სირცხვილია? – იყოს!..

საპატარძლო კაბა ეცვა და მსუბუქად იღიმებოდა. საქმრო გვერდით ედგა, ქვევით კი გადარეული ბრბო ცეკვავდა. ღიმილი თითქოს მიხატული ჰქონდა, ხელები გადაეჯვარედინებინა და ჩაფიქრებულიყო…

სულ რამდენიმე წლის წინ ხელიხელჩაკიდებულები დავრბოდით და კლასობანას ვთამაშობდით, “კონცერტებს” ვმართავდით და მდინარეში ვჭყუმპალაობდით ზაფხულობით, ტყემლის ხეზე ვძვრებოდით და “ტურბო ზუაჩკების ნაკლეიკებს” ვაგროვებდით.

რამდენიმე წლის წინ ერთმანეთს პაემნის მაგვარ რაღაცეებზე დავყვებოდით, ერთმანეთის აზრებს ვხვდებოდით და უსიტყოდ ვუგებდით ერთმანეთს.

რამდენიმე წლის წინ ერთად ვიძინებდით და ერთად ვიღვიძებდით, ვერ წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა რამეზე გვეკამათა. ნათესაური კავშირი ყველაზე ნაკლებად გვაკავშირებდა, ერთად გაზრდილები ვიყავით და უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით.

სულ რამდენიმე წლის წინ ორივე ერთად ვსწავლობდით ველოსპიდის მართვას, არც ერთ ორმოს არ “ვმაზავდით” და მოხვევისას აუცილებლად ვვარდებოდით ველოსიპედიდან. ერთმანეთს დავყვებოდით და ვცდილობდით ორმოებს ავცდენოდით, მაგრამ ვერასდროს ვუვლიდით გვერდს და მერე ამაზე გვეცინებოდა😀

რამდენიმე წლის წინ ავირჩიეთ ორივემ ერთი და იგივე პროფესიაც. ერთმა ჩააბარა, მეორე სხვაგან მოხვდა. ლექციებს შორის შესვენებაზე ხან ის მოდიოდა ჩემთან, ხან მე. ხო, ფიზიკურადაც ძალიან ვგავდით ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში, ასე გვიმტკიცებდნენ გარშემომყოფები. ბევრჯერ ვმდგარვართ უნივერსიტეტის დიდ სარკეებთან ფრაზით – “ნუთუ ასე ვგავართ ერთმანეთს?”. მერე საკუთარ თავზე გვეცინებოდა ამ შედარების გამო. ერთხელ შემომხედა და შეცბუნებულმა მითხრა – უცებ ჩემი თავი მეგონეო😀

იმდენი ვქენით, მგონი ჩვენს გამო დაუშვეს ერთი ფაკულტეტიდან მეორეზე გადასვლის პრეცედენტი და ორივე ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდით უკვე. კურსელებიც ვიყავით!..

ორი ლარით გვისადილია და ხანდახან სულ მშივრებიც დავრჩენილვართ. ლექტორისთვის მოგვიტყუებია, რომ სასწრაფო საქმე გვაქვს და მერე ცხელი შოთი გვიჭამია პლიაჟზე ან ბულვარში.

მერე… მერე არაფერი. მართლა არაფერი. ისე, უბრალოდ და უარაფროდ გაცივდა და მოკვდა ყველაფერი. ის სხვანაირი გახდა – ქარაფშუტა და მერე ფანატიკოსი. ალბათ მეც შევიძინე ის თვისებები, რაც მას არ მოსწონდა ჩემში, არ ვიცი. უბრალოდ გავცივდით. სიყვარული სირცხვილი გახდა საერთოდ და რაღა გასაკვირია. თუ გიყვარს ადამიანი და მასზე ზრუნავ, ესაა ახლა გასაკვირი. მივხვდი, რომ ცალმხრივად სიყვარული სამუდამოდ არ შემიძლია, არც მასეთი ძლიერი ვარ.

პირველი კამათი, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ერთად აღარ გვებოდიალა, აღარ გვცოდნოდა ერთმანეთის აზრები და მით უმეტეს, სიმპათიის ობიექტები.

მესიჯი, უბრალო ტექსტით – “ერთ კვირაში ქორწილი მაქვს, აქით იქნები?”

ახლა ის პატარძალია და რაღაცაზე ფიქრობს… ძალიან ლამაზია, მინდა მივირბინო და მაშინდელივით ჩავეხუტო. ძველებური თავსაბურავი აქვს და ვარცხნილობაც შესაბამისი. სიძველის სიყვარული კიდევ შემორჩენია. ვერასდროს ვაპატიებდი თავს მის ქორწილში რომ არ ვყოფილიყავი.

ბედნიერი ჩანს… მიხარია. მაგრამ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სამუდამოდ დავკარგე რაღაც, ჩამომძვრა გულიდან უბრალოდ. თუ აქამდე იყო რაღაც იმედი ღრმად გულში, რომ ყველაფერი ძველებურად იქნება, ახლა ისიც გაქრა. ის ვეღარასოდეს იქნება ის, ვინც იყო. მაგრამ მე ის მიყვარს, ისეთიც და ასეთიც. სირცხვილია? – იყოს!..

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/08, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 27 Comments.

  1. როგორი თბილი პოსტია.
    სიყვარული–ნიჭია,და ყველა ’ნიჭიერი’ ვერ იქნება.შენ ხარ ნჭიერი.
    ასეთ სიყვარულზე ვერ იტყვი, რომ ’სირცხვილია’ !

    • რომელიმე სიყვარული არი სირცხვილი? არ ვიცი, ვერ გავერკვიე🙂 მე რატომღაც არ მესირცხვილება, მარა ფაქტია, რომ გრძნობები სათაკილო გახდა.
      პოსტის და ჩემი შეფასებისთვის უდიდესი მადლობა, უაღრესად მესიამოვნა შენი სიტყვები ^_^

  2. ვერ წარმოიდგენ როგორ მესმის შენი…

  3. რთულია ადამიანის დაკარგვა, ალბათ ყველაზე რთულიც.
    ძნელია, როცა შენს თვალწინ იცვლება ყველაფერი და არაფრის შეცვლა შეგიძლია.
    ძნელია, როცა ოდესღაც ყველაზე ახლობელი ყველაზე შორეულად გადაგექცევა…
    ძნელია, როცა დრო შეჭამს რაც ასე ძვირფასია.
    ძნელია….
    ვკითხულობ მერამდენედ და ცრემლებით ამევსო თვალი, მაგრამ რაღაც გამიხარდა… შენ ისევ გიყვარს! გიყვარს, რადგან თავიდანვე ჭეშმარიტი გრძნობა ყოფილა: )

    • კი, რთულია… განსაკუთრებით ის, როცა ყველაზე ახლობელი ყველაზე შოროეულად გადაგექცევა.
      სიყვარული ურთიერთობის შეწყვეტასთან ერთად რომ მთავრდებოდეს, სხვანაირი იქნება სამყარო. ასე არაა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უცებ ურთიერთობა შეიძლება დამთავრეს, სიყვარული არა.
      კი, მე მიყვარს, მიუხედავად ყველაფრისა და არ მრცხვენია!..

      • სირცხვილი სულაც არ არის…
        პირიქით, შენი ღირსებაა:)
        აი ამ პოსტის გამოც შეგიყვარებდა ადამიანი, მარტო ამ პოსტის!

        • მადლობა დიდზე დიდი, შენი კომენტარებით ერთიც იქნება თავში ამივარდება😀 :-*

  4. მმ, ვულოცავთ შენს მეგობარს გათხოვებას.
    სამწუხაროა, ასეთი კარგი მეგობრობა, ასე რომ სრულდება, მაგრამ ასე არ ჯობდა? თავის დროზე დაშორებულიყავით, კარგი და თბილი მოგონებები კი გულში მუდამ შეგენახათ.
    არ ვიცი, ირინას თუ დავშორდები რა დიდი ტრაგედია იქნება ჩემთვის. აამ, რავიცი, გადავიტან როო?
    აუაუაუ, გვირილიკო, ნახე მკითხველი გავუგზავნე-ში პირველზე ვინაა?
    და ეგ რას ნიშნავს? :*

    • წესით იმას უნდა ნიშნავდეს რომ ჩემი ბლოგიდან ყველაზე ხშირად შენთან გადმოდიან😉 ნუ, ამჟამინდელი მონაცემებით🙂

      პოსტს რაც შეეხება, თავის დროზე როგორ? დაშორების დრო ვერ ვიგრძენი მე…

  5. სიყვარული,სირცხვილი ვერასდროს იქნება! სიყვარული
    კი ეს ნიჭია და მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს ახასიეთებთ,გიხაროდეს,როცა ვინმე გიყვარს.-გაიხარე,შენი მეგობრის ბედნიერებით!-არასოდეს განსაჯო ვინმე,ვინა ვართ ჩვენ,რომ ამის უფლება გვქონდეს?-კარგად წერ,მომწონს.

    • მიხარია ნამდვილად, ერთი წამითაც არ მწყენია🙂
      მადლობა კომენტარისთვის და შეფასებისთვის კიდე🙂

  6. არაა სირცხვილი!
    ძალიან კარგი პოსტი იყო.
    უთბილესი და ამავდროულად სევდიანი.
    მეც დამიკარგავს საუკეთსო დაქალი და ეხლა ბავშვით ხელშ რომ ვხედავ ხოლმე ქუჩაში ვხვდები რამხელა დრო გასულა. თან რა სწრაფად..

    • მიხარია რომ მასე თვლი. დიახ, არაა სირცხვილი!..
      ხო, მესმის შენი… ყველაზე მეტად “ტეხავს” როცა ისე ჩაუვლით ერთმანეთს, ვითომც არაფერი, ვითომ ამდენი წელი არაფერს ნიშნავს. არადა, ხომ ნიშნავს არა? თან ძალიან ბევრს ნიშნავს.

      პოსტის შეფასებისთვის მადლობა :-*

      • კიდევ ერთხელ გადავიკითხე, იგივე კომენატრს ვეღარ დავწერ, რაც უკვე დამიწერია, აი like-ს კი დავუმატებ. ჰო მართლა, აქ სხვა მაგალითი მომყავს, ჩემთან კიდევ სხვა ამბავზე ვწერ.. მოკლედ რაღაც ბევრი დანაკარგები მაქვს მგონი : )))

        • აჰა, გასაგებია🙂
          დანაკარგები მეც არაერთი მომეპოვება სამწუხაროდ, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან უნდა დავკარგოთ ალბათ, რაც გვაქვს ის რომ უფრო დავაფასოთ…

  7. არანაირად არაა სირცხვილი, რატომაა სირცხვილი.. ეჰ რა ძნელია ახლობელი მეგობრის დკარგვა,..თითქოს სულის ნაწილს კარგავ

    მშვენიერი პოსტი გამოვიდა ჩემო კარგო.. ცუდი ემოციების მიუხედავად, ძალიან თბილი :)) :*

    • კი, სწორი შედარებაა სულის ნაწილის დაკარგვაზე, ასეა. დღეს ამოტივტივდა ეს თემა და რავი…
      მადლობა შეფასებისთვის, მესიამოვნა ^_^

  8. პირველი კამათი, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ერთად აღარ გვებოდიალა, აღარ გვცოდნოდა ერთმანეთის აზრები და მით უმეტეს, სიმპათიის ობიექტები. << აქამდე არის ზუსტად ის, რაც მე გადამხდა, ჩემი მომავალი კი ზუსტად ისე წარიმართება როგორც ქვემოთ წერია, ასე მგონია ეს მე მოგიყევი. =X

    ძალიან კარგია გვირილ ;* უბრალოდ მოგონებებში დამაბრუნა უდროოდ, მაგრამ პირველი შემთხვევაა როცა ეს გამიხარდა ;P

    (LIKE)

    • რაცხა ჯადოქრობასთან გვაქვს საქმე😀 აშკარად არ მოგიყოლია😀
      იმედი მაქვს შენი მომავალი უფრო უკეთ წარიმართება, ვიდრე ქვემოთ წერია😉
      პოსტის შეფასებისთვის მადლობა, მიხარია თუ მოგონებებში გადაგისროლა😛 მარა უფრო ის მიხარია, რომ ეს გაგიხარდა🙂

  9. ძველებური თავსაბურავი აქვს და ვარცხნილობაც შესაბამისი. სიძველის სიყვარული კიდევ შემორჩენია.–LOOOOL!!!!!:DDDDDD აიიი უსწერვესი გოგო ხარ შენ!!!!!! დავიხრჩვები ეხლა სიცილით!!!! გაასწორა მიწასთან ერთი დარტყმით!!!!!

    • ნუ იგესლები ერთი, არ გაქ მაინც შხამი😛
      სიძველეში სულ სხვა რაღაცა იგულისხმება მაქ, ძველი ნივთები გვიყვარდა ორივეს და თავსაბურავი ეკეთა ვსტილე 60-ხ, გაიგე?😀 მე მომწონს, ვარცხნილობაც მაგ დროის შესაბამისად ჰქონდა და ძალიან უხდებოდა.
      გავასწორე მიწასთან არა ის😀

  10. უთბილესი პოსტია.
    პირდაპირ გულზე მომხვდა,ალბათ მე რომ მაქვს ახლა მსგავსი პრობლემა მაგის ბრალია..მოკლედ.
    არაა სირცხვილი,ეს ემოციებია,რომლებიც რაც შეიძლება ხშირად,არ უნდა გავაკონტროლოთ. : )

    • მიხარია რომ მასე ფიქრობ😉
      ეშველება ყველაფერს ადრე თუ გვიან, მტკივნეულია მეგობრის დაკარგვა, მაგრამ უფრო ძლიერი მეგობრობა გაქვს წინ😉
      პოსტის შეფასებისთვის მადლობა ^_^

  11. ra kargi postia🙂 namdvilad araa sircxvili🙂

    • მიხარია რომ მოგეწონა და განსაკუთრებით მიხარია, რომ სირცხვილად არც შენ თვლი🙂
      შენი პირველი კომენტარი ჩემს ლოგზე ^_^ შემომიარე ხოლმე😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: