თბილისი-ბათუმი ანუ “ერთი კაციც და გავდივართ”

როცა სადმე დიდხანს რჩები და მერე მშობლიურ ქალაქს უბრუნდები, რამეს ტოვებ, ან რამე მიგაქვს.

მე მიმქონდა. ემოციები, პატარა სიახლეები, ჩახუტების დიდი სურვილი და სასაცილოა, მაგრამ ერთგვარი ნოსტალგიაც კი. ამ ყველაფერს თან ახლდა პატარა საჩუქრები მეგობრებისთვის და ერთი დიდი ჩანთა რატომღაც.

ემოცია და ჩანთადატვირთულმა გავიარე დიდუბისკენ მიმავალი არც ისე მოკლე გზა. გაწვიმებას აპირებდა აშკარად, მოწყენილი ამინდი იყო. აქ არაფერს ვტოვებდი, მივდიოდი და ყველაფერი თან მიმქონდა.

“მარშუტკის” მძღოლები ყველანაირი განწყობის გაფუჭების სპეციალისტები არიან, რომანტიკულის განსაკუთრებით. ზიხარ თბილად, მოკალათდი სასურველ სავარძელზე, რთავ მუსიკას და აკვირდები წვიმის წვეთების წკაპუნს, “მარშუტკის” ფაჯრებზეც რომ ლამაზად ჩანს. ცდუნება, რომ დაორთქლილ მინაზე სასაცილო გვირილა მიახატო, მეტისმეტად დიდია. ყურადღების გადატანას ცდილობ, ელოდები, რომ სადაცაა აიღებ გეზს მონატრებული ქალაქისკენ. ვერ მოგართვეს!.. “მარშუტკა” ორ საათზე კი გადის, მარა ოთხამდე ვერ გავა (!). ამ დროს ნერვები გეშლება, ყველანაირი განწყობა გიფუჭდება და ისე უბღვერ “მარშუტკის” მპოვნელ ირაკლის, მერე თვითონვე გეცოდება. მით უმეტეს, რომ სახეზე აწერია, შენზე მეტად უნდა, უხარია და ეჩქარება წასვლა. არგუმენტით – “მარტო მგზავრობას ჯობია” ამშვიდებ საკუთარ თავს.

ერთ-ერთი თანამგზავრი ლუდს მოათრევს საიდანღაც და დანარჩენებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ასმევს. პროცესი აშკარად საინტერესოა და წამით გავიწყდება კაი ხანია დიდუბის სადგურის უღიმღამო ტერიტორიას რომ მისჩერებიხარ.

როგორც იქნა, მძღოლი გამოჩნდა და იმედი მოგეცა, მარა მისი “5 წუთიც და გავალთ” მაგრად გაშინებს. განწირული მზერა ირაკლის და ისიც მისებურად იწყებს წუწუნს. როდის იყო ერთი კაცი მეორეს წუწუნზე რეაგირებას ახდენდა, ხოდა ეფექტური წუწუნის დროა, ქალის მხრიდან რა თქმა უნდა (ამ დროს ერთი წარბი იწევა – განსაკუთრებით ეფექტურია :-D). შედეგი უფრო სწრაფია, ვიდრე წარმოგედგინა და სადღაც გულის სიღრმეში გჯერა, რომ ეფექტური წუწუნის დამსახურებით.

მერე გზა, მუსიკა, თვლემა რამდენიმე წუთიანი, მძღოლის გაუთავებელი ლაქლაქი და მშობლების ზარი ყველა ნახევარ საათში. რაც მთავარია, აბრები, რომლებიც თანდათან ამცირებენ მანძილს შენსა და დანიშნულების ადგილს შორის.

გაჩერება აუცილებლად თერჯოლაში და ერთ საათიანი ჭამა, აუცილებლად “ოსტრი”. ნამეტანი კი გაუკვირდათ ჩემს თანამგზავრებს შემოთავაზებულ სადილზე მტკიცე უარი რომ მიიღეს, ბოლოს ბაუნტი მომითრიეს მიანც😀

გურიაში უეცრად ჩართული “მივალ გურიაში მარა…” საოცრად უხდება გურიის გზაზე მოჯაყჯაყე მარშუტკას. ვკვდები ინტერესით მძღოლმა სპეციალურად ჩართო თუ უბრალო დამთხვევაა, მარა ლაპარაკის განწყობაზე არ ვარ.

… და ზღვა, “მარშუტკის” ფანჯრიდან დანახული. გული “საცხა” გარბის და ცდილობ ნამეტანი არ მიუშვა მის ნებაზე.

ბათუმი… ჰაერიც მშობლიური და ტაქსის მძღოლებიც, “მარშუტკიდან” გადმოსვლას რომ არ გაცდიან. ბათუმში ჩამოვედი და მანქანაში დავჯდები? რა სისულელეა!

ჩემ სახლამდე სულ ორი კვარტალია. მინდა გავიქცე. არა, არ მეჩქარება, რაღაცნაირი სიხარული მივლს მთელს სხეულში და ეს იწვევს გაქცევის სურვილსაც. რატომღაც წამოღებული მძიმე ჩანთა მიშლის ხელს და ნელა მივყვები ქუჩას. მიხარია, რომ ჩემებს ჩამოსვლის ზუსტი დრო არ ვუთხარი და მარტო ბოდიალის შესაძლებლობა მაქვს.

ბათუმს ერთი თვისება აქვს, რომელსაც ალბათ არასდროს დაკარგავს – რაც არ უნდა შეცვლილი დაგხვდეს და რაც არ უნდა დიდხანს არ ეწვიო, მაინც ისე მიგიღებს, როგორც ძველად. ბათუმში თავს უცხოდ უბრალოდ ვერ იგრძნობ.

კარი. ვაკაკუნებ და ვიცი, რომ რამდენიმე წამში გაიღება და იქ ჩემი დის (დედაჩემი #2 :-D) გაოცებულ სახეს დავინახავ, რომელიც აუცილებლა მისაყვედურებს რომ ჩამოსვლის ზუსტი დრო არ ვუთხარი და “ამხელა ჩანთა ვათრიე”(სტილი დაცულია😀 ).

მერე კი…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/04/30, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 19 Comments.

  1. 1. ერთ-ერთი თანამგზავრი ლუდს მოათრევს საიდანღაც და დანარჩენებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ასმევს.-ამ ბოლო დროს შეუყვარდა ნამეტანი…🙂
    2. საოცრად უხდება გურიის გზაზე მოჯაყჯაყე მარშუტკას.-აბა მე მითხრეს მაგარი სპრინტერით წავედითო…🙂
    3. და ზღვა, “მარშუტკის” ფანჯრიდან დანახული. გული “საცხა” გარბის და ცდილობ ნამეტანი არ მიუშვა მის ნებაზე.-no comments

    • რითიო, რითი წავედითო?!😀
      ლუდს არაუშავს, მე მაინც არ ვსვამ და ირაკლი მეტის ღირსია😀

  2. რა საყვარლად მოყევი ^_^ აი აი სუპერ სუპერ პოსტი იყო. კითხვით გავერთე, არ მინდოდა დამთავრებულიყო. მართლა!🙂 მომეწონა პოსტი❤

  3. ჩემი გზა გამახსენდა, ოღონდ უფრო იმერული კოლორიტები ჭარბობენ…😀😀😀 home… sweet home… (სივრცეშიმიმართულინოსტალგიურიმზერა)😀

  4. მე მიხარია შენი დაბრუნება :)))

  5. ეჰ : )

    • იფიქრე ახლა ამ ღამე რა იგულისხმება აქ😀😀

      • 3 წელი გავიდა რაც ბოლოს ბათუმში ვიყავი და მთელი ეგ პროცესი ისე მომენატრა, სხვა არანაირი კომენტარი არ გამოვიდა : ))

        • აჰა, გასაგებია🙂
          მოიცა, ბათუმელი ხარ?

          • არა. შენ ხო თბილისიდან ბათუმში წასვლის პროცესზე გიწერია და ეგ მომენატრა. ნუ თვითონ ბათუმში ყოფნაც იასნა.

  6. ძალიან კარგად წერ გავერთე🙂

  7. ორი კომენტარი კი ამაზეა უკვე მაგრამ, მესამეც იყოს რა დაშავდება ^_^ “კარგად წერ! კითხვით გავერთე”❤ ^_^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: