“გორკა, გორკააა!..”


საგანგებოდ გამოპრანჭული და მეტისმეტად ფერადი გოგონები, ჩაკოსტუმჰალსტუხებული ბიჭები, ბავშვები “კოკა-კოლით” (ჩემს ბავშვობაში ლიმონათი იყო მასე), ჯგუფებად დაყოფილი მოთვალთვალე უფროსები, მოღიღინე “ქართული” მელოდია… – დიახ, ეს თანამედროვე ქართული ქორწილია. ოღონდ ეს ჯერ მხოლოდ პროლოგია, კვანძის შეკვრა და გახსნა მერე იწყება, ეპილოგი კი ვინ იცის…

ქორწილი – ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მიდიხარ სადღაც, როცა საბოლოოდ გითანხმებენ და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შეხტები, მაკიაჟს გაიკეთებ და თმასაც კლასიკური იერს მისცემ. რა თქმა უნდა, სალონში არ იციან როგორია თავისუფალი ვარცხნილობა, დებილი ბარბი გოგოსავით გამოგპრანჭავენ. შენ რატომღაც ზრდილობიანად უღიმი, მომსახურების საფასურს იხდი და გარბიხარ სახლისკენ, რათა სასწრაფოდ დაიბანო ეს ნამეტანი აწყობილი თავი. მერე შენებურად ეჩალიჩები თმას და საკუთარი თავით კმაყოფილი მიდიხარ ქორწილში, რომლის ამბის მოყოლა პროლოგზე გაჩერდა წეღან.

პროლოგიდან რამდენიმე წუთში “მოღიღინე” ქალაქური მელოდია მოღრიალე საშინელებად იქცევა, ყველა მაგიდა შეივსება და ხალხი ერთმანეთის თვალიერებას დაიწყებს. უცებ ვიღაცა გაბედავს იყოს პირველი და მის წინ მოკალათებულ ინდაურის ნაწილს გაუსინჯავს გემოს. გვერდით მჯდომი გულში დალოცავს და თვითონაც გარისკავს. ხილის კალათიდან სასწრაფოდ გაქრება ბანანი და რომელიმე სტუმრის თეფშის კუთხეში (ამ შემთხვევაში “შემნახველი საკანი”) გადაინაცვლებს. მერე ყველა ერთბაშად ეტაკება საჭმელს და სანამ ტრადიციისამებრ ერთი-ორი საათით შეფერხებული ნეფე-პატარძალი მოვა, მაგიდაზე მხოლოდ ჯონჯოლი და სალათის ფურცლები რჩება.

ნეფე-პატარძლის მოსვლის დასტურად გაისმის მენდელსონის მარში ან “ვიიისია, ვიიისია, ქალი ლაააამაზი” (ან სხვა ქართული მელოდია). ეს დამოკიდებულია წყვილის (ძირითადად პატარძლის) გემოვნებაზე ან შეხედულებებზე. ამ დროს ყველა ფეხზე წამოხტება და გაისმის თითქოსდა ჩურჩული იმის თაობაზე, გოგო ჯობია თუ ბიჭი. რამდენიმე ადამიანი მეტისმეტად ცნობისმოყვარე აღმოჩნდება და წინ გავარდება, რასაც მოყვება სხვების ქოქოლა და შეძახილები – “გეიწიე იქით!”, “სხვასაც უნდა დანახვა” და ა.შ. ძირითადად ამას შედეგი არ მოჰყვება და თუ ძალიან გაინტერესებს, შენც უნდა შეუერთდე ამ წამებში მზარდ ბრბოს.

თამადას შორიდანვე იცნობ. ის ამაყია და არწივივით გადაჰყურებს დარბაზს. ხმამაღლა საუბრობს და მტკიცედ დააბიჯებს. გაგიმართლა, თუ ცოტა განათლებულია და “კაცმა მოვიდა”-ს არ ამბობს. მერე რა, რომ ნამეტანი გამართულ ქართულს ცოოოტათი აჭარული კილო დაჰკრავს. სამი სადღეგრძელოს შემდეგ თამადა ჩათვლის, რომ ახლა ახალგაზრდებსაც უნდა “გაუხაროს გული” და მუსიკის ჩართვის/დაკვრის განკარგულებას გასცემს.
აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ფერადი გოგონების ნაწილი სასწრაფო წესით გარბის საცეკვაოდ, ნაწილი კი რჩება მაგიდასთან და მტაცებლის თვალით ათვალიერებს ირგვლივ მყოფ მამაკაცებს. ბოლოს რომელიმეს მაინც შერცხვება და გაიწვევს საცეკვაოდ. ცეკვის ხარისხზე ჯობია არ ვისაუბროთ, ეს უფრო დიდი თემაა.

მგონია, რომ ეს საგანგებოდ გამოპრანჭული გოგონები სპეციალურად დადიან ქორწილებში, სპეციალურად იპრანჭებიან და სპეციალურად ცეკვავენ, რათა ვინმემ შენიშნოს. მომავალმა ქმარმა თუ არა, “კაკ მინიმუმ” დედამთილმა ან მომავალი ქმრის კეთილის მსურველმა ნათესავმა. გოგონებიც აქტიურობენ, პაექრობენ და შედეგად ერთი ქორწილი შობს მეორეს, მესამეს და ა.შ.

მოკლედ, მუსიკა თავისთვის, წყვილებიც (გოგო-ბიჭი, ფერადი გოგო-ნაკლებად ფერადი გოგო, მთვრალი კაცი-უფრო მთვრალი კაცი) თავისთვის და თანდათან ხედავ, როგორ მცირდება მაგიდასთან მსხდომი ხალხის რიცხვი, ყველა ნაცნობი მოდის და ხელების ქნევით სადღაც გეპატიჟება. ზრდილობიანად ამბობ უარს, გგონია გამოძვერი და ამ დროს გრძნობ, რომ ვიღაც სადღაც მიგათრევს. გაიხედავ – არ იცნობ. ის გიღიმის და განიშნებს, რომ უნდა ეცეკვო. დიახ, მოითხოვს, რომ ეცეკვო. განწირულ მზერას ესვრი მაგიდასთან დარჩენილ მეგობრებს, ისინი იღიმიან და თავებს აკანტურებენ. ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავლია გაყვე, აფიქრებინო რომ ცეკვავ და იმ ბრბოში რომ შეაღწევ, ერთი ოსტატური ბრუნი გააკეთო. ის რატომღაც იმეორებს და “კაკრაზ” აქ გეშველა – სანამ ზურგითაა, გაიქეცი, გაიქეცი, სწრაფად!.. ის ისე გააგრძელებს სხვასთან ცეკვას, ვერაფერს მიხვდება და დიდი შანსია მადლობაც მოგახსენოს ცეკვისთვის ქორწილის ბოლოს.

ქორწილი დასასრულს უახლოვდება. “ჩორნიე გლაზა”, “სამი დალიე”, “მაია მულატკა”, “მითხარ სად, სად, სად გეძებო” და სხვა ღირსშესანიშნავი სიმღერები უკვე შესრულებულია. ახლა პატარძალმა თაიგული უნდა ისროლოს. არა, ვინ მოიფიქრა, რომ მის დასაჭერად მხოლოდ დასაოჯახებელი გოგონები იბრძვიან?! რა სისულელეა! რას არ მოიგონებენ ეს უცხოელები. ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა, დაოჯახებული, დასაოჯახებელი – ყველა იბრძვის თაიგულისთვის. როგორც წესი, ერთი მამაკაცი ყველაზე მაღალი და ძლიერი აღმოჩნდება და დაიჭერს სანუკვარ ნივთს, რომელსაც მერე ვინმეს მიართმევს. სამაგიეროდ რა პატივია? აბააა!..

ქორწილი დამთავრდა, მარა რომელ კვანძის გახსნაზეა საუბარი. აქ იმისთანა კვანძები შეიკრა, მინიმუმ ათი ქორწილი დასჭირდება. ამას დავამატოთ ერთი გემრიელი მუშტი-კრივი, მერე იმის ძმაკაცის ძმაკაცებმა რომ უნდა გაარჩიონ აუცილებლად.

ხო, კინაღამ დამავიწყდა კაცო, “გორკა, გორკააა!..”

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/05, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 35 Comments.

  1. გემრიელად მაცინე:)))
    ამ ზაფხულს ჩავედი სოფელში რა, 4 წელი არ ვყოფილვარ. ისე მოხდა, ქორწილიც დაემთხვა.
    დიდმა ბებიამ შენი ნათესავიაო, ესაო ისაო.. სხვა გზა არ იყო და წავედი.
    წავედი და წავედი…
    განსაკუთრებით მომეწონა როგორ ცდილობდნენ სიმეტრიულად დაელაგებინათ ჭურჭელი, მილიმეტრებში ასწორებდნენ ბლაბლაბალა:დ
    სუფრაზე, როგორც წესი, დაძაბულობა, შემხმარი სადღეგრძელოები, თავი მიტინგზე რომ გეგონებოდა ისეთი ხმის თამადა…. კაშმაარ
    მერე ჩაირთო შენ რომ გიწერია, ის სიმღერები :დ
    სახლში გადავედი, დისკი მივიტანე, ჩავრთე და რამდენიმე წუთში გამომართვევინეს, სირცხვილია, ქორწილს არ უხდებაო :დ
    ასე…
    რომ ვკითხულობდი, თითოეულმა სიტყვამ გამიცოცხლა ის ფანტასტიური დღე.

    მაგის შემდეგ გადავწყვიტე სოფელში ქორწილში არასდროს წავიდე :))))

    • ყველაზე მაგარი ისაა, რომ მე სოფელში არ ვყოფილვარ კაკრას😀 თუ საშუალო ფენის ქორწილია, ძირითადად ასეა, სხვები კი ცდილობენ დახვეწას, მაგრამ საქართველოში ქორწილების უმრავლესობა ასეთია😀
      მიხარია თუ გემრიელად გაცინე და შენი კომენტარი მიხარია კიდე :-*

  2. ”ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა, დაოჯახებული, დასაოჯახებელი – ყველა იბრძვის თაიგულისთვის” –ასეთ რამეს პირადად მე არსად შწევსწრებივარ.
    აჭარაში,ჩაქვში ვარ ქორწილში ნამყოფი და გაგვაოგნა ერთმა რამ—თამადები ღვინოს ბოთლით სვამდნენ!

    • ვუი😀 ეს ნამდვილად არ ვიცი, სად იყავი ამისთანა ქორწილში?

      თაიგულზე კი ბედნიერი ხარ რომ არ გინახია, იცი რა ბროლა მიდის ღიპიან კაცებს შორის? რავა გაბედავ და მიხვალ, დასაოჯახებელი დავრჩები მირჩევნიაო გაიფიქრებ😀

  3. მგონია, რომ ეს საგანგებოდ გამოპრანჭული გოგონები სპეციალურად დადიან ქორწილებში,-ai Zaaaan magariaaa!!! loool :DDDDDD

    • ეგრეა, ეგრე🙂🙂 არ შეგიმჩნევიათ, მოწიფულობა როგორი ინტერესიანი თვალებით ზვერავს ახალგაზრდობას?:) სარძლო–სასიძოდ უნდათ, აბა!🙂

    • 😀😀 მადლობა ვითომ შხამიანო :-*

      TamaRa, შემიმჩნევია ნამდვილად😀 მიხარია რომ არამარტო მე🙂

  4. აუუუ რა ვიხალისე,,ყველაფერი სიმართლე წერია.ყველა ქორწილი ერთნაირია და საერთო, ქორწილს მგონი სხვისთვის იხდიან სულ და არა საკუთარი თვისთვის.. იხდიან და ყველა მოდის მუქთათ ჭამს სვავს და უმრავლესობას ავიწყდება თუნდაც მილოცვა ან საჩუქრის გაკეთება… უნდა დაპატიჟო ვყელა შენი ნათესავი ვინც ცხოვრებაში 1ხელ ნახე, ისიც შენს ნათლობაზე და ისიც რა გახსოვს..და უნდა დაპატიჟო ვინაიდანრ ას იპიქრებენ შენზე…უნდა დაპატიჟო მეზობლის ძაღლი,ვინაიდან ბავშვობაში არ გიყეფდა და ქუჩის ბოლომდე გაცილობდა, უნდა დაპატიჟო ყველა თანამშრომელი, ნუ აბა სხვანაირად არ გამოდის…. აუუ ვერ ვიტან..ქორწილი არის ქალისთვის ყველაზე სანატრელი დღე და ჩემი ქორწილი რომ იქნება..ვიქნებით მე და სიძე, ჩემი მშობლები, და მეჯვარეები და უახლოესი დაქალები… პაშლო ვსიო ოსტალნოიე კჩორტუ :)))
    რა შაში იყო და.. ხოო აი ძმობის დაფიცება და მერე მუშტი კრივი ეზ აბიზალოვკაა ქორწილებში…

    კარგი პოსტი იყო კარგი :))

    • ჯეს, “ქორწილს მგონი სხვისთვის იხდიან სულ და არა საკუთარი თვისთვის” – გეთანხმები სრულიად და სწორედ ესაა მარაზმი, მეტი არაფერი🙂
      შენი ქორწილის იდეა მომწონს, მეც სუუულ ცოტა ხალხი მეყოლება ალბათ, მარა სამაგიეროდ იმისანა იდეეები მაააქ😀 ახლა ერთი უმნიშვნელო დეტალი დარჩა – საქმრო უნდა ვიპოვო😀😀

      • ვაიმე გვირილ..გეპიცები მეც მასე ვარ.. ართლა..გამეციან ა ემგონა კიდე ვინმე ტუ იყო ჩემნაირად..მე ყველაფერი ამქვს მოფიქრებულ დია ერთადერთი მაკლია სიძე…. :)) ლოლ რა დაემთხვა..დაქალები მაგაზე დამცინიან :))

        • ახლა ერთი რაღაცა გამახსენდა, გეტყვი😉 ჩემი მეგობარი წერდა სტატიას, მე რომ ბლოგი განახე ხომ გახსოვს? იმისთვის. ხოდა, წერდა საპატარძლო კაბაზე, დაიწყო ასე – “საპატარძლო კაბა საქმროს შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია”- ო, (დაახლოებით, ზუსტად არ მახსოვს). ვაიმე, რამდენი ვიცინე, არადა რა კარგად მოიფიქრა? რამ გამახსენა ახლა არ ვიცი, მარა ნამეტანი კი მომწონს ის ფრაზა😀
          ხოდა, საქმრო მოვა კაცო თავისით, არ მოვა და მით უარესი მისთვის, ხელიდან გასაშვები ხარ შენ?😀

    • ”ძმობის დაფიცება და მერე მუშტი კრივი ეზ აბიზალოვკაა ქორწილებში…” —სად დადიხართ ასეთ ქორწილებში არ ვიცი, მაგრამ რაააამდენ ქორწილში აღარ ვყოფილვარ და ერთი პატარა კამათიც არ მომხდარა,არამცთუ მუშტი იკრივი
      ვოტ!

      • საერთოდ, არ მიყვარს ქორწილებში სიარული, მარა როცა არგუმენტი “ძაან ახლობელია” მეტისმეტად მყარია, სხვა გზა არ მაქვს ხოლმე🙂
        ბედნიერი ყოფილხარ შენ, მაგისთანა ქორწილები თუ არ გინახია, დამიჯერე😉

  5. ცეკვის სცენა და მუსიკალური რეპერტუარი განსაკუთრებით მომეწონა – ზუსტად ასე ხდება. კიდევ თამადაა საოცრად რეალისტურად დახატული და ჭამის პროცესი🙂

    კარგი იყო ძალიან🙂

  6. გემრიელად გავერთე ამ პოსტის კითხვით.

    ”მომავალმა ქმარმა თუ არა, “კაკ მინიმუმ” დედამთილმა ან მომავალი ქმრის კეთილის მსურველმა ნათესავმა.” –😀😀

  7. აი, გემრიელი პოსტიც ამას ჰქვია, ჩემო გვირილა.
    ვიმხიარულე, გავერთე და ვისიამოვნე..
    უფუფ, ამოტივტივდა იმისთანა ამბები, ეგ ბლოგზე რომ არ დავწერო, არ შეიძლება.
    საინტერესო იყო, და აი, ყველაფერი დღევადელი სიტუაციის აღმწერი.
    ჰააჰ, ჭრელ ხალხზე კომენტარები მომეწონა.
    მართლა, რა კარგად და საინტერესოდ წერ.
    გვირილიკო, მშვენიერებაა..❤

    • მაცო, შენ იმდენს იზამ, თავში ამივარდება😀 მადლობა დიდი ^_^
      ველოდები შენს პოსტს გონებაში ამოტივტივებულ რაღაცეებზე😀

      • მოკლე კაბებისა და დეგენერატი ბანჯგვლიანი კაცების შესახებ რა კარგი იქნება.. ფუფუფუ..😀

        • გადი გოგო იქით!..😀😀

          • გზაში ვარ… ^^
            არა, მართლა..
            აიაიაიაიაიაი, ხელზე, გულმკერდზე, ფეხებზე..
            ბეწვი, თმა, უფრო ბეწვი, უფრო თმა..
            აჰაჰ, ჰო, გაგაჟრჟოლა?
            ააა,😀

            • გოგო!.. არ მაკივლო ახლა!..😀 ტიტუუუ!..😀😀
              შენ დაწერე მაგაზე და მე დაგიკომენტარებ😉

  8. აი ამიტომაც ზუსტად, არავითარი ქორწილიიიიი!!!! წყნარი მუსიკა, რამოდენიმე ძალიან ახლობელი ადამიანი და ეგაა😉

    • ოჰ, კიდევ ერთი თანამოაზრე🙂 კაია, ბევრი ვართ და მალე საქართველოში “ასეთი” ქორწილები აღარ იქნება იმედია😀😀

  9. ფროუზენ

    ვაუჰჰ.. ქორწილებს კიდევ იხდიან?..=?? მე არავინ მეპატიჟება და.. ^^

    *თურმერაბედნიერი*

    • ასე თუ გავაგრძელებ, მეც არ დამპატიჟებენ მგონი😀😀
      შენი სმაილი ნამდვილად სწორია 😉

      მგონი შენი პირველი კომენტარი უნდა იყოს ჩემს ბლოგზე ხომ?😉

      • ფროუზენ

        დიახდიახ..პირველი

        სულ შემთხვევით გადმოვედი ამ ბლოგზე ,,საჯყაპნელიდან”.. ^^

        ჰოდა..

        “სამხილებელი” პოსტი იყო :3 ;პპ
        ქორწილიდან მოსულებს ,,უტყდებათ” ხოლმე ასეთი რაღაცების გამხელა და მსგავსი ლაკონიური კომენტარებით რომ აღგიწერენ: “ძნ მაგარი იყო”, ‘კარგად გავერთე’, “აუ, პატარძალი რა საყვარელი იყოოო”, ‘იქ ერთი ბიჭი/გოგო გავიცანიი♥ ისეთი ჭკვიანი, საყვარელი და კარგად მოსაუბრე აღმოჩნდააა’..oO ჰოდა.. მდაჰჰჰ :დ:დ

        • 😀😀 კაი ფეხით იქნები შენ მოსული 😀 მიხარია რომ მოხვედი ^_^
          მე ის უფრო მიტყდება მაგალითად, ამისთანა ქორწილები რომ გვაქ🙂

  10. ფროუზენ

    უუმმ..მეც მიხარიხარ^^

    ჰო.. ამისთანა ქორწილები.. ჩვენ, საერთოდ, რაღაც ზე ერი ვართ :დ


    • ბარემ აქ ხარ და ერთი კითხვაც – ბლოგერი არ ხარ? მეგონა ახალ ბლოგს წავიკითხავდი დღეს ^_^

  11. ფროუზენ

    ნწუ.. მე ბლოგს სულ ,,ხვალ” ვქმნი.. ეს ხვალ მარადიული, მისტიური და იდუმალებით მოცულია და მოსვლა ვერ ეღირსა xD ^-^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: