ეს ისე (ან რატომღაც :-D)

ხანდახან იმისთანა კადრს წააწყდები, რომ არ გადაიღო საკუთარ თავს ვერ აპატიებ. ხანდახან კიდე უბრალოდ გინდა რამე გადაიღო, მერე რა, რომ არც ისე “იმისთანა” კადრია და თან ფოტოაპარატის ნაცვლად გაწამებული მრავალფუნქციური მობილურით ხარ შეიარაღებული. მე ასეთი ამბავი ძირითადად ბათუმში მემართება, მით უმეტეს, თუ მონატრებულია.

ხოდა, რამდენიმე არც ისე “იმისთანა” ფოტოს დავდებ აქ, ბათუმიდან რომ ჩამოვიტანე ახლახანს. რატომღაც გამიჩნდა ამის სურვილი, არ ვიცი🙂

აღწერა თუ რაღაც ამდაგვარი მოყვება თითოეულს😉

რა თქმა უნდა, ზღვა და პლიაჟი. ამ ფოტოს ხარისხზე არ ვკამათობ, ამ შემთხვევაში მხოლოდ გამოსახულებაც მაკმაყოფილებს. ეს პირველი ფოტოა ქრონოლოგიურადაც. სხვათაშორის, მალე პოსტიც იქნება ზღვაზე, მეორე ფოტოს (ის უფრო მომწონს) მაგ პოსტისთვის ვინახავ😛

ამ ყვავილს დიდი ისტორია აქვს😀 ვინც იცის ბათუმი და არამხოლოდ ზაფხულში, ეცოდინება იცის, რომ გაზაფხულის ბოლოსკენ პარკში, კოლონადების გასწვრივ სულ ამ ყვავილის ბუჩქებია. ულამაზესია ამ ყვავილებით გადაპენტილი ბუჩქები, ღეროები რომ არ უჩანს. ყვავილის სახელი არ ვიცი, მარა ერთი ნახვით შემიყვარდა და მას მერე, უნივერსიტეტისკენ მიმავალ ყოველ დილას, ერთ-ერთ ბუჩქს პააატარა ყვავილი აკლდებოდა და ჩემს თმაზე ინაცვლებდა. ხო, ახლა ყვავილი ჩემ ჩანთაზე აგდია, რომელსაც ჩემი მეგობრის მიერ დამზადებული საყვარელი აქსესუარი ამშვენებს. თვითონ გამოიგონა😛

ესეც ჩემი ბათუმი❤ ამინდი იყო შესანიშნავი, ცა ფოტოშოპში დამუშავებულს ჰგავდა😀

ეს ისევ ჩემი ყვავილი, რომლის სახელი არ ვიცი სხვათაშორის. ტბაც ლამაზია ბათუმში, მარტო ზღვა კი არა🙂 ე, იქით, ეშმაკის ბორბალი რომ მოჩანს, მაქ არ ვყოფილვარ არასდროს, არ ვიცი რატომ.

რატომღაც ეს ფოტოც მომწონს. როგორია იცი? იქ გაგრძნობინებს თავს. ან იქნებ მე მომენატრა უკვე და მეჩვენება, არაა გამორიცხული😀 ხო, ეს ბათუმი არაა, ეს ჩემი სოფლის “შარაგზაა”😀

ვსიო😀

P.S. ისა, არ მინდოდა ისედაც დაბალი ხარისხის ფოტოს უფრო დამახინჯება და ავტორი არ მივაწერე. ხოდა, თუ რომელიმე ფოტო მოგეწონა შემთხვევით, მთლად ნუ მომთხრი, საცხა მიმაწერე😀

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/04/30, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink. 22 Comments.

  1. auuu, batumshi minda.. ai arasodes vyofilvar Batumshi arazapxulis periodshi..da dzlaian minda :((

  2. ” ე, იქით, ეშმაკის ბორბალი რომ მოჩანს, მაქ არ ვყოფილვარ არასდროს, არ ვიცი რატომ.” – ჩემი საყვარელი ბათუმელი ბიძაშვილები გამახსენდა
    ”მაქ”-ზე :*

    • 😀 მარტო ბათუმში ამბობენ “მაქ”-ს დავიჯერო?😀 თუ კი, ძალიანაც კაი, მშვენირი ექსკლუზიური “სიტყვა” გვქონია🙂

  3. ბათუმი…
    რა იქნებოდა სახლი ზღვის პირას, ცოტა თავისუფალი დრო…:)
    ძალიან, ძალიან ლამაზი ადგილია:))

  4. ფოტოგრაფად ხარ დაბადებული რაა… :DDDDD

  5. ვისიამოვნე ფოტოების თვალიერებით, უაზროდ მომენატრა ბათუმი, დილიდან იმას ვამბობდი ბათუმში ბინა უნდა ვიყიდო, რომ ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყო მეთქი😀
    მომენატრა შენი პოსტები🙂
    რა მაგარი ამინდი ყოფილა :)))

    • კაია ყოველ შაბათ-კვირას ბათუმი😉 იყიდე😉
      ამინდი ცვალებადი იყო, როგორც ჩვევია ბათუმს🙂 წვიმაც იყო ცოტა ხანს, ნამეტანი საყვარელი🙂
      მადლობა და მიხარია ჩემი პოსტები თუ მოგენატრა ^_^

  6. გულ-ისარ-ლახვაქრ-მეცი ახლა შენ🙂

  7. ბოლო ფოტო განსაკუთრებით მომწონს🙂 რაღაც იდუმალია…🙂

    • მადლობა ^_^
      იდუმალის რა გითხრა, მარა მე ვგრძნობ როგორ დავდივარ იქ🙂 ალბათ იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ მართლაც იქ ვიყავი, რავიცი😀

  8. სულ ბოლო სურათზე გამაჟრჟოლა..❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: