>შეცდომები

>
შეცდომებიო აქსიომამ.
ხოდა, დავფიქრდი სერიოზულად, რა შეცდომები დამიშვია? ის, რომ ამაზე ფიქრს დიდხანს მოვუნდი, უკვე ნიშნავს, რომ შეცდომას ვუშვებ! არამგონია არსებობდეს ადამიანი, ვისაც 22 წლის მანძილზე არ ჰქონდეს დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომა. მე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ვერ გავიხსენე და ესაა სწორედ შეცდომა. ის, რომ კონკრეტული ფაქტი ან ჩემს შეცდომად ვერ აღვიქვი, ან საერთოდ არ მიმაჩნია შეცდომად, ძალიან დიდი შეცდომაა. (ეს ტავტოლოგიაც შეცდომაა ისე აქ :-)).

შეცდომაა იმაზე ფიქრიც, რომ შესაძლებელია სწორად და უშეცდომოდ ცხოვრება.

მივხვდი, რომ შეცდომაა მიხვიდე დათქმულ ადგილას დროულად, გქონდეს პასუხისმგებლობა და ნებისყოფა.

უკვე შეცდომაა ილაპარაკო იმაზე, რასაც ფიქრობ. შეცდომაა არ შეგეძლოს თამაში.

შეცდომაა წაიკითხო ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდება, მხოლოდ იმიტომ, რომ კითხვა გწყურია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. შეცდომაა, სწორედ იმიტომ, რომ საუკეთესო წლები გეხარჯება და წაკითხულ სისულელეებს მიღმა გრჩება ნამდვილად ღირებული წიგნები, მერე კი ელოდები თავისუფალ დროს, ნელ-ნელა რომ წაიკითხო ისინი.

შეცდომაა გქონდეს იმის იმედიც, რომ ვინმე რამეს დაგიფასებს.

შეცდომაა ყოველთვის ცდილობდე იყო უბრალოდ ადამიანი და არა ქალი, თავისი ქალური ლოგიკით.

შეცდომაა აპატიო მილიონჯერ.

შეცდომა იყო მოულოდნელად მოსულ მესიჯზე პასუხის გაცემა.

შეცდომა იყო რამდენიმე დღეში იგივე ადამიანთან შემთხვევით გაშვებული მესიჯიც (არადა, მართლა შემთხვევით იყო, მარა თვალები სად გაქვს ადამინო?!).

შეცდომაა დაიჯერო, რომ კონკრეტული ადამიანი შენთვის იდეალურია. მერე რა, რომ ზოგადად იდეალური ადამიანები არ არსებობენ, შენთვის იდეალური შეიძლება იყოს ვინმე. მე დღემდე მჯერა ამის, მერე რა, რომ შეცდომაა.

* * *
ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად ვფიქრობ იმაზე, არის თუ არა შეცდომა ბლოგების ავტორებთან პირადი ურთიერთობა. facebook-ს ვგულისხმობ რა თქმა უნდა. რადგან ამას აქვს ორი მხარე – დადებითი და უარყოფითი, ამიტომ ვერაფრით ვერ მივედი დასკვნამდე.

დავიწყებ უარყოფითით – მირჩევნია ვიყო სრულიად უცნობი და ვწერო იმაზე, რაზეც მინდა. საქმე იმაშია, რომ მე ბლოგი მაქვს არა იმისთვის, რომ წაიკითხონ, არამედ იმისთვის, რომ ვწერო. მკითხველზე არასდროს მიფიქრია, ვწერ ისე, როგორც მინდა და თუ ვინმეს არ მოეწონება, უბრალოდ აღარ შემოვა მეორეჯერ. თუმცა, თუ ვინმეს ჩემი ნაჯღაბნი მოეწონება, ძალიან მსიამოვნებს და მიხარია, ე.ი. რაღაც სისულელეებზე რომ ვწერ, მარტო არ ვარ🙂 ახლა, როცა ვიღაცეებმა იციან ვინ ვარ რეალურად, ყველაფერს უბრალოდ ვერ დავწერ. მე მირჩევნია ვწერო რას ვგრძნობ იმ მომენტში და არ ვიფიქრო მკითხველის აზრზე, არადა ამ შემთხვევაში მეფიქრება, სხვა გზა არაა. თუმცა, ამას აქვს დადებითი მხარეც, წესით უფრო უნდა დაიხვეწოს ნაწერი. გარდა ამისა, რამდენიმე ბლოგის ავტორი მე მიცნობს, მე კი მათ ვერა. არა, იმაში კი არაა საქმე, რომ მე მინდა ვიღაცის სახე დავინახო ფოტოზე – სულაც არა. უბრალოდ, ეს ცალმხრივი ურთიერთობა გამოდის და დისკომფორტს მიქმნის.

ახლა რაც შეეხება ამ ყველაფრის დადებით მხარეს. მეგობრებში მყავს სულ რამდენიმე ბლოგის ავტორი, ათამდე ალბათ. მე ამ რამდენიმე ადამინათან დამალობანას მოვრჩი. საქმე იმაშია, რომ ეს ხალხი თავისი ბლოგებითურთ ძალიან მომწონს. მათთან ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა❤ უკვე ისე მივეჩვიე რამდენიმე მათგანს, უცებ რომ გაქრენ facebook–დან, არ ვიცი რა მეშველება🙂 ერთ-ერთის ნახვასაც ვაპირებ ამ დღეებში.

იმის მიზეზები, თუ რატომ არ ვამბობ facebook–ზე რომელი ბლოგის ავტორი ვარ, წესით ამ პოსტით გასაგები უნდა გახდეს. აუცილებელია იცოდეთ ვინ არის სინამდვილეში “გვირილა”? მგონი არც ისე.

საერთოდ, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როცა ვხვდები, რომ ვიღაცას ვაწყენინე. ზუსტად ამიტომ, ახლაც ვფიქრობ შეცდომა ხომ არაა ეს ყველაფერი რომ დავწერე. რატომღაც მგონია, რომ გაიგებს რამდენიმე მკითხველი მაინც, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ჩემს მსგავსად დამალვას ცდილობს.

P.S. ვთაგავ: სანდრო, ჯესი, ჭიამაია, კახი

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/04/05, in ვითომ "ჩანახატები" :-) and tagged , , . Bookmark the permalink. 20 Comments.

  1. >მე გავიგე🙂 და შენ იცი რომ მე გავიგე🙂 და ისიც იცი რომ გეთანხმები🙂 კარგი პოსტი გამოგივიდა..მომეწონა :))))) :* :* აი მე რაღაც ვერ მოვაბი თავი😦

  2. >თავმოუბმელი არ დამენახო🙂 (აუf, რა იუმორის აღზევება იყო :-))არ ვიცი მე, მოაბი თავი :-)შეფასებისთვის მადლობა.

  3. >:D😀😀 ფაქტია რომ რისი დაწერაც მინდოდა შენ და შიომ საყვარლად გაინაწილეთ და დამასწარით და 1) აზრი აღარ აქვს დასტურს გაძლევთ მაგ სიტყვებში :)))) 2) უკეთესად ვერ ვიტყვი. 3) ამ მიზეზებისა და გამო ვერ ვაბამ თავს😀😀😀

  4. >საინტერესო იყო ნამდვილად შენი პოსტი, მინდა გითხრა რომ კარგად წერ. :)პირად ურთიერთობებს რაც შეეხება მეც ზუსტად შენნაირი გაორება მაქვს. ჩემს ბლოგზე შესავალ პოსტში მეწერა რომ ადრეც მქონია ბლოგები, და ყოველთვის ანონიმური.ეხლაც ესეა და ესე ვაპირებ ზუსტად იმ მიზეზის გამო რომ მინდა ვწერო რაზეც მინდა, როგორც მინდა და უბრალოდ თუ ვინმეს მოუნდება თავისი აზრი გამოთქვას. მე მინდა რასაც ვგრძნობ უბრალოდ მოვყვე და სულერთია იცოდეს მკითხველმა ვინ დაწერა.პ.სსაზეიმო მეორე თაგი ჩემი ბლოგის ისტორიაში! : )))) აუცილებლად დავწერ მალე❤

  5. >მომეწონა აშკარად ყვავილების სუნი ასდის ამ ყველაფერს😉

  6. >Teaa – აჰა, ჩვენ დაგვაბრალე ახლა🙂 როგორაა ის გამოთქმა? ცხოვრება რომ რთულია და დასწრებაზეა ყველაფერი :-Dჭიამაია – ძალიან გამიხარდა შენი შეფასება ^_^ ისიც გამიხარდა, რომ კიდევ ერთი ფიქრობს ჩემსავით, ანუ მე და თეა ნორმალურები ვართ რა (ნუ, ამ შემთხვევაში :-P)🙂 ხოდა, პოსტს ველოდები ;-)shiosmarani – კაია რომ მოგეწონა, მადლობა. მარა ყვავილების სუნზე დააკონკრეტე რა, თორემ გათიშული ვარ და ვერ გავიგე რას გულისხმობ🙂

  7. >ვეცდები პირნთლად შევასრულო ^_^ აუ, ისე არადა რა კარგი ინკოგნიტო გქონდა😀 შეცდომებში დამღუპველი ავატარის დაყენება უნდა მიგეთითებინა უსათუოდ😀

  8. >შენ ახლა გაჩერდი!..😀 ამ ავატარს ვერავინ ხედავდა, სანამ ერთ დილას ჯგუფში არ აღმოვჩნდი. ზუსტად იმ დილას, როცა აქციების გასაშუქებლად დავრბოდი და ავატარი კიარა, ჭამა არ მახსოვდა🙂 ხოდა, ისარგებლეს ბატონო ბოროტად :-)პოსტს ველოდები😉

  9. >თავიდან მეგონა გაბრაზებული იყავი, მერე ნაწყენი, მერე ავირიე რა გინდოდა ვერ მივხდი.. ბოლოს გამოანათა და მივხვდი რომ თეგ-თამაშის მსხვერპლი ყოფილხარ და გამეცინა ჩემს თავზე🙂 კაია

  10. >შეხედე შენ, რა კულტურულად გამლანძღა?!😀 :-Dყველა დასკვანა სწორად გამოგიტანია ისე🙂

  11. >დამთაგე? :))))) ვაიმე გვირილა რა ერთნაირი აზრები გვქონია😦 ძალიან კარგად მესმის და ვხვდები რას გრძნობ :(კვირის ბოლოსკენ უკვე თავისუფალი ვიქნები ამ უაზრო შუალედურებისგნა და დავწერ აუცილებლად :)<3❤❤ :*

  12. >ეეე რა ავატარი..რა გავმაზე..მეც მინდა ვიცოდეეეე ^_^

  13. >მადლობა ჯესი, გელოდები და იცოდე😉

  14. >ყველაზე მეტად მომეწონა მსგავს პოსტებს შორის. იმედია არავინ არ მიწყენს– ამომწურავია და იმიტომ. ეხლა კომენტარის წერას შევყევი და სერიოზული პოსტი გამომივიდა. დავაკოპირე, ამოვშალე და დღევანდელ პოსტში წაიკითხავ ამის პასუხს! მოკლედ მაგარი კარგი გოგო ხარ!

  15. >ინრტიგაც ამას ჰქვია რა, მოვდივარ სირბილით შენი ბლოგისკენ :-)შეფასება მესიამოვნა ^_^ მადლობა❤

  16. >ეჰ, კომენტარის დატოვება მინდოდა და რატომღაც ვერ დავტოვე.ისე კი იმის თქმას ვლამობდი, რომ მთელი პსოტოს განმავლობაში ერთი აზრი მიტრიალებდა ”რა ნაცნობია” – მეთქი. ზოგადად ანონიმურობა გულახდილობისა და თავისუფლების გარანტიაა, ამიტომ მეც მაქსიმალურად ვცდილობ შევინარჩუნო კონსპირაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყველა პოსტი მიუხედავად გულახდილობისა ძალიან ზოგადია, თუმცა დგება მომენტი როდესაც აუცილებლობა მოითხოვს გამოჩნდე🙂

  17. >ეს მომენტი იქნება ერთ-ერთ შაბათს ხო? :-)არც ჩემი პოსტებია ისეთი, რომ ჩამქოლოს ვინმემ, მარა ასე უფრო კომფორტულია. ვიცი რომ იცი შენც ^_^

  18. მისია შესრულებულია🙂

  19. გვირილა ეხლა ვნახე ეს პოსტი😐 დათაგული რომ გყავდი პოსტში არ ვიცოდი დამაინტერესა თემატიკამ და დავწერ :* კარგი პოსტია

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: