განწყობა ;-)

ყველას ჰქონია ცხოვრებაში მომენტები, როცა აღარავის და აღარაფრის სჯერა, როცა ფიქრობს, რომ გამოსავალი არ ჩანს.

ხშირად პრობლემებს ვაზვიადებთ, საკუთარ თავთან უფრო. ერთი მეორეს ემატება და იქმნება ცუდი განწყობის დიდი გროვა, რომელიც თანდათან უფრო და უფრო ძნელი დასაშლელი ხდება.

არასასიამოვნოა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს გვიყვარს საკუთარი თავის შეცოდება.

მარტივია იფიქრო რომ ყველაფერი ცუდადაა, ჩაიკეტო საკუთარ თავში და გარე სამყაროს მოწყდე. ამ დროს ყველაფერში, უმცირეს დეტალებშიც კი რაღაცეებს ხედავ. გგონია, რომ მთელი სამყარო შენ წინააღმდეგაა მომართული, შენი არავის ესმის და ა.შ. არაა ეს გაზვიადება და თინეიჯერების სიტყვები, მართლა ხდება ასე და თუ არ წუწუნებ მაგ ფრაზით, სადღაც გულის სიღრმეში მაინც ფიქრობ, ვაღიაროთ.

დადიხარ სამსახურში, მეგობრებთანაც, მაგრამ ვაკუუმში ხარ თითქოს, აქ არ ხარ, სადღაც სხვაგან ხარ, შენს სამყაროში, რომელში შემოსვლის უფლებასაც არავის აძლევ.

ხშირად კი, სულ მცირე რამემ შეიძლება გაგვიფუჭოს მთელი დღის განწყობა ან საერთოდ, ვერც ვხვდებოდეთ ცუდი განწყობის მიზეზს.

ასეა თუ ისე, მიზეზიანია თუ უმიზეზო ცუდი განწყობა, მას დაძლევა ჭირდება. რთულია, ნამდვილად, მაგრამ შესაძლებელი. ამ დროს გვერდით გჭირდება ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ მოგცემენ საკუთარ თავში ჩაკეტვის უფლებას. თუმცა, ყველაზე ნამდვილი და ძლიერი მეგობრობის დროსაც კი შეიძლება გამოგვეპაროს რაღაცეები და დაგვრჩეს ერთმანეთი ცოტათი უყურადღებოდ. ეს არ ნიშნავს, რომ მეგობრები მხარში არ გვიდგანან.

სამწუხაროდ, გრძნობებისთვის და მით უმეტეს მათ გამოსახატავად ნაკლებად ვიცლით ხოლმე. თუმცა, გამოხატვა ხომ მხოლოდ სიტყვები არაა და უფრო საქციელით გამოიხატება ნამდვილი გრძნობა. ხოდა, დავიჯერო, მეგობრებისგან არ გიგრძვნია სიყვარული და სითბო? არ მჯერა.

ცუდად ხარ? იცი რამდენი ვინმეა შენზე უფრო ცუდად? სიკვდილს ებრძვის ხალხი ბოლო წუთამდე და სახეზე ღიმილს არ იშორებს.

მიმოიხედე ირგვლივ, ნახე რამდენი ადამინია შენზე ცუდად და მაინც არ ნებდებიან.

ვიცი, რთულია სძლიო საკუთარ თავს, შემოსახლებულ და მიჩვეულ ცუდ განწყობას, მაგრამ შესაძლებელია.
აბა, შემომხედე ახლა და დაფიქრდი – იცი, რამდენ ადამიანს უყვარხარ? აზრზეც არ ხარ, ვერც წარმოიდგენ. იცი რამდენისთვის ხარ მნიშვნელოვანი? დარწმუნებული ვარ არ იცი.

ვისწავლოთ წვრილმანებით ტკბობაც და თანდათან ისინი გაიზრდებიან და დიდ სიხარულად იქცევიან. აბა დაფიქრდი, როცა ცუდ განწყობაზე ხარ, ყველაფერში ცუდს უფრო მეტს ხედავ. ერთ “ცუდს” მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ა.შ. აბა ახლა ლოგიკურად ვივარაუდოდ, რომ თუ სუუულ ცოტა კარგ რამეს მაინც შენიშნავ ყოველდღიურობაში, ეს იქნება გადამდები, კიდევ და კიდევ იქნება პატარ-პატარა “სმაილიკები” (ამჯერად ასე მოვიხსენიოთ). შედეგად კი დღის ბოლოს მივიღებთ არც ისე ცუდ განწყობას. მეორე დღესაც ვაგრძელებთ ასე და ახლა ნახე, უფრო სერიოზულ ამბავთან გვაქვს საქმე – თუ ადრე პატარა “სმაილიკებს” აგროვებდი ყოველდღიურად, რამაც შექმნა დღის ბოლოს კარგი განწყობა, ახლა დავაგროვოთ ეს კარგი განწყობები დღეების მიხედვით, ანუ ეს გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პატარა “სმაილიკი”. მოკლედ, “სმაილიკები” ქმნიან დღის განწყობას, ამ დღეების შეჯამების შედეგად კი ვიღებთ საერთო განწყობას, მთლად ოპტიმისტურს თუ არა, რეალისტურს და პოზიტიურს ნამდვილად.

ეს რაც შეეხებოდა თეორიას😀 ახლა გადავიდეთ პრაქტიკაზე და დავიწყოთ “სმაილიკების” დათვლა.
ჰა, რა გამოვიდა? ჩემთან 3:5 “სმაილიკების” სასარგებლოდ. მართალია, ”ბოროტი ძალები” უფრო ძლიერები არიან, მაგრამ მერე რა? დავამარცხებ😉
შენთან როგორაა საქმე? ჰა?😉

P.S. მოკლედ, რაშია ახლა საქმე, რატომ ვიბჟუტურე ამდენი. ჯერ ერთი, რომ ჩემს ცუდ განწყობას მოვუღე ბოლო და იქნებ სხვებთანაც გაამართლოს ამ მეთოდმა, გამიხარდებოდა (ანუ, კიდევ ერთი “სმაილიკი”). მეორეც, ერთი ჩემი მეგობარი ბოლო დროს ნამეტანი უხასიათობას იჩემებს, გუშინ მიზეზიც დაემატა ამ უხასიათობის. ხოდა, მინდოდა როგორმე მხარში ამოვდგომოდი, ვინაიდან და რადგანაც სხვაგვარად არ შემიძლია, მხოლოდ წერაღა დამრჩა. ხოდა, “კაკ მინიმუმ”, ეღიმება ახლა ამას რომ კითხულობს და ესეც ხომ საქმეა?

ამიტომ, პოსტის მეორე ნახევარში პირველ რიგში მას მივმართავ, დაითვალე “სმაილიკები”😉
ვამატებ თითო სმაილს ჩემს და შენს ანგარიშზე. ჩემს, იმიტომ რომ მგონი შევძელი ვიღაცისთვის განწყობის ოდნავ გამოკეთება და შენს ანგარიშზე იმიტომ, რომ ამხელა ქალი ვბჟუტურებ აგერ შენი განწყობისთვის😛😀

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/06, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 31 Comments.

  1. ჯერ ნეიტრალური..მერე დავიგრუზე,… მერე მოვიწყინე… ბოლოს მომეშვა..და ბოლო სიტყვებზე კარგად გამეღიმა…. ფაქტიურად ყველა ემოცია გამოიწვია შენმა პოსტმა… ყოჩაღ :)))

    • 😀 მადლობა ჯეს :-* მიხარია თუ ყველა ეს ემოცია გამოიწვია😛

    • რა ყოჩაღია ეს გვირილა, გაოცებას ვარ.. ^^
      რაღაცა ისე მომწონს აქაურობა.
      სულ რო სისულელეები ვაკომენტარო, მაინც არ მომბეზრდება..😀

      • 😀😀 აქაურობასაც ძალიან მოსწონხარ და შენი სულელური კომანტარი არ ახსოვს ჯერ ^_^

        • აი, იცი, რა მინდა? 8888 კომენტარის ავტორი მე ვიყო… ვიქნევი კიდეც..:P

  2. მომეწონა,საყვარლადაა დაწერილი…
    Just Smile..

    • მადლობა, მიხარია შენი შეფასება ^_^
      დაფიქსირდა შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე🙂

  3. გვირილ, იცი რა მიქენი?
    ყურებამდე გამაკრიჭე :დ :))))

  4. გვირილა, საკმაო ხანია შენი ბლოგის სტუმარი ვარ და აბსოლუტურად ყველა პოსტი მაქვს წაკითხული, რაც დაწერე და აი, სულ მგონია, რომ ძალიან ერთგული მეგობარი იქნები. მაქსიმუმს გააკეთებ, შეუძლებელს შეძლებ და დაეხმარები მეგობარს. ისე მიყვარს შენნაირი ადამიანები. პროტონებიანი ხალხია.. აი, კიწია ეგეთი. რაღაცით ჰგავხართ და იმიტომ მომწონხართ სულ ყველაზე მეტად თქვენ ორნი.❤ მართლა უნდა წაიკითხო კიწუნიკას ბლოგი, უდადებითესად დაიმუხტები. :*

    • მადლობა მაცო ^_^
      ასეც უნდა იყოს, რის მეგობარი ვარ აბა? ჩემი მეგობრებიც ანალოგიურად იქცევიან და როგორც მე მაქვს მათი იმედი ყველგან და ყოველთვის, ისე მათ ჩემი.
      კიწის რაც შეეხება, ვაღიარებ, რომ არ ვიცნობ ბლოგს, თუმცა მისი კომენტარები ვიცი შენთან🙂 აუცილებლად გავიცნობ ამ დღეებში😉

      • დიახაც, დიახაც…!!! არა, იცი, მეც შემიძლია მაგის თქმა, თუმცა.. არა, არა.. ვამაყობ ჩემი მეგობრებით. არა, მაინც რატომ ვარ ხანდახან უხეში? აიაიაია, ისე მაღიზიანებს ჩემი უხეშობა, ფფ…
        ნახე.. :* თან, იცი, როგორი ლამაზია? აი, თვითონ კი ამბობს, არ ვარ მოდელიო, მაგრამ არის.. ნიჭიერია.. ^^

        • ვნახავ აუცილებლად🙂
          და მე რაღაც არ ვიცნობ უხეშ მაცოს, ხომ არ გეშლება რამე?🙂

          • როგორ არ ვარ უხეში.. ვარ, ვარ.. ეს დღეებია კარგ ხასიათზე ვარ, თორემ.. ადრე ვერ ხედავდი?😛 ხასიათი კი არა ობობისქსელიანი ხასიათი მაქვს ხოლმე ხანდახან.. არ შეიძლება, სულ კარგად ვიყო? ; სსს

            • წადი გოგო, დაიძინე ახლა, მთვრალი კაცივით ნუ ლაპარაკობ😀
              კაი გოგო ხარ შენ :-*

              • ჰაჰა, წეღან არაყი დავლიე, უფუფუფუუფ..
                წასვედი, ჰო, წავედი.. :*

  5. momwoooonsooo ra sayvareli xaaar

    • მადლობა ^_^
      შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე და თან ასეთი. ორმაგად სასიამოვნოა მოკლედ😉

  6. გვირილებიანი ქოთანი მომწონს ფოტოზე.🙂

  7. დღეს ნახატების გამოფენაზე ვიყავი და.. ერთმა ნამუშევარმა დამაინტერესა. თურმე, უკან ასეთი რამ ეწერა:

    ,,მე მშურს მათი, ვინც ჩემ შემდეგ იციცხლებს. ვინც კიდევ ერთხელ მოპარავს მზეს დასუსტებულ სითბოს”

    ალბათ, იკითხავთ..
    ეს აქ რა შუაში იყოო..მაგრამ ეს სიტყვები, რაღაცნაირად გულში ჩამრჩა..
    ვიღაც ამბობდა, ყოველ წამში, მზის ყოველს სხივში შეიგრძენი სიცოცხლეო.. ჰოდა, ალბათ ამიტომაც დავწერე ^^

    ეს ისე.. მუნშედოუს ვუსმენდი და ^^

    • არ მიკვირს რომ დაგამახსოვრდა ის სიტყვები🙂
      იცი თუ არ იცი, კაია რომ დაწერე😉
      მოგეწონა ჩემი მელოდია? ^_^

  8. ჰო.. ქეთ სთივენსი მიყვარს და ეს სიმღერაც.. ;;) არ დავაყოვნე და მაშინვე ფბ-ზე დავპოსტე.. ჰოდა, მადლობა მინდოდა მეთქვა გახსენებისთვის^^

    ამიერიდან მეცოდინება და.. კიდევ დავწერ ხოლმე ;პპ

  9. No words……………………….. :*

  10. ბლოგზე რომ შემოვედი პირველი თვალში რა თქმა უნდა გვირილები მომხვდა, ძალიან მიყვარს, უბრალო, ნაზი და საყვარელი ყვავილია. მე კიდე სულ იმას გავიძახი რომ ყველაფერი გენიალური უბრალოებაშია-მეთქი.

    ჰოდა ჯერ მარტო ფერებმა საოცრად დადებითად დამმუხტა და ამ პოსტმა ხომ საერთოდ. ჩემი თავი ამოვიკითხე რაღაც მომენტში. საკუთარ თავსაც ასე ვამხნევებ ხოლმე, მქონია მომენტები რომ ძალიან ცუდად ვყოფილვარ და მართლა მგონებია რომ მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგაა, მაგრამ ხმა არ ამომიღია, საკუთარ თავს შევძახებ ხოლმე და ვაიძულებ განწყობის გამოკეთებას. მეგობრებსაც სულ ამას ჩავჩიჩინებ და ამიტომაც ყველა გამოუსწორებელ ოპტიმისტს მეძახის, ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი რაღაცის იმედი მაქვს, მაგრამ რისი არც ვიცი😀 მოკლედ ჩემო გვირილა, ასე გააგრძელე. მომწონს ეს შემართება ძალიან.🙂

    • ხო, ეს ოპტიმიზმი🙂 არადა თითქოს რეალისტი ვარ, მარა ვცდილობ ვიპოვო რაღაცა, მთლად ბოლომდე არ ვვარდები.
      მიხარია რომ შენც ასე ხარ, ერთად ვებრძოლოთ მსოფლიო პესიმიზმს!..😀
      ბლოგის დიზაინის შეფასებისთვის კიდე ძალიან დიდი მადლობა, გამოგიტყდები და ეს ჩემი სუსტი წერტილია და ძალიან მსიამოვნებს, როცა მოსწონთ ^_^
      გამახარმა შენმა ვრცელმა და საინტერესო კომენტარმა, გელოდები აწი სულ😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: