროტონებიანობაა.. ^^
    გვირილიკო, ხომ ხვდები, რომ ასეთი პოსტებია პროტონებიანი? აი, დადებითი და მზის სხივებით გაჟღენთილი.. ^^
    სითო.. სიტკბო..
    დღეს დედად ველაპარაკებოდი შენზე. ბოლოს გამიღიმა და მითხრა,- მჯერაო. ^^

  4. (მმ) რა კარგია

    • ჯესი მოვიდა ^_^
      სად ხარ შენ ამდენ ხანს? გელოდებოდი :-*

      • ჩემი გვირილაა❤ ჩათვლები მქონდა, შუალედურები ყოველდღე მთელი კვირა… ვერ მოვიცალე ვერანაირად.. ხვალ ან ზეგ რამე კარგ პოსტსაც გამოვაქვეყნებ და გადავუვლი ბლოგოსფეროს ^_^

  5. გვირილააა ესეთი დღე ბოლოს როდის მქონდა არ მახსოვს მინდაააა

    • ჩემთანაც იმდენად იშვიათადაა, რომ ავდექი და დავწერე😀
      ხოდა, მოიწყვე ერთი ასეთი დღე შენც😉

  6. სადაა ძილის დრო და კაი ცხოვრება?

    • რას გვიშვება ეს მთავრობა?!😛😀
      მე ერთი მეთოდი მაქვს, კვირის სხვა დღეებში ბევრს ვმეცადინეობ და კვირა დღეს განტვირთვას ვუთმობ. მართალია ყოველთვის არ გამოდს, მაგრამ როცა გამოდის კაია ^_^ სცადე შენც😉

  7. რა წიგნს კითხულობ ნეტავ?:)
    მომწონს როგორც წერ

    • მადლობა ^_^
      ტურაშვილს ვკითხულობდი, “ამერიკული ზღაპრები”. გადავწყვიტე გავეცნო თანამედროვე ლიტერატურასაც და მომეწონა სხვათაშორის ტურაშვილი🙂

  8. მეც მინდა ყავა საწოლში და დილის ძილი :შაბათკვირისფანიმოლი:

    “მეცამეტე” უკვე წაიკითხე? თუ ბიბლიოთეკიდან მხოლოდ “ზღაპრები” გამოიტანე?

    • ჯერ მხოლოდ “ამერიკული ზღაპრები”. უცებ მომხვდა ესეც თვალში, თორემ სულ არ მეცალა😀 სამაგიეროდ მოვპარე ცოტა დრო საკუთარ თავს და შედეგით კმაყოფილი ვარ. ხოდა, გადავალ შემდეგზეც მალე😉

  9. სანამ კორძაიასთან მივალ, ბიბლიოთეკაში გავივლი და დათოს წიგნს წამოვიღებო…

    ერთი სიტყვით, თანამედროვე ლიტერატურას ურიგდები შენ🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: