ერთი ცალი მკითხველი ♥

დაახლოებით ერთი თვის წინ facebook-ის PM-ში წერილი მივიღე ერთი გოგონასგან, რომელიც მწერდა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველი იყო და მოსწონდა ჩემი პოსტები – “სულ ვკითხულობ ხოლმე და დაკომენტარებას რაღაცნაირად ვერიდები, როცა რაღაც ძალიან მომწონს, მინდა კომენტარიც კარგი იყოს :))))”.

ვერ აღვწერ როგორ გამახარა ამ წერილმა. სასიამოვნო იყო ისიც, რომ პირადი ფოტოების ნახვას არ ითხოვდა, რა მნიშვნელობა აქვსო. მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს? მე ზოგიერთი ბლოგერი უკვე იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე უბრალო ინტერნეტ ნაცნობი და მგონია ვიცნობ კიდეც მათ.

ხოდა, რას ვამბობდი. მახსოვს ამ წერილისგან გამოწვეული სიხარული. არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი ნაბჟუტურები ვიღაცას მოსწონდა, თან ისე, რომ მოეწერა კიდეც ამის შესახებ. უბრალოდ წერით საკუთარ ჭიას ვახარებდი, ესაა და ეს.

იმ დღის მერე თითქმის ყოველ დღე ვსაუბრობთ, ვკითხულობ მის პოსტებს და ვხვდები, რომ რაღაცნაირად ჩემნაირია. გრძნობები, ემოციები…

ამასწინათ კიდევ ერთი წერილი მივიღე მისგან, რომელმაც პირველზე მეტად გამაოცა. და როგორ შეიძლება არ დავთანხმდე? წარმოუდგენელია.

ხოდა, უკვე 12-ს გადაცდა საათი და მისი დაბადების დღე თენდება. მინდა ვუსურვო… არ ვიცი რა მინდა ვუსურვო, უბრალოდ ყველაფერი საუკეთესო მინდა ჰქონდეს.

რას გისურვებ იცი? შენმა პირველმა წერილმა რა ემოციაც გამოიწვია ჩემში, ისეთები გქონდეს უამრავი და მეორე წერილის მიერ გამოწვეული ემოციები კიდევ უფრო ბევრი.

ერთგულ მეგობრებს გისურვებ, ისეთივე თბილებს და საყვარლებს, როგორიც შენ ხარ.

გისურვებ დაფიქრების გარეშე დადებითად გეპასუხოს კითხვაზე – ხარ თუ არა ბედნიერი.

მიზნების და ოცნებების რეალიზება ხომ თავისთავად😉

და კიდე იმას გისურვებ, რაც მე გამომრჩა, მარა შენ უსურვებდი საკუთარ თავს.

კაი ადამიანი ხარ და ბლოგერულად კიარა, ადამიანურად მიყვარხარ. ეს პოსტი გეძღვნება შენ და სხვა დანარჩენიც თავისთავად, რადგან ვიცი, რომ ჩემს ყოველ პოსტს ერთი მკითხველი მაინც ეყოლება. ძალიან კაი შეგრძნებაა ეს :-*

მინდოდა გამეხარებინე და იმედია ამ პოსტით ეს ცოტათი მაინც შევძელი, დანარჩენი ხვალ😉

ხო, თუ არ გინდა, სულ არაა აუცილებელი დააკომენტარო და თქვა ვინ ხარ სინამდვილეში, მთავარია მიხვდე შენ გწერ და არა სხვას :-*

P.S. ხატვა რომ არ შემიძლია ამას ვაღიარებ, მარა არ მინდოდა ინტერნეტის ფოტოები დამედო მარტო, ხოდა ძალიან ვეცადე და რაცხა გამომივიდა მგონი😀 არ დამცინოს არავინ!!!😀

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/19, in ჩვეულებრივ ასეა..., Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 31 Comments.

  1. აააააააააააააააა გავგიჟდიიიიიიი
    გიჟივით ვხტუნავ და ვკივივაარრრრ. ვაიმე, გვირილა, არ მჯერა, ახლა ისე, ისე ჩაგეხუტებოდი… გვირილა, ჩემო გვრილა… ვაიჰ.. გავგიჟდი, ძალიან, ძალიან, ძალიან, უზომოდ მიყვარხარ
    მიყვარხააააააააააააააარ❤❤❤

    • 😀 მიხარია, სასურველი შედეგი მიღწეულია ანუ და გაგახარე :-*
      იქ სპეციალურად არ მოგილოცე და ცოტა დაგაინტრიგე😛
      გილოცავ და სუუულ ყველაფერი საუკეთესო შენ :-*

      • ვახ, ამაცეკვე გიჟივით
        ასეთი ემოცია არავის გამოუწვევია ჩემშვი🙂
        მიყვარხაარ ძალიან

  2. გვირილიკო რა თბილი ხარო..
    ნინიტო გილოცავ გენაცვალე..

  3. niniTo გილოცაააააავ ,შევუერთდები გვირილას სიტყვებს :***

    გვირილიკო–რა საყვარელი ვინმე ხარ :*

    • ^_^
      მადლობა, დღეს იმისთანა კაი სიტყვები მესმის, მე მაქვს დაბადების დღე თუ ნინიტოს ვერ გავიგე😀😛

  4. მეგონა ჩვეულებრივი პოსტი იყო და ყველაზე გვიან წავიკითხე! ყოჩაღ გვირილა! მეც გვილოცავ ნინიტო!!! :****

  5. რა კაი ემოციების ფრქვევა მიდის❤

  6. გვირილა რა უსაყვარლესი არსება ხარ :)))))
    გილოცააააააააავ niniTo❤❤

  7. მმ, გვირილიკო, რა სითბოებაა.. :*
    ვუერთდები მილოცვებს.. :*

    • მადლობა მაცო კომენტარისთვის და მილოცვისთვის ნინიკოს ნაცვლად, მაგი ახლა გათხლეშილი მთვრალი ეგდება წესით😛😀😀

  8. gvirila ra sayvareli xaar :))
    tbili da tkbili :))

    HAPPY HAPPY B_DAY ninitoo

  9. გუშინ რამდენჯერმე გაგაწითლეს, მე გვიან წავიკითხე პოსტი, ჰოდა დღეს იქნებ მე გამომივიდეს შენი გაწითლება😀, პოსტის წაკითხვით ვისიამოვნე, სასმიამოვნო განწყობაზე დავდექი, თბილ განწყობაზე, ძალიან კარგი ადამიანი ხარ🙂

    niniTo გილოცავ :)))))

    • კი, ნამდვილად გამოგივიდა🙂
      მადლობა ფინიკი :-*
      ისედაც ძალიან მიხარია შენი კომენტარები და კონკრეტულად ამან ნამეტანი გამახარა ^_^

  10. დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის, ძლაიან გამახარეთ🙂❤

  11. girlwithumbrella

    🙂 რა თბილი წერილია… და ლამაზი🙂

  12. “ყველაზე პასუხისმგებლიანის” ტიტული ხომ გაქვს, ახლა “ყველაზე ყურადღებიანის” წოდებაც შენია🙂

    უთბილესი პოსტია🙂

    • 😀😀 ყოჩაღ შენ, ეს რომ გახსოვდა😀 ლამისაა მე დამავიწყდა ის დღე და იმ ტიტულის მონიჭების ცერემონიალი😀
      მადლობა შეფასებისთვის, მესიამოვნა ^_^

  13. რა თბილი პოსტია❤
    ძალიან ძალიან საყვარელი❤

  14. pascqualino

    aq pirvelad var.. ramodenime posti gadavikitxe da memgoni chemi saxit axali mudmivi mkitxveli shegematebat shen da blogs … ici ra momewona shenshi ? adamianuri xar da ketili chanxar .. ar xar iseti rogoric sxva blogerebi , ufroswored “svecki” blogerebi.. :)) ase gaagrdzele❤

    • დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, ძალიან გამახარე ^_^
      გელოდები კვლავაც და არ დამაღალატო იცოდე🙂

      მკითხველი ხარ ხო? კომენტარს ბლოგის ლინკი არ მოყვება და…

  15. ara mkitxveli var🙂 kitxva ufro gamomdis vidre wera🙂

    • ეს საკითხავია ჯერ კიდევ😉
      მეც არ გამომდის წერა და კი ვბჟუტურებ აგერ რაღაცეებს, გეცადა შენც😉

      ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: