ზღვა

ამის ფონზე უკეთესად იკითხება😉

მიდიხარ პლიაჟზე, ფეხი ქვიშაში გეფლობა და უცნაური სიარული გამოგდის. მერე გადადიხარ უფრო ახლოს, კენჭებიან ნაწილში. აქ უკვე გრძნობ, რომე ფეხებით ქმნი გარკვეულ მელოდიას, ძალიან სასიამოვნოს. მიხვედი. გინდა მოკალათდე, მაგრამ იმდენად სასიამოვნოდ ერწყმის ზღვის ხმას შენი სიარულისგან გამოწვეული ხმაური ქვებზე, ნაპირს მიყვები სეირნობით. ბოლოს მაინც ვეღარ ითმენ, გინდა დაჯდე და უბრალოდ უყურო ზღვას.

ზღვა არასდროსაა მომაბეზრებელი. ზიხარ საშინლად მოუხერხებელ ქვებზე, მაგრამ თავს იდეალურად გრძნობ. ხელებს ნიკაპქვეშ ამოიდებ და უყურებ ზღვას, თითქოს კინოში ხარ და წინ ყველაზე საინტერესო ფილმია მთელს მსოფლიოში.

დიდი, რაღაცნაირად შემაშფოთებელი, მაგრამ მაინც ახლობელი და ყველაზე თბილი.

ზღვის მელოდია ყველა მელოდიაზე უკეთესია. როცა პლიაჟზე ზიხარ, რატომ გბეზრდება ყველაზე საყვარელი მელოდიაც კი? დაფიქრებულხარ? ზღვას არც ერთი მელოდია არ უხდება. ყველაზე უკეთესად ის ღიღინებს და როცა მასთან მიდიხარ, მხოლოდ მის მელოდიას უნდა უსმინო, ასე უნდა ზღვას.

მხოლოდ ქვიშის ხმას ეგუება ზღვა. ამ მელოდიასაც თვითონ ქმნის და იმიტომ. მოდის ტალღა, თითქოს ნელა, მაგრამ მაინც ეხეთქება ქვიშას. ისიც სრიალით მიყვება და იმისთანა ხმას გამოსცემს, ადამიანს კიარა, ზღვასაც სიამოვნებს. ხოდა, აგრძელებს ზღვა ტალღების მოხეთქებას, უფრო ხშირად რომ გაიგოს ეს მელოდია.

“ზღვა წყნარია ნამეტანი, თითქოს სძინავს…” – იდეალურია, სხვაგვარად უბრალოდ ვერ იტყოდი.

მშვიდია ზღვა, მშვიდი და ლურჯი. უსასრულო კიდე.

ღამით გინახია ზღვა?
იცი როგორია? მყუდრო, სასიამოვნო და იდუმალი. მაგრამ გულში რაღაც გიზის, ერთგვარი შიში, უსასრულობის ალბათ.

ღამე პლიაჟზე პირაღმა უნდა დაწვე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დააკვირდე ზღვის მელოდიის ფონზე. აქ დრო უცებ გარბის, გგონია სულ ამ წამს მოხვედი, არ გინდა წასვლა, ვერ ელევი აქაურობას. ფიქრობ, რომ შეგიძლია მთელი ცხოვრება აქ იყო, დანარჩენი სამყარო უბრალოდ არ არსებობს.

კენჭებს ისვრი ზღვაში. რატომ? – არ იცი. აქ ყოფნის სიამოვნება იმდენად დიდია, რომ სუნთქვა გეკვრება და გინდა რამე მოიმოქმედო. ვერ ხვდები სად წაიღო ეს ემოცია. ხოდა, იღებ კენჭს და ზღვაში ისვრი. ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ… ასჯერ… მიაყურადებ ხმას, რომელსაც ზღვა გამოსცემს კენჭის ჩაგდებისას. საშინლად სასიამოვნოა.

უეცრად მოვარდნილი ტალღა გაბრუნებს რეალობაში. თითქოს მოგიახლოვდა, მაგრამ არა, ეს მხოლოდ ერთგვარი გაფრთხილება თუ მუქარაა, ან საკუთარი ძალების დემონსტრირება. გეთამაშება ზღვა, თითქოს პატარა ფისო იყოს – ჯერ თათებით გეთამაშება, მაგრამ მაინც გეშინია უცებ კლანჭი არ გამოგკრას. არადა, ეს პატარა კლანჭი სერიოზულად ვერ დაგაზიანებს. ასეა ზღვაც. არაფერს გერჩის, გეთამაშება უბრალოდ და თავის სიძლიერეს უსვამს ხაზს, მთავარია შენ არ გაუთავხედდე.

უეცრად მოვარდნილი ტალღა მაინც გაფრთხობს და წამოხტები, უკან იხევ.
მიყვები ნაპირს და ზღვის და ფეხის ხმის სინთეზს უსმენ. არ იცი სად მთავრდება ეს მელოდია და არც გაინტერესებს. უბრალოდ მიდიხარ და უსმენ…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/05/01, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა..., Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink. 26 Comments.

  1. რა სასტიკი ხარ…🙂

  2. …ზღვას არც ერთი მელოდია არ უხდება. ყველაზე უკეთესად ის ღიღინებს და როცა მასთან მიდიხარ, მხოლოდ მის მელოდიას უნდა უსმინო, ასე უნდა ზღვას… – შენ მაინც იცი, როგორი მართალი ხარ? :დ ვაი მეეე, შენ არ იცი ჩემი და ზღვის სიყვარულის ისტორია ♥ მთელი წელი იმისთვის ვცოცხლობ, რომ ზაფხულში მისი ტალღების ხმაური გავიგო და გავიხსენო, რომ ცოცხალი ვარ ♥

  3. რადგან ჩემსავით გიყვარს ზღვა… http://www.youtube.com/watch?v=hUD7m3MZOt4&feature=player_embedded

    ახლაც, წავიკითხე და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, ჩემს სუსტ წერილს შეეხე😀

  4. ზღვის სუნი მეცა… აი.. ძალიიიიიან მაგარი ხმებია! :*

  5. მგონი კომენტარი ზედმეტია🙂
    სამუშაო დღე ზღვაზე გასირნებით დავიწყე თითქმის🙂

  6. აააააააააააა. მშურს..მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა .. ზღვა მინდა… აუ რა კარგად გიწერია :))))) წუბ წუბ

  7. ზღვა იყო ისე მშვიდი და წყნარი
    რომ არც კი მახსოვს, იყო თუ არა…

  8. ზღვის ხმა (და ზოგჯერ წვიმის ხმა) ყველაზე მაგრა მოქმედებს ჩემზე. რამდენი ხანიც არ უნდა უსმინო არ მოგბეზრდება ^^

    • მეც, მარა წვიმას სხვადასხვა მელოდია აქვს, ყველა არ მომწონს🙂 ის შხაპუნა და ხალისიანი წვიმის მელოდია მიყვარს, ზოზინა და დეპრესიულის არა😀 თუმცა ორივე მოქმედებს ჩემზე🙂 ზღვას რაც შეეხება, ტალღების მიერ შექმნილი ნებისმიერი მელოდია მიყვარს და არასოდეს მბეზრდება.
      მადლობა შენ კომენტარისთვის. პირველად დატოვე კვალი თუ მეხსიერება არ მღალატობს, ხო?🙂

      • ხო, პირველია. ჩემს მეხსიერებაშიც ეგრეა🙂
        წვიმის მელოდია მართლა ბევრნაირია და თან ცვალებადი.
        ხმაურიანი წვიმა მიყვარს. ბავშვობაში ფანჯრის მინებზე და სახურავზე წვიმის ხმაური მიყვარდა, კაი ხანია ეგეთისთვის არ მისმენია:/

  9. მე ბათუმის წვიმები მახსოვს… მტრისას🙂 მანქანა ვერ მოძრაობდა. ერთხელ, საფეხბურთო მატჩიც კი გადადეს. სახანძროებით იღებდნენ წყალს, მაგრამ სტადიონს ვერაფერი უშველეს.

    ხმაურიანი, გემრიელი წვიმა კარგია, როდესაც შინ ხარ, მყუდროდ, პლედშემოხვეული, რამეს უყურებ ან უსმენ, გარეთ შხაპუნა წვიმაა და თავი გემზე გგონია…

    ბათუმში უფრო ხშირად მოსაწყენი,გაწელილი წვიმა იცის… მაგრამ ისიც მიყვარს. ბათუმური ყველაფერი მიყვარს🙂

    • თუმცა ზაფხულის წვიმა ძირითადად შხაპუნაა😉 ამ წვიმებს როგორც წესი გარეთ ვხვდები და მაგარია, როცა იცი რომ დასველება გარდაუვალია, მარა მაინც გარბიხარ. არადა ზაფხულის წვიმის წვეთები რომ გეცემა სასიამოვნოა აშკარად🙂

      აუ, მომინდა ახლა ხმაურიანი წვიმა და პლედშემოხვეული ჯდომა🙂

    • მე თუ ზღვა?😀😀

      მიხარია შენი კომენტარი, პირველია თუ არ ვცდები, მარა შენი ბლოგი ცარიელი რატომაა?

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: