აბა ჰე!.. ;-)

გიფიქრია, რომ კონკეტული სურვილი თავის ეშხს კარგავს, როცა ძალიან ახლოს ხარ მასთან?

არა, სურვილი სურვილადვე რჩება, თითქოს უფერულდება რაღაცნაირად.

და მაინც, ის ახლოა, სულ ორ ნაბიჯზე და გიხარია, ძალიან გიხარია. მაგრამ ის ემოცია, რომელიც ამ სურვილის სიახლოვეს უნდა გამოეწვია წესით, გაუფერულებულია.

არადა, რა ახლოა. სულ ცოტა დრო და თითქოს პირველად დანახული ზღვა, სახლში რომ გაგრძნობინებს თავს და სასიამოვნო ჟრუანტელი გივლის მთელს სხეულში “მარშუტკის” ფანჯარაზე მიწებებულს.

ჰაერი სუფთა, დილაადრიან ღრმად ჩასასუნთქი.

ალიონი თბილი და ახლობელი. სიო სუსტი, დილისთვის დამახასიათებელი. ცარიელი, მაგრამ საშინლად მყუდრო ქუჩები.

გული “საცხა გარბის”😀

ყველაფერი, ყველა დეტალი, ნაცნობი და საშინლად მონატრებული.

მძიმე ჩანთა ხელში, მაგრამ არა იმდენად, რომ ყურადღების მასზე გადატანა ღირდეს.

ნაცნობი კარი. ჩანთაში ორი თვის განმავლობში გამოუყენებელი გასაღები. ფრთხილად აღებ კარს, ყველას სძინავს, ადრეა ჯერ. სავარძელი კუთხეში, ერთი ცალი. სიამოვნება, მასზე მოკალათებისგან მიღებული. ფეხმორთხმით ჯდები, ეყრდნობი საზურგეს, თვალები თავისით გეხუჭება და გრძნობ, რომ დაღლილხარ.

მზე თანდათან ძალას იკრებს და ხალხს ეღვიძება ბათუმში. იღვიძებენ იმ სახლშიც, სადაც კუთხეში ერთი სავარძელია და იქ შენ ხარ მოკალათებული.

პ.ს. მეგობრებო, მე წავედი მოკლედ, გიტოვებთ აქაურობას და თქვენ იცით, მიმიხედეთ. მომენატრებით ისე😉 ხო, თეას და აქსიომას მოვიპატიჟებ ბლოგზე, თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ დაწერონ გესტ-პოსტები.

ერთი კვირა მალე გავა წესით😉

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/04/21, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged . Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. ვაუ! გენაცვალეეე, წახვედ??? ნამეტანს ნუ დაიკარგები ახლა :))) აბა კარგი დრო ატარე… გოგო, რა მშობლიურად თბილი პოსტია, ლამის ავდექი და ეხლავე “წევეი მეც სახში” (შენ რომ გიყვარს იმ ტონით)😀😀😀 რაღაც აუუუტანლად მომინდა სახლში :(((((

    • შემოვალ ალბათ, მარა იშვიათად. ერთ კვირაში დაგიბრუნდებით, ან ერთ კვირაში და კიიიიდო ორ დღეში🙂 მიმიხედეთ აქაურობას😉

  2. მიგიხედავთ, დეიდა, შენ მაგაზე არ იდარდო.
    ისეთივეს დაგახვედრებთ, როგორიც ახლაა, ან უკეთესს..
    აბა მშვიდობიანი გზა.
    მთლად ნუ მოგვანატრებ თავს, მალე ჩამოდი, მალეე.. :*

  3. აი, ზუსტად ის გრძნობაა დაჭერილი, მანქანა გვირაბს რომ გაივლის და ფანჯრიდან ზღვის ლურჯი ზოლი პირველად რომ გამოჩნდება🙂

    და დილის ბათუმის ცარიელი და საშინლად საყვარელი ქუჩები. თუ ახალი ნაწვიმარია, მითუმეტეს…

    ბათუმი მომიკითხე🙂

  4. აბა შენ იცი, :))) :)))) დროებით… ველიშენს დაბრუნებას :))

  5. ბ ა თ უ მ ი . . .

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: