ერთი დღე…

ადრე მეგონა, რომ როცა მომინდებოდა მაშინ დავწერდი.
არ ყოფილა ასე.

მეგონა, რომ მონატრების ტალღას მარტივად დავძლევდი.
აქაც შევცდი.

მეგონა, რომ ვირტუალური არასდროს გავხდებოდი. გავხდი.

ღიმილიც ყოველთვის შემეძლო მეგონა, თუმცა ამ მხრივ დიდი ხნის წინ გამიცრუვდა იმედები, ყოველთვის ვერ ვიღიმი.

მეგონა რასაც გასცემ იმას მიიღებ. ვერ მოგართვეს!..

მეგონა თამაში არ შემეძლო. შემძლებია, ცუდად და იშვიათად, მაგრამ მაინც.

მეგონა ადამიანები არ იცვლებიან. სისულელეა. იცვლებიან, მაგრამ მხოლოდ უარესობისკენ.

რეალისტი ვიყავი მეგონა. ახლაც მგონია, მარა ოპტიმიზმი მეპარება ხანდახან.

მეგონა ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი ჩვეულებრივი განწყობებით. არა.

ვერ ვიტან არაფრიდან მოსულ უარაფრო განწყობას, ვერ ვიტან როცა მზინი დღეების მერე უეცრად მოიქუფრება ცა. ვერ ვიტან საკუთარ თავს, სადღაციდან მოსული განწყობით. ვერ ვიტან, როცა ეს გადამდებია. ვერ ვიტან, როცა იქით ვამხნევებ აწ უკვე ჩემი განწყობით დაავადებულ ხალხს. ვერ ვიტან როცა უკვირთ რატომ მწყინს და “მგრუზავს” დეტალები. ვერ ვიტან როცა ჰგონიათ, რომ ვალდებული ვარ მუდმივად კაი განწყობაზე ვიყო. ვერ ვიტან, როცა იმდენად უკვირთ ცუდი განწყობა, ვერ მიგებენ. ვერ ვიტან.

მიყვარს როცა საღამოსკენ, მარა მაინც გამოანათებს ღრუბლებიდან მზე. როცა აივანზე საღამოს მზის სითბოა, ქვევით ყვავილებია და ლამპიონები ჯერ კიდევ სუსტად ანათებენ. მიყვარს, როცა ვიღაც ცდილობს თუნდაც სულელური ხუმრობებით განწყობა გამომიკეთოს, და მეც მეღიმება… მიყვარს, როცა დღის ბოლოს მაინც ვგრძნობ, რომ ვიღაცისთვის კიდევ მნიშვნელოვანი ვარ. მიყვარს, როცა ჩემი მეგობრები ინტერნეტისთის იცლიან. თუნდაც არ ვწერდე, მიყვარს, როცა ვხედავ აქ. მიყვარს, როცა შემიძლია უცნობი ხალხის სიყვარულიც და მათაც შეუძლიათ იგივე. მიყვარს, როცა პატარა რამეც მახარებს და მთელი დღის საიდანღაც მოთრეულ ცუდ განწყობას ბოლოს მოუღებს. მიყვარს, როცა ამ ყველაფრის მერე ტკბილად დავიძინებ და ხვალ ახალი დღე იქნება, ხალისიანი და მზიანი. მიყვარს.

P.S. ამ სიმღერას აშკარად მოაქვს ხალისი, ვიდეოც საყვარელია ♥

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/12, in бывает и так..., Uncategorized and tagged , . Bookmark the permalink. 20 Comments.

  1. მიყვარს როცა საღამოსკენ, მარა მაინც გამოანათებს ღრუბლებიდან მზე. როცა აივანზე საღამოს მზის სითბოა, ქვევით ყვავილებია და ლამპიონები ჯერ კიდევ სუსტად ანათებენ. მიყვარს, როცა ვიღაც ცდილობს თუნდაც სულელური ხუმრობებით განწყობა გამომიკეთოს, და მეც მეღიმება… მიყვარს, როცა დღის ბოლოს მაინც ვგრძნობ, რომ ვიღაცისთვის კიდევ მნიშვნელოვანი ვარ.–მეგონა მე დავწერე და შენ ჩააკოპირე))))) ჩემ მაგივრად დაწერე პოსტი ხო?))

    • ტყუილად კი არ გელაპარაკებოდი, შემოვძვერი გონებაში და წავიღე😛
      რავიცი, ეტყობა ამინდი ერთნაირ განწყობებს იწვევს, რაცხა ჯადოქრობასთან გვაქვს საქმე🙂😀😀

  2. 🙂

  3. მე არ მინდა, რომ რაიმეზე გული გწყდებოდეს, ან რაიმე გადარდიანებდეს.
    მე მთელი გულით მინდა, რომ სულ ბედნიერი იყო და თბილი. ისეთი თბილი, როგორიც ახლა ხარ.
    მე მინდა, რომ არასდროს გეპარებოდეს ჩემი სიტყვის ჭეშმარიტებაში ეჭვი. ზოგადად არა მარტო შენ, არამედ სხვებსაც.
    მინდა, რომ სულ გვირილიკო იყო ჩემთვის. ^^

    • მაცო ^_^
      შევეცდები სულ ბედნიერი ვიყო და თბილი ხომ თავისთავად, შენი სიტყვების ჭეშმარიტებაში არ მეპარება ეჭვი ნამდვილად :-*
      რაღაცა ისე დასერიოზულდი, ნამეტანი მომივიდა პოსტში აშკარად😀
      ვსიო, სულ გვირილიკო ვიქნები აწი!..😉

  4. ვაიმეეე… რა დამთხვევაა… წუხელ ვუყურებდი ამ კლიპს მილიონჯერ. :)))
    მაგარი ბლოგი გამოგივიდა ისე ჩევნში რომ დარჩეს.😉

    • 😀😀 მე მიყვარს ეს კლიპი რატომღაც, საერთოდაც, კაი გოგოა კეტი პერი🙂
      მადლობა აქსიომ ბლოგის შეფასებისთვის, ჩვენში დარჩეს😉 ხმას არ გავიღებ არსად😀

  5. “მიყვარს როცა საღამოსკენ, მარა მაინც გამოანათებს ღრუბლებიდან მზე. როცა აივანზე საღამოს მზის სითბოა, ” >> (მმ)
    არასოდეს თქვა არასოდეს ჩემო კარგო🙂
    რა კაგი პოსტია.. აი ბოლო დროს ძაააააალიან ტბილ პოსტებს წერ და მიხარია ხოლმე დილაობით შენთან შემოსვლა, ვიცი რომ გუნება ამეწევა..🙂 ჩვენი ლამაზი გვირილააააააა :*

    • ვუი :-* მე მიყვარს შენი სასიამოვნო კომენტარები და მერე კაი განწყობა, ამ კომენტარებს რომ მოაქვს :-*
      მიხარია თუ განწყობის გაუმჯობესებაზე ცოოოტათი მაინც ვმოქმედებ😉
      ხოდა, არასოდეს ვიტყვი არასოდეს, მარა ვერ მივხვდი რა შუაში იყო😀 ისევ მეძინება ნეტა?😀

  6. რა ნაღვლიანი პოსტია😦

    • არადა აშკარად ვეცადე ცოტა შემემსუბუქებინა🙂
      გადამდებია ეს დებილი განწყობა, ვერსად გავექეცი რა🙂

  7. კარგაი რომ ოპტიმიზმი შემოგპარვია, ეგ მთავარია მე თუ მკითხავთ. მე გამოსუწორეებელი ოპტიმისტი ვარ და არც მინდა გამოსწორება🙂

    • კაია მერე😉
      განწყობას ვქმნით ჩვენ, ეს განწყობა კი თანდათან ქმნის ბევრ პოზიტივს ჩვენს ცხოვრებაში😉 მე ასე მგონია🙂

  8. ”მიყვარს როცა საღამოსკენ, მარა მაინც გამოანათებს ღრუბლებიდან მზე. როცა აივანზე საღამოს მზის სითბოა, ქვევით ყვავილებია და ლამპიონები ჯერ კიდევ სუსტად ანათებენ. მიყვარს, როცა ვიღაც ცდილობს თუნდაც სულელური ხუმრობებით განწყობა გამომიკეთოს, და მეც მეღიმება…” <<<<< ჩემნაიროო 😛

    კარგი ხარ გვირილა :))))

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: