აკაციები…

მიყვარს აკაციები. თეიმურაზს მახსენებს და დეიდა ანიკოს, ქურთ მეეზოვეს კიდე…

სურნელი მიყვარს აკაციების, მაგრამ ამ ოთახში გადმონაცვლებულმა დაკარგა სადღაც.

რატომღაც ჩაკეტილად ვგრძნობ თავს, ვერ ვხვდები ოღონდ რატომ.

აივანი…

საშინლად სასიამოვნოა, როცა წვიმის მერე უეცრად გამოიდრის, ცა თავის ფერს დაიბრუნებს და მზე ათბობს, მიწა კი ისევ სველია.

სასიამოვნოა იჯდე აივანზე, უყურებდე ახადგაშლილ ვარდებს და უცნაურ ყვავილებს, მზე გაჭყიტებდეს და მაინც ცდილობდე გაუსწორო თვალი.

საშინლად სასიამოვნოა სურნელი, რომელსაც ამდენი ყვავილის სინთეზი ქმნის და ხვდები, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია აქ. შეგიძლია იყო მარტო და არ შეგაწუხოს მარტოობამ.

როცა მთელი დღე არაფერია, ნეგატივსაც რომ ვერ უწოდებ, უბრალოდ არაფერი და მორჩა; როცა გრძნობ, რომ ის “მშობლიური” რუხი მასა გიახლოვდება და შეიძლება ისევ შთანგთქოს; როცა 400-ოდე კილომეტრით შორს გინდა იყო აქედან და როცა გენატრება უბრალოდ სეირნობა საყვარელ ხალხთან ერთად; როცა ორ სამყაროს შუა ხარ გაჩხერილი და არ იცი საით წახვიდე; როცა იკეტები საკუთარ თავში და არავის უშვებ; როცა გაურკვევლობაში, ჰაერში ხარ ყველა მხრივ და ყოველი ნაბიჯის გეშინია; როცა ისე სწრაფად იცვლება რაღაცეები, გააზრებასაც ვერ ასწრებ; როცა გრძნობ რომ შენშიც ზუსტად ახლა რაღაც იცვლება, მაგრამ არ იცი კონკრეტულად რა და რატომ; როცა გინდა უბრალოდ დაისვენო და მოდუნდე; – უბრალოდ აქ უნდა გამოხვიდე…

როცა რეალური ცოტაღა დარჩი და მაინც კარგად გრძნობ თავს; როცა იმდენი სითბო გაჩნდა უცებ, გეშინია კიდეც; გეშინია იმისაც, რომ მეტისმეტად ეჩვევი არარეალურ ადამიანებს და შედეგი შეიძლება არც ისე სახარბიელო აღმოჩნდეს. გრძნობების გეშინია, უფრო სწორად იმის, რომ მერე გეტკინება.

როცა უკვე გბეზრდება ის იმიჯი, რომელიც შენდაუნებურად შეიქმენი და გეშინია ცუდი განწყობის, გეშინია რომ სხვაგვარი გამოჩნდები.

როცა გინდა უბრალოდ იფიქრო და ცოტა ხნით მოწყდე სამყაროს, უარაფრობას.

ამ დროს სასიამოვნოა აივანზე ჯდომა და თუნდაც ამოჩემებული, მაგრამ მაინც არ მობეზრებული მელოდიის მოსმენა. მზის სხივები და სიო, სულ ოდნავ რომ იგრძნობა.

საბოლოოდ ვწმუნდები, რომ ყოველი ადამიანისთვის საუკეთესო ფსიქოლოგი თვითონ ეს ადამიანია. შენზე კარგად არავინ არ იცის რა გაკლია და რა გჭირდება. საერთოდ, ადამიანს ბევრი რამე შეუძლია, მთავარია გაითავისოს ეს და მის სასარგებლოდ მოაბრუნოს როგორმე. კი, რთულია, ძალიან რთული თან, მაგრამ შესაძლებელი.

ცას ისევ თავისი ფერი აქვს, მიწას ოხშივარი ასდის და ვარდების და იმ უცნაური ყვავილების სუნი უფრო სასიამოვნოა.
ღრმად ჩაისუნთქავ და შედიხარ ოთახში, სადაც უკვე იგრძნობა ჯერ კიდეც დილით მოტანილი აკაციის ყვავილის სურნელი.

აკაცია ნოდარ დუმბაძეს მახსენებს რატომღაც (ვიცი რატომაც) და თეიმურაზს, დეიდა ანიკოს და ქურთ მეეზოვეს. მერე ის დრო მახსენდება, მათი ცხოვრებით რომ ვცხოვრობდი. მომენატრა, საშინლად მომენტარა.

ბევრი რამე და ვინმე მომენატრა, ალბათ მაგიტომაც მიტევს ის “მშობლიური” რუხი რაღაც. მაგრამ ადამიანი ხომ საკუთარი თავისთვის ყველაზე კაი ფსიქოლოგია და ეს რუხი უცნაურობაც ისევე გაქრება, როგორც წეღანდელი ღრუბელი ცაზე. ხო, ალბათ.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/20, in бывает и так... and tagged , , . Bookmark the permalink. 32 Comments.

  1. გვირილა…
    რა ნაცნობი გრძნობაა. ზუსტად ის, რაც გუშინდელმა დღემ დროებით გააქრო: ) ჩემმა ყველა მეგობარმა იცის როგორ მიყვარს აივანზე ჯდომა. უბრალოდ… უყურო მხოლოდ ცას და იფიქრო არაფერზე. გახსოვს, ადრე რამდენჯერმე მკითხე – რა გჭირსო? გიპასუხე: არაფერი–თქო. უბრალოდ, ”არც დადებითია და არც უარყოფითი’.
    არაფერია.. ეს გრძნობა, ძველი დროის მონატრების გრძნობაც გაჰყვება დროს, კვლავ ჩაეფლობი ყოველდღიურობაში… მარტივად, ესეც გაივლის: )
    არარეალური ადამიანებიო.. იცი.. თუნდაც შენ უამრავ ნაცნობ ადამიანზე მეტად გაფასებ. აქ ნამდვილი, ჩამალული მე ჩანს და თუ ასე შეიყვარე, განა არარეალურია? მგონი უფრო მეტიც კია…
    მიყვარხარ გვირილა! : )

    • ნინიკო❤
      მერე მე ხომ გითხარი მაშინ, ვიცი რაცაა ეს არაფერი და სრულიად მესმის მეთქი…

      გაივლის, აბა სად წავა😉

      მეც მიყვარხარ, ოღონდ მართლა და ბოლო დროს იმდენი სითბო მოდის, ნუ, არ ვიცი…
      ხო, არარეალური ადამიანები… მაგრამ გეთანხმები, ასე უფრო რეალურები ვართ სინამდვილეში. ხოდა, მაგიტომაც მიყვარხართ!.. :-*

  2. წვიმაში ვიდექით სამნი და ვსველდებოდით:
    მე…
    შენ …
    და აკაცია..

  3. წვიმისგან დასველებული მიწის და აკაციის სურნელი,ერთმანეთში არეული..❤ მმ..❤

  4. ღმერთო,როგორ მიყვარს აკაცია–მის გამო მიყვარს გაზაფხული!
    აკაციის სურნელივით სასიამოვნო პოსტია :*

    • მადლობა ქეთუსი ^_^
      აკაციები მეც მიყვარს, რაღაცნაირია, ოღონდ არ ვიცი რანაირი🙂 საყვარლია და მორჩა🙂

  5. ❤ რა ახლო იყო და რა ნაცნობი ეს ემოციები….<3
    აივნებიანი ქალაქი..აკაციები…
    როგორ ,როგორ მიყვარს..
    და შენც გვირილა,მართალია არ გიცნობ,მაგრამ ამ ბოლო დროს ასე მგონია თითოეული ბლოგი ბლოგერის სახეს ყველაზე კარგად წარმოაჩენს,პოსტები ძალიან ბევრს ამბობენ ავტორზე..აქედან გამომდინარე მგონია რომ ძალიან თბილი და საყვარელი ხარ,ისევე როგორც შენი პოსტები🙂❤
    აკაცია… მიყვარს…

    • რუსა, როგორ გამიხარდა შენი კომენტარი ^_^
      სად დამეკარგე შენ? ჯერ კიდევ სულ ძველ პოსტებზე მახსოვს შენი პირველი კომენტარები და მერე გაქრი😦
      შენი აივნებიანი ქალაქი ვიცი მე და ყველაზე მეტად მიყვარს ეგ ქალაქი❤

      პოსტის შეფასებისთვის მადლობა, მიხარია თუ მოგწონს და თბილი თუა მით უმეტეს ^_^

  6. :)გენაცვალეე..მართლა გავქრი,მაგრამ მგონი ისევ დავბრუნდი🙂
    <3ყველაზე,ყველაზე თბილი და ლამაზი ქალაქი…❤
    არაფრის..მართლა ვისიამოვნე ამ პოსტით,და საერთოდ შენთან ძალიან თბილა:* :*

    • როგორ მომენატრა ეს ქალაქი რომ იცოდე…
      კაია თუ დაბრუნდი, პოსტებიც არ იყო კაი ხანს, ახლა გადავხედე ბოლო ორს და მერე შემოვალ ისევ ჩუმად😉

      მადლობა შეფასებისთვის, გამიხარდა ^_^

  7. ხომ იცი ყოველთვის სიამოვნებით ვუმასპინძლებ შენნაირ მკითხველს😉 დავბრუნდი,მაგრამ დრო ნაკლებად მაქვს და ახალი პოსტებისთვის ვეღარ ვიცლი..
    არაფრის გენაცვალე:*

    • შეეცადე ხანდახან მაინც მოიცალო და შემოგივლი მე და კიდე ბევრი სხვა😉
      წარმატებები😉

  8. აკაციის სურნელიი ❤ სოფელში ეზოს გარშემო ბევრი აკაცია გვქონდა, მისი სურნელი ახლაც მენატრება…

    • ჩემს ქუჩაზეა აკაციები😛
      კი, სურნელი ნამდვილად იმისთანა აქვს, მოგნატრებოდა🙂

  9. რატომღაც ეს პოსტი სამჯერ გადავიკითხე… კარგია.

  10. ალერგია მაქვს აკაციებზე!!! მაცემინებს უკვე!!!! აქ რამ შემომიყვანა!!!!!!!!>:D😀😀

  11. აკაციების სუნი? აკაციების სუნის სიყვარული? – რა ვიცი.. ))
    გვირილა, აივანს არ ფლობს ჩემი საყუდებელი. ასე რომ სახლში და გარეთ ერთდროულად ყოფნის ბედნიერება არ მაქვს მუდამ. ^^
    წვიმა კარგია.. მისი სუნი უფრო. ^^
    ჩემი სოფლის წვიმა მიყვარს… ჯერ ისედაც საოცარი ჰაერია მუდამ და წვიმისას… ნამდვილი წვიმის სუნი..
    ისეთი კი არ არის, აქ რომ იცის ხოლმე.. ბუღი და წვიმის სუნი ერთმანეთში არეული – ფაქტობრივად ტალახის სუნი. ^^

    • კი მაცუნია, სოფელში წვიმა ნამდვილად სხვანაირია :-*
      მაგრამ აქაც არაუშავს😉
      ბათუმის წვიმა გინახია შენ? იცი როგორ წვიმს ბათუმში? გაგიჟდები!🙂 ძალიან ლამაზია.
      მე საერთოდ წვიმა არ მიყვარს, მაგრამ ბათუმში ვეგუებ. თბილისში უაზროდ წვიმს, სხვანაირად…

      • ბათუმში სხვანაირად წვიმს. ბათუმში, საერთოდ, ყველაფერი სხვანაირია. ბათუმს ყველაფერი უხდება. წვიმაც და მოქუფრულ-მოწყენილი ამინდიც.

        აკაციებიც მიყვარს და დუმბაძეც🙂 ძალიან ძალიან🙂

        • მესმის მოლი ^_^
          ბათუმში მართლაც ხვანაირია ბევრი რამ და უკვე იმდენად მენატრება, არ ვიცი…

          აკაციები და დუმბაძე❤

  12. girlwithumbrella

    წვიმა…აკაცია…მიყვარს : ) ლამაზია და ორივეს სუნიც მიყვარს ძალიან ^_^

  13. გვირილას აკაციები ჰყვარებიააა❤
    მე მიყვარს გვირილა და ვგიჟდები ამ სიმღერაზე❤

    • ხო, უყვარს გვირილას აკაციები ^_^
      ამ სიმღერას რაც შეეხება, მეგონა არ იცოდა არავინ მაგის არსებობა, ღმერთმა უწყის საიდან მოვათრიე და იმიტომ😀😀

  14. მაგარი სიმგერა და საერთოდ ჯგუფია,არ ვიცოდი საქართველოში,ჩემ გარდა ვინმე თუ უსმენდა…..კაი პოსტია და საერთოდ კაი ბლოგი :)))

    • ვუი🙂 შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე და თან ასეთი ^_^
      ამ სიმღერას დიდი ხანია ვუსმენ, ოღონდ ამ ჯგუფის სხვა სიმღერებს იმდენად ვერ ვამუღამებ, რავი🙂
      მადლობა შეფასებისთვის. გელოდები კვლავაც ^_^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: