ქუჩა ბავშვობიდან…

>

გინდა ბავშვობაში ვიმოგზაუროთ?

მაშინ გამომყევი. ხელი ჩამჭიდე ოღონდ. ხო, მასე…

* * *
უბრალო ქუჩაა, ოღონდ ძალიან ლამაზი. ისეთი კი არა, თანამედროვე და მოპირკეთებული. არა, თავისებური სილამაზე აქვს, რაღაცნაირად ბუნებრივი.

ქუჩა მოასფალტებულია, ოღონდ ჯერ კიდევ ძველ დროს. აქა-იქ ამოტეხილია ასფალტი და გზა ოღრო-ჩოღროა. სადღაც ზევით მიჰყავხარ გზას, ოდნავ აღმართია ოღონდ და არა ძალიან, როგორც ტრადიციული თბილისური აღმართები.

ქუჩის ორივე მხარეს აივნიანი კორპუსებია. ყველაზე მაღალი ხუთსართულიანი თუ იქნება.

კორპუსების აივნებზე ახალგარეცხილი თეთრეული და სამოსია გადმოფენილი, უღრუბლო ცის ფონზე საშინლად ლამაზია. სადარბაზოებთან ძველებური მანქანები დგას, ერთ-ორი, ისიც დანჯღრეული. როგორც ადრე იყო ისე.

ცა მოწმენდილია, მარა მზე ამინც არ აჭყიტებს. დაბურული მინებიდან იყურები თითქოს.

კერძო სახლებიც ჩაუდგამთ აქა-იქ. აგურით ნაშენები სახლები ხის მესერითაა შემოღობილი, რომლის უკან აყვავებული ხეები და მინდვრის ყვავილები მოჩანს, ალბათ დისახლისმა თუ ჩარგო.
ტროტუარის ერთი მხარე არ არის მოასფალტებული. წინა დღის ნაწვიმარ და ჩამუქებულ მიწას საშინლად უხდება ხეებიდან ჩამოცვენილი თეთრი ყვავილები.

მთელს ჩაყოლებაზე აყვავებული პატარა ხეებია. ისეთი სუნი ტრიალებს ირგვლივ, სიამოვნებისგან არ იცი რა ქნა.

“ნაუშნიკებიდან” ბავშვობის მელოდიები ისმის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მღერის, არც იმას, კინოფილმიდან იქნება ეს მელოდია თუ მულტფილმიდან საერთოდ, მთავარია ბავშვობისაა.
მელოდიებს დროის მანქანის ეფექტი რომ აქვთ ეს ხომ იცი უკვე? ხოდა, მიდიხარ ბავშვობის დროინდელ ქუჩაზე, ბავშვობის მელოდიებით… და “იქ” ხარ ფაქტიურად.

ტროტუარის კიდეზე ადიხარ. აი, იქ, სულ კუთხეში და ფრთხილად დგამ ნაბიჯებს. მერე რა, რომ ახლა ეს დაბალია, ბავშვობაში მაღალი გეგონა და გეშინოდა არ “ჩამოვარდნილიყავი”.

მოიცა, მე ავალ, შენ ქვევით დადექი, ხელი ჩამჭიდე და ისე გამატარე ამ ვიწრო ზოლზე. ხო, მასე…

ამ დროს ცეკვა მოგინდება. ბავშვური ცეკვა ოღონდ, შენებური და სასაცილო, სხეულის ყველა ნაწილი რომ მოძრაობს ერთდროულად. არა, აქ არ ვცეკვავთ, გიჟები ვეგონებით. ნაბიჯს ვუჩქარებთ და თითქმის სირბილით მივდივათ, ასე ვიკლავთ ცეკვის ჟინს. სახეზე დებილურ და ბედნიერ ღიმილსაც მოვუხერხებთ რამეს, ცოტა ხანი იყოს ოღონდ.

* * *
ჰა, რას ფიქრობ, მოგეწონა “მოგზაურობა”?
არც ისე?

რას ვიზამთ, მე ასეთი მახსოვს ჩემი ბავშვობის ლამაზი ქუჩა.

არაუშავს, ხანდახან რთულია ნაწერით გადმოსცე გრძნობები.
სულ სხვაა, როცა იქ ხარ.
მე ვიყავი…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/04/07, in ვითომ "ჩანახატები" :-) and tagged , , , . Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. >ნუ წერ ხოლმე ასეთ სენტიმენტალურ წერილებს. უსაშველოდ მომენატრა ბავშვობა და ძველი სახლი. :(((

  2. >მთელი ომების, შიმშილისა და დავიდარაბის მიუხედავად მაინც კაი დრო იყო…🙂

  3. >თავისებური დრო იყო…თან ყველას სიბნელის ასოციაცია აქვს, თან ყველას ენატრება..<3

  4. >axsiom – მე რატომღაც ძაან არ მესენტიმენტალურა🙂 ნუ, სხვა პოსტების სენტიმენტალურობისგან გამომდინარე ალბათ:-) აბა სად წავიღო ეს დებილი სენტიმენტები, ხანდახან ვერაფრით რომ ვერ ვიშორებ. ხოდა, ბლოგზე ვყრი რა🙂 ბოდიში ცუდი განწყობა თუ მოგიტანე, მარა გულში ცოოოტათი მიხარია კიდეც, ე.ი. პოსტმა იმოქმედა :-)shiosmarani – ალბათ იმიტომ ,რომ ბავშვობა იყო ჩვენი მაგ დროში ^_^ჭიამაია – მე მაგ მონატრებას იმას ვაბრალებ, რომ ბავშვობა იყო მაინც და რაც არ უნდა რთული დრო იყოს, ბავშვობის წლები მაინც პოზიტიურად გვახსენდება ხოლმე. (ვაიმე, მოხუცი მგონია თავი :-D)

  5. >როგორიც არ უნდა იყოს, წარსული მაინც რა ტკბილად მახსენდება.. უშუქობის უწყლობის და ათასი უბედურების მიუხედავად :)) ძიედა მომინდა სახლში, ეს რა გინდოდა გოგო!!!!! :)))))))

  6. >მეც რომ მომინდა სახლში, იმიტო დავწერე😛

  7. >ძალიან ლამაზად და საინტერესოდ წერ.. ))რაღაცნაირი პოსტი გამოვიდა, დამთრგუნველი.ჩემი ბავშვობა უსაშველოდ მომენატრა. ((

  8. >მაცო❤ მიხარია შენი შეფასება ^_^ბავშვობა თუ გაგახსენა პოსტმა, ე.ი. რაღაც მაინც შევძელი და ძალიან მიხარია🙂

  9. რაღაც კი არა, ბევრი რამ შეძელი.. <3
    თუმცა ბავშვობა დიდ ბედნიერებით არ მახსენდება.. ((

  10. მადლობა მაშინ❤

  11. MagaDiaa…. : DD: PP: ))

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: