ჩვენ


გავერთნაირდით.

გვინდა ორიგინალურები და სხვებისგან განსხვავებულები ვიყოთ, მაგრამ ერთნაირები ვხდებით (ვ-ერთნაირდებით).

თმას მოკლედ ვიჭრით ან წითლად ვიღებავთ; კედებს ვიცმევთ ან ტიმბელენდებს; როკს ვუსმენთ ან ჯაზს; რუსული მუსიკა “გვეზიზღება”, მარა ტექსტი ზეპირად ვიცით; ვეწევით და ვსვამთ; ვკითხულობთ ყველასთვის და არა საკუთარი თავისთვის; ინგლისურად უფრო მეტს და კარგად ვლაპარაკობთ, ვიდრე ქართულად; ვგიჟდებით ხელოვნებაზე და ფოტოგრაფიაზე ხომ თავისთავად; გვაქვს ბლოგები და ათასზე მეტი მეგობარი facebook-ში…

ორიგინალურობა გვინდა და ვერთნაირდებით, ისე, რომ ვერც ვხვდებით.

ბითლზი მოგვწონს და პინკ ფლოიდი, კოელიო და მარკესი.

გავერთნაირდით.

არ ვუყურებთ სერიალებს (მოდაში აღარაა), მარა ყველა გმირის სახელი ვიცით;

არ ვაღიარებთ არაფერ რუსულს, იმიტომ, რომ რუსულია.

ათეისტები ვართ ან ფანატიკოსები.

ღმერთი არ გვწამს, იმიტომ რომ ეს “ახალი” და ორიგინალურია, ასე ყურადღებას ვიქცევთ.

ან გვწამს ფანატიკურად. სინამდვილეში კი ყველაფრის გვწამს, გარდა ღმერთისა. ფანატიკოსები ვართ და საღად აზროვნების უნარი დავკარგეთ. დედამიწაზე გავაღმერთეთ ადამიანები, ხელშეუხებლები გავხადეთ.

არ გვიჩნდება კითხვა, როცა მღვდელს 40 ლარს ვუხდით იმისთვის, რომ ციხეში მყოფი ჩვენი ახლობლის აღსარება ჩაიბაროს, სამაგიეროდ ვაპროტესტებთ ღვედების აუცილებლობის დაკანონებას და მანდატურებს სკოლაში.

ვსაუბრობთ ჩვენს განუსაზღვრელ უფლებებზე და იმაზე, თუ როგორ უსინდისოდ არღვევენ მათ, ამ დროს გეი-პარადის საწინააღმდეგო აქციებს ვმართავთ და ჩაქოლვით ვიმუქრებით, ვკრძალავთ ფილმებს და წიგნებს, რომელთა შინაარსი ჩვენთვის მიუღებელია და ამიტომ სხვაც არ უნდა გაეცნოს.

შეგვიძლია საკუთარი აზრის გამოთქმისთვის მოვიძულოთ ადამიანები და მათი ხსენება გვეზიზღებოდეს, სახელის გაგონებისას ხელებს ვასავსავებდეთ.

ძალიან თავისუფლები ვართ ჩვენ რომ გვკითხოს ვინმემ. ამ დროს დოგმებში ვიხრჩობით. ან ერთი კატეგორიული მხარე ვართ, ან მეორე.

არ მინდა ვიყო ათეისტი, მწამს ღმერთის. მაგრამ პატრიარქი არაა ჩემი ღმერთი, რა ვქნა. განა ვაკნინებ? – არა, უბრალოდ ღმერთად არ მიმაჩნია, ადამიანია.

არ მგონია, რომ ვინმე ხელშეუხებელია და არ შემიძლია მასზე საუბარი, როცა ვთვლი, რომ მატყუებს.

დიახ, მე მომწონს რუსული მუსიკაც. სიამოვნებით ვუსმენ ძველ რუსულ ჯგუფებს და ზემფირას, сплин-ს, Смысловые Галлюцинации-ს და ხანდახან звери-ც მშვენიერია.

ჯაზის ბევრი არაფერი გამეგება და არც მინდა მხოლოდ იმიტომ გავიგო, რომ ყველამ იცის.

არ მიყვარს კოელიო და არც მარკესი, დუმბაძე მირჩევნია. მერის და ზურიკელას გრძნობები ხანდახან რომეოს და ჯულიეტას გრძნობებზე ლამაზიც მეჩვენება, მერე რა?

დიახ, ვთვლი, რომ განსხვავებულებსაც აქვთ არსებობის უფლება, სარწმუნოებით მანიპულირება უსინდისობად მიმაჩნია.

მე არ წავიკითხავ დეისაძეს. არა იმიტომ, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს უნდა ასე, არამედ იმიტომ, რომ არ მაინტერესებს და კიდევ იმიტომ, რომ ფოლკნერი, ტოლსტოი, დოსტოევსკი, ჰემინგუეი და სხვები მელოდებიან.

დიახ, მე არ მომბეზრდება ამაზე საუბარი, სანამ შენ მეტყვი, რომ გეების “მხარდაჭერა” არაეკლესიურია, რომ დეისაძე არ უნდა წავიკითხო, რომ “კაი რააა, ღმერთი არ არსებობს”, რომ რუსული ყველაფერი “ბანძია”, რომ ადამიანი მოსაკლავად შეიძლება გაიმეტო თუ პატრიარქი ახსენა, რომ “ფუუუ, ეს პაპსაა”, რომ არ შეიძლება არ მომწონდეს კოელიო… დიახ, მე მაქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლება, გაბედე და შემიზღუდე!..

P.S. ეს კიდე ზემფირას ჩემი საყვარელი ზიმღერა❤

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/04/13, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , . Bookmark the permalink. 23 Comments.

  1. გვირილ, არ დამარტყა და არ მინდა არაფერი🙂 ისე, გეთანხმები, რაც გიწერია, სწორად გიწერია ამ დროს, რა მეთქმის.. მეც ვუსმენ ზემფირას,ვკითხულობ ტოლსტოის და ძალიან მიყვარს “შურიკას თავგადასავლები” (უხეშ-გადმოქართულებულია შეგნებულად) და “ნუ პაგაძი!”.. (ხო, ეხლა ჩამქოლეთ, ვაი პატრიოტებო ხო! )

  2. კაის შვები დეისაძეს რომ არ კითხულობ. წავიკითხე და ვაი იმ წაკითხვას. კოელიო კიდე მაგარი კაცია. რატო არ მოგწონს? ^__^

  3. შარო საიდან მოდიხარო?!
    -საიდან და ახალგაღვიძებულობიდანო!🙂

  4. გამოქვეყნებული არ მაქ პოსტი მოვარდით, მადლობა ^_^

    თეა – რაღას დაგარტყამ, შეგაშინე და ვერ მეკამათები😛 ვიცი რომ შენც მასე ხარ, ორეულების ამბავი კი არ დამვიწყებია ^_^

    სანდრო – ნუ რავიცი, ვერ დავამუღამე. ეს არ ნიშნავს რომ ცუდია, უბრალოდ სხვა მირჩევნია. მე ვერ დავამუღამე ალბათ. რომეო და ჯულიეტაც “დავიწუნე” რამდენიმე წუთის წინ, ასე რომ… 🙂

    შიო – ჯერ ერთი მკვტარი-თქვა გითხარი, მეორეც, თუ შარზე ვარ, გეშინოდეს უნდა ადამიანო, რომ გაკრეჭილხარ აქ😀😀

  5. სიკვდილი ღიმილიანი ჯობია! რაზე დავღონდე?🙂

  6. 😀 იცი შენ რეიზ გულობიზა არ გეკამათები :)))Zemfira Rules!!!!!!!! ძალიან მაგარია!

  7. შიო – როდის მოასწარი ეს? ვაი, გათენდება ხვალინდელი დღე😀😀

    თეა – ვიცი, აბა რა🙂 ზემფირა კიიი❤

  8. გამახსენდა ჩემი პოსტი მოდაზე…

    კარგი პოსტია..კარგად დაგიწერია. ყველას განსხვავებულობა უნდა და გამოსდით “კაკ ვსეგდა”დაა ყველა ერთნაირია..

    მე და შენ ერთნაირი აზრები გვაწუხებს და ეს მომწონს :)))

  9. ჯესი, გამიხარდა შენი კომენტარი, მიხარიხარ საერთოდაც :-*
    შენი პოსტი მოდაზე არც მე დამვიწყებია, კაი იყო და იმიტომ :-*

  10. მომეწონა შენი პოსტი “რაცხა”🙂

  11. ძალიან მომეწონა პოსტი, თითქმის ყველაფერში გეთანხმები, წერის სტილითაც აღფრთოვანებული ვარ.
    თუმცა ძალიან მიყვარს პაულო კოელიო, არა იმიტომ, რომ ფეხის ხმას ვარ აყოლილი, არამედ იმიტომ, რომ მიყვარს, მსიამოვნებს მისი რომანების კითხვა, ამასთან განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ავტორი ცოცხალია, ანუ ჯერ კიდევ შეგიძლია ელოდო ახალს, ხელშესახებია, აქვს ბლოგი, მოკლედ მომწონს.
    რაც შეეხება დეისაძეს არასოდეს დავინტერესებულვარ, უბრალოდ უკაცრავად და ”ფეხებზე მკიდია” და მორჩა🙂

  12. ჰო, კიდევ რაც შეეხება რუსულ მუსიკას, რა თქმა უნდა არის სიმღერები, რომლებსაც სიამოვნებით ვუსმენ, მეც მომწონს ზემფირა, თუმცა შემიძლია გავიგო იმათიც ვისაც არ უნდათ და არ უჩნდებათ სურვილი უსმენდნენ რუსულს ნებისმიერი ფორმით (თუ რა თქმა უნდა ეს პოზა არ არის). აი ვგულისხმობ იმას, რომ ალბათ ებრაელები საღამოობით არაბული ჰანგებით არ ტკბებიან (მიუხედავად იმისა, რომ კარგია), სავარაუდოდ არც არაბების ჰობია ჰავა ნაგილათი ტკბობა. სომხებს არ უყვართ თურქული და თურქებს სომხური, მოკლედ გაგება მტერი და ომი ცოტა უცნაური რამაა.

  13. ჰო, რაც შეეხება რელიგიას, ახლა არა მხოლოდ ათეიზმია მოდაში, არამედ კიდევ ბევრი სხვა რამ, მაგ. გეტყვიან აგნოსტიკოსი ვარო, ამ დროს გონზე არ არიან ეს რას ნიშნავს. ამასთან სავსებით გეთანხმები, რომ ადამიანების გაფეტიშება კიდევ ერთი უბედურებაა. თანაბრად მაღიზიანებს, როგორც ფეტიშიზმი ისე ამ ფეტიშების ლანძღვა გინება.
    მოკლედ ძალიან ბევრი ვწერე, მომეწონა პოსტი ძალიან🙂

  14. axsiom – მადლობა “რაცხა”. მეღირსა შენი კომენტარი🙂

    finiki – გამიხარდა ძალიან შენი კომენტარი, ბევრი კი წერე, მარა კარგად🙂 რუსულ მუსიკას რაც შეეხება, თუ მხოლოდ იმიტომ არ მოსწონთ, რა მიზეზითაც ებრაელებს არაბული ჰანგები, კი ბატონო, მაგრამ მე ძირითადად “ძაან ბანძია”-ს არგუმენტი მესმის და ეს მაღიზიანებს. სხვა მიზეზი გაცილებით უფრო მისაღებია ჩემთვის🙂

    კოელიოს რაც შეეხება, მე ვერ დავამუღამე რატომღაც, ეს არ ნიშნავს რომ ცუდად მიმაჩნია. რომეო და ჯულიეტაც “დავიწუნესავით” პოსტში, არადა ცხადია, რომ კაია🙂

    პოსტის შეფასებისთვის კიდე დიდი მადლობა, წერის სტილით აღფრთოვანებისთვის ხომ საერთოდ ^_^

  15. აი, ეს მესმის..
    ძალიან კარგი პოსტი გამოგივიდა, ძააალიან კარგი.
    აბსოლუტურად ყველა პრობლემა მაწუხებს, რასაც კი ხაზი გაუსვი..
    მმ, გვირილა დეიდა, მაგარი ხარ.!!!

  16. შეხედე შენ!.. რამდენს ბედავს ეს ცუღლუტი ბავშვი😀😀
    მიხარია შენი შეფასება და ისიც, რომ მარტო არ ვყოფილვარ თურმე🙂

  17. რა კარგი პოსტია, ყოჩაღ, ძალიან მომეწონა!🙂 ყველაფერზე ისე ამომწურავად გიწერია რომ რა დავამატო არ ვიცი, უბრალოდ _ მომწონს!

  18. უი, მადლობა ^_^
    გამიხარდა ძალიან შენი შეფასება ^_^

  19. ერთი შენ ხარ განსხვავებული!😀
    რატომ გგონია, რომ შენ ხარ რაღაცით განსაკუთრებული, დარწმუნებული ვარ შენც მაგ მასის წევრი ხარ. ბევრისთვის ამ წუწუნის ავტორია პოპსა და ‘ერთნაირობა’, ამოვიდა ყელში ამდენი ვითომ განსხვავებული აზრი. მარტო ამ ერთ პოსტში რამდენი სხვისი აზრი(სიტყვები კერძოდ) შემხვდა მითვისებული;) თუ შენი ვიღაცეებისგან მითვისებული მსოფლმხედველობის გამხელა გინდა, მორჩი ამ თვალთმაქცობას. გამიგრძელდა კომენტარი, ღირდა კი ამდენი წერა?:) ვეჭვობ კიდევ ამ ბლოგზე შემოვიხედო ამიტომ მომიტევე, თუ შენს კაპას პასუხს ვერ ვუპასუხებ უცნაურო გოგონავ😀
    პ.ს. იმედია იმის მტკიცებას არ მოყვები ვიღაც მმკ–ელი ან უინტელექტო ..ეაო;) მერწმუნე, არც ერთი, არც მეორე და ბევრისგან განსხვავებით არც მესამედ არ ვარ;)
    პ.პ.ს, კომენტის გამოქვეყნება, შენს სინდისზე იყოს;)

    • და რისთვის არის საჭირო მასეთი კომენტარის დატოვება ტუ მერე არც კადრულობ პასუხის გაგონებას? არ ხარ მართალი.. პირად ბლოგზე ადამიანი რასაც უნდა იმას წერს და არც რვის შეეკითხება და მითუემტეს შენ, რას ფიქრობს როგორ ფიქრობს და საიდან რა აქვს აღებული… არ მოგწონს შეგიძლია გაიარო, მაგრამ თუ არ იცნობ ადამიანს მისი გაკრიტიკების და უსაფუძვლო დასკვნების დაწერის უფლება არ გაქვს. თუმცა სიტყვის თავისუფლებაა და მეც გამოვთქვი ჩემი აზრი …

    • 😀 მადლობა კომენტარისთვის. კაპას პასუხს ვერ მიიღებ, ჩაგივარდა კოვზი ნაცარში😀 ყველას თავისი აზრი აქვს, მათ შორის შენც და ცხადია, უნდა გამოთქვა. კომენტარს რაც შეეხება, არც ერთი კომენტარი არ დამიბლოკავს ბლოგის არსებობის ისტორიაში და არც ამას დავბლოკავ, მით უმეტეს, რომ არაფრით განსაკუთრებული არაა🙂 ერთადერთი რაშიც კატეგორიულად არ დაგეთანხმები, ისაა, რომ სხვისი აზრების მითვისებას მაბრალებ. ამაზე გამეცინა გულწრფელად რომ გითხრა, შეიძლება რამდენიმე ადამიანის აზრს ემთხვევა ჩემი სიტყვები და მერე რა? მე ერთადერთი უნდა ვიყო ამ აზრზე თუ რაშია საქმე?😀

      და კიდევ, მე არ ვარ ყველასგან განსხვავებული (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ყველა ადამიანი რაღაცით განსხვავდება ერთმანეთისგან – ნუ, ეს ისე დავაზუსტე, თუ ვინმეს ინტრიგნობა მოუნდება :-D), თუნდაც იმიტომ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები ჩემსავით ფიქრობენ. საერთოდაც, არ მაქვს პრეტენზია განსხვავებულობაზე და ორიგინალურობაზე.

      ხო, მადლობა რომ შემოიხედე ბლოგზე და კომენტარიც დატოვე. ქვევით პატარა მრიცხველის მსგავსი რაღაც მაქვს დაყენებული, ხოდა, იქ ერთი ადამინაით მეტი დაფიქსირდა შენი შემოსვლის მერე😉

  20. თანამედროვე კონფორმიზმი = ფლოიდის და ზეპელინის უაზრო გაფეტიშებას :@:@
    ქართული სტერეოტიპი – თუ როკს უსმენ მარა არ გევასება ზეპელინი, ფლოიდი და სხვა უაღრესად ბანალური ჯგუფები, ესეიგი სირი ხარ და მუსიკის არ გაგეგება :@@@ დდშვც!! :@@@

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: