ხელოვნება და “წიპა ტავო”

თუ სიგარეტის კვამლისგან გვერდით მდგომ მეგობარს ვეღარ ხედავ, თუ ხანდახან უხერხულად ეჯახები ვიღაც უცნობს, თუ გგონია რომ ირგვლივ პოლიგლოტები გახვევია და ვერ მიმხვდარხარ რატომ ურევენ ამდენ ენას ერთმანეთში, თუ კვამლში ხანდახან გამოანათებს რაღაც და ეს რაღაც ფოტოაპარატის “ვსპიშკაა” – ე.ი. შენ იქ მიხვედი, სადაც ხელოვნება ყვავის. სადაც ყველა ყველას იცნობს, სადაც ყველა ცდილობს სადღაც ნაწლავებიდან ამოუშვას ხმა და მაღალ მატერიებზე ისაუბროს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა წიგნის პრეზენტაცია. რა თქმა უნდა ახალი ავტორის, რა თქმა უნდა სკანდალურის და რა თქმა უნდა ძააალიან ორიგინალურის. აი, ისეთის, შეფუთვაც რომ ძააალიან ორიგინალური აქვს და ერთ პოეტს რომ შურს, ნეტა მე რატომ არ მომაფიქრდა თავის დროზეო.

ღრმა ამოსუნთქვით ნათქვამი ბრძნული ფრაზები (მადლობა ავტორს :-P), უცებ დაჭერილი კადრები უცებ დაჭერილი ფოტოაპარატებიდან, კვლავ სიგარეტის კვამლი და კვლავ დაკარგული მეგობარი.

აქ ყველა თავისუფლად იქცევა. ამის დასტურად ყვირიან ბოლო ხმაზე, ისვრიან ნებისმიერ რეპლიცას, რაც თავში გაუელვებთ და რაღა თქმა უნდა იატაკზე სხედან კომფორტულად. ხანდახან სკამებიც თავისუფალია, მარა ხელოვნებაც მსხვერპლს მოითხოვს, ისევე როგორც სილამაზე.

აქ ყველა თავისუფალია. აცვიათ დახეული ჯინსები და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, ძააალიან ორიგინალური ვარცხნილობა კი არაჩვეულებრივ სინთეზშია დიდი რაოდენობით მაკიაჟთან.

აქ ყველა თავისუფალია. იმდენად თავისუფალი, რომ პრეზენტაციის დროს წიგნის ავტორზე მოსმენას, მეგობარ მამაკაცთან ალერსს ამჯობინებს.

თუმცა, არის ნაკლებად თავისუფალი ადამანების კატეგორიაც, რომლებიც რეალურად ამ “ძააან თავისუფალ” ხალხზე თავისუფალია. უბრალოდ ისინი არ თამაშობენ ამას.

როცა წიგნის ავტორი იწყებს საუბარს მის ნაშრომზე, ყველა იღებს თბილ სახეს, “წიპა” (სიტყვა გამოვიყოლე მაინც, რა იცი რა ხდება და სად ვიქნებით ხვალ) – აბა, აბა, როგორ მესმის შენი.

მთავარი კი იწყება მაშინ, როცა ავტორი წიგნიდან ამონარიდებს კითხულობს. ხმას უცნაურ ინტონაციას აძლევს, დაძაბული გრძნობების მთელი ჯარი გამოჰყავს და იწყებს. სახეზე ყველა იხატავს მიმიკას სახელად – “ვაა, რა ორიგინალურიააა”. სანამ ავტორი კითხულობს, ღრმად ჩაფიქრდებიან მის სიტყვებზე და აჩვენებენ, როგორ მოქმედებს მათზე ყოველივე ზემოთ თქმული. არადა, უმრავლესობას ან საერთოდ არ ესმის რაზეა საუბარი, ან სისულელედ მიაჩნია.

და მაშინ, როცა ავტორი სრულ განცხრომაშია, თავს დიდ ორატორად გრძნობს, მოდიან ისინი. “ისინი” მიკროფონიანი და კამარებიანი ხალხია. მათ მოსვლას ყველგან ელოდებიან და ღელავენ. ისინიც იფერებენ ამას და განცხრომაში მყოფ ავტორსა და მის მომავალ მკითხველს უეცრად ეჭრებიან. ავტორიც შვებით ამოისუნთქავს და კითხვას აგრძელებს, ხმაში ხელოვნურობა ელვის სისწრაფით მატულობს. ისინი სვამენ კითხვებს შუა საუბრისას, თან უბრალოს კიარა, მაგალითად ავტორს ეკითხებიან რაზეა წიგნი და ვინაა ავტორი. ისინი იწვევენ ხმაურს და მათ შესწევთ უნარი მაფიქრებინონ, რომ ნაგავი პროფესია მაქვს. მათი ხილვის ბედნიერება დამსწრე საზოგადოებას დიდხანს არ აქვს. ისინი ისევე სწრაფად ქრებიან, როგორც გაჩნდნენ.

მას შემდეგ, რაც ავტორი ამონარიდებს ჩაიკითხვას, ყველა ერთბაშად იღებს დაფიქრებულ სახეს, ყველას უნდა რამე იკითხოს, თან აუცილებლად ჭკვიანური. ხოდა, ამას ფიქრი ხომ უნდა, არა? მანამდე ავტორის ყველა ნაცნობი გამოდის სიტყვით და აქებს მის ნაშრომს, რომ ეს ახალი სიტყვაა ქართულ ლიტერატურაში. ავტორს რაღაცნაირად ეღიმება, რაღაცის რომ არ სჯერა ადამიანს, აი ისე.

აქ აუცილებლად იქნება რომელიმე დიდი მწერალი, რომელსაც მოეთხოვება გამოთქვას თავისი აზრი. იმას თავისთავად პოზიტიური აზრი აქვს და გაგიმართლა, თუ წიგნი არ აქვს წაკითხული, უბრალოდ შეაქებს და მორჩა.

ნახევარ საათიანი ხელოვნების ზეიმის შემდეგ ყველა ერთხმად დგება ფეხზე და გარბის, რაღაცნაირი უცნაური სისწრაფით. რჩებიან მხოლოდ რჩეულები, რომლებიც ისევ იფარებიან კვამლში და ბჭობენ, აფასებენ…

ხელოვნება კი ამ კედლებიდან გაქცევას ლამობს. თუმცა რამდენიმე ადამიანს ბოროტად ჩაუვლია ხელი და არ უშვებს.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/14, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 44 Comments.

  1. მოვიმარჯვეთ ვირტუალური კაშნები მალე და შევერწყათ ხელოვნებას! :)))

  2. “ხელოვნება კი ამ კედლებიდან გაქცევას ლამობს. თუმცა რამდენიმე ადამიანს ბოროტად ჩაუვლია ხელი და არ უშვებს.” – აი ეს ფრაზა საოცრად მომეწონა. ბევრს ღაღადებს ეს ორი წინადადება, ძალიან ბევრს… ))

  3. momewona gogo<3 fizikis fonze gaaswora:D:d:D❤

  4. shashkini gverchis orives:D

  5. ნათია

    ჰეჰ, რა კარგად აღწერ🙂

  6. დეთ’ს სოუ რაით!!..
    ^,^

    მეც ვყოფილვარ წიგნის პრეზენტაციებზე და ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა..
    ჰო.. ერთადერთი განხსვავება ალბათ ისაა, რომ შეიძლება სიგარეტის კვამლში დახრჩობას გადაურჩე, იმიტომ რომ დარბაზში „მოწევა აკრძალულია”.. ;;>

    • ასეთი დარბაზი თუ შემხვდება სადმე, ფრიად მოხარული ვიქნები. მარა შესვლამდე მაინც კაი გვარიანად გავიკვამლები😀

  7. ფურშეტი? ასეთ ივენთზე ზოგი ფურშეტის ხათრითაც მიდის.

    გემრიელი სარკაზმით არის დაწერილი🙂

  8. მართალი ხარ, მაგრამ მე რომ პრეზენტაცია დავგეგმო ამ სიაში უდა მოვხვდე? ვაიმეე! არ მინდა ეგეთი პრეზენტაცია…

    • 😀 ყველა პრეზენტაცია ასეთი რომ იყოს გრიო, გასაქცევი უნდა მომეძებნა ახლა😀
      შენი პრეზენტაცია წესით ვერც იქნება მასეთი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არ მოგწონს და მეორეც, შენთან კაი ხალხი მოვა😉

  9. რა კარგად გაქვს აღწერილი
    რა ვართ ეს ადამიანები, რააა😦

  10. სად ჯანდაბა პრეზენტაციაზე იყავი? ავტორს თუ არა წიგნს მაინც არ ერქვა სახელი? ის მაინც თქვი რა შენობაში გაიმართა–”გარაჟში”? :DDDDDDD

    • ნწუ, იყოს ასე🙂
      ძალიან თუ დაინტერესდება ვინმე, მიხვდება🙂
      და რა მნიშვნელობა აქვს, ბევრი მინახია ასეთი, ეს ერთადერთი კი არაა🙂

  11. ბოლო, როგორც მახსოვს, ზაზა ბურჭულაძის “გასაბერი ანგელოზის” პრეზენტაცია იყო….

    რა ღრმაა რილკეო, შთაგონებული სახით არავის უთქვამს?🙂🙂🙂🙂

  12. ლიტკაფეში გავიგონე ერთხელ. მაგის მთქმელს სპორტული კეპი, მწვანე კაშნე, წითელი პალტო და ბოტასები ემოსა🙂 ბიჭი იყო🙂

  13. ყორანი და კოღო ქალაქში? :)) პარასკევს იყო პრეზენტაცია. ))

      • ინტრიგა ინტრიგააა :)))

        • 😀😀
          ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ ერთ პრეზენტაციაზე, ვიტყოდი. მარა ძირითადად ასეც ხდება ახალი ავტორების პრეზენტაციებზე, ნუ, მე სადაც ვყოფილვარ. ამიტომ კონკრეტიკისგან შევიკავებ თავს😉

  14. გვირილიკო და წითელი ღვინით თვრებიან))))

    • ჰა? ვერ გავიგე ახლა მე ეს🙂

      • ეგეთ პრეზენტაციებზე ღვინის ჭიქით ხელში სნობობენ მაგრამ უბრალოდ კი არ წრუპავენ ღვინოს,არამედ თვრებიან))) ეტყობა ეგ კატეგორია არ შეგინიშნავს გამოფენებზე და პრეზენტაციებზე რომ შედიან იმიტომ რომ მხოლოდ 3 ჭიქა დალიონ და გაბრუვდნენ,სულ არ აინტერესებთ სად არიან..

        • გემრიელად გამაცინე😀
          ეს კატეგორია ვიცი ნამდვილად, მაგრამ ამ პრეზენტაციაზე არ იყო ღვინო და ფურშეტის მაგვარი რამე, ფორმატი არ ითვალისწინებდა😛😀

  15. უკვე კარგა ხანია ასეთი სიამოვნებით არცერთი პოსტის არცერთი სიტყვა არ შემისრუტავს.
    ვისიამოვნე და ამისთვის დიდი მადლობა.
    იხვეწები ნელ-ნელა, ძალიან იხვეწები.
    ადამიანური და მშვენიერი პოსტი იყო.

  16. სად დეიარები გოგო შენ! :))))

  17. გვირილა იზ ებსტ ოფ ზი ბესტ :))) მშვენიერიაააააა❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: