“რა გინდა გამოხვიდე?”


ბავშვობა მაგარი რამეა. რას არ გაფიქრებინებს ადამიანს🙂

მე ახლაც ბავშვი მგონია თავი და თოჯინებით თუ ვეღარ, თეგ თამაშებს მაინც ვთამაშობ. ესეც მორიგი მათგანია, ჯერ სამნი ვართ, მე, თეა და შიო.

ბავშვობა ის დროა, როცა ხშირად დასმულ შეკითხვებში მართალია პირველი ადგილი “დედიკო უფრო გიყვარს თუ მამიკო”-ს უჭირავს, მარა რატომღაც “რა გინდა გამოხვიდე?”-ც საკმაოდ აქტუალურია.
არადა, მაგ დროს პროფესიები მარტო ის გგონია, რუსულის წიგნში რაცაა ჩამოთვლილი და მასწავლებელი გაკვეთილზე გარჩევენებს – აბა, შენ აქედან რა გინდა გამოხვიდეო.

არჩევანი იმ წიგნში არც ისე დიდი იყო. კოსმონავტობა მე არ მინდოდა და მუშაც არ ჟღერდა კარგად ბავშვის გონებაში. იმ დროს სტომატოლოგია კი იყო მოდაში, მარა ვერ გავრისკე ცხოვრების სხვის პირში გატარება (არადა, ამასწინათ, სტომატოლოგთან ვიზიტისას, დავფიქრდი, რომ საკმაოდ საინტერესო სპეციალობაა.)

ზედმეტად რეალისტი ბავშვი ვიყავი და მსახიობობაზეც არ მიოცნებია რატომღაც, სულ მიკვირდა რატომ უნდოდათ ბავშვებს მსახიობობა. სამაგიეროდ, იმისთანა სერიოზულ თემებში ჩავერთვებოდი და რაღაცას დავაბრეხვებდი, დამცინოდნენ შენ რა იციო, არადა მერე ისე ხდებოდა, როგორც მე ვთქვი, ოღონდ მართლა. რატომღაც, არ სჯერათ ახლა რომ ვახსენებ😦

და დარჩა რა? დიიიიახ!.. მასწავლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ალგებრა-გეომეტრიის სპეციალისტია და ვხედავდი სახლში ნახევრად მკვდარი რომ მოდიოდა, მაინც მინდოდა მასწავლებლობა. ალბათ, ამან პირიქით იმოქმედა და ერთგვარი მიბაძვა გამოიწვია.

რამდენიმე ბავშვი თუ შეიყრებოდა ეზოში, ურააა!.. გარბოდა ქალბატონი გვირილა (მაგ დროს სხვა სახელი ერქვა) წითელი “პასტით” და ძველისძველი სქელტანიანი რვეულით, სხვადასხვა ფერის ყდა რომ ჰქონდა და “საერთო რვეული” ეწერა ზედ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი.

იმ შემთხვევისთვის საუბედუროდ, სწავლა მიყვარდა და “მოსწავლეებსაც” სისხლს ვუშრობდი. რვეულებს წითლად “ვუფერადებდი” და არც ორებს ვიშურებდი, ორები და ხუთები იყო მაშინ.

ერთ დღეს მამაჩემმა დიიიიდი რვეული მოიტანა, დიდზე დიიიდი, ცისხელა, ჟურნალზე დიდიც. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, სულ სიის მიხედვით მეწერა “მოსწავლეები” და ორებიც შესაბამისად. ჟურნალს მშვენივრად ვავსებდი სხვათაშორის, დედაჩემისგან ვისწავლე.

გარდა ამისა, ერთხელ წამცდა ფეხი და მომღერლობაზეც წავიოცნებე. ყველაფერი კი ჩემი გადარეული ბიძაშვილის ბრალი იყო, რომელსაც ტელევიზორი ძალიან უყვარდა.

ეს ის პერიოდია, “ქალს, მშვენიერ ქალს” რომ მღეროდა ყველა. ამ ჩემი ბიძაშვილს გაუჩნდა იდეა გაგვემართა კონცერტი, თან უბრალო კიარა, ბილეთები “დავწერეთ” ქაღალდზე და სადარბაზოებში გავყიდეთ. მერე ფანჯარაზე ფარდებიც გავაქრეთ და აივანზე საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გადავიტანეთ. გარდა სიმღერებისა, მოვამზადეთ “პაკაზიც”, უცებ გავაქრეთ სამოსი დეიდაჩემის კარადიდან, პომადებიც წავიცხეთ და დავიწყეთ!.. სტუმარი ბევრი მოვიდა და კონცერტიც მშვენიერი იყო, თუ არ ჩავთვლით ფარდის ჩამოვარდნას, 10 ზომით დიდი ფეხსაცმელი რომ წამოსდო პოდიუმზე გამოსვლისას ჩემმა ბიძაშვილმა.

კონცერტიდან შემოსული “თანხით” ლიმონათები, “სემიჩკა” და “ტურბო ზუაჩკები” მოგვივიდა. ამ დროს გამკრა წამით გულში, ხომ არ მეღალატა მასწავლებლობისთვის. კინაღამ გავიყიდე პროფესია ლიმონათზე😀

ეს იყო და ეს, მერე სადღაციდან ამოვიჩემე, რომ ჟურნალისტიკაა ჩემი, რომ სულ გადარბენებზე უნდა ვიყო და ახალი ამბები ვუთხრა ხალხს. ტელევიზორში ყოფნაზე არ მიფიქრია ოღონდ🙂 ხოდა, ბოლო ამოჩემება კი გახდა ჩემი პროფესია. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

P.S. ვთაგავ მაცოს🙂

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/04/11, in (თეგ) თამაშები :-) and tagged , . Bookmark the permalink. 20 Comments.

  1. Turbo ზუაჩკა მიინდაააა!!! :))))

  2. 😀 კონცერტებს მეც ვმართავდი როცა ბებოსთან ჩავდიოდი, დაკვრა, ცეკვა და სიმღერაზე მეორე კლასიდან შემიყვანეს და ავიყოლიებდი ხოლმე :)) კაი პოსტია, შეენც ჩემსავით გადარეული ბავშვი ყოფილხარ ბავშვობაშიც🙂 (ახლა რაცხა ხარ ქე ვიცით მე და შენ):D😀 :* Like

  3. კარგად ვიმხიარულე : ))
    უჰ, როგორ ძალიან მიყვარდა მეც “მასწავლებლობანა” და ასეთები : )) ჭკუას ვკარგავდი : )))
    კარგი რამეა ბავშვობის გახსენება :**

  4. shiosmarani – ტოლმა არ გინდა შიო?😀😀 ტურბო ზუაჩკაზე ვოცნებობ რა ხანია, სადაა თორე. სუნი გახსოვს? აუ, რა იყო ეს🙂

    Teaa – შენ თავი რომ არ მომჭრა არ შეგიძლია ხომ?😀😀 “შენსავით” რომ ვიქნებოდი, ამაში ეჭვიც არ შემპარვია😀

    თოვლი – ჩემთან მგონი ბოლო დროს ბავშვობის გარდა არაფერზე იწერება, საბავშვო ბლოგს გავაკეთებ მალე🙂 არადა, საყვარელია ბავშვობის მოგონებები <3
    მიხარია თუ იმხიარულე🙂

  5. მოკლედ რაა… საკუთარ ამპლუაში ხარ , როგორც ყოველთვის.. :))))

  6. eh.უდარდელი ბავშვობა😦

  7. axsiom – კაია ეს თუ ცუდი, ის მაინც გეთქვა, მოვკვდი ნერვიულობით😛😀

    ourlifegoeson – ნურც ახლა იდარდებ ჯესი, ხანდახან ბავშვის თვალით შევხედოთ რაღაც-რაღაცეებს😉

  8. ისე, რაღაცით როგორი საინტერსოა..
    პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით, რუსულის წიგნი რომ მოიყვანე ერთ-ერთ მაგალითად, ჩემი თავი გამახსენდა.. რაღაცნაირად ჩემებური იყო ეს პოსტი..
    მსახიობობაზე მაინტერესებს.. მაინც რა გიკვირდა კონკრეტულად?
    ისა, შეიძლება, მეც დავწერო ამაზე პოსტი? ^^

  9. რა თქმა უნდა მაცო, მე სულ დამავიწყდა დათაგვაც რომ იყო საჭირო, ხოდა დათაგული ხარ უკვე შენ😉
    მსახიობობაზე არ ვიცი რატომ მიკვირდა, შენს ასაკში რომ იფიქროს ვინმემ, არ გამიკვირდება, მარა ბავშვებს რატომ უნდათ მსახიობობა და პოპულარობა, ვერ ვხვდები😀😀

  10. მე 15 წლის ვარ.. ვფიქრობ, ბავშვი ვარ, დეიდ..😛
    აი, პოპულარობა რატომ მინდა? -მმ, რატომ? აი, იმიტომ.. ისე, არც არასდროს დავფიქრებულვარ.. აი, უბრალოდ მინდა.. არა, მინდოdა.. მე არა კინოს, არამედ თეaტრის მსახიობობა მინდა უკვე წლeბია.. ^^

  11. ახლა რომ გინდოდეს მსახიობობა, სულ არ გამიკვირდება, 15 წელი არც ისე დიდი ასაკია, მარა მაინც შეგნებული. სულ ღრმა ბავშვობაში რომ უნდათ მსახიბობა იმას ვერ ვიგებ. ეს კი არ ნიშნავს, რომ ისინი ცდებიან, დიდი შანსია მე ვცდებოდე, რადგან ბავშვების 90% ამაზე ოცნებობს, მე რა რეალიზმი მეტაკა😀😀

  12. girlwithumbrella

    რა გინდა გიქეიფიათ😀 მეც 20ჯერ მაინც მექნება მომავალი პროფესია გამოცვლილი მაგრამ რატომღაც საჩემო მეც ისეთი პროფესია მგონია, სადაც სულ უნდა ირბინო… მეც მიზიდავს ჟურნალისტობა, მაგრამ ჩემებს ეგ არ უნდათ😦 მაინცდამაინ პროგრამისტობა მოსწონთ ჩემს სამომავლო პროფესიად😦

  13. girlwithumbrella

    ისე მეც დავწერ ამ თემაზე, შეიძლება???🙂

    • რამდენი წლის ხარ? თუ ჯერ არის დრო, კარგად დაფიქრდი და გაიზრე, ეს თავიდან გვგონია ჟურნალისტიკა მარტო სირბილი, მერე ცოტა რთულადაა საქმე. თუ ნამდვილად გინდა იყო ჟურნალისტი და არა ვიღაცის გამხმოვანებელი, ეს დღეს რთულია, თუმცა შესაძლებელი😉
      ხოდა, კარგად დაფიქრდი, სანამ გადაწყვეტდე და როცა გადაწყვეტ, მშობლებს დაელაპარაკე, აუხსენი რატომ გინდა ეს პროფესია. ჩემებსაც არ მოსწონდათ, მაგრამ შეეგუენ, რომელი ეკონომისტი მე ვიქნებოდი აბა?😀 მოკლედ, ჯერ გადაწყვიტე კარგად რა გინდა და მერე დაელაპარაკე მშობლებს, გაიგებენ😉

      ხოდა, რა თქმა უნდა შეიძლება დაწერო ამ თემაზე😉 ველოდები😉

  14. girlwithumbrella

    16 გავხდები ივნისში🙂 ძალიან მომწონს და მზად ვარ გავხდე ჟურნალისტი, უბრალოდ ჩემმა მეუფემ არ მაკურთხა და ამიტომ მგონი ისევ პროგრამისტობა ჯობია ყველაფერს😀 სანამ სკოლას დავამთავრებ იქამდე ზუსტად მეცოდინება სად მინდა ჩაბარება🙂

  15. მომწონხარ, მომწონხარ, მომწონხარ!!!
    შემიყვარდი გოგო :დ
    საოცარი პოსტია, ხომ ვერ დამთაგავ?😉

    • ამ კომენტარით ოფიციალურად გაცხადებ დათაგულად😀
      პ.ს. მადლობა მოწონება-შეყვარებისთვის ^^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: