>"კიდე კაი ბიჭი არ ვარ!.." :-)

>
მუზებმა მითხრეს დაგვანებე თავი, ისედაც ამდენი ხანი გვაწვალე, არაფერი არ გამოვა შენგანო.

თურმე, ცოტა ხნით კიდევ ერთი ადამიანი მიუტოვებიათ ამ მოღალატეებს. იმას რას ერჩოდნენ ვერ გავიგე. ხოდა, მე და შიომ შევქმენით გაერთიანება სახელად “მუზების ჯიბრზე”. ვიფიქრეთ და ვიმსჯელეთ თემებზე და ბოლოს შევთანხმდით, რომ დავწერდით პოსტს “კიდე კაი ბიჭი/გოგო არ ვარ!”

მართლაც, კიდე კაი ბიჭი არ ვარ!..

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, დაბადების დღეზე აუცილებლად სუნამოს ან ოდეკოლონს მომართმევდნენ. სახლში იაფფასიანი სუნამოების კოლექცია მექნებოდა.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი მუდმივად მე უნდა გადამედგა. სარკის წინ დამელაგებინა სიტყვები, რომლებითაც საყვარელ ადამიანს სიყვარულში გამოვუტყდებოდი.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი და თან სიმპათიური, უამრავი შტერი გოგო ამეკიდებოდა, თან იფიქრებდნენ, რომ რომელიმე მათგანი აუცილებლად მომწონს. ამ დროს თითოეული საკუთარ თავს მოიაზრებდა ამ “აუცილებლად მოსაწონში”.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, 8 მარტი ალბათ ყველაზე ცუდი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში – იაფფასიანი ყვავილები ხომ უნდა მიმერთმია კოლეგებისთვის, ამხანაგებისთვის, დედისთვის და შეყვარებულისთვის რა თქმა უნდა, ამ უკანაკნელის არსებობის შემთხვევაში.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ყურადღებიანი და ცოტათი მაინც განსხვავებული უნდა ვყოფილიყავი სხვებისგან, ბოლო დროს ნამეტანი გაჭირდა ნორმალური გოგოს გულის მოგება.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, უნდა მხსომებოდა საყვარელი ადამიანის დაბადების დღე, ჩვენი სუუულ პირველი შეხვედრიდან ერთი წლის თავი, უამრავი წვრილმანი დღესასწაული და რა თქმა უნდა, პირველს უნდა მიმელოცა.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, კარებში პირველად “ქალბატონები” უნდა გამეტარებინა, თან მორჩილად დავლოდებოდი, როდის მორჩებოდნენ საუბარს კარში გაჩხერილები.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, დაღლილ-დაქანცულსაც კი ტრანსპორტში ადგილი უნდა დამეთმო ქალისთვის, ბავშვისთვის, მოხუცისთვის და ა.შ.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, პაემანზე აუცილებლად ლოდინი მომიწევდა, ქალმა ხომ უნდა დაიგვიანოს…

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, სული ამომხდებოდა მეც და მამაჩემსაც ჩემს მიერ გოგოების კაფეში დაპატიჟების გამო.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ძმაკაცებთან გამიტყდებოდა იმის თქმა, რომ ვიღაც მართლა მიყვარს, “პროსტა” ვერთობი რა…

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ქალიშვილობის ინსტიტუტის წინააღმდეგი ვიქნებოდი, მარა “არაქალიშვილს ცოლად არ მოვიყვან!”-დი.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, თვეში ერთხელ მაინც გათხრეშილი მთვრალი ხომ უნდა მივსულიყავი სახლში?

და სუფრაზე განსხვავებულით მანდილოსნების სადღეგძელოც აუცილებლად უნდა დამელია.

“ბირჟაზე” ხომ უნდა ვყოფილიყავი ძმაკაცებთან ერთად, გამვლელი გოგოები შემეთვალიერებინა და თვალებით გამეშიშვლებინა.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, “ბირჟაზე” მიმავალი ჯინსის ჯიბეებში ჩავიწყობდი ხელებს და შემხვედრ ადამიანებს “დასტოინი” სახით შევხედავდი. თუ გოგო იქნებიდა ეს შემხვედრი და თან სიმპათიური, პატივისცემის ნიშნად აუცილებლად გადავაფურთხებდი.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ჯარში წასვლა მომიწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მომწონს ეს, ბიჭი რომ ვყოფილიყავი, არ მომეწონებოდა.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ერთ დღესაც “მამიკო” დამელაპარაკებოდა იმ მომენტისთვის ძალიან უხერხულ თემაზე – ინტიმური ურთიერთობაზე და თავისი ჭკუით ჭკუას დამარიგებდა.

მეგობრებთან მხოლოდ ფეხბურთზე და ქალებზე ვისაუბრებდი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არ მეცოდინებოდა ნორმალურად.

რომელიმე “ბედნიერი” მეგობარი წამომაძახებდა სექსუალურ გამოუცდელობაზე. მეორე, უფრო “მზრუნველი” ამ გამოცდილების მიღებაში დამეხმარებოდა და იაფფასიან მეძავთან წამიყვანდა. მეორე დღეს მაგარი კაცი მეგონებოდა საკუთარი თავი.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, სავარაუდოდ ტრადიციული ორიენტაცია მექნებოდა და როგორც ყველა “ვაჟკაცს”, მეც შემზიზღდებოდა არატრადიციული ორინტაციის ადამიანები.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ერთხელ მაინც მოვისმენდი თავიდან ბოლომდე “сижу я на травке”-ს და ალბათ ამ დროს ცხოვრების სირთულეებზე დავფიქრდებოდი.

ბიჭი რომ ვყოფილიყავი, ფეხბურთი მეყვარებოდა, ერთ-ერთი გუნდის გადამკვდარი ქომაგი ვიქნებოდი და მათი გამარჯვების შემთხვევაში, ხმის ჩახლეჩამდე ვიღრიალებდი.

კიდე კაი, რომ სხვა არაფერი მახსენდება და კიდე კაი ბიჭი არ ვარ!..

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/04/08, in (თეგ) თამაშები :-) and tagged , , . Bookmark the permalink. 36 Comments.

  1. >პირველ ორში და ბოლოში არ გათანხმები არანაირად დანარჩენი გადსარევია და საერთოდაც ვაღიარებ მაგრად მაჯობე! საღოლ მაგარი პოსტი გამოვიდა!!!

  2. >მე კიდე მგონია რომ შენ მაჯობე, ოღონდ არანაირი თავმდაბლობა და რამე, მართლა ძალიან მომეწონა. და რაში არ მეთანხმები ერთი?🙂 ფეხბურთზე? თუ სუნამოების კოლექცია არ გაქვს დავიჯერო? და პირველ ნაბიჯზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი რა, ამაში თუ არ მეთანხმები, სირცხვილი შენი!..😀😀

  3. >სუნამოებს არ ვხმარობ და შესაბამისად კოლექციაც არ მაქ! ფეხბურთი დიდი ხანია ძირფესვიანად დავიკიდე და არ ვუყურებ, სარკის წინაც გამოვტყდები და არ მირეპეტიციავებია არასოდეს ასე რომ…🙂

  4. >ჯერ ერთი, პოსტი ზოგადია, ანუ ბიჭების უმრავლესობას ეხება. მეორეც, სუნამო რომ არ გიყვარს, (მოიცა, სუნამოს არ ვხმარობო?!), ეს არ ნიშნავს, რომ არ გაჩუქებენ🙂 ფეხბურთის ამბავს კი მხოლოდ მივესალმები🙂 სარკის წინ რეპეტიციას რაც შეეხება, ან ძაან ყოჩაღ, ან უბრალოდ არ გინერვიულია და არც გყვარებია შესაბამისად, ამიტომ მარტივად გადალახე "მიყვარხარ"-ის ამბები😀 ისე, წერან მე უფრო პირველ ნაბიჯებზე ვიფიქრე შენი კომენტარი და იმიტო ასეთი რეაქცია😀

  5. >გავერკვიეთ… თუმცა დავაზუსტებ სუნამო რომ არ მიყვარს არც მჩუქნიან, მით უმეტეს იცი ჩემი საჩუქრების ჩუქნის სისტემა :))) ფეხბურთი მართლა ძაან მკიდია და სიყვარულიც რეავიცი რეავიცი ::)

  6. >ხო, შენი საჩუქრების სისტემა დამავიწყდა :-Dმოკლედ, წინააღმდეგობები აღმოფხვრილია😀😀 მარა სიყვარულზე რომ ამბობ რავიციო, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პუნქტი შეიძლება დამემატებინა პოსტში – გრძნობებზე დამოკიდებულება😀

  7. >მე კიდე იმდენჯერ მდომებია ბიჭი ვყოფილიყავი:) ზოგზოგიერთებს გავტყეპავდი, თან არც გოგო ვიქნებოდი ხშირად გატეხილი გულით:))) მოკლედ ბიჭობაც კაია:) ფეხბურთი ისეც მიყვარს:)პოსტი ძააალიან მომეწონა, მამენტ კარგად წავიდა ამ დილას:) და კეთილი იყოს ჩე კომენტი შენთან. თუ არ ვცდები პირველად ვწერ:)

  8. >კი ნათი, ეს პლიუსი აქვს ნამდვილად ბიჭად ყოფნას🙂 ბავშვობაში მეც მიფიქრია მაგაზე :-)მიხარია პოსტი თუ მოგეწონა ^_^ნამდვილად არ ცდები, შენი პირველი კომენტარია ჩემს ბლოგზე🙂

  9. >კარგი პოსტია, ვიხალისე და ბიჭობაც ასე თუ ისე გადამინდა😀😀 შიოსთან დავაკომენტარე ჩემი აზრი თუ რა არის ბიჭად ყოფნის მთავარი სირთულე. საინტერესო საკითხია, ბევრ რამეს დავწერდი კიდევ… (ვერ ვაკომენტარებ wordpress-იდან რატომღაც და ანონიმად იმიტომ ვარ)

  10. >ვახ, კომენტარის ამბავი მეწყინა, რა ჯანდაბა ჭირს ნეტა? სახელი მაინც მიგეწერა ბოლოში :-)პოსტის შეფასებისთვს მადლობა, მეც აღარ მინდა ბიჭობა😀

  11. >ამ პოსტის შემხედვარე(რაღა შემხედვარე, წამკითხვარე უფრო) სულ აღარ მოგინდება ბიჭობა.. :Dბიჭი რომ ვყოფილიყავი, ღალატი მეპატიებოდა.. ეს გამოგრჩა..😀

  12. >ხო მაცო, მართალი ხარ, ეგ გამომრჩა. რა ლანძღვა-გინების განწყობაზე მოვედი უცებ, ვერ წარმოიდგენ😀

  13. >ასეთ ბიჭებს სად პოულობ? :)ახალი დიზაინი მომილოცავს, მაგრამ… გვირილა, ვორდპრესი არ გირჩევნია?

  14. >მოლი, მასეთ ბიჭებს იპოვი თუ იპოვი, სხვანაირების პოვნაა რთული თორე :-)ვორდპრესის რა მოგახსენო, თავიდან ბლოგსპოთი დავამუღამე და… არ ვიცი მოლი, უკვე იმდენმა მითხრა და უკვე იმდენი გაწვალდა კომენტარის დატოვებისას, უკვე ვფიქრობ სერიოზულად. უმცირესობაში ვარ და მჩაგრავთ, თქვენ გადმოდით ბლოგსპოთზე, აქ უფრო კაია :-)მიხარია ახალი დიზაინი თუ მოგეწონა, მთელი დღეა დავკომპლექსდი ლამის, ჩემი თუა არ მგონია, "დასაბამითგანვე" ის მქონდა 🙂

  15. >გოგოებს გვაკლებენ იაფფასიან სუნამოებს თუ რა? :)ისე, ბიჭის კი არა, ბიჭის პორტრეტი გამოგივიდა🙂

  16. >ბიჭის ანტი–პორტრეტი უნდა დამეწერა🙂

  17. >არა კაცო, არც ჩვენ გვაკლებენ "სუნამოებს", მარა იდეაში ბიჭზე უდნა დამეწერა და🙂 თორემ, გოგოების "რთულ" ცხოვრებაზე რომ დამეწერა, სულ ცხვირსახოცებს ჩამოგირიგებდით ცრემლების მოსაწმენდად:-Dშეიძლება ანტიპოდი გამომივიდა, სუბიექტურობამ მძლია. ჟურნალისტიკაში მეყოფა ობიექტურობაზე ჩალიჩი, დამანებეთ თავი😀😀

  18. :)))) ვაიმე როგორ მომწეონა! კიდევ კარგი ბიჭი არ ვარ მართლა.. აი ჩემი ძმის თაროზე იმდენი სუნამო დევს, შეგშურდება.
    პ.ს ახალი დიზაინი მომეწონა❤

  19. მომწონს აქოურობა უკვე:):):)

  20. მშვიდობაში ახალი ბლოგი🙂

    კეთილი იყოს ჩემი პირველი კომენტარი და პირველი ლაიქი🙂

  21. მადლობა ჭიამაია <3
    შენი ძმაც ერთ-ერთი არაიშვიათი კოლექციონერი ყოფილა😀😀
    დიზაინი თუ მოგეწონა მიხარია.

  22. რაკარგი პოსტია
    მე სულ მინდოდა ბიჭი ვყოფილიყავი.
    ეხლა უკვე აღარ ვიცი:)

  23. მადლობა შეფასებისთვის🙂
    მოკლედ, დავაკარგვინე ხალხს ბიჭად ყოფნის სურვილი რა😀😀

  24. ძალიან მომეწონა პოსტი, ბეეევრი ვიცინე განსაკუთრებით ამაზე: თუ გოგო იქნებიდა ეს შემხვედრი და თან სიმპათიური, პატივისცემის ნიშნად აუცილებლად გადავაფურთხებდი.
    შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ შენი პოსტის წყალობით დღე ძალიან პოზიტიურად დავიწყე, გმადლობ🙂

  25. ძალიან მომეწონა…. მე ხშირავ დვპიქრობდი აი ბიჭი რომ ვყოფილვიყავი რას გავაკეთებდი :))) არა მე მიხარია ხოლმე ბიჭი რომ არ ვარ, მაგრამ ძმაკაცებისთვის ბიჭი ვარ. ახალგაზრდობაში ბიჭურად ვიცვამდი, ნუ ვიქცეოდი ნაწილობრივ. ყველსთან ვძმაკაცობდი🙂 მაგრამმეც მიხარია რომ მდედრი ვარ🙂

    მომეწონა შენი ახალი სქინი ^_^ ძალიან საყვარელია :))

  26. finiki – მეც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მაგაზე კაის ვერაფერს მეტყოდი ამ დილით🙂 მიხარია თუ მოგეწონა ^_^

    ourlifegoeson – ჯესი, დაბნეული მეჩვენები, რაშია საქმე?😀😀
    მეც მიხარია რომ ბიჭი არ ხარ ^_^ პოსტის შეფასებისთვის მადლობა :-*

  27. უიმე ახლა ვნახე..რა ვიბოდიალე :))))

  28. არასოდეს მდომებია ბიჭი ვყიფილიყავი.. ბედნიერებაა გოგოდ დაბადება🙂

  29. როგორ მიყვარს ეს პოსტი:)))
    რამდენჯერ მაქვს წაკითხული და მაინც დიდ სიამოვნებით ვაპარებ თვალს თავიდან :დ

  30. kai iyo momewona getanxmebi😛

  31. დედაა, როგორ მომეწონა შენი ბლოგი.. საოცრად წერ ..
    კარგი პოსტია ტრადიციისამებრ

    • მადლობა ^^
      მიხარია რომ მესტუმრე, შემომიარე ხოლმე. ვერ დაგპირდები რომ სულ ახალ-ახალ პოსტებს დაგახვედრებ, ბოლო პერიოდში ცოტა დრო მაქვს ბლოგისთვის. მარა ვეცდები🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: