მეტროში…

დატვირთული და დახუთული ქუჩიდან ჩადიხარ ქვემოთ, ხალხის რაოდენობა მცირდება, მაგრამ იზრდება საინტერესო დეტალები, რომლებზე დაკვირვება რაღაცნაირად გიზიდავს.

ესკალატორი. საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი ხალხი, ყველა განსხვავებული. პეპელა გოგონები, თეთრ “საროჩკიანი” და “რუგზაკიანი” რამდენიმე ერთნაირი ბიჭი, დედა კიკინებიანი ბავშვით. ორი მოხუცი ქალი რაღაცას განიხილავს, ერთი გოგო პატარა სარკეში იყურება და პომადას ისწორებს, ტუჩების მოძრაობით რა თქმა უნდა.

ამ დაკვირვებაში გართულს ვიღაცა აუცილებლად დაგეჯახება, კიბეებზე ჩარბის. უკან კიდე ვიღაც გემრიელად მოკალათებულა ერთ-ერთ საფეხურზე.

მოკლე და საინტერესო პერიოდი მატარებლის მოლოდინში. რატომღაც სასიამოვნო სუნი, სულ კიდესთან დგომა სასიამოვნო მუსიკის ფონზე და წათამაშება სიმაღლის შიშთან, რელსებზე დაკვირვება.

ჰაერის სწრაფი მოძრაობის შეხება და ამისგან გაწეწილი თმა, ვერაფრით რომ ვერ იმორჩილებ.

რუსთაველი. შემდეგი სადგური – მარჯანიშვილი.

ხალხით გაჭედილი ძველი ვაგონები.

ქერად შეღებილ ქალს ჩასძინებია. მის გვერდით დედა-შვილი სხედან. დედას ბავშვის სასკოლო ჩანთა მუხლებზე უდევს, გაშლილი ხელი ნიკაპქვეშ ამოუდია და ჩაფიქრებულა. ბავშვი ფეხებს აქანავებს.

“სმენადახშული” ადამიანები და ინტერესი მათი მუსიკისადმი. აბსურდული ვარაუდი, რომ არც ერთ მათგანს არ ექნება ერთი საერთო მუსიკაც კი.

ვაგზლის მოედანი. გადასასვლელი მეორე ხაზზე.

გარბიან, გეჯახებიან… საპირისპიროდ და შენი მიმართულებით… ალბათ უმრავლესობას არც ეჩქარება და აქაც ბრბოს მომენტია – ერთი გარბის და დანარჩენები მიყვებიან.

ფეხს არ უჩქარებ, სეირნობა მეტროშიც სასიამოვნოა.

ბოლო წამს წასული ბოლო ვაგონი და ცხვირწინ დახურული კარი. არ განაღვლებს, რაღაცნაირად გიხარია კიდეც.

ორი გოგო “პადრუჩკით”. ერთს თეთრი, ფუშფუშა და გრძელი ქვედაბოლო აცვია, “საროჩკაც” თეთრი. დიდი, ლურჯთვლიანი საყურე უკეთია და თვალები წარბებამდე შეუღებია. თმები გადაუწევია და თავზე სათვალე “დაუბრძანებია”. ხელზე უცნაური ბიჟუტერია უკეთია, რომელიც არაჩვეულებრივად ავსებს დეფორმირებულ კლატჩს. გრძელი ქვედაბოლოს ქვეშ შავი ფეხსაცმელი ეფექტურად იმალება, მხოლოდ მის ფერს არჩევ და კვდები ინტერესით როგორია.

ხალხის რაოდენობა იზრდება და შესაბამისად დაკვირვების ობიექტთა რიცხვიც. მატარებლის მოსვლა და ჩაშლილი გეგმები, თვალის დახამხამებაში (ალბათ ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი მნიშვნელობით) შევსებული ვაგონები.

ფანჯარასთან დგები და საკუთარ გამოსახულებას აკვირდები. მალევე გბეზრდება და ცდილობ სხვა რამე შენიშნო სიბნელეში, ფანჯრის მიღმა. რაღაც თეთრი მილები, ბევრი… მეტი არაფერი.

ისევ ხალხი. კიდევ ის თეთრი გოგო, ფეხზე დგას და ფეხსაცმელს კვლავ თეთრი ქვედაბოლო უფარავს.

ჭაღარათმიან ბებოს თმები შუბლის მიდამოებში დაუმაგრებია და რუსულ გაზეთს კითხულობს.

არც ისე სიმპათიური წყვილი რამდენიმე თვის ბავშვთან ერთად მგზავრობს. ბავშვი მამის მუხლებზე არხეინად გადაწოლილა და გემრიელად სძინავს. დედა თვალს არ აშორებს.

მზერა, მწვავე. მისი პატრონის წამიერი შეფასებისთვის ჯერ ხელებზე, მერე რატომღაც ფეხსაცმელზე დაკვირვება. ორი მინუსი და ერთი ცალწარბაწეული მზერა. დამკვირვებელი ხვდება, რომ დროა სხვას დაუთმოს მისი მაღალი ყურადღება.

უცებ მოსული აზრი, რომ შენც შეიძლება იყო არამხოლოდ დამკვირვებელი, არამედ დაკვირვების ობიექტიც. ქვეცნობიერად იყურები ვაგონის ფანჯარაში, სარკის ფუნქციას რომ ასრულებს.

ცივი და გაყინული მზერა, უამრავი… ხვდები, რომ უკვე შეგიძლია უხერხულად არ შეიშმუშნო და არც სხვა მხარეს გაიხედო.

ერთ გაჩერებაზე მოსული მესიჯი და მეორე გაჩერებაზე გაგზავნილი პასუხი. ამ მესიჯისგან გამოწვეული ღიმილი და უფრო მეტი მზერა.

სასიამოვნო მელოდია ყურში, რელსებზე მოძრაობის ხმის ჩახშობის ფუნქციით.

ბოლო გაჩერება და გასასვლელში კიდევ ერთი გაბრძოლება სწრაფად მოძრავ ჰაერთან, ამის გამო კვლავ გაწეწილი და პირველივე ვიტრინაში გასწორებული თმა.

… და ცა, თითქმის ლურჯი და ჭადრების მწვანე ფოთლების ფონზე. უკვე მერამდენედ ჩამოვარდნილი ჭადრის ნაყოფის პატარა ნაწილი, რომელიც თვალს უკვე მერამდენე დღეა ვერ აცდა😀

მოსწავლეები წარწერებიანი თეთრი “საროჩკებით”. კინაღამ ამოტივტივებული და უკან გაბუნძულებული მოგონებები…

საიდანღაც მოსული ახლადმოჭრილი ბალახის სასიამოვნო სურნელი, რომელსაც ახლადგამომცხვარი თონის პურის არომატი ცვლის.

გახსენებული შიმშილის გრძნობა, პატარა ქუჩა, გვირილები და სხვა მინდვრის ყვავილები, ზარი კარებზე, ცივი წყალი სახეზე – დაღლილობის მოხსნის ეფექტით და რბილი საწოლი, შორიდანვე რომ დაეგდო პირაღმა.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/17, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 65 Comments.

  1. მომეწონა ^_^ უბრალოდ ცოტა უფრო ეფექტურ ფინალს ველოდი :პ

    • უფრო ეფექტურ ფინალში რა იგულისხმება სანდრო?🙂 სიგარეტის ნამწვავი უდნა დამეცეს თავზე მაინცდამაინც?😀

  2. 10 წელია მეტროში არ ჩავსულვარ, სენი პოსტის სემდეგ ვეცდები კიდევ 10 წელიწადი გავძლო მის გარეშე. ძალიან მიყვარხარ გვირილუკა! არ ვიცი რატო, მაგრამ სიამოვნებით მოგახრჩობდი!:))))))

    • ცუდადაა ჩემი საქმე, იქით გაპუტვით იმუქრებიან, ამან მიგახრჩობო🙂 უცნაური სიყვარულის გამოხატვებია რა😀
      მე მაგალითად ჩაგეხუტებოდი და დაგჭყიპავდი :-*
      ჩადი ქალო მეტროში ერთხელ, რა იცი რა ხდება🙂 მე მანქანას ვერ ვიტან ვერანაირი სახის და მეტრო მიყვარს🙂

    • საიდან ამდენი საყვარელი აგრესიულობა🙂

  3. მეტრო ჩემი გულის,ღვიძლის, კუჭის, ტვინის და კიდე ათასი რამის ტკივილია! :D:D:D:D

    • ბოჟე მოი!..😀😀
      ამდენ ტკივილს მეტროში ჩასვლა გაყენებს თუ ჩაუსვლელობა?😀 სავარაუდოდ პირველი ვარიანტი და რას ერჩით ამ მეტროს ვერ გავიგე🙂

  4. არაჩვეულებრივი თხრობის ნიჭი გაქვს, ძალიან მომწონს შენი ნაწერები…წარმომიდგენია,როგორ კარგად მეტყველებ,მჯერავს ძალიან ბევრს კითხულობ,რადგან ასე აზროვნება მხოლოდ წიგნიერს ძალუძს.

    • ვაი ^_^
      მადლობა :-*
      სხვა რა გიპასუხო ვერ მოვიფიქრე🙂 მიხარია შენი შეფასება :-*

  5. ეს არის გენიალურობა.. ასეთ უბრალო ამბავს მასე ლამაზად რომ აღწერ…
    მეტროს სუნი ძლაიან მიყვარს… მეტროში დღის ნებისმიერ დროს უამრავი ხალხია და კითხვა მებადება, როდისღა მუშაობს ეს ხალხი სულ თუ დადის იქით აქეთ

    ერთხელ მაგვიანდებოდა მატარებელზე და კარები მიიხურა, და რა ჰქვია იმას “მემანქანე”? მოკლედ მატარებლის ‘მძღოლი” რომაა, იმან გამიღო წინა კარი და ჩემთან შემოდიო…
    არ შემშინებია და შევედი.. იმ 7–10 წუთის განმავლობაში ვაგზლის–დელისის ხაზზე მე ვატარებდი მატარებელს, ვაკლებდი ვუმატებდი სიჩქარეს… ვაჩერებდი.. ძაიან ადვილი ყოფილა აი უმაგრესი გრძNობაა წინ რომ ზიხარ და სადღც შორს, სიბნელეში მიექანები… :))
    უნდა გენახათ ხალხის სახეები ბოლოს ვაგონში, რომ შემედი მემანქანის მხრიდან :)))))
    მშვენიერი პოსტია ყვავილო🙂

    • მართლააა? :აღტაცებულიმოლი:

      რა მაგრობაა🙂 წარმომიდგენია, როგორ გაიხარებდი🙂

    • მმ… რა მაგარია. ძალიან კარგი შეგრძნება იქნებოდა. :შური:

    • ჯეს, ჯერ ერთი მადლობა შეფასებისთვის, გამიხარდა ^_^
      ეს მეტროს სუნი მეც მიყვარს და ვერ გაიგო ვერავინ😀 ხოდა, მიხარია რომ შენც მოგწონს😉
      იმ მემანქანის ამბავზე გავშტერდი, რა მაგარია!.. მეც დავაგვიანებ ერთი დღე და შემიშვას რა😀 ა, ყოველ დღე დავაგვიანებ და ერთი კეთილი მემანქანე რავა არ შემხვდება?!😀😀

      • არადა უნდა გენახა, გაჩერებებზე ვიმალებოდი, ვინმეს რომ დაენახა კარგადაც მოხვდებოდა იმ ახალგაზრდას… და მაგიტოამც ბოლოს თვითონ ვაგონში შევედი და მატარებლიდან ყველადანარჩენებთან გავედი

        უმაგრესი იყო ❤

  6. მაგარია.. ჩემი თავი გამახსენდა…. მე მიყვარს მეტრო, თუმცა რამდენჯერ შეფრთხიალებულა ჩემი გული, როცა გვირაბში გაჩერებულა ვაგონი :დ :დ :დ

    ბევრი ხალხი დადის მანდ, ცხოვრების დასაკვირვებლად ერთ-ერთი საინტერესო ადგილია, უდავოდ🙂

    • მე გვირაბში გაჩერება არ გამომიცდია ჯერ😀
      კი, საინტერესო ადგილი ნამდვილად არი და მერე ალბათ უფრო დეტალურად აღვწერ, ამით არ ამოწურულა ჩემი დაინტერესება მეტროთი😀 ნუ, ეს ზოგადია და იმიტომ. თან ყოველ ჩასვლაზე ახალ და საინტერესო რამეს ნახავ🙂

  7. მშვენიერი აღწერაა.
    ძალიან რეალური.
    თითქმის ერთდროულად შეგეცვალათ შენ და აქსიომას წერის სტილი და ძალიან მომწონს. რაღაც ახალია, მისაღები და საინტერესო.

    • ვუი, მიხარია მაშინ🙂
      მე ვერ შევნიშნე წერის სტილში ცვლილებები, უბრალოდ საწერი თემები შეიცვალა🙂 მარა რადგანაც შენ, მკითხველი ასე ფიქრობ, ე.ი. მასეა🙂
      მადლობა შეფასებისთვის მაცუნია :-*

  8. erti amosuntqvit cavikitxe kargi iyoo :)):*

  9. რა არის ‘პეპელა გოგონა’ და ‘კლატჩი’? : ))

    • “კლატჩი” ქალის ჩანთის ერთ-ერთი სახეობაა, პატარა, მართკუთხა ფორმის და სახელური არ აქვს როგორც წესი, საღამოებზე რომ ატარებენ ის🙂
      “პეპელა გოგონა” = ფერადი გოგონების კატეგორია😀

  10. ძღაბჩოები🙂

  11. ძღაბჩოები მეგრელი ფერადი გოგოებია🙂

    • არა-ფერადები უბრალოდ ძღაბები?

      მნიშვნელოვანი საკითხია ჩემთვის, იმიტომ ვწვრილმანდები : ))

      • ფერადები თორნიკე🙂
        ამიხსენი რატომ წვრილმანდები, მოვკვდი ინტერესით😀

        • ‘ფერადები’ გავიგე, ჰოდა არა-ფერადი მეგრელი გოგოები უბრალოდ ‘ძღაბები’ გამოდიან? : ))

          ჩემი ერთ-ერთი სისუსტეა მეგრელი გოგოები და მაგიტომ : D

          • რაცხას მაიმუნობ ახლა შენ😀
            ზევით მეგრელი არსად არ იყო ნახსენები და პეპელასთან არაფერ შუაშია მეგრელი გოგონები😀 ნუ, იქაც არიან პეპლები, ესაა და ეს😀

            • ძღაბჩოები = მეგრელ პეპელა გოგოებსო და მაშინ არა-ფერადები პროსტა ‘ძღაბები’ იქნებიან თქო ვიკითხე : (

              • კაცო, სულ პირველ კომენტარში რომ დაინტერესდი “კლატჩით” და “პეპლბით” მაგაზე ვამბობ მე😀😀

                • ჰოდა მაქედან მოვყევით მერე მაგ დეფინიციებს რომ ძღაბჩო = ფერადი მეგრელი გოგო და ძღაბი = x, და ამ x-ის ამოხსნას ვცდილობ და არაფრით არ გინდა ამომახსნევინო : )))

                  • კაცო, ძღაბი არ მიხსენებია მე და რა გიყო? ფერადი პეპელა აგიხსენი რაც იყო 😀

                    • მოლის ხო დაეთანხმე რას ნიშნავდა ძღაბჩო : )) კარგი გავჩუმდი : (

  12. დაახლოებით-თქო ვუთხარი მოლის😀 თან მე მეგრული არ ვიცი და იმ დაახლოებით ძღაბჩოებშიც არ იგულისხმებოდა მეგრელი გოგოები😀

  13. მე ძირითადად ავტობუსით ვმგზავრობ, თუმცა მსგავსი სიამოვნება არ მაკლია. არა მარტო ავტობუსში, არმედ ქუჩაში მყოფი ხალხიც საინტერესო სანახავია. ყველა სხვადასხვა ემოციით სახეზე [ძირითადად დაძაბული და დეპრესიული, მაგრამ მაინც ყოველი მათგანი თავისებურად საინტერესო] სხვადასხვა მიზნებით, განსხვავებული ხასიათით, ქცევით და ჩვეულებებით.
    ხანდახან ზედმეტად დიდხანს და შესამჩნევად მიჩერდება მზერა ადამიანზე. ყველაზე საინტერესო მომენტია როცა გამოიხედავს და თვალებში ვუყურებ, ყველაზე მეტ ინფორმაციას და სიამოვნებას ვღებულობ მაგ პატარა მომენტში რომელიც შეიძლება მხოლოდ წამის მეათედს გაგრძელდეს =] ვთვლი რომ ყველაზე მეტყველი მაინც თვალებია.
    არაფერი ჯობს ხასიათის/ამინდის შესაბამისი მუსიკის ფონზე მგზავრობას❤

    • გაიხარე რა!!!
      ზუსტად ასეა, გეთანხმები სრულიად და მუსიკაზეც კარგად თქვი. გამოგიტყდები და ავტობუსზეც ვაპირებ დაწერას, მარა ჯერ სათანადო დაკვირვება მაქვს ჩასატარებელი😀

  14. ძალიან მომეწონა სრული სიზუსტით და თან მხატვრულად გაქვს აღწერილი.. კარგიააა… არა უფრო სწორად ძალიან კარგიაააა…🙂

  15. girlwithumbrella

    ძალიან მომეწონა🙂 რა ლამაზად წერ… დღეიდან კიდევ ერთი ერთგული მკითხველი შეიძინე ჩემი სახით🙂

    • უი, რა კაია ^_^
      მიხარია მე ახალი მკითხველები ფრიად, ერთგული მკითხველები მით უმეტეს ^_^
      მადლობა შეფასებისთვის და გელოდები კვლავაც😉 მეც გეწვევი ამ დღეებში😉

  16. girlwithumbrella

    გამახარებ თუ მეწვევი😉

  17. მეტრო ჩემი შიშის დიდი წყარო იყო სადღაც 10 წლის წინ, მერე ჩემი განტვირთვის საშუალება. მგონი მეტროთი სიარული მომაკლდა :დ მარა არ მიწევს და რა ვქნა😦 არადა, რაღაცნაირად მასვენებს

    • მეც ვერ ვხვდები რა მომწონს კონკრეტულად მეტროში, მაგრამ ფაქტია, რომ იმდენ ხალხში თავს კარგად ვგრძნობ, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს🙂
      მეტროში ხომ არ გაგვესეირნა?🙂

      • მეტროში?😉 წამო, ჩვენი რა მიდის😉 იცი, რამდენი ხანია არ ვყოფილვარ, თან?😦

        • ხოდა, რამე დასალევი წავიღოთ და გავილეწოთ!..😀
          ჯერ ვიბოდიალოთ მატარებლებში და ესკალატორებზე და მერე პადზემკაში დავლიოთ😀
          ვსიო, ვქეიფობთ მეტროში!..😀

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: