8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ იცოდი

მაცომ დამთაგა ფრიად საინტერესო თამაშში, სახელად “8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ იცოდი”.
ხოდა, ახალ ბლოგზე პირველი პოსტის სწორედ ეს იქნება.

აბა დავიწყე:
1. მარცხენა და მარჯვენა მეშლება. არა, ოროსანა ბავშვებს რომ ეშლებათ ფიზ.კულტურის გაკვეთილზე, ისე არა. დაფიქრება მჭირდება რომ მივხვდე რომელია სინამდვილეში, ერთი აპრობირებული მეთოდიც მაქვს – უცებ წარმოვიდგენ რომელი ხელით ვწერ. შველის😀

2. ისტერიულად მეშინია გველების. ფობია მაქვს სერიოზული და როგორც ფინიკმა მითხრა (თუ არ ვცდები), ამას ოფიდიოფობია ჰქვია. ამ საშინელი არსებებს დასანახად ვერ ვიტან ვერც ფოტოზე, ვერც ვიდეოზე, ცოცხლად ხომ აღარაფერს ვამბობ. და რაც მთავარია, კბენის ყველაზე ნაკლებად მეშინია.

3. არასდროს ვყოფილვარ სერიოზულად შეყვარებული. ნუ, ახლანდელი გადასახედიდან ასე ჩანს. სერიოზული სიმპათიები ყოფილა, მარა მე სიყვარული სხვა რამე მგონია🙂

4. ვერ ვიტან ხინკალს! მხოლოდ ერთხელ მაქვს გასინჯული და მეორედ არც ვაპირებ. მარტო სუნზეც ცუდად ვხდები და მაგიდასთან რომ მოათრევენ, გავრბივარ სასწრაფოდ.

5. ინგლისური არ ვიცი ნორმალურად, “საცხა” საშუალოზე ვარ გაჩხერილი და ვერა და ვერ წავწიე წინ.

6. თითქმის არ ვატარებ სამკაულებს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ამოჩემებულ და უსაყვარლეს საყურეს “პა პრაზდნიკამ”. ყოველდღიურად ვატარებ ვერცხლის რგოლს მარცხება ხელზე (არ მეშლება :-D) – სამივე მეგობარს გვაქვს ერთნაირები და იმიტომ. მარჯვენა ხელზე კი ვითომ სამაჯურები მიკეთია, რომლებიც მე თვითონ დავამზადე ძაფებისგან, პატარა თევზი, გასაღები და ვარკვლავი აქვს ჩამოკიდული ერთ-ერთს.

7. პრობლემური თემა – ხშირად მღალატობს ორიენტაციის უნარი. უცხო სახლში თუ მოვხვდი, გასასვლელს თვითონ ვეღარ ვაგნებ, თუნდაც 2 წუთის შემოსული ვიყო. მარტივად ვიმახსოვრებ მისამართებს, მაგრამ მეშლება სადარბაზოები. სწორედ ამიტომ, ზუსტად ვიცი ლიფტის წარწერები და ერთ ძველ მეგობართან ვიზიტისას ვიღაც “ლაშა” ძალიან მეხმარებოდა😀, გულწრფელად მადლობელი ვარ მისი, რომ ერთ დღესაც გადაწყვიტა სახელი ლიფტზე მიეწერა.

8. ძალიან მიყვარს ჩემი თმა, ვცდილობ განსაკუთრებულად მოვუარო და სწორედ საფრთხეების გამო ვერ ვრისკავ შეღებვას, არადა ბოლო დროს ნამეტანი მეჯღანება ეს სურვილი. არ მინდა დავაზიანო თმები. ისე, უნდა ვაღიარო, ნამეტანი ლამაზი თმა მაქ, ფერიც მშვენიერია და მზის სხივი რომ ხვდება, მაშინ ხომ საერთოდ😀
სულ ეს იყო. მგონი ჩამონათვალიდან ბევრ რამეს გაიგებდით. ძალიან კი არ მინდოდა დათმობა, მარა მაინც🙂 თან პატარა დეტალები გავამხილე, მაგრამ მგონი არც ისე უმნიშვნელო.

ხოდა, ვთაგავ შიოს, თეას, სანდროს (აუ, ეს კიდე დამაყვედრის :-D), ჯესის და ფინიკი რა თქმა უნდა.

აბა, გაგვიმხილეთ თქვენი 8 ცალი საიდუმლოც (თვალებმოჭუტულივითომმზაკვრულჩანაფიქრიანისმაილი)😀

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/04/19, in (თეგ) თამაშები :-) and tagged . Bookmark the permalink. 35 Comments.

  1. ხინკალის საკითხი არ მომეწონა მარტო. როგორც ჩანს უგემურად მომზადებული შემოგთავაზეს. რას ამბობ!!! ხინკალის ღირსებას(მართალია ჩანგლით მივირთმევ) ბოლომდე დავიცავ!!!!!!:)

    • არა, სხვათაშორის ფრიად ნაქები ხინკალი მივირთვი. მარა არა რა, არაა ჩემი😀 ჩანგლით ხინკლის ჭამა ვის გაუგია გოგო!..

      • გაგაგოგოვებ შენ!!!! მიყვარს მაგრამ, ვერც ხინკალს და ვერც გუდის ყველს და საერთოდ ვერაფერს ვერ ვჭამ ჩანგლის გარეშე. არ ვიცი რა მეშველებოდა ეს აქსესუარი რომ არ გამოეგონებინათ ყვითელკანიანებს. კატეგორიულად მოვითხოვ ბოდიში მოიხადო ხინკალის წინაშე!!!!!!!!!!!

        • ტიტუუუუ, აღფოთებული შხამიანი ადამიანი რა სანახავია😀
          არა, ხინკლის წინაშე ბოდიშს არ მოვიხდი, თვითონ მომიხადოს ბოდიში, რომ ხორცისგანაა და თან საშინელი სუნი ასდის😀

  2. ბუშტები ისევ ჩემზეა🙂

    მშვიდობაში ახალი ბლოგი🙂

    ახლავე დანარჩენ პოსტებსაც ჩამოვუვლი და მწვანე ქუდებს დაგიტოვებ🙂

    • 🙂 მადლობა მოლი, ველოდები ბუშტებს ვინი პუხით ან მის გარეშე და მწვანე ქუდებსაც🙂

  3. მარცხენა–მარჯვენაზე მსგავსი დაბნეულობამეც მაქვს :))) ოღონდ მე უცებ წარმოვიდგენ ხოლმე ცეკვაზე რომ დავდიოდი ცეკვას რომელი ფეხით ვიწყებდი აი მაგ მომენტს :))) ბავშვობიდან ღრმად ჩარჩენილი მეთოდია. ეგეც ამართლებს, ოღონდ გამოცდილების ხარჯზე :))))
    ხინკლის ზიზღი კიდე ცოდვაა, ჯოჯოხეთში მოხვდები :)))) :ძალითშავიიუმორისმაილი:

    • ვიამე, ამ ხინკლის სუნია მარტო ჯოჯოხეთი😀 შენ ცეკვა გცოდნია ბატონო და მე არც ისე, მაგიტომ წერა (ნუ, არც ეს ვიცი გადასარევად, მაგრამ უკეთესად ვწერ, ვიდრე ვცეკვავ):-D

  4. რა დაბნეული ვინმე ყოფილხა შენ!! რა ქენი იცი? მარცხენა ხელზე, (ნამდვილ მარცხენაზე)საათის მაგიერ კომპასი ატარე :))))))))))):D მიმათაგე ხომ?? ვერ გამომტყუებ საიდუმლოებებს ვერა ვერა :განწირულიხმითრომკივისსმაილი:😀

    • ვაივაივაი :::))

    • თეა, მიყვარხარ!.. კომპასის რა მოგახსენო, საათსაც არ ვატარებ და😀 ისე, იდეა კაია ხო იცი😀
      საიდუმლოებები დაიდოს კიდე, გასაგებია?!.. (ჩაღლეჩილხმიანივითომქურდისმაილიიმერულიკილოთი)😛

      • ქუთეისელ კაი ბიჭებს ხმები არ ეხლიჩებათ😀😀😀 საიდუმლოებების რა მოგახსენო და.. ქე დავდე რაღაც ბოდიალობა უკვე…😀😀

        • ააა, მაპატიე, კიარადა ქუთეისმა მაპატიოს. ისე მიყვარს ეს ქალაქი, მგონი მეპატიება ერთი გადაცდომა😀
          ვნახავ შენთან ახლა😉

  5. ვახ ვა … ნუ რათქმაუნდა, მოკლედ შიომ დამთაგა ბავშვობის პროფესიაზე და შენ კიდე ამაზე.. მძიმე სამუშაო მელის :)))
    დავწერ აუცილებლად

    კარგი რაღაცეები გავიგე შენზე ამ ტეგ თამაშიდან ^_^

  6. ჰეჰეე, ჩემი პირველი კომენტარი ახალ ბლოგუნაზე..
    დეიდას ახალი ბლოგუნა..❤
    ჰო, უკვე ვთქვი, რომ ლამაზია..
    ახლა პოსტს რაც შეეხება, კარგი იყო.. მომეწონა.. საინტერესო.. თავიდანვე მინდოდა, რომ ბევრი "ოთხკუთხედი" ყოფილიყო.. ჰოდა, ეგეც გამოვიდა.. მადლობა თამაშის გარძელებისთვის,დეი.. :*

    • გოგო, შენ ერთიც იქნება ისტერიკაში ჩამაგდებ😀
      თავი მოხუცი მგონია 22 წლის ადამიანს😀
      მიხარია თუ მოგეწონა ბლოგი და პოსტის შეფასებაც თვით თამაშის ავტორისგან, მეტისმეტად სასიამოვნოა😉

      • ოჶ, ვინ გითხრა, რომ დეიდები მოხუცები არიან? აი, ერთი მაგალითი შენ ხარ.. ჯერ ახლა იფურჩქნები, მაგრამ უკვე დეიდა ხარ..😀😛 :*

  7. ვაიმე, ვაიმე, ვაიმეეე :ოოო ორიენტაცია ჩემი ტკივილიცააა :დ ერთხელ ზღავზე საკუთარი სახლის წინ დავიკარგე :დ:დ:დ

    • გამიხარდა შენი სტუმრობა :-* ”კაკრას” ზღვაზე არ ვიკარგები (ნამეტანი ღრმად თუ არ შემადგებ), სადარბაზოებში მაგარი ვარ სამაგიეროდ🙂

  8. როგორია ?? მმმმმაგარია !😛 საინტერესოა =D “8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ იცოდი” =D გვირილ, მე რო დავწერო 1262 რამ, რაც ჩემ შესახებ არ იცოდი < შეიძლება ? =D

    • 😀😀 დაწერე კაცო, თუ არ გეზარება და თუ დათმობ🙂 მე რვაც ძლივს დავწერე, არ მეთმობოდა😛😀

  9. vaime ramdeni vicine ra magari iyo :)))):DDD :*

    • 😀 რა გაცინებდა, ამხელა ქალმა მარჯვენა და მარცხენა რომ არ ვიცი სასაცილოა ეს?😀

  10. მე ფინჯანი და ლამბაქი მერევა :)) და ბრუნება და უღლება. უნდა დავფიქრდე, რომ გავიხსენო, რომელი რომელია. მაგრამ ეგეთი რამეები დიდად არ მაწუხებს

    გვირილიკო ♥

    • მთავარია უჟასი და უზაში არ აგაერიოს😀 სწორისა “უჟასი” (პრინციპში, არც თუ ისე სწორია, რადგან ქართული სიტყვა არაა)🙂

  11. ერთი კაციც და გავდივართ ჯესისთან😀

  1. Pingback: 8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ უნდა გცოდნოდათ « პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპატი

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: